Cradle, PC

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Cradle

Unread post#1 » 31 Dec 2011 02:34

>>>

Cradle - პირველ პირში წარმოდგენილი, თავისუფალი გადაადგილების მქონე, Sci-Fi ქვესთი. სიუჟეტს ბიჭს და მისი მეგობარი მექანიკური გოგონას მისტიური ამბავი უდესვ საფუძვლად. ისინი მონღოლეთის მთებში, კერძოთ კი უტის ტერიტორიაზე, სათამაშოების პარკში განვითარებული ისტორიის გმირები გახლავთ. მიტოვებული პარკი - მოთამაშის დავალება - მეგობარი მექანიკური გოგონასთვის ნაწილების პოვნა და მიტოვებული პარკის საიდუმლოებების გამოცნობა.

თამაშის შემქმნელი უკრაინული სტუდია Flying Cafe for Semianimals იქნება. პროექტზე სულ რამდენმე, მაგრამ თავისი საქმის მცოდნე ადამიანი მუშაობს: თამაშების სია რომლებზეც მათ უმუშავიათ ასე გამოიყურება S.T.A.L.K.E.R., Heroes of Might and Magic 5, «Аллоды Онлайн» და Ascension to the Throne. კომპანიის დირექტორი «S.T.A.L.K.E.R.: Зов Припяти» არტ-დირექტორის თანამდებობაზე ნამუშევარი, ილია ტოლმაჩევი იქნება.

>>>

დეველოპერთა გუნდის თქმით, თამაშში უნიკალური ატმოსფეროს შესაქმნელად, მათ საკმაოდ ორიგინალურ ხერხს მიმართეს და პროექტში სხვა ცნობილ/საკულტო თამაშებში გამოყენებული სტილის დამახასიათებელი ელემენტები გამოიყენეს: "ჩვენი მიზანია - მოთამაშეს შევთავაზოდ ისეთი ემოციური განცდა, როგორსაც განვიცდით ოცნების დროს, როდესაც ცხოვრება საერთოდ განსხვავდება რეალობისგან და გააჩნია საკუთარი წარსული - მომავალი. Cradle - "ღრმა მრავალ წლიანი საიდუმლოს გამოცნობისთვის შექმნილ უცნაურ და ლამაზ სიზმარს გავს" - თამაშის კრეატიული დირექტორი ილია ტოლმაჩევი.

რაშემიძლია დავამატო? ბევრი რამ, მაგალითად. ნუ რა პლიუსები ექნება სავარაუდოთ (ტრეილერიდან გამომდინარე)? მუსიკა, სტილიზება (რატომღაც ვფიქრობ რომ, გემოვნებით შეუწყობენ ზევით ნახსენებ მრავალ სტილს ერთმანეთს), გრაფიკა, ატმოსფერო, ლოკაცია, დეტალებისადმი ყურადღებიანი დამოკიდებულება, სავარაუდოთ გეიმფლეი და საერთოდ რაღაცით ძაან მაგრად გავს Zeno Clash. გამოსვლა 2012 შემოდგომაზეა დაგეგმილი.

Riddick
Posts: 11696

Cradle

Unread post#2 » 13 Feb 2012 19:55

პირველი ოფიციალური გეიმფლეი ვიდეო. საკმაოდ უცნაური ქვესთის შთაბეჭდილებას ტოვებს.
საერთოდ თამაშებში ფიზიკის დონის დახვეწას ქვესთების ყოფილი პოპულარობის დაბრუნება და კიდევ უფრო გაღრმავება შეუძლია, უბრალოდ ექშენი იმდენად დომინირებს სხვა ჟანრებს, რომ ძალიან ძნელი იქნება ამის გაკეთება: >>>

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Cradle

Unread post#3 » 13 Feb 2012 20:32

მომწონს ძალიან, ზემოთ gameplay ვიდეომ გაასწორა, მაგრამ საკმაოდ შორს არის შემოდგომა ;/
I want dat now
I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Cradle

Unread post#4 » 13 Feb 2012 20:38

შესრულება მაგარია მარა მოსაწყენად მეჩვენება რატომღაც ;/
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Cradle

Unread post#5 » 15 Feb 2012 00:41

ფერების პალიტრაა დაბალანსებული, არ აჭრელებს თვალს და შეიძლება მაგიტო მოგეჩვენა. რაც უფრო მისტუკის ეფექტს მატებს, თან მიტუმეტეს ესეთ პროექტს ნამვილად ჭირდება, რაღაც მიტოვებული იდუმალი ადგილია.

Riddick
Posts: 11696

Cradle

Unread post#6 » 20 Jul 2013 04:27

ძალიან განსაკუთრებული და ლამაზი რამეა: >>>

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Cradle

Unread post#7 » 20 Jul 2013 04:31

რაღაც ახალი კონცეფცია იგრძნობა, ლოკაციაც მეტად ფერადი ჩანს უკვე, პეროსნაჟიც გაიჩითა
ეს ამინდის ცვლილებაც გამისწორდა შებინდებულზე რაღაც ატრაქციონის მაგვარი და ჰაერში ბუშტები
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Cradle

Unread post#8 » 26 Jul 2015 17:45

გამოსვლის ინფო:
Release Date: Jul 24, 2015
Developer: Flying Cafe for Semianimals
Genre(s): Adventure & Logic
Metascore - No score yet
User Score - 7.8

ტორენტებზეც გამოჩნდა უკვე
როგორია ჯერ ვერ გეტყვით, მგონი ცუდი არ გამოვიდა.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Cradle

Unread post#9 » 28 Jul 2015 18:34

დავხურე. საჩემო თამაშია. სთორი რო უნდა შეკრა ნაწილებიდან.

ორი ლოკაციაა, ტენტი და ატრაქციონი. წაუსტალკერებს ვისუალში. თამაში აგებულია ინტუიციურ პაზლებზე და ნივთების კომბინატორიკით იხსნება. ბექსთორი მანდატორულად რეტარდულია როგორც ასეთ სეტინგებს ჩვევია მარა სიუჟეტი მომეწონა. ატმოსფერო დიდი არ მოდის თამაშის ლოკაციიდან, დეტალები ტენტში იმდენია Bioshocks შეშურდება. დიდი ბაბუის წერილებით დაწყებული, მაღაზიის ჩეკებით დამთავრებული სავსეა ტენტი 3 თაობა ხალხის ისტორიით და პირადი ცხოვრებით. ოვერდოხრენა პატარა ელემენტია რომელთანაც ინტერაქცია შეგიძლია და ამოვარდნილ ტექსტით სიუჟეტის აღდგენა. მარა ამის მიუხედავად არ მოიტანა ლოკაციის ატმოსფერომ. არ ვიცი ალბათ ვერ ვუმუღამებ უკრაინელების სტილისტიკას.

სათამაშო პარკი გულისამრევია. სრული კონტრასტია ტენტთან, არაფერი არაა თითქმის შიგნით, ნავიგაცია დამაბნეველია და გიწევს ბოლო წლების ერთერთი ყველაზე მოსაბეზრებელი და უაზრო მინი თამაშის 5ჯერ თამაში შიგ. მარტო მაგის გამო შეგზიზღდებათ ეგ ადგილი. საბედნიეროდ შეგიზლია დასკიპო მინი თამაში სთორის გამაზვის გარეშე. უნდა წააგო ძალით თავიდანვე და სკიპის ოპცია ვარდება.

თამაშის ხიბლი მაინც არის რობოტი რომელსაც აცოცხლებ და ისტორია რომელიც გეხსნება. მისი აღქმა მთლიანად დამოკიდებულია რადმენად დეტალურად დააკვირდით რას ამბობს, და ტენტში მნიშვნელოვანი წერილები თუ იპოვეთ. ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას გაძლევს და გიწევს შენით შეავსო ისტორიაში გამოტოვებული ადგილები. რასაც ძალიან მივესალმები და ყოველთვის ეგეთი სიუჟეტი უფრო მაინტერესებს ხოლმე ვიდრე თავიდან ბოლომდე გაწერილი.

სთორი მოიცავს როგორც გლობალური საკითხების დახატვას, ასევე ძალიან პერსონალურ და უბრალო ისტორიას პერსონაჟებზე. სამყარო მე სულელურად მომეჩვენა, უფრო ანიმე friendly ხალხს შეიძლება მოეწონოს. აი პერსონაჟების ისტორია კიდე საინტერესოა, თვითონ ისტორია უბრალოა და პრინციპში ადამიანის სულელურ საქციელზე აგებული. მაგრამ გადმოცემა როგორც ხდება და ბოლოს შენ თვითონ რო უნდა მიხვდე რას ნიშნავს ენდინგი ეგ ასწორებს.

ინტუიციასთან და გუმანით გაგნებასთან თუ მეგობრობთ თამაში 3~4 საათში დაიხურება. ლოგიკაზე ორიენტირებული ხალხი შეიძლება გაწამდეს.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 99 guests


cron