Shadow of a Soul - [Release Date: TBA],

Quest, Logic, Survival Horror, Interactive Movie, Point n Click, Puzzle, Visual Novel, Platformer...
User avatar
Riddick
Posts: 7720
Contact:

Shadow of a Soul - [Release Date: TBA]

Unread post#1 » 07 Jan 2012 02:40

>>>

თურქულმა სტუდია Vivec Entertainment-მა თავის პირველი თამაში დაანონსა - საშინელება hadow of a Soul: Chapter 1. თამაში ტრილოგიის პირველი ნაწილი გახლავთ, რომელიც სამრეწველო ჯაშუშობაზე სპეციალიზებული ქურდი, ჯეკის ისტორიას მოგვითხობს. უკაცრიელ ოფისებში მომდევნო "გასეირნების" დროს, მთავარი გმირი საზარელი პარანორმალური მოვლენის ეპიცენტრში ხვდება. "ჩვენი მიზანია, რომ Shadow of a Soul-ის მოთამაშეებს მისგან ყველაზე საშინელი, საზარელი და საშიში გრძნობები გადავცეთ. პირველი ნაწილი მომდევნო ორისთვის შეგამზადებთ, ხოლო მისი სიუჟეტი სრულიად თვითკმარი იქნება (დამოუკიდებელი)" - ამბობს Vivec Entertainment-ის ხელმძღვანელი, კანატ აიგენი.

>>>

გეიმფლეის თვალსაზრისით Shadow of a Soul ტიპიური სათავგადასავლო თამაში იქნება: სამყაროს გამოკვლევა, სხვადასხვა სამხილების და მინიშნებების ძებნა, საიდუმლოებების გამხელა, თავსატეხების ამოხსნა. სამაგიეროდ მტრების შუაზე ფლეთვა/გლეჯვა არ მოგვიწევთ - ექშენ სცენებში მთავარი გმირი ბევრი სირბილთ და მომაკვდინებელი ზებუნებრივი ძალებისგან დამალვით იქნება გართული. შემქმნელების აზრით, პირველი ნაწილის დახურვას დაახლოებით 12-16 საათი დასჭირდება. Shadow of a Soul რელიზი მისთვის უზომოდ შესაბამის დროს იგეგმება - 2012 წლის 24 ოქტომბერი, ჰელოუინამდე ერთი კვირით ადრე. თავიდან თამაში PC და Mac-ზე გამოვა, ხოლო 2013 წლისთვის PS3-ზეც გადაინაცვლებს.

>>>
კვაზი-mode

Return to “Adventure & Logic”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest