Soma, PC

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11701

Soma

Unread post#1 » 18 Nov 2013 18:07

Penumbra და Amnesia: The Dark Descent შემქმნელმა სტუდიამ Frictional Games თავიანთი ახალი პროექტი სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის ტრილერი, სახელად Soma წარმოადგინა. თამაში PlayStation 4 პლადფორმაზე და პერსონალურ კომპიუტერებზე 2015 წლისთვის გამოვა.

>>>

"ბოლო სამი წლის განმავლობაში Soma შექმნით ვართ დაკავებულები. მთელი ამ ხნის მაძნილზე პროექტს საიდუმლოდ ვინახავდით, ხოლო ამჯერად მოხარულივარ, რომ უკვე შემიძლია მასზე საუბარი. ეს თამაში ყველაზე ამბიციურია იმ პროექტებიდან რომლებზეც ჩვენ ოდესმე გვიმუშავია", - განაცხადა Soma კრეატიულმა დირექტორმა ტომას გრიპმა. Soma - ეს გახლავთ საშინელებათა ჟანრის თამაში პირველი პირიდან, რომელიც Frictional Games საუკეთესო ტრადიციების მიხედვით იქნება შექმნილი. მთავარი გმირი - არც სუპერმენი და არც სპეცდანიშნულების რაზმის წევრი დიდი იარაღით, იგი უბრალო ადამიანია, რომელიც იდუმალებით მოცულ და საშიშ გარემოში მოხვდა. "Soma - ეს არის თამაში სამყაროს გამოკვლევასა და მასშუ გადარჩენაზე, რომელშიც მოთამაშეების გაუფასურებული მეთოდებით შეშინებას არ ვაპირებთ. Soma დანიშნულება - ჩაგითრიოთ გულის სიღრმემდე და დაგაფიქროთ თქვენს საკუთარ არსებობაზე", - დაამატა გრიპმა.

>>>

Soma ერთერთ მთავარ ღირშესანიშნაობას მოწინააღმდეგეები წარმოადგენენ. "მონსტრები - თამაშის უმთავრესი შემადგენელია. თქვენ რამდენიმე შემზარავ არსებას შეხვდებით, რომელთა იერიც თამაშის მთავარი თემის სხვადასხვა კუთხიდან ამოხსნაში დაგეხმარებათ. მოცემულ თავგადასავალში გადარჩენის ერთადერთ საშუალებას მათი ფუნქციონირების გაგება წარმოადგენს", - ამბობს გრიპი.

Riddick
Posts: 11701

Soma

Unread post#2 » 06 Apr 2014 01:40

მოულოდნელი სურპრიზი
რამდენიმე კონცეპტი: 1,2,3
მსგავსი სეთინგის ჰორორი ამნეზიის შემქმნელებისგან
რაღაც უბედური სურათები იხატება წარმოსახვაში ))

Riddick
Posts: 11701

Soma

Unread post#3 » 10 Jan 2015 09:51

ამნეზიიდან კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წასვლას გეგმავენ. როგორც ნიუსიდან მივხვდი, ძირითადი დაწოლა მოწინააღმდეგეების მრავალფეროვნებაზე იქნება. ზოგი მათგანი მხოლოდ რამდენიმე ლოკაციაში შეგხვდებათ და ისიც ყოველთვის მტრულად არ იქნებიან განწყობილიო. ხანდახან მათი დახმარების გამოყენებაც მოგვიწევს და ზუსტად ამით გვინდა, რომ ერთგვარი პარანოიის გრძნობა შევქმნათო, ანუ იდეაში უნდა გაგიჭირდეს იმის მიხვედრა მტრულად არი განწყობილი მონსტრი თუ არა :)
RUS

რაღაც იმდენად საინტერესო სეთინგს ირჩევენ, რომ დარწმუნებულივარ სერიოზული ვიზუალის მოწინააღმდეგეები ეყოლებათ და ალბათ თამაშის გამოსვლამდე არცერთ მათგანს არ გვაჩვენებენ.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Soma

Unread post#4 » 10 Jan 2015 14:49

საერთოდ აღარ მახსოვდა ამის არსებობა და მაგარი გამისწორდა ახლა ამათი ნახვა ))
სერიოზული ატმოსფერო მოდის, ერთადერთი რასაც ვისურვებდი არის სიუჟეტური შეთავსების მაღალი დონე, რაც არანაკლები მნიშვნელოვანია ჩემთვის.
I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Soma

Unread post#5 » 30 May 2015 02:38

From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Soma

Unread post#6 » 22 Sep 2015 20:51

გამოვიდა და მშვენიერი შეფასებები აქვს.
Release Date: Sep 22, 2015
Developer: Frictional Games
Genre(s): Survival
Metascore: 85
User Score: 9.2
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11701

Soma

Unread post#7 » 24 Sep 2015 14:22

ხო და რაცმთავარია ატმოსფეროს მაგრად უქებენ.
თუ ითამაშებთ დაწერეთ როგორია.

Riddick
Posts: 11701

Soma

Unread post#8 » 16 Oct 2015 15:54

ინტელექტუალურ ჰორორი, ჟანრის ახალ დონეზე გადასვლა, მსგავსი ფრაზები ჰორორის მისამართით ძალიან იშვიათია. rapture ნახვის მერე წყლისქვეშა სეთინგებს განსაკუთრებულად ველოდები ხოლმე, აქ კიდე ნახსენები სეთინგი ჰორორ თემატიკაშია შესრულებული, რომელიც თუ მოთამაშეებს და მიმომხილველებს დაუჯერებთ მართლა მუშაობს და ქმნის "ინტელექტუალურ ჰორორს".

მიმოხილვა >

User avatar
Darkenstein
Posts: 17

Re: Soma

Unread post#9 » 27 Dec 2015 14:11

მომეწონა ძალიან. ამნეზიის მერე საკმაოდ კარგი ჰორრორი აღმოჩნდა თუმცა აი შეშინების და შიშის ფაქტორით სუსტი. ყველაზე მეტად თამაშის დასასრულმა მომაწონა თავი და მთლიანად COIN FLIP იდეალოგიამ. რომ ითამაშებთ მიხვდებით რასაც ვგულისხმობ. საბოლოო ჯამში 8/10-ს მივცემდი მე.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 91 guests


cron