Spelunky, PC, X360

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Spelunky

Unread post#1 » 20 Dec 2011 01:01

>>>
ეს არის კლასიკური, Game Maker-ის ენჯინზე დაწერილი და Windows პლატფორმებზე (სამომავლოდ იგეგმება XBLA რელიზი) გამოსული Indie A-A თამაში, რომლის შემქმნელიც არის Derek Yu (ასევე ცნობილია side-scroller თამაშის, Aquaria-ს დიზაინერობისთვის). თამაშზე დიდი გავლენა იქონია La-Mulana (Windows, 2005) და Spelunker-მა (NES, 1983), რომელთა შესახებ უფრო დეტალურად საჭიროების შემთხვევაში მოგვიანებით დავწერ. ერთი სიტყვით შეიძლება აღიწეროს, როგორც გამოქვაბულის/მიწისქვეშეთის კვლევის სათავგადასავლო ინდი თამაში. Spelunky-ს პროტაგონისტი არის უსახელო თავგადასავლის მაძიებელი, რომელსაც დეველოპერებმა უბრალოდ გამოქვაბულის მკვლევარი უწოდეს. გმირი სათამაშო პერსონაჟად გამოყენებულია Super Meat Boy-ში. თამაშის მეორე, ალტერნატიული სათამაშო პერსონაჟი არის Tunnel Man, რომელიც იარაღად შოლტის ნაცვლად თოხს იყენებს. არაქრონოლოგიურად მიმდევარი (randomly generated) ლეველებით თამაში ყოველი ჩართვისას ახალ თავგადასავალს გვთავაზობს, სადაც შევხვდებით სხვადასხვა სახის მტერს, ვიპოვით უნიკალურ აითემებს და აღმოვაჩენთ განძებს. დეველოპერებმა რამდენიმე ხნის წინ მათ ბლოგზე დაწერეს, რომ თამაშს მალე დაემატება multiplayer რეჟიმი. თამაში ოფიციალურად გავრცელებულია უფასოდ და შეგიძლიათ გადმოწეროთ ქვემოთ მოცემული ლინკიდან.
Spelunky-ს PC ვერსიის კომპოზიტორი გახლავთ George Buzinkai,
ხოლო სამომავლოდ გამოსასვლელ XBLA ვერსიის კომპოზიციებზე მუშაობს Eirik Suhrke.
ერთ-ერთი OST PC ვერსიიდან - Cave
ასევე OST teaser
(საუნდტრეკების სრული გადმოსაწერი ბმული ვერ ვიპოვე, თუ ვნახე ჩავამატებ).
XBLA ვერსიის მუსიკის ნაწილს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქედან (შესულია 11 ოფიციალური საუნდტრეკი).


► Show Spoiler
► Show Spoiler
I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Spelunky

Unread post#2 » 27 Jun 2012 14:07

Spelunky HD გამოდის XBLA-ზე 4 ივლისს >>>

Team Meat-ის tweet :
having played the xbla test build i can tell you right now Spelunky HD is my GOTY by far. seriously get it when it comes out.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Spelunky

Unread post#3 » 12 Aug 2013 02:16

Steam-ზე და GoG-ზე დარელიზდა რამდნეიმე დღის წინ Spelunky HD
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11700

Spelunky

Unread post#4 » 12 Aug 2013 14:04

იმდენად ძნელია რო თამაშიც არ ღირსო ამაზე ამბობენ ))

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Spelunky

Unread post#5 » 12 Aug 2013 14:35

ძნელი არის კი მარა თუ კარგად დაამუღამებ თავიდან მერე დახურვაც კი შეგიძლია და ნელნელა სხვადასხვა საიდუმლოებებს ამოხსნი სამარხების
ჭკვიანური და დაკვირვბული თამაში უნდა, საჭირო დროს კიდე რეაქცია რო საფრთხე აირიდო, დანარჩენი პლატფორმერია ჩვეულებრივი

მე პირადად ძალიან მომწონს როცა თამაში გთავაზობს randomly generated world-ს სადაც ვერ დაიმახსოვრებ კონკრეტულ გასვლის მეთოდს და ვერ გაიმეორებ იქამდე სანამ არ გახვალ, ანუ სადაც ყველაფერი შენ სკილზე ხდება დამოკიდებული რას როგორ გამოიყენებ კონკრეტულ მომენტში და არა ლეველის შესწავლა/დამახსოვრებაზე. მრავალფეროვნებაც მეტია ასეთ თამაშებში, თუნდაც აქ და თუნდაც Binding of Isaac-ში
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11700

Spelunky

Unread post#6 » 12 Aug 2013 16:00

რაღაც ვერ დავამუღამე პრინციპი. ანუ დადიხარ ამ რანდომზე გენერირებად მაღაროებში, პოულობ ძაღლს თუ რაღაც მსგავსს და გამოგყავს? სიძნელე რაშია რეალურათ, ან რისი მუღამებიაქ თამაშს? ფულს აგროვებ და რამე?

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Spelunky

Unread post#7 » 12 Aug 2013 16:22

ფულსაც აგროვებ, ვეშებსაც ყიდულობ, მონსტრები არიან, ზოგჯერ დიდი ქვები გორდება, ეკლებია სადაც არ უნდა ჩაიჩეხო, შეიძლება ზოგჯერ ვინმე იპოვო და გაიყვანო გამოქვაბულიდან, მერე შემდეგი ტური იცვლება, ახალი ჩელენჯები ემატება. ძალიან მრავალფეროვანი და გასართობი თამაშია, პროსტა ragequit-ებიც თან სდევს )) სიძნელე რავი, შეიძლება მონსტრმა მოგკლას, შეიძლება გადმოვარდე, შეიძლება ქვამ გადაგიაროს თუ უცებ პლატფორმა ვერ ნახე ასახტომი
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Spelunky

Unread post#8 » 06 May 2014 22:50

ეს რამდენიმე დღეა ჩავუჯექი უკვე საკაიფოდ, იქამდე რეტრო მქონდა ნათამაშები და ერთი პერიოდი ამას ვთამშობდი ისე რო მაღაროებს ვერ გავცდი, ხოდა დავუმუღამე და უკვე კარგად მიდის. მგონია რაღაც ძველ NES-ის ან Sega-ს ნარჩევ, მივიწყებულ თამაშს ვიხსენებ, რაღაც The Jungle Book და Duck Tales-ის მაგვარს და იმ ეპოქაში ვბრუნდები.. თან მუსიკას მოაქვს რასაც ქქვია განწყობა )) რთულია მარა ძალიან მომწონს, ვეღარ მოვეშვი. ყველა ლეველში სხვდასხვა თამაში მიდის, სულ გაქ საფიქრალი რა გააკეთო, რა ხერხს მიმართო, როგორ გაიადვილო გზა, სად შეიძლება რამე იპოვო რაც დაგეხმარება და რა თქმა უნდა როგორ გადარჩე. თან პერსონაჟები იხსნება, Meat Boy გავხსენი)) სულ რაღაცეებია დამალული ლეველში, ზოგისთვის სათვალე უდნა იყიდო, ზოგი შეიძლება უბრალოდ ბომბი გადააგდო და ისე აღმოაჩინო, საიდუმლო ლეველები, საიდუმლო ბოსები. მშვენიერი რამეა!
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11700

Spelunky

Unread post#9 » 07 May 2014 02:33

ვაფშე ისეთი ჟანრია რო შეილება რაღაც პროექტი ძაან დიდიხნის განმავლობაში ითამაშო. ეხა Risk of Rain რო დავიწყე მეც ზუსტად ეგეთი მუღამი მომცა და მინდა რო საკმარისი დრო დაუთმო ორივეს ))) ვნახოთ როგორ გამოვა

Riddick
Posts: 11700

Spelunky

Unread post#10 » 11 Oct 2014 21:59

მაღაროს გავცდი და პირველივე ტურში გამასაღეს ))) ძალიან მუღამიანი რამეა, თამაშობ კიდე?
მაღაზიები იმენა დალოცვილი ადგილებივითაა.

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Spelunky

Unread post#11 » 12 Oct 2014 01:07

მე პირამიდებამდე მივედი და იქ არ გამახარეს, ეს პირველი სამი მაგრა მქონდა არადა დამუღამებული, ბლომად რაღაცეებიც ვიპოვე, shortcut ებიც გავხსენი, მარა პირამიდამდე ვერ ვხსნი, მთლიანად უნდა გაიარო და მაღაროებიდან პირამიდებამდე ოქროს გასაღები უნდა ათრიო)))))
shortcut-ით რო შედიხარ კარგად ამუღამებ პროსტა ეგ პლუსია და კაი გასართობია მარა leaderboards-ზე არ გეთვლება ქულა მაგ დროს
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11700

Spelunky

Unread post#12 » 14 Oct 2014 15:47

ჯუნგლებამდე გავდივარ უკვე შედარებით ადვილათ, მარა shortcut როგორ უნდა გავხსნა? იმ ტუნელ-მენს ერთი ბომბი ვაჩუქე და მევიფიქრე რამე გასასვლელი გაეძრობათქო მარა შენც არ დამებრიდო )))

NoiZ
Posts: 315

Spelunky

Unread post#13 » 14 Oct 2014 19:02

სამჯერ უნდა მიხვიდე მაგასთან shortcut-ის გასახსნელად. თითო მისვლაზე სხვა და სხვა ნივთებს გთხოვს.
To The Jungle:
One bomb
One rope
$10,000
To The Ice Caves:
Two bombs
Two ropes
A Shotgun
To The Temple:
Three bombs
Three ropes
The Key from the Mine

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Spelunky

Unread post#14 » 14 Oct 2014 19:10

თავიდან გამოქვაბულში სანამ შეხვალ თამაშის დასაყებად, მარცხნივ იჩითება shortcut-ები და იქვე დგას ეგ ტიპიც დ აგეუბნება რა სჭირდება, ასე მახსოვს.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11700

Spelunky

Unread post#15 » 14 Oct 2014 19:30

არ დგას ჯერ მანდ არავინ )) არადა ერთი 5 ჯერ მივედი იკაიფე, პროსტა ბომბი მარტო ერთხელ მქონდა )))

User avatar
SLaYeR
Posts: 6138

Spelunky

Unread post#16 » 14 Oct 2014 21:01

აუ ეგ მგონი ჯუნგლების ბოლოს იჩითება ))))) ჯერ ჯუნგლები უდნა მორჩე. მერე შედი და კარგად დაამუღამე.
კუბოები გახსენი ხოლმე პერსონაჟები იხსნებიან, კიდე სასაფლაოს ტურს თუ ნახავ დაძებნე და შეგიძლია მოჩვენებების სასახლე იპოვო. კიდე Evil Dead თუ გახსოვს, მაგისი easter egg-იც შეამოწმე მაგ ტურში :D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 30 guests


cron