To the Moon, PC

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

To the Moon

Unread post#1 » 20 Dec 2011 01:02

Freebird Games - ახალი ინდი დეველოპერების პირველი თამაში.
თამაში მოკლედ შეიძლება ასე დახასიათდეს: RPG/adventure ჟანრის თამაში და sci-fi/ფსიქოლოგიურიტრაგიკომედიური/ ჟანრის ნაწარმოები, რომელსაც გირჩევთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გსურთ მოისმინოთ და შეიგრძნოთ ერთი მომაკვდავი მოხუცი კაცისა და ორი 'მომავლის ექიმის' კარგი ისტორია. თამაშის მთავარი ფასეულობა სიუჟეტი, მისი გადმოცემის სტილი და მუსიკაა, ამიტომ კარგი გეიმფლეის ან თავსატეხების ნახვის მოლოდინში ნუ გადაწერთ. გეიმფლეი და ანიმაციები მარტივი - point an' click და რამდენიმე დახატული სურათი მოძრაობებისთვის. 2 განზომილებიანი. ლეველები იზომეტრიული, ნახევრად სტრატეგიული ხედვის. დაწერილია RPGmaker-ში.

შეფასება metacritic.com-ზე: 81/100 (10 მიმოხილვიდან 9 უმაღლესი შეფასებისაა, ერთი bullsh*t GameSpy-ს 5/10-მა დაუგდო რეიტინგი)

Official Soundtrack
    რამდენიმე ციტატა სხვადასხვა რევიუებიდან:
    - "To the Moon takes the details of human life in its stride, and delivers them with a breezy effortlessness. " - EuroGamer
    - "Truly Wonderful" - RockPaperShotgun
    - "A story worth hearing" - Ars Technica
I won't miss.

BoromiR
Posts: 638

To the Moon

Unread post#2 » 20 Dec 2011 08:45

ოოო ძალიან დიდი მადლობა! რამოდენიმე კვირაა გადმოწერა მინდოდა მარა მუხლში ისარი მქონდა. ეხა კაკრაზ ლინკი რომ დააგდე გადმოვქაჩავ და რამოდენიმე წელში ჩავუჯდები =) ბევრი მაქ მოსმენილი ამ თამაშზე და მართლა საკაიფო ჩანს.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

To the Moon

Unread post#3 » 20 Dec 2011 15:19

დიდ დროს არ წაგართმევს. ერთ ჩაჯდომაზე მორჩები. მაქსიმუმ ოთხი საათი დაგჭირდეს სულ.
I won't miss.

BoromiR
Posts: 638

To the Moon

Unread post#4 » 05 Jan 2012 18:20

>>>

>>>

ეს არტიკლი არ შეიცავს სპოილერებს.

უპირველეს ყოვლილსა, მინდა ვთქვა რომ არანაირი სურვილი არ გამაჩნია უმეტესობა შემთხვევაში ფორუმებზე თამაშების რევიუ-ები ან მინი-რევიუ-ების წერა. ძირითადად ბევრი ფაქტორის გამო, რომლებიდანაც საკმარისია გინდ იგივე სიზარმაცის მოყვანა... მაგრამ ამ კონკრეტულად შემთხვევაში უბრალოთ იძულებული ჩავთვალე ჩემი თავი, რომ შემოვსულიყავი და ჩემი სავალდებულო, ხარკი გადამეხადა ამ თამაშისთვის, რადგან ესეთი გამოცდილება მართლადაც, დიდი ხნის განვალობაში არ მქონია (entertainment თვალსაზრისით). გთხოვთ ზემოთ ჩასკროლოთ, და კითხვის დროს პარალელურად მოუსმინოთ დადებულ კომპოზიციებს.
To The Moon
ეს თამაში არის ყველაფრის იმის განსახიერება რაც დღევანდელ ჰოლლივუდს აკლია. ვერც ევროპა და ვერც ამერიკა ვერ წერს ამდაგვარ სკრიპტს და შინაარს ( რა თქმა უნდა გამონაკლისების გარდა, რომლებშიც ბუნებრივია შედიან ისეთი გენიოსები და გიგანტები როგორებიც არიან ნოლანი, პიტერ ჯექსონი, დარრენ არანოვსკი და ასე შემდეგ ). მართალია, იშვიათად, მაგრამ ასე თუ ისე, მაინც გვხდება იაპონურ ანიმეებში ამდაგვარი შინაარის თხრობის სტილისტიკა, რომლის გარკვეული ნაწილები სპეციფიკურებია. პროექტის დირექტორი, კენ გაო, როგორც ჩანს ღრმად ემყარებოდა ანიმე სტილისტიკას: თამასში პირველივე წამიდან ბოლო წუთამდე იგრძნობა ის ვიზუალური მხარე რომლებიც ადრე 15 და 20 წლის წინ ხშირად გვხდებოდა იაპონურ რპგ-ებში (რომლებიც დღევანდელი შეხედულობით არქაულია...მაგრამ ეგ სხვა საკითხია).
To The Moon-ის დადებით მხარეებზე მინდა ერთი-ორი სიტყვაც წარმოვთქვა. უპირველეს რიგში, რა თქმა უნდა ეს არის ატმოსფერო: იმ წამიდან რაც დავაკლიკე თამაშის ღილაქს .exe ფაილს, 1 წამითაც სურვილი არ გამჩენია რომ გამეთიშა და რამე სხვა გამეკეთებინებინა. თამაშის მუსიკალური მხრე - საუნდტრეკები, პირველივე წუთებიდან გვიტაცებს, და გვიქმნის წარმოუდგენელ რელაქსაციის გრძნობას. პირველივე კომპოზიცია რომელსაც ბავშვები უკრავენ პიანინოზე, გვიქმნის წარმოდგენას, რომ ეს აღის ღრმა და მშნივნელოვანი კომპოზიცია, რომელსაც მომავალში ძალიან დიდი დათვირთვა ექნება შინაარის განვითარებაში.
პირველი შეხედულებით, სახლში რომლებშიც ჩვენი მთავარი პერსონაჟები ექიმი ვატტსი და ექიმი როზალინა (ევა) ჩადიან, აბსოლუტურად არაფრით გამოირჩევა. მაგრამ როგორც კი ჩვენ ვადგამთ ფეხს მის ოთახებში, ჩვენ გვხდება უცნაური და მისტიური მოვლენები ( მისტიური და არა მისტიკური! ) შევდივართ ოთახში და წყნარი სენტიმენტალური პიანინოს კომპოზიცია იცვლება მძიმე, აუხსნელი მუსიკით, ამას კი ყველაფერს ხელს უწყობს ის რომ ოთახის ყოველ კვადრატულ მეტრში მიყრილ-მოყრილია ორიგამისგან გაკეთებული ქაღალდის კურდღლები (რომლებიც ისტორიისთვის პიანინოს კომპოზიციაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია).
ყოველი გასულით ეპიზოდით, ჩვენ ვრწმუნდებით რომ ადგილი აქვს სამეცნიერო ფანტასტიკას. რომელიც მართალია, თავიდან საკმაოდ ბანალური და ადვილად გასაგებია, მაგრამ არ მოვიტყუებ, მეორე აკტიდან ( სულ 3 აკტისგან შედგება თამაში ) საკმაოდ დამაბნეველი ხდება. დავამატებ იმასაც რომ უკანასკნელად ესეთ იდუმალში სახელგანთქმულმა „xenogears“-მა დამტოვა ( დადებითია ეს თუ უარყოფითი - სხვა საკითხია!).
თამაშის პროცესში, ჩემ თვალების წინ იყო მარტივი პიქსელები, რომლებიც მოდიდან გავიდა ჯერ კიდევ 15 ან 10 წლის წინ ( უფრო მეტი თუ არა !) მაგრამ ჩემ თავში, მე ვხედავდი ან სრულყოფილ კინოს, ჭკვიანურად დამუშავებული სკრიპტით, კარგი დიალოგებით, და მთავარი პერსონაჟების ვატსის და ევას კომედიური რეპლიკებით, ან კიდევ, ხარისხიან იაპონურ ანიმეს.
არ მოვიტყუებ, ბოლოს ამდაგავარად როდესაც თამაშზე ვიცინე, იყო ალისტერის და მორიგანის ( dragon age ) დიალოგები, და UnEpic-ი უკომედიურესი რეფერენსები სხვა და სხვა ფრანჩაიზებზე:
ტელეფონი რეკავს, ვატსი უახლოვდება მას და იღებს ყურმილს................ :
ვატს: .............. მორფეუს?
ევა: არა შე დებილო, მე ვარ ევა!
To The Moon-ის შინაარსი „ფიზიკურად“ ვითარდება ერთი სახლში. მთავარი აქტორები არიან ექიმი ვატსი, ექიმი როზალინა და მათი მთავარი კლიენტი, მოხუცი კაცი - ჯონი, რომელიც სასიკვდილოთ არის ჩავარდნილი ლოგინში, და სულ რაღაც 1-2 დღე აქვს დარჩენილი. ჩვენ ექიმები მუშაობენ სიგმუნდ კორპორაციაში, რომელიც მაღალი სამეცნიერო თექნოლოგიების მეშვეობით აძლევს მოხუც პირებს გარდაცვალების წინ საბოლოო სურვილი აიხდინონ მათ შინაგან ალტერ-სამყაროში, ჭკუაში, მეხსიერებში (დიახ დიახ, გამარჯობა inception). კლიენტის სურვილი გააჩნდა გაფრენილიყო მთვარეზე, მაგრამ სანამ ჩვენი ექიმები შეეცდებიან ამ ოცნების ასრულებას, მათ უნდა იცოდნენ თუ რითი იყო ეს სურვილი გამოწვეული, რა იყო კლიენტის მოტივაცია და ა.შ. როგორც აღმოჩნდა პირველივე წუთებიან, კლიენტს არ ახსოვს თუ რატო აქვს კონკრეტულად ეს სურვილი, ამდაგვარად ჩვენი მეცნიერები ეტაკებიან პირველ პრობლემას და ასე იწყება ჩვენი მოგზაურობა ჯონის მეხსიერებაში, რომელიც შესანიშნავად მთავრდება. როდესაც ვამბობ „შესანიშნავად“ - ამაში არ ვგულისხმობ მარტივ „happy end“-ს, თამაშის ეპილოგი მართლადაც მისტიური და დამაბნეველია. ბუნევრივია რომ სპოილერებს მე არ დავიწყებ, მაგრამ ყველას ვურჩევ ტიტრების შემდეგ, უკანასკნელ დიალოგს კარგად დააკვირდეს, რომელმაც პირადათ მე ძალიან დამაეჭვა ყველაფრის იმის თაობაზე რასაც რამოდენიმე საათის განვალობაში ვაკეთებდი. ყველაზე ადგილობრივი რისი თქმაც შემიძლია, და რაც მიახლოებით გამოხატავს ჩემ თეორიას იქნება : dream, inside of a dream, inside of a dream.
პს. დარწმუნებული ვარ, რომ იმის შემდეგ რაც თქვენ თამაშს დაამთავრებთ, გადმოწერთ საუნდტრეკს და დიდი ხნის განვალობაში მოუსმენთ. =)
საუნდტრეკების გადმოსაწერი torrent

>>>

>>>

>>>

Riddick
Posts: 11696

To the Moon

Unread post#5 » 05 Jan 2012 23:20

რო დავამთავრე კითხვა, ეგრევე youtub, დამაინტერესა ვიზუალმა და რო ვნახე მივხვდი მუღამს

გთხოვთ ზემოთ ჩასკროლოთ, და კითხვის დროს პარალელურად მოუსმინოთ დადებულ კომპოზიციებს.

სანამ წავიკითხავდი მანამდე ვქენი ეგ )))

dream, inside of a dream, inside of a dream.

silent hill... რატომღაც პირველივე ასოციაცია იყო

Riddick
Posts: 11696

To the Moon

Unread post#6 » 06 Feb 2012 22:32

მომეწონა მიმოხილვა, ავტვირთე და რავი თუ არგაქვთ ნანახი საკმაოდ დადებითად ხსნიან თამაშს და უყურეთ
>>>

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

To the Moon

Unread post#7 » 13 Mar 2012 20:16

გუშინ ღამით ჩავუჯექი და დავხურე მალევე. ძალიან კარგი სთორი აქვს.. ყოჩაღ Kan Gao-ს, სერიოზული თამაში გამოვიდა. ინფოებს გადავხედე და ნოველებს წერს თურმე თავისთვის, თამაშის შექმნაც ამიტომ განიზრახა რო სხვა კუთხით წარმოეჩინა თავისი დაწერილი..მუსიკაც თითონ დაუწერა, მართალია მარტივია და თამაშშიც არის მაგაზე საუბარი ხუმრობის დონეზე მარა უხდება ძალიან.
ინტერვიუ ვნახე და ეს ყოფილა პირველი ეპიზოდი, თამაშის ბოლოს იწერება To The Moon Ep.1. მეორე ეპიზოდსაც გააკეთებს სადაც მთავარი გმირები ისევ ეს ექიმები იქნებიან, თუმცა სხვა პაციენტთან. ანუ დარჩენილ კითხვებს მომავალში გაეცემა როგორც ჩანს პასუხი, ან უფრო მეტი კითხვა დარჩება ^_^
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Ripster
Posts: 1854

To the Moon

Unread post#8 » 14 Mar 2012 05:09

აუ წავიკითხე პოსტები, მოვუსმინე საუნდტრეკებს და ვუყურე იმ რევიუსაც
მორჩა თუ არა რევიუ
ეგრევე დავსქროლე და ტორენტი გადმოვწერე =))
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

User avatar
grigoli1970
Posts: 844

To the Moon

Unread post#9 » 24 Jun 2013 22:06

ამის მეორე ეპიზოდი ხო უნდა გაეკეთებინათ?
smothered in the crib

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

To the Moon

Unread post#10 » 25 Jun 2013 00:01

არა, პრიქველი გამოდის.
I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

To the Moon

Unread post#11 » 25 Jun 2013 00:19

ჯერ გამოვა A Bird Story და მერე გამოვა To The Moon 2
To The Moon 2 იქნება გაგრძელება, A Bird Story კიდე იქნება To The Moon 2 ის prequel
დროის მიხედვით ასეა
A Bird Story >> To The Moon >> To The Moon 2
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

To the Moon

Unread post#12 » 06 Aug 2014 01:18

უფრო ნოველაა ვიდრე თამაში, სევდიანი სამეცნიერო ფანტასტიკა. ჩემთვის იშვიათი თემაა, მარა საინტერესო იყო.

User avatar
grigoli1970
Posts: 844

To the Moon

Unread post#13 » 07 Aug 2014 04:24

საერთოდ იშვიათია ესეთი სტილი, კაი ხანი ვეძებე თამაშიც და ფილმებიც მარა ვერ ვნახე ამის მსგავსი ვერაფერი, ანუ იდეაში უნდა გავდეს ზოგი მარა ვაბშე სხვანაირია , ინდი თამაშებში ყველაზე კარგად მახსენდება ეს თამაში
smothered in the crib

User avatar
Natalie
Posts: 249
Contact:

To the Moon

Unread post#14 » 22 Feb 2015 11:36

To The Moon-ის პირველი მინიზოდი
ესეც მეორე

ჯერ-ჯერობით არცერთი მინახავს, დღეს ვაპირებ.
თვითონ თამაში ჩემი ერთ-ერტი საყვარელია ^.^

enjoy

User avatar
grigoli1970
Posts: 844

To the Moon

Unread post#15 » 19 Mar 2015 03:44

ძაან მაგარი ხალხია, აი ეს მაგალითად to the moon-ის დონეზე დგას და რაღაც პონტში მირჩევნია კიდეც >>>
smothered in the crib

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 21 guests


cron