Antichamber, PC

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
Mchedlo
Posts: 873

Antichamber

Unread post#1 » 11 Feb 2013 14:31

>>>

დასახელება:
გამოსვლის თარიღი: 31 იანვარი 2013
ჯანრი: ინდი/ადვენჩურა/ლოგიკურ-ტვინიკოსური
შემქმნელი: ალექსანდრ ბრუსი
გამომცემელი: Demruth

მონაცემები:
სისტემა: Microsoft Windows XP / Vista / 7
პროცესორი: Intel Core 2 Duo - 1,6 GHz / AMD Athlon 64 X2 - 2,0 GHz
ოპერატიული მეხსიერება: 1 Гб (2 Гб - Vista / 7)
ვიდეობარათი: 256 MB (GeForce 7900 GT / Radeon X1900 XT)
აუდიობარათი: совместимая с DirectX® 9.0c
HDD: 1 GB

ინფორმაცია:
თამაშის შექმნის ისტორიით დავიწყებ. ალექსანდრი სნეიკის თამაშზე მუშაობდა, თუმცა კოდში შეცდომა დაუშვა, რის შედეგადაც გეომეტრიაში ყველაფერი აირია და 2D-ზე უფრო აბსტრაქტული რაგაც მიიღო. სწორედ მაშინ მოუვიდა ამ თამაშის იდეა ამ ადამიანს. თავდაპირველად თამაშს Hazard: The Journey of Life ერქვა თუმცა შემდეგ გადაერქვა ისევ და ისევ გეომეტრიის მიზეზით.

თვითონ თამაშს რაც შეეხება ყველაფერი ძალიან მარტივადაა. აქ არ არის სიუჯეტი, არ არის ექშენი, არც სტრატეგიული გათვლაა. უბრალოდ თავგადასავალი, რომელიც ბევრ რამეს გაგახსენებთ და, შეიძლება (იმედია), გასწავლით კიდეც.

>>>

თამაში მინიმალური გრაფიკულ მონაცემებს ითხოვს. როგორც ჩანს, აქაც ყველაფერი მარტივადაა. შეიძლება ზოგიერთს ცოტა ცუდად მოხვდეს თეთრი ფერის, რომელიც მთელ ეკრანზეა, და ყველა დანარჩენი მყვირალა ფერების ასეთი შეხამება. თუმცა უნდა ითქვას რომ ეს საჭიროა. ეს იმ ანტურაჟს ქმნის, რომლის იმედიც ქონდა ავტორს.

მაგალითს მოვიყვან: ერთ-ერთ ადგილას ჩასავარდნია სხვა ოთახში, რომელშიც უნდა... ხო ჩავარდეთ. მაგრამ როდესაც ღრმულის ბოლოს მიაღწევ, წყლის ხმას გაიგებ, აქვე თოლიების ჭიკჭიკი, კაჭკაჭი თუ რაცაა, ისმის, და თეთრი ფერი რომელიც გარშემოა, ტვინს აიძულებს თვითონ შექმნას ზღვის სურათი...

>>>

მერე გვხვდება შემდეგნაირი სიტუაცია: შევდივართ ოთახში, სადაც არაფერი არ არის, მხოლოდ 4 კედელი და რაღაც წარწერა ჭერზე, რომელიც გვეუბნება Don't Look Down. როგორც ხვდებით, ქვევით ჩახედვის შემთხვევაში არაფერი არ ხდება, პირიქითაც, წინა ოთახში გვაბრუნებენ. და ნუ, რა ხდება როდესაც არსად არ ვიყურებით... მიხვდით...

ასეთი მარტივი (შედარებით მარტივი და ისიც დასაწყისში) ამოცანები საინტერესო სურათს ქმნიან, თუმცა გრაფიკული გაფორმება, ის ავადსახსენებლი წარწერები და აუდიო-ატმოსფერო კი კრავენ ყველაფერს ერთად და თამაშზე უფრო მეტს გვაძლევენ.

>>>

რამდენიმე გაფრთხილება (მაინც ეხლა...)
1.თამაში არ არის მარტივი, თუმცა ყველაფერი ფარდობითია...
2.გრაფიკულმა მხარემ არ შეგაშინოთ, თქვენი ტვინი და ფანტაზიის უნარი ყველაფერს იზავს...
3.ყველაფერს არა თამაშის ლოგიკით, არამედ ცხოვრებისეულად შეხედეთ...

ლინკს დავდებ გადმოსაწერად, სულ რაღაც 800 MB-მდეა... თვითონ თამაშიც ძალიან პატარა ადგილს იკავებს...

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Antichamber

Unread post#2 » 23 Feb 2013 20:27

ბევრ რამეს გაგახსენებთ და, შეიძლება (იმედია), გასწავლით კიდეც.
თამაში არ არის მარტივი, თუმცა ყველაფერი ფარდობითია.
გრაფიკულმა მხარემ არ შეგაშინოთ, თქვენი ტვინი და ფანტაზიის უნარი ყველაფერს იზავს.
ყველაფერს არა თამაშის ლოგიკით, არამედ ცხოვრებისეულად შეხედეთ.

+1 და სრული რეკომენდაცია თამაშს.
I won't miss.

Riddick
Posts: 11696

Antichamber

Unread post#3 » 08 Apr 2014 20:50

მაგარი მოულოდნელი სურპრიზი იყო )) კი, ვიცოდი რო რაღაც არასტანდარტული იქნებოდა, მარა თუ გამისწორდებოდა არ მეგონა )) ძაან დიდიხანია ფაზლი არ მითამაშია და საერთოდ დიდათ არც მიყვარს. ეს იმდენად ატმოსფერულია რო მინდება გასვლა (მაშინარიუმზე ვიყავი ბოლოს ეგრე).
ჯერ ვერ დავხურე, რაღაც გავიჭედესავით მგონი და თამაშიდან გამოსვლა ვერ ვნახე როგორ უნდა )) აშკარად არ გიშვებს და თან დრო რო გადის ეგეც ვერ დავამუღამე რა არი...

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Antichamber

Unread post#4 » 09 Apr 2014 00:05

დაამუღამებ )))
დახურული არც მე მაქვს, სტიმზე მინდოდა ბოლოს დათრევა და იქ დამთავრება.
I won't miss.

Riddick
Posts: 11696

Antichamber

Unread post#5 » 09 Apr 2014 05:36

EXIT-თან რო მივედი დამცინა და ატლ-ტაბით გამოვრთე... ))) გასასვლელი ვიყავი პროსტა, ეხა ჩაუჯდები.
და ვაფშე ამ ქვოთებზე საკმაოდ ღრმად შეჩერდა ყურადღება : 1,2,3,4,5,6

***

მეორე ბლასტერი ავიღე და რამდენიმე საინტერესო ფაზლი გავაკეთე, მარა იმდენად მაინდFაქ მეფია, რო სად და რისთვის დავდივარ ვერ ვხვდები ))) ტვინი ამერია, გამოვრთე, მარა ძალიან სერიოზული რამეა.

ეს ისე უბრალოდ შთაბეჭდილების შესაქმნელად: 1,2
პორტალი ვისაც მოგწონთ და ეს არ გითამაშიათ ტეხავს

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Antichamber

Unread post#6 » 09 Apr 2014 11:47

კი ტვინის არევაზე თვითონ იძლეოდა გაფრთხილებებს ადრე :D

ხო ერთია როგორც ცალკე ფრაზები, და მეორე გეიმფლეისთან რა მაგრად არის კავშირში. გეიმფლეიდან გამომდინარეობს, უფრო სწორად და კაკრას ამიტომ იქცევს სხვანაირ ყურადღებას. ეგრევე მაგალითის მერე იჩითება და უბრალოდ ვერ ტოვებს გონება ისე.
I won't miss.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Antichamber

Unread post#7 » 09 Apr 2014 12:50

ვაფშე ამ ქვოთებზე საკმაოდ ღრმად შეჩერდა ყურადღება

ზოგადად მლიანად ყველა ქვოთია ძაან საკაიფო, ის მომენტია ესე ცალკე აღებული ხო საინტერესოდ და ინსპირეიშენლ ჟღერს, მარა რო თამაშობ და მომენტებზე რო ჯდება სულ სხვაა, იგივე, სხვა პერსპექტივით შეხედვაზე, როდესაც მარტლაც სხვა კუთხით უნდა შეხედო თვითონ თამაშში.

Riddick
Posts: 11696

Antichamber

Unread post#8 » 09 Apr 2014 18:43

ლოკაციის დამახსოვრება მომიწია და რამდენიმე საკამოდ სტრანნი ფაზლი გავაკეთე, მარა მარშუტების ბოლომდე ვერ მივედი ვერცერთში ))
საერთო ტერიტორიის თემას საერთოდ სხვა მუღამიაქ, ორიენტაცია გიწევს და პლიუს იცი, რო შეცდომის შემთხვევაში თავიდან მოგიწევს დაწყება, ანუ ისე არაა, მიხვედი და ყველავარიანტში გააკეთებ თუ ყველა კომბინაცია ცადე, თან არასდროს არ იცი შეგილია ამ ეტაპზე მოცემული ფაზლის გავლა თუ რამე სხვა ხელსაწყო გინდა და პიზდეცია ))) კომპლექსური თავსატეხები იჩითება და სერიოზული ფიქრი გიწევს (იყო ისეთები რომლებიც მეგონა რო ძალიან რთული იქნებოდა და მაგის გამო დიდიხანი დამჭირდა, მარა ამოხსნას რო მივაგენი ვიცინე).

Riddick
Posts: 11696

Antichamber

Unread post#9 » 14 Apr 2014 06:58

სადღაც 10 საათიმაქ ფლეითაიმი უკვე და მთავარი პაზლები გავაკეთე, ერთი ორი ცალი დამრჩა დახურვამდე, მარა საერთო სურათი ბევრად რთული აღმოჩნდა. ანუ არი ლოკაციები და მოვლენები რომელთა დანიშნულებასაც უბრალოდ ვერ გებულობ და თან გადის დრო, მარა ზოგი მაინც გაუგებარი რჩება. მეკიდე უბრალო დახურვის მაგივრად, საერთოდ ყველა ლოკაციას ვეჩალიჩე, მინდოდა რო ყველას დანიშნულება და საიდუმლო გამეგო.

რაც მოვახერხე კი, მარა რაც დამრჩა და ვერაფერი ვერ მოუხერხე იმათი ნახვა youtube-ზე გადავწყვიტე და ეს ვიდეო გავაძრე. დამატებით საიდუმლო ოთახებში მოსახვედრი გაიდია, მარა ნაღდად არ გირჩევთ ყურებას, ძალიან სერიოზული სპოილერი იქნება ჩელენჯის პონტში - უბრალოდ იცოდეთ რომ ზოგი პაზლი გადის დეველოპმენტის ოთახებში, რაც თამაშის დახურვასთან არაფერ კავშირში არ არი ))) პროსტა გაბნევს, მარა განახებს როგორ იქმნებოდა Antichamber. თან ყველაზე რთული ფაზლები ამაშია, ტვინი გავიღუნე ზოგიერთზე მარა მეთოდების არ ცოდნის გამო მაინც ვერ გავედი და ზუსტად მაგიტო გადავწყვიტე ყურება (ზოგიერთ მეთოდს თავიდან კარგად ვერ გიხსნის ავტორი და შენც თუ ესე შენით არ დაიჭირე ჩათვალე რო შარშიხარ, მარა ამ ფაზლების მეორადი ხასიათი თავიდანვე რო მცოდნოდა მაინც არ ვნახავდი ვიდეოს და მერე ჩაუჯდებოდი ჩემით, პროსტა არ ვიცოდი და დასახურად სავალდებულო მეგონა).

გაფრთხილებთ, ბოლოსთვის თუ რამე გაუგებარი ლოკაციები შემოგრჩათ იცოდეთ, რომ ან Purple Cube-ების, ან Developer Rooms-ის ფაზლებია, რომლებზეც შეგიძლიათ მთავარი კომპანიის მიუხედავადაც ბევრი დრო დაუთმოთ (მიიღოთ დამატებითი ჩელენჯი და ყველა დირკიანათ შეისწავლოთ თამაში). დანარჩენს რო დავხურავ მერე ...

Riddick
Posts: 11696

Antichamber

Unread post#10 » 15 Apr 2014 05:11

მაგარი უცნაური დასასრული ქონდა, მარა ძაან მოულოდნელი და საინტერესო. მაგრად გამიამრთლა ბანდლს რო მოყვა )) არასდროს არ ვითამაშებდი სტიმის კოლექციაში რო არ აღმოჩენილიყო. ძაან სკეფტიკურად ვიყავი თან განწყობილი, არასდროს არ მიყვარდა ფაზლები და ვერც პორტალზე ვერ ვიკაიფე სიმართლე რო ვთქვა. მარა ანტიჩემბერის შარმს ვეღარ გაუძელი )) სასწაული ექსფერიანსია, საერთოდ არაფერს არ გავს, რაღაც უცნობი ცივილიზაციის ხომალდში, ან რამე მსგავს ადგილასს გგონია თავი და ფანტაზია სუ მუშაობს მაგ მიმართულებით (სად ვარ?). გენიალური თამაშია, თავის ყველა დეტალით და ნამდვილად არ გირჩევთ გამოტოვებას - იყავით მაქსიმალურად ყურადღებით, ყველა მოსახვევი თავის საიდუმლოს მალავს

User avatar
grigoli1970
Posts: 844

Antichamber

Unread post#11 » 06 Jul 2014 07:57

ეხა ვფიქრობ რა აზრი დევს მთლიანობაში და ჩემი აზრით ცხოვრების თავისი ხედვა ჩადო ავტორმა, წესებს გაჩვენებს თამაშში მარა აზრს არ გეუბნება, მთლიანობაში დამგრუზა მაინც თამაშმა რაღაც ძაან სტრანი ატმოსფეროაქ თან ეს თითქოს ლოგიკას მოკლებული არაადეკვატური ქვესთებიც რო ერთი მეორეს მიყოლებით გავაკეთე ჩემი თავის შემეშინდა იმენა ტვინი გეცვლება რო თამაშობ
smothered in the crib

Riddick
Posts: 11696

Antichamber

Unread post#12 » 06 Jul 2014 12:18

ლოგიკას მოკლებული მამენტ არაა, რაღაც მოცემული თული გაქ და იმ კონკრეტულ თულს ექვემდებარება ყველა იმ მომენტისთვის საჭირო ფაზლი. ნელნელა გადიხარ, იღებ ახალ იარაღს და ხსნი მანამდე მიუწვდომელ ამოცანებს. პროსტა კარგი ორიენტაციის გრძნობა და თვალის მეხსიერება უნდა. მე ძალიან გამისწორდა მსგავსი მიდგომა, ყოველთვის გვერდს უვლი ხოლმე ფაზლებზე დაფუძვნებულ თამაშებს, მარა ეს ერთერთი საყვარელი პროექტი გახდა.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 82 guests


cron