Miasmata, PC

Quest, Logic, Survival Horror, Interactive Movie, Point n Click, Puzzle, Visual Novel, Platformer...
User avatar
Riddick
Posts: 7721
Contact:

Miasmata

Unread post#1 » 24 Dec 2012 03:55

>>>

Steam Greenlight-ის კიდევ ერთი გამარჯვებული, საკმაოდ ორიგინალური სეთინგის მქონე თამაში მინდა გაგაცნოთ. Miasmata - პირველი პირის სათავგადასავლო თამაში. იგი უნიკალურია თავის ჟანრში და სხვა პროექტებთან პირდაპირი ანალოგიის გაკეთება ცოტა რთული საქმეა. თამაში ორი ინდი დეველოპერის, ძმები ჯო და ბობი ჯონსონების მიერ არის შექმნილი. მთავარი გმირი, უცნობი დაავადებით შეპყრობილი მეცნიერი რობერტ ჰუზი გახლავთ. განკურნებისთვის საჭირო პრეპარატის ძიებაში იგი ცივილიზაციისგან მოწყვეტილ კუნძულზე, სახელად ედენზე მიემგზავრება. კუნძულზე ძველი ცივილიზაციის კვალი დღემდე შემორჩენილია და მის მიდამოებს კიდევ უფრო საინტერესო გამოსაკვლევს ხდის.

>>>

თამაში სურვაიველ ტიპის გეიმფლეიზეა დაფუძვნებული და ძირითადად წამლისთვის საჭირო ბალახეული ინგედიენტების ძიებით, მათი გადამუშავებით და ახალი ტერიტორიების შესწავლისგან შედგება. უნიკალური თავგადასავლის შეგრძნების მისაღებად, Miasmata-ს სამყაროს მთლიანი ტერიტორია თავიდანვე სრულიად თავისუფალი და შეუზღუდავია.

>>>

ედენის კუნძულზე ათობით სხვადასხვა სახეობის მცენარე და სოკო იზრდება, მათ უმეტესობას უნიკალური, განკურნებადი ეფექტი გააჩნია. ზოგიერთ მათგანი საიდუმლო თვისებებითაც გამოირჩევა, ჩვენი მიზანი კი მათი მოგროვება და ლაბორატორიული ხელსაწყოების მეშვეობით, ზუსტად ამ თვისებების დადგენა იქნება. ატმოსფეროს შექმნას და ისტორიისადმი უფრო ღრმა ინტერესის გაღვივებას, ტყეებში მობინადრე, მისტიური ცხოველიც საკმაოდ კარგად უწყობს ხელს. მას თქვენი კვალის აღება და მალულად უკან დევნა შეუძლია. გარკვეულ მომენტებში მასთან პირისპირაც მოგიწევთ შეხვედრა. კუნძულის გამოკვლევის მეტი ინტერაქტიულობისთვის, თამაშში დეტალურად სიმულირებული კარტოგრაფიის გამოყენებაც მოგიწევთ.

>>>

Miasmata ძრავი - MILO დეველოპერი ძმების მიერ დაწერილი, სრულიად ახალი ძრავია. მისი მეშვეობით საკმაოდ მაღალი დონის განათების, ჩრდილების და რეალურ დროში მოდელირების ეფექტის მიღებაა შესაძლებელი. ძრავის რამდენიმე უნიკალური შესაძლებლობა: რეალისტური ღრუბლები, არეკვლის თანამედროვე მოდელი, რეალისტური წყალი, Light Shafts-ის "გაბუნდოვნება" და ატმოსფერული "გაშლის" მოდელირება. ხელოვნური ინტელექტი ღრმად და ხარისხიანად არის დამუშავებული. მოთამაშის მოსაძებნათ, მოწინააღმდეგე ხედვის, ყნოსვის და სმენის რეცეპტორებს იყენებს, ამასთანავე თქვენს მკვეთრ მოძრაობებზეც ადეკვატურად რეაგირებს.
კვაზი-mode

Return to “Adventure & Logic”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest