Insanely Twisted Shadow Planet, PC, X360

Quest, Logic, Survival Horror, Interactive Movie, Point n Click, Puzzle, Visual Novel, Platformer...
User avatar
Riddick
Posts: 7725
Contact:

Insanely Twisted Shadow Planet

Unread post#1 » 21 May 2012 00:47

Insanely Twisted Shadow Planet
ადრე მინდოდა ამ თამაშზე ტოპიკის გახსნა, ვიდეოებიც მქონდა გადანახული, მარა ესეც მხოლოდ კონსოლზე იყო ხელმისაწვდომი და აღარ შევიწუხე დიდათ თავი. რამდენიმე ხნის წინ კი PC რელიზის შესახებ გავიგე და მინდა პატარა თემა გავუხსნა

>>>

ანიმატორი Michel Gagne-ის და Dimmu Borgir-ის მუსიკით წარმოდგენილი, უზარმაზარი სახელის მქონე პროექტი, Insanely Insanely Twisted Shadow Planet-ზე მუშაობა 2007 წელს დაიწყო, ხოლო მისი პირველად ფართო მასებისთვის დემოსნტრირება 2011 წელს Penny Arcade Expo East-ზე მოხდა. გამოსვლის შემდეგ, თამაში Xbox Live Arcade-ის მეშვეობით ვრცელდებოდა, ხოლო შემდგომში PC-ზე პორტირების ჯერიც დაუდგა. პროექტი ორ განზომილებიანი კლასიკური არკადული შუთერის პრინციპზეა აგებული და ერთი შეხედვით დიდათ არაფრით გამოირჩევა იმ ინდი თამაშებისგან რაც დღეს ათასობით გამოდის.

>>> >>> >>>

რეალურად კი Insanely Twisted Shadow Planet უნიკალურია თავის შემცველობით. მის მთავარ განმასხვავებელ თვისებათ, ვიზუალური მხარე მოიაზრება. სილამაზე? კი, ლამაზიც ბევრ ახალ თამაშზე ითქმება, მაგრამ ისეთი ნამდვილად ძალიან ცოტაა, Fraps-ით რო სურათი გადაუღო და ვოლფეიფერად დაიყენო დესკტოპზე. თან საქმე იმაშია, რომ ეს ვოლფეიფერი ყველა ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება, რადგან ITSP-ის ანტურაჟი დასაწყისიდან, ბოლომდე შეუჩერებლად იცვლება და რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან:

>>> >>> >>>

რამე ტექნოლოგიურად თანამედროვე და ემოციურად დამანგრეველის თამაში მოგინდა? სხვაგან მოხვდი. აქ სილამაზეა, სიმშვიდე და ხელოვნება. ნუ მთლათ ეგრეც არაა პრინციპში, გეიმფლეიზე ხო დავწერე კლასიკური არკადული თამაშიათქო? ხოდა ეს იმას ნიშნავს, რომ ჩელენჯი, თავის განსხვავებული გეიმფლეი მექანიკითაც თავის ადგილზეა, უბრალოდ აქ, ეს ყველაფერი უკანა ფონზე რჩება და პირველ რიგში ატმოსფეროთი განიჭებს სიამოვნებას. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ინდური პორნოს ყურებას, ჯობია გახსნა დაუნლოადერი, გადმოწერო თამაში და ძუძუების მაგივრად, აუთვისებელი პლანეტების შესწავლით დაკავდე username.
კვაზი-mode

User avatar
SLaYeR
Posts: 3828
Contact:

Insanely Twisted Shadow Planet

Unread post#2 » 21 May 2012 01:08

აუ ბიჭო როგორ მინდა ამისი თამაში
ძალიან მაინტერესებს რა არის და როგორია
ვიზუალური სტილი დამევასა როგორც კი შევხედე და ბევრი ძებნაც არ დამიწყია გადმოვწერე სადღაც ორი კვირის წინ. არადა ერთი პერიოდი ვეძებდი მშვენიერ თამაშებს
მარა რად გინდა, რაც სკაირიმი დავიწყე აგერ დამიგროვდა ძმაო ერთიანად ამდენი მშვენიერი და ორიგინალური title-ები

Insanely Twisted Shadow, Stacking, Botanicula, Superbrothers, The Desolate Hope
მივიდეთ, გავესაუბროთ

User avatar
Riddick
Posts: 7725
Contact:

Insanely Twisted Shadow Planet

Unread post#3 » 21 May 2012 01:32

მაგას ვჩალიჩობ რეალურად რო დიდიმა პროექტებმა არ გადაფაროს პატარა. მარა შენ მთავარია ეძებო მშვენიერი და იპოვი მას )))
ეხა ჯოისტიკი ჩავიგდე ხელში და უნდა მივხედო ამას, მართლა ძალიან მდიდარი ვეშია ვიზუალით და აი უშუალოთ მექანიკაზე რო გავიცნობ მერე დავწერ
კვაზი-mode

pc-gamer
Posts: 1
Contact:

Insanely Twisted Shadow Planet

Unread post#4 » 31 May 2012 21:46

არ მომეწონა ძაან ისე დროის მოსაკლავად გამოდგება

User avatar
Riddick
Posts: 7725
Contact:

Insanely Twisted Shadow Planet

Unread post#5 » 31 May 2012 21:48

რამე კონკრეტული არ მოგეწონა თუ საერთოდ ყველაფერი
არ მინახია მე ჯერ
კვაზი-mode

User avatar
Tom Clancy
Posts: 1473
Contact:

Insanely Twisted Shadow Planet

Unread post#6 » 31 May 2012 21:53

იგივე კითხვა გამიჩნდა მეც. დიდი ხანია ვაპირებ თამაშს და ბოტანიკულასთან ერთად მყავს მივიწყებული. აუცილებლად ვითამაშებ Botanicula-ს ამ დღეებში და ამასაც ვნახავ.

User avatar
Riddick
Posts: 7725
Contact:

Re: Insanely Twisted Shadow Planet

Unread post#7 » 03 Oct 2017 21:36

ორ ხარისხის მაჩვენებელს შორის კურსირებს. ერთის მხრივ ორიგინალური და საინტერესო სამყარო, საქმეზე ძაან პატარა და მომენტებში ზედაპირულად გაკეთებული გხვდება. გართობით გავერთე, თან მინიმალისტური მოგზაურობის განცდაც იყო, მარა ამასთანევე იყო მომენტები სადაც ამომაგდო დამუშავების უქონლობის გამო. გეიმფლეი ჩანაფიქრები მომეწონა, მაგრამ რეალიზაცია არააქ სათანადო , გაჯეტების უმეტესობა ფაქტიურად გამოუყენებელი რჩება.

განმარტოვება და პატარა მოგზაურობა თუ გჭირდებათ, სადღაც 6 საათის სასიამოვნოდ გატარება შეიძლება.
კვაზი-mode

Return to “Adventure & Logic”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 4 guests