The Swapper, PC

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

The Swapper

Unread post#1 » 20 Dec 2011 01:02

>>>

The Swapper

მინდა გაგაცნოთ ერთი წარმოების პროცესში მყოფი და მეტად საინტერესო პროექტი - The Swapper.
თამაში მუშავდება ფინელი ინდი დეველოპერების პატარა სტუდიაში - Facepalm Games.
Facepalm Games-ის დეველოპერები სულ ორნი არიან, თინეიჯერები - Otto Hantula და Olli Harjola.

"Facepalm Games is an indie game developer whatever it means. Currently in development is The Swapper. It could be called a puzzle platformer yet it's going to be a lot more.. An experiment and an experience."

მათ აქვთ რამდენიმე პატარა თამაში დაწერილი, მაგრამ ამხელა პროექტზე პირველად მუშაობენ.
მუშაობის პარალელურად მწარმოებლები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა თამაშების ივენტ-ფესტივალებზე. ახლახან თამაშმა IndieCade 2011-ისგან (International Festival of Indie Games) მოიპოვა აღიარება - Special Recognition award.

Mindtrek-ის ნომინაციებში კი გამარჯვებული გახდა. ისინი წერენ, რომ The Swapper წარმოადგენს კარგად დამუშავებულ ფიზიკას, გრაფიკასა და ხმას, რომელნიც ერთმანეთთან ასევე კარგად არიან შეთავსებულნი და საინტერესო, ღრმა ატმოსფეროს ქმნიან.

მოდელები იქმნება ფიზიკურად - ძერწვის საშუალებით.

"They're actually made of clay and some other stuff," ამბობს Harjola. "I probed a lot of different graphic styles. I don't really like 3D modeling, but I really like doing stuff with my hands, and this is what I came up with."

თამაშის შემქმნელების თქმით, ისინი თამაშით შემოგვთავაზებენ ისეთ გამოცდილებას, რაც აქამდე არ გვინახავს და გვქონია.

The Swapper იქნება side-scroller/puzzle/platformer ჟანრის თამაში, კარგი ვიზუალური და მუსიკალური გაფორმებით. დეველოპერები ასევე აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ მას ექნება ჩამთრევი და საინტერესო სიუჟეტი.

პროტაგონისტს გააჩნია უნარი შექმნას საკუთარი კლონები (რომელნიც მის მოძრაობებს ზუსტად იმეორებენ), შემდეგ კი მათში სულიერად ჩასახლდეს.

>>>

აღსანიშნავია ტრეილერში ნაჩვენები მართვის სისტემა, ვიზუალურობა და მუსიკალური გაფორმება.
YouTube-ზე სხვა ვიდეოებიც შეგიძლიათ ნახოთ - beta და pre-beta ვერსიების gameplay ვიდეოები. ასევე შედარებით ძველი, IGF-ისთვის შექმნილი ტრეილერიც.


თამაშზე მუშაობა უკვე ორი წელია მიმდინარეობს და შემქმნელების თქმით, კიდევ მინიმუმ ერთ წელიწადს გასტანს. ოფიციალურად გამოსვლის თარიღი კი ჯერ-ჯერობით უცნობია.

>>>
I won't miss.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

The Swapper

Unread post#2 » 30 Oct 2012 00:23

I won't miss.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

The Swapper

Unread post#3 » 21 Mar 2013 13:09

I won't miss.

User avatar
Mchedlo
Posts: 873

The Swapper

Unread post#4 » 03 Apr 2013 19:00

პორტალის კოოპს გავს ოღონდ სინგლში ;დ ;ხ

Gabriel
Posts: 131

The Swapper

Unread post#5 » 05 Apr 2013 15:14

მმეტროიდული ატოსფეროა თამაშში

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

The Swapper

Unread post#6 » 24 May 2013 11:28

I won't miss.

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

The Swapper

Unread post#7 » 24 May 2013 18:39

puzzles puzzles puzzles puzzles... anything else? plz?

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

The Swapper

Unread post#8 » 24 May 2013 19:14

ბედის ბორბალს ვერ დაგიტრიალებენ აქ : )

Why puzzles და კრეატიულობის გამოსაყენებლად ძალიან მოხერხებული და საჭირო field-ია + ერგება იმ რესურსს რაც ინდი დეველოპერისთვის არის შესაძლებელი ხშირ შემთხვევაში. გაკლია Boss fight-ები? ან ფიქრობ ძალიან ბევრია ხარისხიანი Puzzle ამ დროისთვის?

P.S
You might find it useful, oh and it's by indies btw
I won't miss.

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

The Swapper

Unread post#9 » 25 May 2013 01:24

ფაზლიც უნდა იყოს და სხვა დანარჩენიც, კრეატიული არაა მარტო უბრალოდ ყველაზე ადვილია გასაკეთებლად! და ბევრი როცაა მოსაბეზრებელია

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

The Swapper

Unread post#10 » 25 May 2013 11:54

ლოლ! ადვილი გასაკეთებლად. ადვილად გაკეთებული puzzle-driven თამაში არის bullsh*t.

მოითხოვეთ უკეთესი და არა შეწყვეტა.
Artwork
I won't miss.

User avatar
DaRk5nAk3
Posts: 254

The Swapper

Unread post#11 » 25 May 2013 18:20

Page not Found

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

The Swapper

Unread post#12 » 25 May 2013 19:40

I won't miss.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

The Swapper

Unread post#13 » 31 May 2013 12:20

გამოვიდა სიმონ

@Steam
I won't miss.

Riddick
Posts: 11696

The Swapper

Unread post#14 » 31 May 2013 21:44

გამოსვლის ინფო სიმონ:
Release Date: May 30, 2013
Developer: Facepalm Games
Genre(s): Platformers
Metascore 86 out of 100
User Score 9.6 out of 10

მინიმალური:
OS: Windows XP/Vista/7
Processor: Intel Core 2 Duo @ 2.2 Ghz / AMD Athlon 64 X2 4800+
Memory: 1 Gb
Hard Drive: 1 Gb free
Video Memory: 512 Mb
Video Card: nVidia GeForce 8800 / ATI Radeon HD 4850

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

The Swapper

Unread post#15 » 04 Jun 2013 18:10

ასწორებს, მაგარი ატმოსფერული გარემო და კარგი დიზაინის პაზლებია. მთლიანად მექანიკის შესაძლებლობას ხსნის თავსატეხი და თითოეულის ამოხსნა rewarding არის. ფილოსოფიური ქვებიც საინტერესოა. კარგი იქნება ბოლოში ერთი, შეკრული აზრი თუ გადმოიცემა.
I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

The Swapper

Unread post#16 » 13 Aug 2013 20:28

ძალიან მაგრა დაიწყო, ინტელექტუალური sci fi თემები, მიტოვებული სადგური, გაურკვეველი წარმოშობის ქვები რომელიც ინფორმაციას გადმოსცემს, ყველაფერმა შემითრია. მარა თითონ გეიმფლეი ნელნელა ერთფეროვანი გახდა, სეთინგი ისეთია მშვიდად უნდა იჯდე უყურო და სიუჟეტურადაც წინ მიდიოდე, აქ რო ამდნეი ფაზლია და ყველა ფაზლის ბოლოს orb-ებს აგროვებ ნელნელა მოსაწყენი ხდება, კი მიდის სთორიც წინ და ახალ ახალ რაღაცეებს ვიგგებ მარა მეჩვენება რო ძალიან ნელა ხდება ეგ და ფოკუსირებას იმაზე უფრო ვახდენ თუ რამდნეი orb დამრჩა. შტაბეჭდილება მრჩება Metroid-ია ოღონდ action-ის გარეშე, სხვანაირი ლეველები უფრო მოუხდებოდა ჩემი აზრით. საერთოდ Metroid-ის და Castlevania-ს სტილის ლეველებს action და სხვადასხვა upgrade-ები ქაჩავს, ამხელა map-ზე სადაც ტემპი არ იკლებს და წინ წასვლის სურვილს ახალ ახალი ნივთები და upgrade-ები გიჩენს, თუ ახალი აღებული იარაღი თუ რამე ability არ გაგიმართლებს შემდეგზე მიდიხარ და დარბიხარ წინ და უკან, მარა როცა ასეთ ლეველ დიზაინში ასეთ ატმოსფეროს და სიუჟეტურ განვითარებას დადებ სასწორზე ესაა ფაქტიურად გაწირო ეგ ყველაფერი...
პროსტა მიკვირს რატოა ასეთი გადაწყვეტა, ეჭვი მაქ რო ფაზლების სიმრავლის მიზნით... მაგალითად: გავაღე ჩაკეტილი კარი, დამხვდა 3 პატარა კარი, თითოეულში იყო ფაზლი და ფაზლის შესრულების შემდეგ ავიღე 3orb.. ამ orb-ებით გავაღე შემდეგი "დიდი კარი" და დამხვდა 5 პატარა კარი სადაც თითოეულში ისევ ფაზლები და orb-ებია..
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

The Swapper

Unread post#17 » 14 Aug 2013 12:19

არა და ორბები სულ მეკიდა მანდ. სულ ერთხელ თუ ორჯერ გავბრუნდი უკან, სადაც terminal access არ მქონდა და ორიოდე თავსატეხის გაკეთების შემდეგ გავაგრძელე გზა.

თამაში puzzle-based არის და დიზაინის ფოკუსიც ამაზეა, ერთიდან მეორე ლოკაციაში როგორი მიმართულებით გადავდიოდი ეგ არც განმიხილავს immersion-breaker ფაქტორად.

ამ ორბებით რეალურად თავსატეხების გამოტოვებაა შეზღუდული, რაშიც პრობლემას ვერ ვხედავ. თორემ როგორც collectible-ს ისე შეგიძლია შეხედო ლოგ-ში დამახსოვრებულ ჩანაწერებს და მოგონებებს, როდესაც სრულიად სხვა მნიშვნელობით არიან თამაშში.
I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

The Swapper

Unread post#18 » 14 Aug 2013 14:21

არა მთავაირ პრინციპი არის ორბების აღება რო გარკვეული რაოდენობა დააგროვო, მეც არ ვმაზავ და ყველა ორბს ვიღებ.. თან მიჩვეული ვარ ასეთ თამაშებში ყველა ადგილზე უდნა წავიდე და წარმოიდგინე აქ რამდნეი ხანი მიწევს უაზროდ ბოდიალი.. დავუშვათ ფაზლი რო გამოვტოვო და სხვაზე წავიდე მერე უკან უნდა მოვბრუნდე. ეგ მონაკვეთი ფაქტიურად მკვდარია დტმოსფეროს მუღამიც იკარგება, საერთოდ ინტერესი არ არის, მტავარია მივიდე დანიშნულების ადგილამდე - ეგ უკვე შემაწუხებელია. ფაზლებიც კარგავს კრეატიულობას და difficulty იზრდება მარტო. რავი ჩემი აზრი ასეთია რო როცა სიუჟეტური განვითარება ასე ნუდნად მიდის და მარტო ატმოსფეროზეა დაფუძნებული და ლოგების სახით ინფორმაციებზე, იქ ფაზლებით აღარ უნდა გაწელო ასე უსაშველოდ.. ან ბრეიდივით მრავალფეროვანი ფაზლები უნდა იყოს, თუ არადა მაშინ რაღაც დამატებითი უნდა იყოს რო შეწუხებული არ მირბოდე ფაზლიდან ფაზლამდე, მაგალითად იუმორი, ტემპი ან რამე მსგავსი. თამაში რო puzzle based არის კაკრაზ ეგ არ მომწონს და ეგ მიკლავს ინტერესს, პორტალიც puzzle based არის მარა ერთი მომენტიც არაა რო დამღლელი ხდებოდეს, პორტალს სთორის გამო გადიხარრ და ფაზლები უბრალოდ გზაა, აქ კიდე ფაზლების გროვა უნდა გააკეთო რო მერე სადღაცც გასასვლელი იპოვო, თითქოს ორი რაღაც მაქ ასარჩევად: ან ფაზლები და ჩელენჯი ან ატმოსფერო და სიუჟეტი.. ძალიან გამოყოფილია ეგ ორი და მაგას ყოფს Metroid/Castlevania-ს სტილის ლეველ დიზაინი.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

The Swapper

Unread post#19 » 14 Aug 2013 15:05

ამათ ჯერ მექანიკიდან დაიწყეს, მიიღეს puzzle-driven გეიმფლეი და შემდეგ მოარგეს სთორი. იდეა დაიწყო სეთინგიდან და ამ სეთინგში 'ტვისტ ელემენტის' ჩადებით (clones / swapping).

იმაზე ვერავინ შეგედავება თუ რა გიფუჭებს პირად მუღამს და რა არა, უბრალოდ ცოტა არ იყოს და გასაკვირია - სულ puzzle-based და metroid-vania ტრიალებდა თამაშის ირგვლივ.

რაც შეეხება უშუალოდ ფაზლებს, repetitive და სირთულის ხელოვნური ზრდა არანაირად არ არის, ჩემი აზრით. რაც ფაზლი ვნახე, ყველა ლოგიკურად არის მიღებული მექანიკების შესაძლებლობიდან. პორტალშიც და ბრეიდშიც მსგავსი მიდგომაა თავსატეხების დიზაინში.
I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

The Swapper

Unread post#20 » 14 Aug 2013 15:24

ლოგიკურად იყო მექანიკის შესაძლებლობიდან პორტალშიც და ბრეიდშიც მარა მანდ იცვლება ფაზლის სტილი, აქ არის სულ ერთი და იგივე, უბრალოდ difficulty ემატება, ნუ ეს ცალკე თემაა, ვთქვათ რო დაფუძნებულია ერთი ტიპის ფაზლებზე და არაფერი ახალი არ ემატება პირველი 20 წუთის შემდეგ. 3 ფერის შუქი და სიძნელე იმაში თუ როგორ დააყენებ კლონებს და რა თანმიმდევრობით გადასახლდები.
მარა მე რაც მაწუხებს ისაა რო პორტალში და ბრეიდში არ ბრუნდებოდი გავლილ მკვდარ ადგილებზე იმისთვის რო სხვა ფაზლისთვის მიგეღწია, დამღლელ ბოდიალში არ იყო გადაზრდილი მარა metroidvania ყოველთვისს დაკავშირებულია ბოდიალთან და მანდ უნდა დააბალანსო კონტენტი რასაც მაგ ლეველებში მიმოფანტავ.
კი ბატონო puzzle based და metroidvania არ ყოფილა თავიდან ის პრობლემა რაც შემაწუხებდა, ორივე ტიპის თამაშებს ვიცნობ და მეგონა გადაწყვეტა გამოვიდოდა.
აქ მოხდა სსხვანაირად, ეგ მიმოფანტული ფაზლები metroidvania ლეველებში არის ერთი თამაში და ეს ატმოსფერო ლოგები და background story არის მეორე თამაში, ხოდა დავრბივარ ეხლა ხან ერთში და ხან მეორეში და ვხვდები რო პირველი საერთოდ არ მაინტერესებს და მეორეს გამო ვთამაშობ..
არადა რეალურად puzzle თამაშად დავიწყე რომელსაც მიბმული ექნებოდა კარგი ატმოსფერო და სთორი მარა exploration მოისურვეს და მაგის გადასაწყვეტად metroidvania-ში გადაწყვიტეს და თან ფაზლები გაამრავლეს.. ანუ რეალურად მასეთი ტიპის ლეველებში როცა უნდა ირბინო, მონსტრები ხოცო, upgrade-ები აკრიფო და რაღაც ინტერესი მისცე ბოდიალს, აქ მარტო ფაზლების გამო დარბიხარ წინ და უკან, ბოლოს რო ორბები აიღო და ახალი კარი გააღო სადაც იგივე დაგხვდება, შუა მონაკვეთი კი როგორც მაღლა დავწერე მკვდარია.
როგორც იდეას მივესალმები ძალიან მომწონს მარა განხორციელება sux რასაც ვაბრალებ metroidvania-ს
პროსტა სთორიმ და ტმოსფერომ ის დამაინტერესა გამოსვლა არ მინდა ))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 54 guests


cron