Valiant Hearts: The Great War, PC, X360, XOne, PS3, PS4

| თამაშები ჟანრების მიხედვით |
Survival Horror , Immersive Sim , Side Scroller , Quest , Logic , Puzzle , I-Movie , Point n Click ...
User avatar
Riddick
Posts: 8699
Contact:

Valiant Hearts: The Great War

Unread post#1 » 13 Sep 2013 02:08

>>>

რამდენიმე დღის წინ ფრანგულმა გამომცემლობა Ubisoft Valiant Hearts: The Great War დაანონსა. თამაში, Rayman Legends-ის შემქმნელი სტურდია Ubisoft Montpellier ახალი პროექტი გახლავთ. Valiant Hearts სიუჟეტი პირველი მსოფლიო ომის დროს, ბედის ირონიით სამხრეთ ფრონტზე აღმოჩენილი ხუთი სამხედროს და ერთი ძაღლის საერთო ისტორიას გვიამბობს. გმირებს შორის იქნებიან ამერიკელი რიგითი, ბელგიელი მედდა, მატყუარა ბრიტანელი მფრინავი, ტყვედ ჩავარდნილი ფრანგი და გერმანელი ჯარისკაცი, რომელიც თავდავიწყებით არის შეყვარებული. დეველოპერების თქმით, თამაშის სიუჟეტი ომის მონაწილეების ნამდვილ წერილებზე იქნება დაფუძვნებული. "ჩვენი აზრით, ზუსტად ეხაა იმ ისტორიული ეპოქის გახსენების დრო, რომელიც თანამედროვე თაობას ნელნელა ავიწყდება." - განაცხადა Ubisoft-ის კრეატიულმა დირექტორმა პოლ ტუმლერმა. - "ვფიქრობ რომ UbiArt Framework-ის ტექნოლოგია პროექტის მაღალ ხარისხიანი მხატვრული სტილის შენარჩუნებაში დაგვეხმარება და მოთამაშეები იმ დროის ატმოსფეროს ემოციონალურ დონეზე შეგრძნებას ადვილად შეძლებენ". თამაშის გამოსვლა მომდევნო (2014) წლისთვის PC, PlayStation 3, PlayStation 4, Xbox 360 და Xbox One დაგეგმილი.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

GHOST
Posts: 1379
Contact:

Valiant Hearts: The Great War

Unread post#2 » 06 May 2014 21:38

ამ თამაშს ველოდები მოუთმენლად.

User avatar
Riddick
Posts: 8699
Contact:

Valiant Hearts: The Great War

Unread post#3 » 08 May 2014 04:15

აი თქვი და ახალი ტრეილერიც გამოვიდა ))
"სქრინები": 1 2 3 4 5
მხატვრული თვალსაზრისით მშვენიერი რამეა, მარა გეიმფლეის მხრივ ვერ წარმომიდგენია რა უნდა იყოს.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Slacker
Posts: 245
Contact:

Valiant Hearts: The Great War

Unread post#4 » 08 May 2014 06:04

არ ვიცოდი ამ თამაშის შესახებ არაფერი, მომეწონა ძალიან ))
არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხესუს ნავასი.

GHOST
Posts: 1379
Contact:

Valiant Hearts: The Great War

Unread post#5 » 08 May 2014 10:15


User avatar
Riddick
Posts: 8699
Contact:

Valiant Hearts: The Great War

Unread post#6 » 25 Jun 2014 14:02

გამოსვლის ინფო:
Release Date: Jun 25, 2014
Developer: Ubisoft Montpellier
Genre(s): 2D Adventure
Metascore 78 out of 100
User Score 7.0 out of 10

პირველი შეფასებები:
IGN 7.7/10
GameSpot 8/10
Eurogamer 7/10
Game Informer 7/10
PC Gamer 65/100
Destructoid 9/10
Gamesbeat 85/100
CVG 8/10
Joystiq 5/5
EGM 8/10
NowGamert 7.5/10
Gamereactor 8/10
OXM 6/10
GamesRadar 3.5/5
The Escapist 4/5
God is a Geek 9/10
Digitally Downloaded 5/5
Strategy Informer 9/10
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Slacker
Posts: 245
Contact:

Valiant Hearts: The Great War

Unread post#7 » 26 Jun 2014 15:32

ვიწერ და უეჭველი ვითამაშებ, ვიცი მაგრად გამისწორდება

***
7/10 ყოველშემთხვევაში 1 საათის თამაშის შემდეგ ასეთი აზრი მაქვს.

ოღონდ ეს 7იც რატო არ ვიცი
არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხესუს ნავასი.

User avatar
Mchedlo
Posts: 899
Contact:

Valiant Hearts: The Great War

Unread post#8 » 27 Jun 2014 13:21

ვიზუალი რა, ვიზუალი

Girei
Posts: 17
Contact:

Valiant Hearts: The Great War

Unread post#9 » 28 Jun 2014 00:34

ჩაილდ ოფ ლაითის ეფექტი აქ, მშვენიერი ვიზუალი და საუნდი აქ, მარა ჩაილდ ოფ ლაითის მერე არ მოაქ ეს განსხვავებულობა, პაზლები ნიჩევო, სთორი სენტიმენტალური

User avatar
Riddick
Posts: 8699
Contact:

Valiant Hearts: The Great War

Unread post#10 » 20 Aug 2014 15:44

ჩემი და უბისოფტის ურთიერთობა ძალიან დაძაბული ფორმებით მიედინება და ჩემში ყველანაირ ნაგავს აღვიძებს, ვიგონებ გინების ახალ ფორმებს და მინდა საფრანგეთის ოფისში რო გახდილი მიუვარდე, მაგრამ არა ამჯერათ. ამჯერად ბევრი რამის პატიება მიწევს, რადგან ეს თამაში ძალიან დიდი პატივისცემის ღირსია. ისე ჩუმათ გამოვიდა და გაიარა გვერდზე, რო ძალიან ადვილად შეილებოდა დავიწყება. ბევრმა დარწმუნებულივარ ზუსტად ესე გაატარა, მარა მე რატომღაც მომინდა თამაში (ვიცოდი რო თვითონ დეველოპერებისთვის მტკივნეულ თემაზე იყო და ალბათ ამიტო).

>>>

გასვლის დროს პირველი რაც მახსენდებოდა ეს იყო მაშინარიუმი, რაღაც ძალიან მსგავსია აღქმის თავლსაზრისით. + ზუსტად იგივენაირადაა ფაზლებისადმი მიდგომა - რამეს თუ ვერ აკეთებ გარკვეული დროის შემდეგ მოფრინდება მტრედი და მოგიტანს კონვერტს მინიშნებასთან ერთად. შეილება ვინმეს ეს არა ჰარდკორული ეჩვენოს, მაგრამ ჩემი აზრით, მოცემულ ელემენტს ედვენჩერები სრულიად სხვა დონეზე აყავს. ესეთი მიდგომით არ გიწევს რაიმე ნაწილში თვეობით გაჭედვა და სთორითელინგის რიტმიდან ამოვარდნა. ყველაფერი დინამიურად ვითარდება და შენც უფრო ჩართული ხარ მიმდინარე მოვლენებში.

განვითარებულ მოვლენებს რაც შეეხება, პირველი მსოფლიო ომი ყოველთვის დაჩრდილული იყო ჩემთვის, მეორესთან შედარებით და ამ თამაშის მეშვეობით ძალიან ბევრი საინტერესო გავიგე მის შესახებ. გირჩევთ არ დაიზაროთ და ყველა წერილის თუ აღებული ნივთის განმარტებები იკითხოთ. მათი მეშვეობით თამაშის ბოლოს გეცოდინებათ ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე ძალიან მცირე, მაგრამ საინტერესო დეტალების შესახებ.

>>>

მინდა შევეხო თვითონ თამაშის მექანიკურ მხარესაც, რომელიც ასევე ბრწყინვალეთ არი შესრულებული. დეველოპერებს თამაშის ორ განზომილებაში იმდენი საინტერესო გეიმფლეი მექანიკააქვთ მოფიქრებული, რო რამდენიმე სხვადასხვა პროექტს ეყოფა. ყველაზე მეტად რაც მომხვდა თვალში, ეს არის ინდივიდუალური მიდგომით შესრულებული თავსატეხები (ანუ უმეტესობა მათგანი ერთმანეთს არ გავს).

შეილება გასაკვირი იყოს, მარგამ ვიზუალური მხარე ყველაზე ნაკლებად მომეწონა. კი საერთო ჯამში ყველაფერი ძალიან კარაგადაა დახატული და კარგად გადმოსცემს თამაშის აზრს, მაგრამ სეთინგის გამო მთელი თამაში მონაცრისფრო ტონალობაშია გაკეთებული, რაც მსგავს მხატვრულ შესრულებასთან ერთად რაღაც ძალიან სევდიანი და უსიცოცხლო გამოდის. კი, შეილება ჩანაფიქრიც ეგეთი იყო, მაგრამ ცოტა მეტი ფერები ჩემთვის პირადად უფრო სასიამოვნო იქნებოდა.

>>>

დაახლოებით იგივეს ვიტყოდი თამაშის ხანგრძლივობაზეც. დარწმუნებულივარ რო უბისოფტში რაღაც გარკვეული სტანდარტები მოქმედებს და Valiant Hearts-იც ამ ფორმატში მოექცა. თამაში ძალიან დიდია, რაც რათქმაუნდა ძნელად თუ ჩაითვლება მინუსად, მაგრამ საბოლოოდ პლიუსსაც ვერ დავარქმევ. კი პირადად მე მთლიანად სიამოვნებით გავედი, რადგან დეველოპერებს ეს დროც დიდი ოსტატობითააქვთ შევსებული, მაგრამ საბოლოოთ მაინც მიწევს იმის აღიარება, რომ ცოტა გაწელილია.

საერთო ჯამში კი შემიძლია ვთქვა, რომ წლის საუკეთესო ედვენჩერი იყო და ვისაც ჯერ არ გქონიათ ეს სიამოვნება დამიჯერეთ, ეს თამაში მართლა ღირს დახარჯულ დროთ.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

User avatar
Ripster
Posts: 1470
Contact:

Re: Valiant Hearts: The Great War

Unread post#11 » 25 Mar 2017 20:05

სულ არ მახსოვდა ეს თამაში. არც ვიცოდი იდეაში, უბრალოდ ვიზუალურად მახსოვდა რაღაც რომ იყო მსგავსი და ახლა დღეს საერთოდ შემთხვევით წავაწყდი სთიმის ფეიჯზე. ჯერ ხო ტრეილერმა სულში წამიღო ეგრევე, აი ზედმეტად კარგი რამე ჩანს მართლა, მერე კი აქ შემოვედი დავსერჩე ბაჩოს პოსტთან ერთად საუნდტრეკების პირველმა კომპოზიციამ კიდე უფრო მეტად დამფარა

უნდა ვითამაშო
You'd better do something about that cough

Return to “Adventure & Logic”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 14 guests