Mark of the Ninja, { PC, X360 | აღწერა #1 }

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Mark of the Ninja

Unread post#1 » 10 Nov 2012 00:37

>>>

Mark of the Ninja - კანადური სტუდია Klei Entertainment-ის მიერ Xbox 360 და Microsoft Windows-ისთვის შექმნილი, ორ განზომილებიანი სტელს ექშენის ჟანრის თამაში, რომელიც გამოსვლის შემდეგ Xbox Live Arcade და Steam მეშვეობით გავრცელდა. გეიმფლეი ძირითადად მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის თავიდან აცილებაზე, ხაფანგების აღმოჩენასა და აკურატული, ფრთხილ გასვლაზეა ორიენტირებული. მთავარ გმირს ინტერიერის სხვადასხვა ნივთების უკან, სავენტილაციო მილებში და კანალიზაციის ლუქებში შეუძლია ჩამალვა. ძირითადი შეიარაღება - მოწინააღმდეგის მოულოდნელად გასანეიტრალებელი კატანა და შუქის წყაროების დასახშობათ გამოყენებადი რკინის ვარსკვლავები. მომაკვდინებელი შეიარაღების მიუხედავად, თამაში როგორც ეტაპის მცველების სრულ განეიტრალებაზე, ასვე მათი გართობის და მანიპულაციების მეშვეობით სრულიად უსისხლო გასვლაზეა ორიენტირებული. თამაშში გასვლის პარალელურად, ორი სახეობის, თავდასხმის (ხაფანგი, შუბი, შიპები, მწერები) და თავდაცვის (ხმაურის შაშხანა, ბოლის კედელი, ფლეშ ბომბა) იარაღები ხდება ხელმისაწვდომი.

>>>

მოწინააღდეგის განადგურების, ან მანიპულირების ყოველ მოქმედებაზე თამაში გარკვეულ ქულებს გირიცხავთ. ქულების დაგროვება მეორეხარისხოვანი მოქმედებებითაც ხდება, მაგ. ისეთით, როგორიცაა მიცვალებულის დამალვა, ან რაიმე უცხო და ფასეული ნივთების აღმოჩენა. ყველა ტურში დამატებით 3 ბონუს დავალება გეძლევათ. ბონუს დავალების ერთი სახეობის 3-ჯერ შესრულების შემთხვევაში, მოთამაშეს ახალი კოსტუმი გაეხსნება, რომელიც თამაშში გასვლას შედარებით გაგიადვილებთ. პირველი დახურვის შემდეგ New Game Plus რეჟიმი ხდება ხელმისაწვდომი, რომელიც გაზრდილი სიძნელის და წინა დახურვიდან გამოყოლილი გაუმჯობესებების ფონზე, თამაშის კიდევ ერთხელ დახურვის შანს მოგცემთ. Mark of the Ninja - ათასი პატარა დეტალისგანაა აწყობილი, ძალიან ადვილად ითამაშება, მაგრამ განუწყვეტლივ სვლების გათვლასა და ფიქრს საჭიროებს, ამის პარალელურად კი ტემპს საერთოდ არ კარგავს.

წყარო

User avatar
Slacker
Posts: 358

Mark of the Ninja

Unread post#2 » 10 Nov 2012 03:07

მე ვაპირებ ამის თამაშს და თან იმედიანად ვარ განწყობილი
2D თამაშების დეფიციტს განვიცდი
რა დროს ლექსიაო იობანი ვროტ,
ხმლით შემოვარდნილა Tim Roth

Riddick
Posts: 11696

Mark of the Ninja

Unread post#3 » 10 Nov 2012 04:54

ეხა ვითამაშე ერთი საათ ნახევარი, ორ ტურში გავედი და აღფრთოვანებულმა გამოვრთე )) სეგა ჯენესის შინობი თუ გახსოვთ ვინმეს და გენატრებათ, აგერ არი )) სუფთა, საკაიფო სტელსი, ერთი კნოფკა რო ტყუილა არ მუშაობს. თავიდან სანამ მექანიკას ეჩვევი ნელია და აი რო შეეჩვევი ვაფშე სხვა სისწრაფე მოდიეს ეგრევე. ძაან ხარისხიანი თამაშია, შეკრული და უეჭველი ცადე. არმეგონა შრენკისგან ესეთი საკაიფო რამე თუ გამოვიდოდა და ეგ უტეხავს თამაშს სახელსაც მამენტ (რო არ მივაქციე ყურადღება მაგიტო). იგივე შრენკი იქნებათქო და 2D რიდიკი გაიჩითა ))

Riddick
Posts: 11696

Mark of the Ninja

Unread post#4 » 04 Sep 2013 00:06

არმახსოვს ბოლო პოსტი როდის დავწერე და ისიც არ მახსოვს ზუსტად როდის დავაყენე ეს თამაში კომპზე. პროსტა გუშინ რატომღაც მომინდა რო გამეგრძელებინა და შევაპარე ხელი. ერთი ორი საათი ვითამაშე სადღაც და დღეისთვის უკვე ბოლოში მივედი. ძაან საპირისპირო გრძნობებს იწვევს და მინდა ცოტა დეტალურად დავწერო თუ რაშია ზუსტად საქმე. ისეთი ტიპის თამაშია სადაც შენთვითონ უნდა აირჩიო შენი გზა და დაიკიდო სხვადასხვა, დეველოპერების მიერ გათვლილი გასვლის სტილები. ანუ თავიდან ვცდილობდი არავინ არ მომეკლა და ისე გავსულიყავი. არ ვანვითარებდი კომბატის ელემენტებს, მაგრამ ძალიან მალე მომბეზდა მსგავსი სტელსი. რო მივხვდი რო ესე ბოლომდე ამ თამაშსის მთამაშებელი არ ვიყავი, ცოტა ტაქტიკა შევცვალე და Riddick Style Stealth-ზე გადავედი, ანუ გავდიოდი შეუმჩნევლად, მაგრამ ვკლავდი ყველაფერს რაც კი მოძრაობდა და აი აქ უკვე წამოვიდა ატმოსფერო. ანუ იმის თქმა მინდა, რომ თვითონ დეველოპერები აშკარად უსისხლო გასვლისკენ მოგიწოდებენ, რადგან თამაშის ყველა ტურის ბოლოს, სპეციალური, საკმაოდ დიდი ბონუსია დაწესებული, თუ უსისხლოდ გახვალ, მაგრამ პირადად მე ვეღარ ვღებულობდი სიამოვნებას. არი რამდენიმე სხვა სახის პრობლემაც და ერთერთი მათგანი უშუალოდ მექანიკას ეხება. ანუ რაცარუნდა ნავაროჩენი იყოს მოძრაობები, ხშირად ხდება ერთი სასწაულად გამაღიზიანებელი რამ - გინდა ერთი მოძრაობის გაკეთება და გამოდის მეორე. ამ მომენტის გამო დარწმუნებულივარ ბევრმა დაანება თამაშს თავი, რადგან მარტო ჩემი გასვლის პერიოდში ერთი 100 120 ჯერ მაინც მოკვდვი ნახსენები პრობლემის გამო (ძირითადად პლადფორმინგს ეხება). ძაან ნევრების მომშლელია, მარა თუ გაუძლებთ, შეეჩვევით და უფრო დეტალურად მოეკიდებით კონტროლებს (მართლა გირჩევთ) ყველაფერი დასტაბილურდება და თამაში საკმაოდ დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ასევე მინდა ავღნიშნო თვითონ აფგრეიდების სისტემა, რომელიც რეალურად გამოსადეგია და უშუალო ზემოქმედებას ახდენს გეიმფლეიზე. არის ძირითადი, სამ განყოფილებად დაყოფილი შესაძლებლობების ხე. პრველი განკუთვნილია კომპატისთვის, მეორე სტელსისთვის, მესამე თრეფებისთვის (სამივე ძალიან გამოსადეგი რამეა). პირველის მუშაობის პრინციპი - გაანვითარე 5 პრიომი, იყენებ 5 ივეს. მეორეს და მესამეს პრინციპი - გაანვითარე ბომბა, ან ხაფანგი, მისიაში მხოლოდ ერთი მათგანის წაღება შეგიძლია. ასევე ყველა მისიაში გეძლევათ დამატებითი სამი საიდქვესთი, რომლებიც ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია. ჯერ მარტო იმიტო რო თვითონ თამაშს ხდის უფრო გასართობს და მეორე ის, რომ მათი რეგულარული შესრულებით ნინძა სტაილების გახნსაა შესაძლებელი მაგ. - არი ფორმა რომელშიც არანაირ ხმას არ გამოსცემთ, მაგრამ ხმალი არ გაქვთ, ანუ ვერავის ვერ მოკლავთ, მაგრამ უსისხლო სტელსისთვის ძალიან მაგრად გამოგადგებათ.
თამაში მართლა ატმოსფერულია და ღირს დახარჯულ დროთ, უბრალოდ გაუთვიცნობიერებლობის გამო შეიძლება გაგიფუჭდეთ ექსფერიანსი, ამიტო სანამ თამაშს დაიწყებთ დაიმახსოვრეთ ეს რჩევები და მოულოდნელი არასასიამოვნო სურპრიზები აღარ იქნება.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Mark of the Ninja

Unread post#5 » 04 Sep 2013 01:15

თავიდან არც შეგიძლია უსისხლოდ გასვლა.. თან მაგარი borign-ია და ქულას არც ისე ბევრს მაძლევდა, ყველაზე მეტად ეგ გამიტყდა. როგორც მახსოვს ყველაფრის მოკვლით უფრო მეტი მოვაგროვე. პირიქით მე ვიტყოდი რო assassin-ობაზე უფროა გათვლილი.
არ ვიიცოდი ეს თემა თუ იყო თორე დავწერდი ჩემ შთაბეჭდილებას როცა ვითამაშე.. ის ემაინც ვაპირებ დახურვას და დავწერ აწი ^^
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Mark of the Ninja

Unread post#6 » 04 Sep 2013 04:08

დავხურე. მთლიანობაში ალბათ ერთი 6-7 საათი გამოვიდოდა. საკმაოდ ნასიამოვნები დავრჩი)) ძალიან ბევრ თამაშს გავს და თავისიც ააქ რაღაც. ვიდეოები სუფთა სამურაი ჯეკის ვარიანტშია, დაჟე არ გამიკვირდება იგივე ხალხის რო იყოს. მინუსების მიუხედავათ მაინც მომეწონა გეიმფლეი მექანიკა, ბოლოს უკვე ძალიან სწრაფად და ეფექტურად ვხმარობდი. ეჩივმენტების და საუკეთესო შედეგების მუღამზე გათვლილი ვეშია (რისი მუღამიც ეხლა ნამდვილად არ მაქ), მარა მოყვარულები ჩაუჯდებიან და კაი ხანი ეყოფათ კონტენტი.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Mark of the Ninja

Unread post#7 » 04 Nov 2017 18:55

დავხურე. ადრე ვითამაშე და მინდოდა სულ სტელსში და ხალხის დაუხოცავად გავსულიყავი, ბევრად პლუსი მგონია ეგ შესაძლებლობა და თამაშიც იძლევა მაგას, თუმცა ხელს უშლის მაგ მიდგომას მისიები და დამატებითი მისიები, სადაც მოკვლას გავალებენ ვიღაცის. მოკლედ დავიკიდე უსისხლოდ გასვლა და ძალიან გავერთე, თავიდან სანამ "გაჯეტებს" ავიღებდი 3 დღე ვთამაშობდი ისე მოსაწყენი მეჩვენა მარა ბოლო ოთხი ლეველი უკვე საგრძნობლად მოიმატა გართობამ. სხვადასხვა გასვლის გზები ლეველში ძალიან კარგად ნაფიქრია, ლეველ დიზაინი ძალიან კარგია, ერთი სკროლების ძებნაა მოსაწყენი მარა დანარჩენი იდეალურად მოწყობილი და ჩამთრევი იყო.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 107 guests


cron