The Walking Dead, PC, X360, PS3

| თამაშები ჟანრების მიხედვით |
Survival Horror , Immersive Sim , Side Scroller , Quest , Logic , Puzzle , I-Movie , Point n Click ...
Riddick
Posts: 8469
Contact:

The Walking Dead

Unread post#1 » 26 Apr 2012 01:40

>>>

მინდა წარმოგიდგინოთ 2011 წლის 17 თებერვალს დაანონსებული და 2012 წლის 24 აპრილს გამოსული, ინტერაქტიული ფილმის სტილში შესრულებული თამაში, სახელად The Walking Dead. პროექტის შემქმნელის და გამომცემლის როლში ცნობილი ქვესთების ავტორი Telltale Games გამოდის. სტუდიის რიგებშია ორიგინალი კომიქსების ავტორი, Robert Kirkman. The Walking Dead მულტიპლადფორმული პროექტია და სტუდიის ჩვეულ სტილში, ეპიზოდებად გამოვა. მისმა პირველმა ნაწილმა, როგორც ზევით მოგახსენეთ, გუშინ წინ, 24 აპრილს აიღო სტარტი, ხოლო დანარჩენების რელიზების სია ასე გამოიყურება:

ეპიზოდი 2 «დახმარების აუცილებლობა»: 30 ინვისი
ეპიზოდი 3 «წინ დიდი გზაა»: 25 აგვისტო
ეპიზოდი 4 «ყველა კუთხეში»: 27 იქტომბერი
ეპიზოდი 5 «დრო აღარ დარჩა»: 29 დეკემბერი.

>>>

ხუთივე ეპიზოდში მთავარი გმირი ერთი და იგივე, ახალი პერსონაჟი, ლი ევერეტი იქნება. სპეცეფექტებით სავსე ბლოკბასტერების მოყვარულებს შეუძლიათ დაისვენონ. Left 4 Dead განსხვავებით, The Walking Dead პერსონაჟების ისტორიის თხრობისკენ არის გადახრილი და უფრო სათავგადასავლო თამაშებს მიეკუთვნება. საქმე გვაქ საკმაოდ ორიგინალური ჟანრების ნზავთან. ალბათ დამეთანხმებით, რომ ქვესთის, ჰორორის და ინტერაქტიული ფილმის ელემენტებზე შექმნილი თამაში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. ამ ყველაფერს metacritic-ის შეფასებებსაც თუ დაუმატებთ, მივხდებით, რომ მოცემული ჟანრების შერწყმა ავტორებს ორიგინალურთან ერთად ხარისხიანადაც გამოუვიდათ.
- https://coub.com/view/1dafyg

Gabriel
Posts: 147
Contact:

The Walking Dead

Unread post#2 » 29 Apr 2012 18:25

ვითამაშე ძალიან საინტერესო gameplay აქვს რავიცი აბა რავთქვა სხვა

Bulletstorm
Posts: 133
Contact:

The Walking Dead

Unread post#3 » 29 Apr 2012 18:55

თამაში ნაკლებად მომიწია პირველ ეპიზოდში. უმეტესწილად დიალოგებია

User avatar
Mchedlo
Posts: 899
Contact:

The Walking Dead

Unread post#4 » 29 Apr 2012 20:03

მე დამაინტერესა მარა რევიუს რო ვუყურე,სერიალთან ვინც ახლოს არ არისო,ცოტა ისე იქნებაო რა,ვერ მიხვედბიანო და რამე რავი რა...

BoromiR
Posts: 715
Contact:

The Walking Dead

Unread post#5 » 29 Apr 2012 22:25

არა. მაინც ძალიან მაგარია.
სერიალიც მაქ ნაყურები და ესეც ვითამაშე. უბრაოთ თუ სერიალი გაქ ნაყურები საინტერესო ბონუსები და რეფერენსები იქნება.

User avatar
Ripster
Posts: 1439
Contact:

The Walking Dead

Unread post#6 » 29 Apr 2012 22:47

არმეგონა ასე თუ მოგეწონებოდათ :)
დაველოდები ყველა სერიას
ჯერ მაინც არ მცალია და მერე ჩავუჯდები
You'd better do something about that cough

Gabriel
Posts: 147
Contact:

The Walking Dead

Unread post#7 » 30 Apr 2012 00:08

Mchedlo wrote:მე დამაინტერესა მარა რევიუს რო ვუყურე,სერიალთან ვინც ახლოს არ არისო,ცოტა ისე იქნებაო რა,ვერ მიხვედბიანო და რამე რავი რა...

ხო ეგრეა ზუსტად სერიალში სხვანაირადაა თავიადან პირველივე სერიაში გმირი სავადმყოფოშია იმიტომ,რომ ვიღაცამ დაჭრა და მერე რო მოვა აზზრზე ნახავს რო ზომბებით სავსეა :) და პირველ ეპიზოდში თამაშის ჩანს რო საინტერესო იქნება სხვა ეპოზოდები... ვნახოთ

User avatar
SLaYeR
Posts: 4246
Contact:

The Walking Dead

Unread post#8 » 30 Apr 2012 00:31

კომიქსის მიხედვით არის თუ სერიალის?

edit
ვნახე, კომიქსის მიხედვით არის, ამიტომ თუ სერიალს არ გავს ეგ დიდი არაფერია
სერიალიც კომიქსზეა დაფუძნებული
კომიქსი ბოლო წლების ერთერთი საუკეთესო mature ონგოინგია სხვათაშორის
სერიალმა რა აღიარება მოიპოვა არ ვიცი
თამაში გაასწორებს, ვაბშე telltale-ის ბოლო თამაშები გემოვნებიანი title-ების მიხედვით კეთდება

>>>
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

Gabriel
Posts: 147
Contact:

The Walking Dead

Unread post#9 » 30 Apr 2012 15:08

SLaYeR wrote:ვაბშე telltale-ის ბოლო თამაშები გემოვნებიანი title-ების მიხედვით კეთდება

კი გეთანხმები, მაგრამ Back to the Future არმომეწონა ძალიან ცუდად გააკეთეს

პ.ს. თვითონ თამაშიც კომიქსივითაა

User avatar
Alucard
Posts: 470
Contact:

The Walking Dead

Unread post#10 » 12 Jun 2012 23:16

Slayer

თამაში კომიქსის მიხედვით კია მარა პერსონაჟები არ არიან კომიქსის ხალხი მიუხედავად იმისა რო თამაშის ვიზუალი ამერიკულ ფერად კომიქსს გავს.

მუღამი იმაშია რო თამაშს კარგად შეყავხარ სიტუაციაში, სერიალში რა სიტუაციებიც იყო იგივე არის აქაც და უბრალოდ როგორ მოვერიოთ ზომბებს თამაში არაა. მომეწონა პირველი ეპიზოდი მარა პრევიუში რაც ანახეს უფრო დაძაბული იქნება სიუჟეტი და უფრო მწარე გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ მოთამაშეებს. სავარაულდოდ ადამიანზე ხელის გასვრაც და მერე თავის მართლება პატარა გოგოებთან )))

User avatar
SLaYeR
Posts: 4246
Contact:

The Walking Dead

Unread post#11 » 12 Jun 2012 23:26

რა ზომბებს უნდა მოერიო adventure-ია : D
telltale games-ის თამაშები მასეა სულ,
ვიტარდებიან და განახლებად სტანდარტებს მიყვებიან საკაიფოდ და თან ჟანრის ერთგულები არიან
Tales of Monkey Island-იც მასე იყო, Sam and Max-იც, Jurassic Park-იც და Back to The Future-იც
რა თქმა უნდა დროთა განმავლობაში გარკვეული ინოვაციები შემოაქვთ
თამაში დაფუძნეეულია კომიქსზე მარა კომიქსებიდან რამდენიმე პერსონაჟი ჩანს
ვიზუალი telltale-ის თამაშებს აქვთ მასეთი თორე Walking Dead კომიქსი შავთეთრია
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

User avatar
Alucard
Posts: 470
Contact:

The Walking Dead

Unread post#12 » 13 Jun 2012 00:03

რაღაც ისე დამიწერე ეხლა ეგ ყველაფერი თითქოს 27 ლეველის ორკი ვიყო. თამაში კომიქსის მიხედვით არის და პერსონაჟები არ არიან კომიქსიდან ნუ ჰერშელი და გლენი.... ფერადი ამერიკული კომიქსის სტილის ვიზუალი აქვს თამაშს თქო ვთქვი მარა არსად მითქვას რო კომიქსი Teh Walking Dead ფერადია თქო... and all... წადი გპის ვეშები წაიკითხე და ლექტორს გაუტრაკე მერე Old age is STOPPING you

User avatar
SLaYeR
Posts: 4246
Contact:

The Walking Dead

Unread post#13 » 13 Jun 2012 00:30

ნუტირიხარ
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

BoromiR
Posts: 715
Contact:

The Walking Dead

Unread post#14 » 13 Jun 2012 01:18

ჰერშელი ვერ მივხდი თავიდან ჰერშელი რო იყო, სერიალში სულ სხვა მასტია მარა ეს კომიქსის მიხედვით არის და მაგ პონტში ალბათ არ ვიცი კომიქსი და რაღაც დიდათ არ მაინტერესებს. მამენტ ეს ჰერშელი ჯობია სერიალის ჰერშელს. გლენი მამენტ კი გავს სერიალისას.
ხოდა, მე მაინტერესებს აი როგორ იქნება მეორე ეპიზოდი? როგორც მასს ეფფეკტში სეივ გეიმებს დაგვაიმპორტებინებენ რომ მიღებული ჩოისები გადაგვყვეს და რამე?

User avatar
SLaYeR
Posts: 4246
Contact:

The Walking Dead

Unread post#15 » 13 Jun 2012 01:28

საერთოდ არ არის ხოლმე telltale-ის ეპიზოდები კავშირში მაგ მხრივ მარა შეიძლება ეგაც ქნან თუ choice-ები რჩება
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

BoromiR
Posts: 715
Contact:

The Walking Dead

Unread post#16 » 30 Jun 2012 23:56

გამოვიდა EP2.
დავაიმპორტებ ეხა ჩემ EP1 Save game-ებს და გავაგრძელებ. იმედია ცოტა დიდია ვიდრე EP1. მაგრა გამისწორდა EP1.
2 საათში დამეხურა. ძალიან პატარა იყო. მაგარი გამიტყდა.
მორალურ choice-ბმა მაგრა გაასწორა ( და ამავე დროს ძალიან რთული არჩევნების გაკეთება მომიწია ... )

User avatar
hellwalker
Posts: 3999
Contact:

The Walking Dead

Unread post#17 » 21 Jul 2012 14:04

ხომ არავითარი background ით არ მითამაშია (სერიალი, კომიქსი, ფილმი)

დავხურე პირველი ორი ეპიზოდი და მომეწონა, ინტერაქტიული storytelling კარგად არის გაკეთებული. თუმცა ეპიზოდური ფორმატი და ზოგადი მსგავსება ზოგადად სერიალებთან წინა ნაწილში მომხდარი ამბების გახსენება და შემდეგის სპოილერ ძალიან მაღიზიანებდა, თუ არ დაგიწყიათ ვინმეს გირჩევთ ბოლომდე გამოსვლას დაელოდოთ და ერთად ჩაუჯდეთ. საკმაოდ საინტერესო mood და ატმოსფერო აქ რო რამდენთვიანი პაუზებისთვის გაწირვა არ ღირდეს.

შეიძლება კომიქსებს ჩაუჯდე მერე, სერიალი მეჰ
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 3999
Contact:

The Walking Dead

Unread post#18 » 28 Sep 2012 15:45

მესამე ეპიზოდი ძალიან დაძაბული იყო, გარდამავალი და საინტერესო.
ბევრი ისეთი რამ მოხდა ნამდვილად არ მოველოდი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 8469
Contact:

The Walking Dead

Unread post#19 » 21 Nov 2012 17:00

გამოვიდა ბოლო, მეხუთე ეპიზოდიც - meta
ეხა რუსული ლოკალიზაცია და ეგაა
- https://coub.com/view/1dafyg

User avatar
SLaYeR
Posts: 4246
Contact:

The Walking Dead

Unread post#20 » 24 Dec 2012 16:56

დავხურე
ემოციებით ვარ სავსე )) ერთერთი საუკეთესო Interactive Movie იყო ჩემთვის, თუ არა საუკეთესო
არც ვიცი რა დავწერო, სპოილერი გამომივა ალბათ ყველა მომენტი რო გავიხსენო
მორალური არჩევანის წინაშე ვიდექი სულ და ყოველთვის ისე გამომყავდა სიტუაცია როგორც პირადად გავაკეთებდი რეალობაში. პირველ ორ ეპიზოდში იყო ცოტა ისეთი მომენტი არ ვიცოდი რა მექნა მარა 3-4-5 ბოლომდე გამართული და ხარისხიანი სკრიპტებით იყო სავსე. ერთერთი საუკეთესო სთორითელინგი აქვს თამაშს, შეიძლება მონახაზი არც ისე ახალია მარა თამაშში ამის განხორციელება და ყველა მომენტზე ინტერაქტიულობა უშუალო მონაწილეს გხდის მოვლენების.
დეველოპერებს respct, ყოველთვის მქონდა telltale games-ის იმედი და კიდევ ერთხელ მასიამოვნეს

მზარეულის დანით და შუშის ნატეხით რო ვჩეხე ზომბები ამ მუსიკის ფონზე ემოციებს ძლივს ვიკავებდი, რეალობაში მეგონა რო ვაკეთებდი ))
>>>
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

Return to “Adventure & Logic”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 8 guests