Scribblenauts Unlimited, PC, Wii U, 3DS

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Scribblenauts Unlimited

Unread post#1 » 16 Sep 2012 00:52

>>>

Scribblenauts სერიებმა სახელი Nintendo DS-ზე მოიხვეჭა თამაშებით Scribblenauts და Super Scribblenauts. სერიები ეკუთვნის პატარა სტუდიას 5th Cell და მათი მთავარი დიზაინერია Jeremiah Slaczka, რომელიც ამ სტუდიის ერთერთი დამფუძნებელიც არის. Scribblenauts-ის სერიების მთავარი გმირი პატარა ბიჭუნა Maxwell-ია, რომელიც ლეველებში ვარსკვლავებს აგროვებს და მოთამაშის დახმარებით ლეველებში მოცემულ puzzle-ებს ხსნის, თუმცა თამაშის განმავლობაში შესაძლებელია სხვადასხვა avatar-ების გახსნაც. გეიმინგ ინდუსტრიის ერთერთ ცნობილ ფორუმზე - Neogaf-ზე, სადაც Scribblenauts-ს ძალიან დიდი ფან ბაზა ყავს, მათ მიერ დღემდე იქმნება სხვადასხვა თამაშებიდან შთაგონებული avatar-ების არტი. თამაშებისთვის დეველოპერებმა შექმნეს ენჯინი Objectnauts

პირველი თამაში 2009 წლის შემოდგომაზე გამოჩნდა Nintendo DS-ზე, ეს 5th Cell-ის მესამე თამაში იყო ამ კონსოლზე Drawn to Life-ისა და Lock's Quest-ის შემდეგ. თამაში საკმაოდ ინოვაციური პროდუქტი აღმოჩნდა, მთავარი პრინციპი კი ასეთი იყო: "Write Anything, Solve Everything" - მოთამაშეს უნდა დაეწერა ნებისმიერი სიტყვა და შეექმნა სხვადასხვა სახის ობიექტი, მათი დახმარებით კი ლეველში მოცემული puzzle ამოეხსნა და ვარსკვლავი მოეპოვებინა. ობიექტების მონაცემთა ბაზა, რომელიც არსებითი სახელებისგან შედგებოდა, 10000-მდე აღწევდა. თამაშს ჰქონდა level editor-იც, რომლიც გამნოყენებაც Nintendo Wi-Fi სისტემებისთვის შეიძლებოდა. თავდაპირველად Scribblnauts სათამაშო ფორმით 2009 წლის Electronic Entertainment Expo-ზე იქნა ნაჩვენები, სადაც რამდენიმე მაშინვე მოიპოვა "მოულოდნელი და წარმატებული ჰიტის" სახელი (მსგავსი მოულოდნელ ჰიტებად იქცა შემდეგი თამაშები: Riviera: The Promised Land, Roller Coaster Tycoon, Angry Birds, Katamari Damacy, Demon's Souls, Vallkyrie Chronicles, Minecraft, no More Heroes, Skies of Arcadia, Castlevania: Symphony of The Night) ასევე მიიღო Best of Show ჯილდოც, რაც პირველად მოხდა პორტატულ კონსოლებზე გამოსულ თამაშებთან მიმართებაში. ერთი წლის შემდეგ, 2010 წლის შემოდგომაზე კვლავაც Nintendo DS-ზე გამოვიდა თამაშის გაგრძელება - Super Scribblenauts, ეს სერია მოიცავდა გაუმჯობესებულ კონტროლს, მეტი აქცენტი იყო გაკეთებული puzzle ლეველებზე და რაც მთვარია შესაძლებელი იყო არსებითი სახელების "მოდიფიცირება" ზედსართავი სახელებით, რამაც ბევრად უფრო მრავალფეროვანი გახადა თამაში. კვლავაც ერთი წლის შემდეგ, 2011 წლის შემოდგომაზე, Scribblenauts უკვე iOS-ს ესტუმრა სახელით Scribblenauts Remix. სერია შედებოდა წინა თამაშებიდან აღებული 40 ლეველისგან და დამატებული იყო 10 ახალი ლეველი. მექანიკა აღებული იყო Supper Scribblenauts-ისგან. ნოემბერის სეილზე თამაშმა დიდი ხნის ფავორიტი Angry Birds-იც კი დაჩრდილა, 2012 წლის თებერვლისთვის კი გადმოწერების რაოდენობა მილიონს აჭარბებდა.

ამ ზაფხულს E3-ის ნინტენდოს პრესკონფერენციაზე ახალი სერია დაანონსდა, სახელად Scribblenauts Unlimited. ეს იქნება მეოთხე სერია რომელიც Wii U-ზე, Nintendo 3DS-ზე და ნინტენდოს გარდა ამჯერად უკვე Microsoft Windows-ზც გამოვა. მთავარი სიახლეები წინა სერიებისგან განსხვავებით იქნება საკუთარი ობიექტების შექმნა, თამაში ლეველებიან გადაინაცვლებსს მთლიან რუკაზე და შესაძლებელი იქნება მისი გამოკვლევა, მოთამაშეს შეეძლება მოხვდეს განსხვავებულ ლოკაციებში და მიიღოს გამოწვევები NPC-ებისგან. ასევე იქნება სთორი Maxwell-ზე, სადაც გაირკვევა თუ რისთვის აგროვებს მთავარი გმირი ვარსკვლავებს. Scribblenauts Unlimited-ში გამოყენებული იქნება Objectnauts Engine-ის ახალი გაუმჯობესებული ვერსია, გეიმფლეის სტილი კი puzzle-იდან adventure-ისკენ გადაიხრება.

>>>
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Scribblenauts Unlimited

Unread post#2 » 16 Sep 2012 02:15

თავიდან მეც ძაან ადრე ვნახე და კაიხანი ვერ ვხვდებორი რა ბაზარი იყო))) ორიგინალური რამეა, ფანტაზიის ჩართვას გთხოვს თამაშში. ნუ მე რასაც ჩავწერდი პირველს იმას დამიბლოკავდა ალბათ მარა პორტატივზე რო მქონდა უეჭველი გავერთობოდი.
ერთი ამ ახალზე ვერ დავწვი, გახსნილი სამყარო როგორ უნდა იყოს საიდსქროლერში? რაღაც რახიტიზმი არ გამოვა?

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Scribblenauts Unlimited

Unread post#3 » 16 Sep 2012 02:20

Castlvania-ს ან Metroid-ის მასშტაბები რო გავზარდოთ რატო გამოვა რახიტიზმი? თან ჯერ ლოკაციებში გადასვლა როგორი იქნება არც ვიცით. პირიქით მაგას უფრო ოპტიმისტურად ვუყურებ და მგონია რო მეტად ჩამთრევი იქნება
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Scribblenauts Unlimited

Unread post#4 » 16 Sep 2012 02:31

ხო ეგ არვიცი, პროსტა მიჭირს ეგეთი რამის წარმოდგენა, არ მახსოვს არსად და იმიტო. ეს ძველის ვიდეოს დავდებ უფრო გასაგები რო იყოს თამაშის საინტერესო მომენტები. ამ ყველა სიტყვის დახატვა ხო ერთია, მარა აი ქცევის და გარკვეული AI-ს მინიჭება კიდე სხვა თემააა )) ბევრი იწვალეს ალბათ

Riddick
Posts: 11696

Scribblenauts Unlimited

Unread post#5 » 15 Nov 2012 00:57

PC-ზე გვესტუმრა

როგორ ისწავლა მამიამ ინგლისური )))) ბოლოსკენ არი ძალიან ღადოაბები მოცეკვავე ცეცხლმოკიდებული კაბა რომელსაც აწვიმს და პარალელურად საჭმლის დამცველია + დაფრინავს
>>>
trolling heaven ))) წარმომიდგენია ეხა ეს პორტატივზე რო მაქ სკოლაში, სადღაც 5 კლასში ))))

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 11 guests


cron