Penumbra და Amnesia: The Dark Descent შემქმნელმა სტუდიამ Frictional Games თავიანთი ახალი პროექტი სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის ტრილერი, სახელად Soma წარმოადგინა. თამაში PlayStation 4 პლადფორმაზე და პერსონალურ კომპიუტერებზე 2015 წლისთვის გამოვა.
"ბოლო სამი წლის განმავლობაში Soma შექმნით ვართ დაკავებულები. მთელი ამ ხნის მაძნილზე პროექტს საიდუმლოდ ვინახავდით, ხოლო ამჯერად მოხარულივარ, რომ უკვე შემიძლია მასზე საუბარი. ეს თამაში ყველაზე ამბიციურია იმ პროექტებიდან რომლებზეც ჩვენ ოდესმე გვიმუშავია", - განაცხადა Soma კრეატიულმა დირექტორმა ტომას გრიპმა. Soma - ეს გახლავთ საშინელებათა ჟანრის თამაში პირველი პირიდან, რომელიც Frictional Games საუკეთესო ტრადიციების მიხედვით იქნება შექმნილი. მთავარი გმირი - არც სუპერმენი და არც სპეცდანიშნულების რაზმის წევრი დიდი იარაღით, იგი უბრალო ადამიანია, რომელიც იდუმალებით მოცულ და საშიშ გარემოში მოხვდა. "Soma - ეს არის თამაში სამყაროს გამოკვლევასა და მასშუ გადარჩენაზე, რომელშიც მოთამაშეების გაუფასურებული მეთოდებით შეშინებას არ ვაპირებთ. Soma დანიშნულება - ჩაგითრიოთ გულის სიღრმემდე და დაგაფიქროთ თქვენს საკუთარ არსებობაზე", - დაამატა გრიპმა.
Soma ერთერთ მთავარ ღირშესანიშნაობას მოწინააღმდეგეები წარმოადგენენ. "მონსტრები - თამაშის უმთავრესი შემადგენელია. თქვენ რამდენიმე შემზარავ არსებას შეხვდებით, რომელთა იერიც თამაშის მთავარი თემის სხვადასხვა კუთხიდან ამოხსნაში დაგეხმარებათ. მოცემულ თავგადასავალში გადარჩენის ერთადერთ საშუალებას მათი ფუნქციონირების გაგება წარმოადგენს", - ამბობს გრიპი.