Rime, PC, Xone, PS4

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Rime

Unread post#1 » 01 Sep 2013 17:08

>>>

Tequila Works-ის დირექტორის რაულ რუბიოს სიტყვების თანახმად, Rime მოვლენები გახსნილ სამყაროში განვითარდება, რომელშიც ყველაზე დიდ როლს ყველანაირი გაგებით სინათლე შეასრულებს. მოცემული პროექტი სტუდიის წინა თამაშის, Deadlight-ის სრულიად საპირისპირო კონცეფციით იქმნება.

>>>

"Deadlight-ში ცხოვრება სილუეტების მეშვეობით ისაზღვრებოდა, სილუეტების რომლებიც შუქის გარეშე დარჩნენ. ეს იყო შუქი სიბნელეში და სიცოცხლე სიმახინჯეში სიკვდილის ფონზე. Rime - სრულიად საპირისპიროა. დაღამებასთან ერთად სინათლის ყველანაირი კვალი ქრება და უკუნეთში "რაღაც" იწყებს ბოდიალს. უნდა გახსოვდეთ, რომ აქ პატარა დაუცველი ბიჭი ხართ და არა ზრდასრული დაკუნთული გმირი", - განაცხადა რუბიომ.

>>>

თამაშის ისტორია სიტყვებით არ იქნება მოყოლილი და მისი გაგება გარემოს მეშვეობით მოგიწევთ. კუნძული, რომელზეც მოქმედება ვითარდება, თავად წარმოადგენს პერსონაჟს. გასვლის დროს, გზის გასაგრძელებლად გარკვეულ მომენტებში სხვადასხვა შესაძლებლობების მოპოვება იქნება საჭირო. თუ რომელიმე მათგანი ჯერ არ გაქვთ, კუნძულზე მოგზაურობის გაგრძელება ძალიან გაგიჭირდებათ. რუბიოს თქმით, Rime გეიმფლეი მექანიკა უბრალო "სირბილსა და ხტუნაობაზე" არ იქნება დაფუძვნებული და გაცილებით უფრო ღრმა ექსპერიასნსს შემოგვთავაზებს.

>>>

ტრეილერში გაჟღერებული მუსიკა David Garcia-ს მიერ იქნა დაწერილი. მაგრამ თამაშის ორიგინალური მუსიკალური გაფორმების შექმნით ერთერთი ყველაზე ცობილი კომპოზიტორი, Silent Hill ლეგენდარული საუნდტრეკის ავტორი Akira Yamaoka დაკავდება. "ხმა - Rime-ის ფუნდამენტია", - თქვა რუბიომ. "დამერწმუნეთ, დროთაგანმავლობაში თქვენ უფრო ნათლად მიხვდებით ჩემს სიტყვებს".

Rime გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობი რჩება. იგი ექსკლუზიურად PS4-ისთვის იქმნება და მხოლოდ PlayStation Store მეშვეობით გავრცელდება, დისკის ვარიანტი ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის.

Riddick
Posts: 11696

Rime

Unread post#2 » 01 Sep 2013 17:22

Deadlight მომეწონა მარა უფრო ექპერიმენტალურ პროექტს გავდა ვიდრე სრულფასოვან თამაშს და ამაზე იგივენაირად რო მოიქცნენ არამგონია, რაღაც ეპიკი უნდა იყოს მზადებაში წესით (ძაან გავს ICO-ს).

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Rime

Unread post#3 » 01 Sep 2013 18:18

კი, ეგრევე ICO და SotC ზარს რეკავს. Deadlight-ზე ბევრად, ბევრად საინტერესო პროექტად ვთვლი.
I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Rime

Unread post#4 » 01 Sep 2013 22:08

კითხვა დაუსვეს:
After watching your debut trailer I got a strong sense of classics like Ico, Shadow of the Colossus and even The Legend of Zelda: Windwaker. Were any of these titles inspiration for Rime? If not, what titles inspired your team to create it?

Raul Rubio Munarriz:
That’s a compliment for us. Movies like Jason and the Argonauts, Spirited Away, Princess Mononoke, the work of Joaquín Sorolla, Salvador Dalí and Giorgio de Chirico have been our main influences. Being compared to those giants is simply awesome. All of them look simple on the surface but they are deeply evocative and moving experiences that touch you deep inside. That’s the kind of experience we aim to achieve so maybe we are following the right path

სხვათაშორის კირიკოს ნამუშევრები იყო Ico-ს მხატვრულ-არქიტექტურული შთაგონება
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Rime

Unread post#5 » 04 Sep 2013 16:25

რამდენიმე ახალი სცენით: Rime for PS4 Direct Feed Trailer

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Rime

Unread post#6 » 04 Sep 2013 16:43

Rime Concept Art: 1, 2, 3.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Rime

Unread post#7 » 13 Aug 2014 09:55

დიდიხნის სიჩუმე ამ მშვენიერი ტრეილერით დაარღვიეს - >>>

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Rime

Unread post#8 » 13 Aug 2014 12:06

ვა აღარ მახსოვდა ამის თემა თუ იყო, ტრეილერის დადება მინდოდა
ძალია მომწონს, ეს და Bloodborne მაინტერესებს ყველაფერზე მეტად
დაჟე ეს უფრო ვიდრე Bloodborne, ემოციურ პონტში როგორც კოლოსუსი
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Rime - [Release Date: TBA]

Unread post#9 » 11 Jun 2017 01:04

გამოსვლის ინფო:
Release Date: May 26, 2017
Developer: Tequila Works
Genre(s): Action, General
Metascore 76
User Score 6.1

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Rime

Unread post#10 » 11 Jun 2017 02:24

მგონი იგივე დონის იქნება როგორც სხვა ასეთი თამაშები უბრალოდ მობეზრდა უკვე ხალხს ლამაზი გარემო და მარტივი პაზლი ფორმულა.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: Rime

Unread post#11 » 11 Jun 2017 13:00

ხარისხიანი, თავისი ინდივიდუალური ელემენტებით, ესეთი მედიტაციური ვეშები არ მბეზრდება. მთაავრია რო იდეის უსინდისო ექსპლუატაციას არ აკეთებდეს ისე რო თავისი არაფერი არ ქონდეს.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 106 guests


cron