Broken Age (Double Fine Adventure), PC

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Broken Age (Double Fine Adventure)

Unread post#1 » 21 Feb 2012 15:39

Double Fine Adventure
>>>

"კრაუდფაუნდინგი" ბევრისთვის უცხო ტერმინია და იგი თამაშის, გულშემატკივრების მიერ გადარიცხული ფულით, დაფინანსებას გულისხმობს. ყოვლის მომცველ და ყველა აზრის განმავრცობელ ინტერნეტ სივრცეში, ზევით ნახსენები მარტივი ფულის მოხვეჭისთვის, სპეციალური საიტი არის შექმნილი. სადაც ყველა ჩვენგანს შეუძლია შევიდეს და მისთვის მისაღები პროექტი "დააფინანსოს", დაეხმაროს მას დაბადებაში. მაგრამ ვინ იქფიქრებდა, რიმ თვითონ ლეგენდარული გეიმ დიზაინერის, ტიმ შეფერის სტუდია გამოიყენებდა მოცემულს ფულის დასაგროვებად? შემქმნელებმა განმარტეს, რომ ტიპიური არკადის შექმნა 2-3 მილიონი დოლარი ჯდება, რის უფლებასაც, ზოგჯერ ცნობილი სტუდიებიც ვერ აძლევენ თავიანთ თავს და გამომცემლის მოძიება უწევთ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ დაფინანსების შემდეგ, ყველა კომპანია საკუთარი პირობების დაკისრებას იწყებს, რომელ პროცესშიც, თავიდან ჩადებული თამაშის აზრი იცვლება და საბოლოოდ სხვა პროექტს ვიღებთ. მოცემული სქემა კი ტიმს, მისი ახალი "point-and-click" სათავგადასავლო თამაშისთვის, არ აწყობდა და მან ზევით ნახსენებ გზას მიმართა, "ხელი ხალხში გაიწოდა". თავდაპირველად, თამაშის გამოშვებისთვის საჭირო თანხად 400 000 დოლარი დასახელდა. მინიმალური შესატანი თანხა 1 დოლარიდან იწყება, ხოლო უფრო გულუხვი სპონსორებისთვის სპეციალური ბონუსები დაწესდა:

>>>

15$ - სპეციალურ ჯგუფში გაერთიანება, თამაშის შექმნის პროცესის თვალყურის დევნება, რჩევების მიცემა შემქმნელებისთვის, ბეტა ტესტში მონაწილეობა და თამაშის გამოსვლის შემდეგ მისი უფასო კოპიის მიღება.
30$ - საჩუქრად ფართო გამოცემა
100$ - ზევით თქმულს, დაამატებენ თამაშის პოსტერს
250$ - პოსტერი გუნდის წევრების ხელმოწერით
1000$ - სტუდიის მხატვარი, თქვენს მინი პორტრეტს დახატავს
5000$ - მიიღებთ ორიგინალი 10 არტიდან ერთერთს (ყველა გაყიდულია)
10000$ - Double Fine-ის ოფისში ექსკურსია და ტიმ შეფერთან სადილი (გაყიდულია)

როგორც ალბათ უკვე იცით, შემქმნელებმა არ დააფასეს მოთამაშეების შესაძლებლობები. თანხა უკვე 2 000 000 დოლარზეა ასული და გაჩერებას არ აპირებს. ამ ყველაფრის დადებით მხარეზე, ჯობია თვითონ ილაპარაკოს: >>>

ორ მილიონიანი ნიშნულის გადაბიჯების შემდეგ, ტიმმა მის ძველი პროექტებზე დახარჯულ თანხებზეც ილაპარაკა:

1993 წლის საკულტო ქვესთი - Day of the Tentacle - 600 000$
1995 ასევე საკულტო - Full Throttle - 2 000 000$
1998 ყველასთვის ცნობილი - Grim Fandango - 3 000 000$

ხოლო თანამედროვე ბაზრის მძიმე სიტუაცია, წარმატებული სერვისების, უაზროდ მაღალი ფასებით ახსნა. მაგალითად, თამაშის უბრალო განახლების Xbox Live ატვირთვა 40 000 დოლარი ღირს. პარალელის გასავლებად I Shall Remain მოყვანა შეიძლება, რომლის ბიუჯეტიც ზუსტად 40 000 დოლარს შეადგენს.

>>>

საერთოდ, მოცემული თამაშის გარშემო ძალიან დიდი აჟიოტაჟია აწეული და ბევრი დამატებითი ინფორმაცია ტრიალებს მის გარშემო, თუნდაც მასთან შედარებით ირიბ კავშირში მყოფი psychonauts 2-ის ისტორია და სხვა პატარა დეტალების, რაზეც შეგვილია აქვე ვისაუბროთ.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Broken Age (Double Fine Adventure)

Unread post#2 » 28 Feb 2012 06:59

ამას წინად ვათვალიერებდი ინდი თამაშების რაღაც საიტი იყო და იქ წავაწყდი ამაზე ინფოს.. ძალიან მესიამოვნა და იქ რო ვცხოვრობდე სიამოვნებით მივიღებდი funding-ში მონაწილეობას : D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Broken Age (Double Fine Adventure)

Unread post#3 » 02 Mar 2012 08:25

Epic ხალხია და მაგარ რამეს აკეთებენ.
30$ from me

Ron Gilbert's და tim schafer საუბრობენ Adventure ჟანრზე 30 წუთი, awesomo ^_^

>>>
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Broken Age (Double Fine Adventure)

Unread post#4 » 02 Mar 2012 10:00

გამოაგზავნიან u2g-ზე ვითომ? : D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Broken Age (Double Fine Adventure)

Unread post#5 » 02 Mar 2012 10:50

მე steam ვერსია და digital downloadable მომდის.
collector-ს ედიშენს გამოგზავნიდნენ მაგრამ 100$ -ის reward-ია.
მარა რაღაცნაირი არა True მაგის მოთხოვნა, ისევ პაბლიშერებთან და ათას უბედურებასთან მოუწევთ კავშირი ფიზიკური კოპიები რო შედგეს, digital კიდე უფრო მეტ თავისუფლებას და ნაკლებ ხარჯს აძლევს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Broken Age (Double Fine Adventure)

Unread post#6 » 12 Mar 2012 13:11

აი დაახლოებით რამდენიმე საათი დარჩა აქციის დამთავრებამდე და უკვე 2 700 000 $ შეგროვილი!

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Broken Age (Double Fine Adventure)

Unread post#7 » 12 Mar 2012 18:50

go go
3 მილიონზე ავიდეს ბარემ
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Broken Age (Double Fine Adventure)

Unread post#8 » 13 Mar 2012 01:22

► Show Spoiler
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Broken Age (Double Fine Adventure)

Unread post#9 » 13 Mar 2012 16:25

$3,012,299 ^^
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Broken Age (Double Fine Adventure)

Unread post#10 » 24 Mar 2012 09:31

დაიწყო ^^ ფორუმი გაიხსნა and all
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Broken Age (Double Fine Adventure)

Unread post#11 » 17 May 2012 04:08

მუშაობის პირველი ეპიზოდი ვნახე ეხა. მამენტ უფრო დოკუმენტური ფილმია, უამრავი საინტერესო და უბრალოდ ჯიგრული მომენტებით. შეიფერის იუმორი და პროექტის საინტერესო დეტალებზე საუბარი. ძაან მაგრადაა გადმოცემული კიკსტარტერზე ფულის გროვების პროცესი, თანამშრომლების სიხარული და ემოციები. ხვდები რამხელა სიხარულს განიცდიან უშუალოდ გულშემატკივარის ყურადღების გამოჩენის გამო. შემქმნელ გუნდს რო უყურებ დადებითად ეწყობი. ძალიან დიდი სიამოვნებით უყურე და იმედია არცერთ ეპიზოდს არ გამოვტოვებ. შეიძლება ამ მომენტში იმდენად არ ჩანს, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ამ თამაშის და უშუალოდ ამ ადამიანების მოცემულმა საქციელმა ძალიან ბევრი რამე შეცვალა თამაშების ინდუსტრიაში და წლების განმავლობაში კიდე უფრო დადებით და დიდ ექოს დატოვებს ყველაზე. იმედია მართლა შედერვრალურ თამაშს გააკეთებენ: >>>

Riddick
Posts: 11696

Broken Age (Double Fine Adventure)

Unread post#12 » 20 Jul 2013 02:08


Riddick
Posts: 11696

Broken Age (Double Fine Adventure)

Unread post#13 » 08 Dec 2013 23:55


User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Broken Age (Double Fine Adventure)

Unread post#14 » 15 Jan 2014 07:57

მოვიდა ^_^

და შეასრულა.

სიმოკლე, ნაჩქარევობა ეტყობა მომენტებში მაგრამ ხარისხმა მაინც შეასრულა, რაღაცნაირი ჰაეროვანი და საინტერესო ედვენჩურაა, სხვანაირია რაღაცნაირად მაგრამ ზუსტ სიტყვებს ვერ ვპოულობ.

ბალანსია დაჭერილი რომ არც ზედმეტი ბოდიალი გიწევს, არ იჭედები დიდად არსად, ექპლორაციის მუღამიც არის მაგრამ მისიები იქამდე რჩება მანამ მოგბეზრდება მათი თვალიერება, ქვესტები ადვილია მაგრამ მაინც მოაქ მიხვედრილობის სიამოვნება, ალბათ არაორდინალური მაგრამ ინტუიტიური სალუშენების გამო. აი იდეალურად რო დაჯდება Pacing (ტემპი) თამაშის ეგ შემთხვევაა.

Act 1 გამოვიდა და სადღაც 3~4 საათის ბაზარია დახურვა. ცოტა ბაგები აქ პატარ-პატარა ვიზუალური, ზოგან ეტყობა რომ სინემატიკები აკლია, ან მოჭრეს რაღაც. რო ვიცი გეიმდეველოპმენტი რა ქაოსია არ მიკვირს რომ ვერ მოასწრეს, მაგრამ ესლი ჩესნა ფოკუსირებულად რო ჩაჯდომოდა ამდენ კონტენტს 2~3 კაცი მოასწრებდა 1 წელში უნიტიზე მხატვრული ასპექტები რო გააზრებული ქონოდათ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

Broken Age (Double Fine Adventure)

Unread post#15 » 15 Jan 2014 08:16

გამოვიდა ანუ უკვე ?
ნაის ნაის, ძაან მაინტერესებდა, კიკსტარტერიდან დაწყებული თვალს ვადევნებ და ლეტს სი.

Riddick
Posts: 11696

Broken Age (Double Fine Adventure)

Unread post#16 » 15 Jan 2014 16:07

12 დღე უწერია ჯერ მეტაკრიტიკზე

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Broken Age (Double Fine Adventure)

Unread post#17 » 15 Jan 2014 16:26

მე დავაბექერე და მომივიდა, მარა ეარლი აქსესი დევს სტიმზეც
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Broken Age (Double Fine Adventure)

Unread post#18 » 21 Jan 2014 23:01

Broken Age Vella Trailer
Broken Age Shay Trailer
P.S. ექვსი დღე რჩება ოფიციალურ რელიზამდე.

Riddick
Posts: 11696

Broken Age (Double Fine Adventure)

Unread post#19 » 29 Jan 2014 15:56

გამოვიდა პირველი ჩაპტერი:
Release Date: Jan 28, 2014
Developer: Double Fine
Genre: Adventure
Metascore 81 out of 100
User Score 8.5 out of 10

Riddick
Posts: 11696

Broken Age (Double Fine Adventure)

Unread post#20 » 28 Mar 2015 02:10

დოკუმენტური ფილმი დადეს თამაშის დეველოპმენტის დროს გადაღებული (საფირმო იუმორი და მაგარი კაცი ადგილზეა)

>>>

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 126 guests


cron