Wolf Among Us, PC, X360, PS3

| თამაშები ჟანრების მიხედვით |
Survival Horror , Immersive Sim , Side Scroller , Quest , Logic , Puzzle , I-Movie , Point n Click ...
User avatar
hellwalker
Posts: 4131
Contact:

Wolf Among Us

Unread post#1 » 13 Oct 2013 21:58

Wolf Among Us

>>>

სასიამოვნო სიურპრიზი TellTale Games-ისგან, ნიუორკის ერთ-ერთი "წყნარი" უბანი საინტერესო ბინადრების თავშესაფარი ხდება, ბოროტი ენიგმატური მტრის მიერ სხვადასხვა სამყაროებიდან განდევნილი ზღაპრის გმირები ჩვეულებრი და მოსაწყენ სამყაროში იმალებიან უკვე რამდენიმე ასწლეულია. ვისაც გაუმართლა და ადამიანის იერზეა ან ძვირადღირებული ფორმის შემცვლელი ჯადოს ყიდვა შეუძლია ქალაქის მაგიურად შენიღბულ უბნებში ცხოვრობს, გოჭებს, ბაყაყებს, გაიძვერა მელიებს ქალაქგარეთ ფერმაზე უწევთ თანაცხოვრება შერ ჰანთან, დრაკონებთან და ტროლებთან.

>>>

თამაშში დიდი ბოროტი მგლის როლს მოვირგებთ, ოდესღაც წითლებში ჩაცმული პატარა გოგოების და სახლიანი გოჭების მადევარი ეხლა ადამიანის ფორმაშია დამწყვდეული და ზღაპრის გმირების უბანში "Fable Town" შერიფის როლი აქ ჩაბარებული, რაც არც ისე მარტივი პროფესიაა როცა ყველას ეზიზღები რადგან წარსულში ყველასი ვიღაც შეჭმული გყავს.

>>>

ზღაპრების დისნეის გლამური ძალიან შორს არის ამ საინტერესო კომიქსის ადაპტაციაში, არც Grim Fairy Tale-სავით უაზრო უშინაარსო სექსუალური ფანტაზიების კრებულია, აქ ზღაპრის გმირები საინტერესო კომპლექსური პერსონაჟები არიან უბრალო მოკვდავებივით დატვირთულნი ყოველდღიური პრობლემებით, ურჩხული და მზეთუნახავი ათას წლოვანი მეუღლეობის მერე ცოტა საინტერესოს ხედავენ ერთმანეთში და მუდმივად ჩხუბობენ წვრილმანებზე, ფიფქია მექალთანე მშვენიერ პრინცს დიდი ხნის წინ დაშორდა და ეხლა ფაბლების ქალაქის ადმინისტრაციაში მუშაობს, სამი გოჭის პერსონაჟი კოლემი უკმაყოფილოა ფერმაზე ცხოვრებით და პერიოდულად შერიფ ბიგბის სტუმრომბს და სიგარეტის და სასმელის გამოძალვას ცდილობს მანამ აღრენილი შერიფი მეორე დღეს მის უკან ფერმაზე გასაგზავნად გეგმებს აწყობს.

>>>

თამაშში ისტორია, პერსონაჟების ხასიათები, დიალოგები და გადმოცემა მოწოდების დონეზეა, ყველაფერი საუკეთესო Walking Dead-იდან შერწყმულია ამ ქარიზმატულ, ბნელ სეტინგში და საინტერესო ჩამთრევ სიუჟეტის ლამაზ სცენად იქცევა, პირველი ნაწილი უკვე გამოსულია და წარმოუდგენელ ლომკაში დატოვა თემის ავტორი, ამიტომ ალბათ ღირს ლოდინი დანარჩენი 4 ნაწილის გამოსვლის თუ სიუჟეტის ერთი ჩაჯდომით ნახვა გიყვართ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

GHOST
Posts: 1379
Contact:

Wolf Among Us

Unread post#2 » 13 Oct 2013 22:12

მეც ვფიქრობდი, დაველოდები-მეთქი დანარჩენ 4 ნაწილს, მაგრამ პირველის ენდინგის გადამკიდე, რაღაც არა მგონია მოვახერხო. : D

TWD-ს აჯობებს, ასე თუ გააგრძელეს.

User avatar
Ripster
Posts: 1470
Contact:

Wolf Among Us

Unread post#3 » 13 Oct 2013 22:14

უეჭველი უნდა დაველოდო ყველა სერიას
walking deadმა ისე გამისწორა აი უბრალოდ წარმოუდგენლად მიხარია რომ ეს მექნება მომავალშI სათამაშო!
You'd better do something about that cough

User avatar
Mchedlo
Posts: 899
Contact:

Wolf Among Us

Unread post#4 » 13 Oct 2013 22:26

მეტად საინეტრესო პროექტია, ეს კომიქსების მიხედვით არის, ფაბლეს თU არ ვცდები, და ის კომიქსიც ძაან მაგარი რამეა...

User avatar
Riddick
Posts: 8698
Contact:

Wolf Among Us

Unread post#5 » 13 Oct 2013 22:31

ვიზუალურად ბევრად ჯობია WD-ს რაც შევამჩნიე (ვიდეოებიდან). ის თუ ბიუჯეტის დაზოგვის გამო გავდა მსგავს სტილში გაკეთებულს, ეს უკვე სრულფასოვანი საკაიფოდ პოდ კომიქს სტილიზებული რამეა. და ნუ შინაარსზე ისეთი რაღაცეები დაწერე აშკარად მაგარი ღადაობა იქნება )) რო გამოვა ოთხივე ჩაუწვები
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

GHOST
Posts: 1379
Contact:

Wolf Among Us

Unread post#6 » 13 Oct 2013 22:52

TWD-ც კომიქსების მიხედვითაა.

User avatar
SLaYeR
Posts: 4341
Contact:

Wolf Among Us

Unread post#7 » 13 Oct 2013 23:48

რაც ეს პროექტი დაანონსდა იმის მერე ვამბობ რო აღარ მაინტერესებს TWD
ზოგადად ამ კომიქსის იდეაც ძალიან მომწონს, თან DC-ის Vertigo imprint-ია რაც იმას ნიშნავს რო თუ ასეთი კომიქსი აღიარებას მოიპოვებს ესეიგი აუცილებელი საკითხავია)) ვის რამენად მოეწონება უკვე სხვაა საქმეა, თუმცა საქართველოში კომიქსი=საბავშვო გაგებაა და Watchmen-ივით თვალებში თუ არ გაუჩხირეს ადამიანს ვერ გააგებინებენ რო გემოვნებიანი საკითხავია, ამიტომ ველოდები აწი Fables-ზე ლაპარაკს )))))
სტუდიას რაც შეეხება, სადღაც 2007-2008 წლებში ჯერ კიდე Tales of Monkey Island არ ქონდათ ბოლომდე გამოშვებული როცა ერთერთ საუკეთესო სტუდიად ვაღიარებდი adventure თამაშებისთვის, ხოდა გაამართლეს ყველანაირად, იციან რას მოკიდონ ხელი, ყველა პროექტზე ახალ-ახალ პლუსებს იძენენ და ბოლომდე ძირფესვიანად ეკიდებიან პროდუქტი რო კარგი გამოვიდეს.
გამიხარდა რო გაიხსნა თემა ამ თამაშზე
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 287
Contact:

Wolf Among Us

Unread post#8 » 14 Oct 2013 06:41

საშინლად არმომეწონა თქო რო დავწერო არცერთ ასპექტში არ მიმიზიდა განსაკუთრებით არტ ში და განსაკუთრებით ბანალურ/ვანაბიბედესსმეინქერექთერ "ოუმორი" და ჰევირეინის კოფი ფეისტ სცენები (ან სცენა მერე აღარ ვიცი) +სკრიპტედ ივენთებით და ამერიკა ამერიკა ამერიკა ამერიკა ამერიკა ამერიკა და ამერიკა? შეგიძლიათ მინუსებით გამავსოთ, შეგიძლიათ უფრო მეტი არგუმენტირებული კრიტიკა მოითხოვოთ თუმცა ვერ დაგიწერთ იმიტომ რომ არმაქ სურვილი მხოლოდ მაგის გამო ვითამაშო ეს თამაში, მოკლედ შეგიძლიათ ეს ჩემი ამ თამაშისადმი first impression, სამწუხაროდ ნეგატიური, პოსტი დაამინუსოთ რამდენიც გინდათ, თუმცა ეს ჩემი სუბიექტური და გულწრფელი opinion ია, ამ თამაშზე და ეს თამაში მე არმომეწონა, ძალიან არმომეწონა.

დიდი იმედი მაქვს რომ WD ამაზე ბევრად კარგი თამაშია, იმიტომ რომ სურვილი მქონდა თამაშის...

User avatar
Riddick
Posts: 8698
Contact:

Wolf Among Us

Unread post#9 » 14 Oct 2013 07:25

"ვანაბიბედესსმეინქერექთერ" ეს იმდენჯერ წავიკითხე რო მარტო მაგიტოხარ დასამინუსებელი, მარა მე არ დაგამინუსებ, არმინახია ჯერ თამაში. პროსტა რაწერია მითხარი))
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
SLaYeR
Posts: 4341
Contact:

Wolf Among Us

Unread post#10 » 14 Oct 2013 08:15

DaRk5nAk3
რავი მოცემულია სეთინგი რომელის წლების განმავლობაში არსებობს. აიღო სტუდიამ და შექმნა თამაში სადაც ვერც main character-ს შეცვლიდა, ვერც იუმორს და ვერც ამერიკას მოწყდებოდა. მაშინ გამოდის არ უნდა შეექმნათ მარა შექმნეს და ჩემი აზრით მშვენივრად გამოუვიდათ.
კომიქსიდან აიღეს 90-იანების ამერიკა, ორიგინალური სეთინგი და პერსონაჟები,
და დაამატეს: noir ტონში ვიზუალური სტილიზირება, საინტერესო დეტექტიური სიუჟეტი, ხარისხიანი რეჟისირული მხარე (რაც ინტერაქტიულ ფილმს სჭირდება), ატმოსფერული მუსიკა.
თამაში არის adventure ინტერაქტიული ფილმის ელემენტებით, აქვს კლასიკური დეტექტიური adventure-ების feel. რავიცი კარგი შესრულების მეტი ვერფაერი ვერ დავინახე მე, და ამას დამატებული პოტენციალი რასაც დრო და დრო ავლენს ეს სტუდია. Sam & Max სერიები, Tales of Monkey Island, The Walking Dead, The Wolf Among Us. (Bone, Wallace & Grommit, Jurassic Park და Back to The Future არ დამიხურავს). რასაც თავის დროზე აკეთებდა LucasArts დღეს მაგ საქმეს აგრძელებს telltale games. სხვისი არ ვიცი და მე კაი ხანია მოვყვები ასეთ adventure თამაშებს და რაღაც ახალი და განსაკუთრებული არ მინახავს აქ, უბრალოდ დავინახე ხარისხის მატება და გაუმჯობესბეული რეჟისურა, დანარჩენი ნაცნობია და ველოდი კიდეც.
ბიგბი არ არის ვანაბიბედესმეინქერექთერ, საერთოდ მაგ მიდგომას ვერ ვხედავ თამაშში და არც მომწონს მსგავსი მიდგომით შექმნილი პერსონაჟები. ტიპიური 90-იანების ფილმებში ნაჩვენები ამერიკელი პროტაგონისტი პოლიციელია, უბრალოდ მეტი აქცენტია ამაზე და კარგად მოფიქრებული პერსონაჟია რომელსაც ეგ როლი ერგუნა თავის დროზე (2002 წელს როცა კომიქსი გამოვიდა და ამ ზამთარს დასრულდება როგორც ვიცი).
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

User avatar
hellwalker
Posts: 4131
Contact:

Wolf Among Us

Unread post#11 » 14 Oct 2013 08:22

"უნდა რომ მაგარი როჟა იყოს მთავარ გმირს მარა არ გამოსდის" ნიშნავს ეგ ვონაბიეტც

მარა ნაადრევი დასკვნაა ჯერ განვითარდეს სიუჟეტი და გაგაცნონ გმირი კარგად. მეტყევის გალახვით თუ შემოიფარგლე მითუმეტეს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Slacker
Posts: 245
Contact:

Wolf Among Us

Unread post#12 » 14 Oct 2013 12:19

ამის და TWDს ანალოგები არსებობს კიდე?
რამოდენიმე ვნახე მაგრამ იქ პერსონაჟს შენ არ ამოძრავებდი
არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხესუს ნავასი.

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 287
Contact:

Wolf Among Us

Unread post#13 » 14 Oct 2013 14:17

Slayer
ვერგავიგე რა საჭირო იყო, თამაშის და სტუდიის აღწერა ჩემ პოსტზე პასუხის გასაცემად, I mean ზუსტად მე რაც არმომეწონა იმ ფოინთებს გაუსვი ხაზი და იძახი ცუდი კიარა კარგიაო, კარგი გასაგებია თუმცა მე არმომეწონა ეგ ფოინთები, საშინლად არმომეწონა, მეინ ქერექთერი ნამდვილად ტიპიური ამერიკელი Wanna be badass character ია, შევიდა ოთახში ქალი გადაარჩინა, უშნო მახინჯი "ცუდიანი" პერსონაჟი ნაჯახით სცემა, მერე რაღატომთაც არვიცი რატო ჩაეხუტა და ფანჯრიდან გადახტნენ ორივენი, დაჟე კობრას ბილბორდი შეამტვრია თავით ))))))) აი მართლა ვიღადავებდი მაგალითად ოთახში რო შესულიყო, ქალი რო ეცემა ნაჯახით და რო ჩახუტებულიყო და ფანჯრიდან გადამხტარიყვნენ ))))) უფრო საინტერესო იქნებოდა ვიტრე ყოვლად და მასიურად ყელში ამოსული ერთი და იგივე ჰოლივუდური სცენები.

User avatar
SLaYeR
Posts: 4341
Contact:

Wolf Among Us

Unread post#14 » 14 Oct 2013 15:27

აუ არა არ ჩითავს ეგეთი გულისამრევი კლიშეები აქ, რატო უყურებ მასე ვრ ვხვდები. "ქალი გადაარჩინა უშნო მახინჯი ტიპისგან" ეს ყოველდღიური ცხოვრებაა მასეთი ტიპების ცემა და მერე მათთან ერთად ბარში ჯდომა მაგ პერსონაჟისთვის, მაგ პერსონაჟს ევალება გააშველოს და ჩაერიოს ნებისმიერი ზღაპრული არსების ჩხუბში თუ ბრძოლაში. წარმოიდგინე 90იანების ტყავის კურტკიანი თესლი პოლიციელი თავისი პრობლემებით, დაახლოებით მასეთი ტიპაჟია, ის რაც იმ დროინდელ კულტურაში ხშირი იყო. მახინჯი ტიპი კიდე მეტყევეა რომელთანაც სულ დაძაბულობა აქვს, არც პირველია მაგათი ჩხუბი და არც ბოლო. მთავარია სეთინგში შეხვიდე მანდ, Twin Peaks-ში როგორცაა მაგალითად რო მოცემულია ქალაქი თავისი მაცხოვრებლებით და ნელნელა გაცნობენ ყველას და თან მკვლელობის გამოძიება რო მიდის, რავი მე გირჩევდი გენახა ბოლომდე, 1-2 საათი უნდა პატარაა ძალიან
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

User avatar
Slacker
Posts: 245
Contact:

Wolf Among Us

Unread post#15 » 03 Dec 2013 06:25

რატო აღარ გამოდის შემდეგი ეპიზოდი, ხო არ გადაიფიქრეს ან რამე ესეთი? :\
არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხესუს ნავასი.

User avatar
SLaYeR
Posts: 4341
Contact:

Wolf Among Us

Unread post#16 » 30 Jan 2014 22:17

შემდეგი ეპიზოდის ტრეილერი - >>>
ლურჯწვერაც გამოჩნდა ^^
სტუდიაში როგორც განმარტეს შობა დაემთხვა და რაღაც მიზეზების გამო გაწეწელათ იქამდე, თან რამდენიმე თამაში დააანონსეს, ხოდა მსგავსი რამ აღარ განმეორდებაო
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

User avatar
Riddick
Posts: 8698
Contact:

Wolf Among Us

Unread post#17 » 05 Feb 2014 20:41

https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
hellwalker
Posts: 4131
Contact:

Wolf Among Us

Unread post#18 » 06 Feb 2014 17:00

მივხურე მეორეც, თავიდან ცოტა ნელა დაიწყო მარა მერე კარგად წავიდა :D ველოდები გაგრძელებას.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

GHOST
Posts: 1379
Contact:

Wolf Among Us

Unread post#19 » 06 Feb 2014 21:07

It's getting better and better.

User avatar
SLaYeR
Posts: 4341
Contact:

Wolf Among Us

Unread post#20 » 29 Mar 2014 02:18

ახლიდან დავიწყე, პირველი ეპიზოდი იგივენაირად გავიარე მარტო ერთი ცვლილებით, მეორე მაგრა გამისწორდა, მეტი ინტრიგა შემოაგდეს ენდინგში და კიდე უფრო აირევა ყველაფერი დარწმუნებული ვარ, თან მემგონი მეტი დიალოგის შესაძლებლობა იყო და კარგად შევკარი როგორც მინდოდა, ბოლომდე გავითავისე ბიგბის ხასიათები
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

Return to “Adventure & Logic”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 14 guests