The Witness, PC

თამაშები ▶ დეტალების სია ▶ აღწერა ▶ შთაბეჭდილება ▶ პრევიუ ▶ მიმოხილვა ▶ ანალიზი ▶ სერიის რეტროსპექტივა
User avatar
SLaYeR
Posts: 5278

Re: The Witness

Unread post#101 » 28 Jan 2016 17:45

ვერ თამაშობენ და მაგიტომ, წავიკითხე ნეგატიური რევიუები და ნელიაო, სთორი არ არისო, პორტალი და გლადოსი უნდათ. პორტალი და Talos Principle უნდათ რო რაღაც მოტივატორმა გათრიოს ფაზლებზე ისე რო არ დაიკარგო რუკაზე და რამე არ გამოგრჩეს, მე კიდე პირიქით ეგ ლეველ დიზაინი უფრო მაძლევს ფაზლის შესრულების მოტივაციას ვიდრე გლადოსის მონოტონური "შუტკები".
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 5278

Re: The Witness

Unread post#102 » 29 Jan 2016 22:06

გარემოში მიმოფანტული ობელისკების ფაზლები. სურათებად ვსქრინავ და ნელნელა კიდე დავამატებ რასაც ვიპოვი http://imgur.com/a/WYR7f
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Riddick
Posts: 10124

Re: The Witness

Unread post#103 » 01 Feb 2016 01:57

დღეს გაურისკეთ )) საღამოს 6-დან ღამის 1 მიდოდა ტვინის სტრეს ტესტი. თან იდეალურია კოოპერატიული გასვლისთვის (ვსმისლე ვინმესთან ერთად სათამაშოდ). ორი თავი ერთზე უკეთესია, თან ნაკლებად მოსაწყენი ხდება პროცესი.
ისეთი ლამაზია რო თავიდან პროსტა სიტყვებს ვერ პოულობ. მერე ნელნელა ეჩვევი და გემრიელი სავარძელივით ირგებ )) თან გეიმფლეი დატვირთვააქ ძმაო. ესეთი ლამაზი და მედიტატიური რო არ იყოს, ფაზლების მსგავს ტემპს ჩემმა მტერმა გაუძლოს )) ისე ვარ თითქოს 7 საათიანი სამსახურიც ცვლიდან დავბრუნდი. თან იმდენი ფაზლია, ამოსუნთქვის დრო არ გრჩება, ბრახ ერთი მორჩა, მეორე დაიწყო, მესამე, მეოთხე )) და ტვინი ნელნელა დუღილს იწყებს. თან გოთვერნული ფაზლებია, რაც მაგრად ასწორებს, მარა მარტო ერთი ელემენტის გარშემო როა თამაში ტეხავს. არმინდა ჩაკვეტება, მარა ანტიჩემბერი თუ ითამაშეთ მიხვდებით რასაც ვგულისხმობ - შეილება იქყოს მარტო ფაზლები თამაშში, მაგრამ მათი შესრულების მრავალფეროვნება ისეთი განსხვავებული იყოს ერთმანეთისგან, რო სხვადასხვა მექანიკებად აღიქმებოდეს, ზოგი რთული, ლოგიკური ფიქრის ამბავში, ზოგიც უბრალოდ გართობის მიზნით, ზოგში საინტერესო პლადფორმინგი ფაზლის სახით და რავი დაჟე სპეც იარაღები შეილება ფაზლებისთვის. აქ თითქმის ყველა ფაზლი, ჯერ რაც იყო, მონიტორის წინ გადაწყდა და ეგ დამღლელია, მარა ორიგინალურობა შველის თემას. ჯერ სადღაც 15 20% ვიქნებით, ყველაფერი წინაა და დანარჩენს მერე დავწერ. მუღამი ნამვილად დიდიაქ, ძალიან ორიგინალური და მკვეთრი პროექტია, თითქოს ყველაფრით იმას ყვირის თუ როგორი ორიგინალური და უნიკალურია :) და მართლა არი უმეტესობა მომენტებში, უბრალოდ მთავარია სიძნელე ისე არ გაიზარდოს, რომ გართობა, მოვალეობრივი წვალება არ გახდეს.
https://www.youtube.com/watch?v=FbccrO8qKog

User avatar
SLaYeR
Posts: 5278

Re: The Witness

Unread post#104 » 01 Feb 2016 02:38

ხო ეკრანები თავიდან მეც მეხამუშა მარა მერე მაგარი რამეები გაეძრო. მზის პანელები, ჩრდილებით ფაზლი, ფერების, ხმების, ტოტებით და მაგრად დააბალანსა ეს ეკრანების თემა. ძირითადად ეკრანებზე ბევრი რაცაა ეგ არის ხოლმე ტუტორიალი და მერე მოდის მთავარი ამოხსნა სხივებისთვის. საიდუმლო ფაზლებს დავსდევ მე, სადაც რამე ხაზია იქ წრეს ვეძებ, სადაც წრიულ ფორმას ვხედავ სხვადასხვა რაკურსით ვუდგები რო იქნებ სადმე შეიკრას და ხასის გაგრძელება იყოს, თან იმგურზე ვტვირთავ ვინმეს თუ ენდომება და ვანახლებ. ეს საიდუმლო ფაზლები ათეთრებს შავ ობელისკებს, შავ ობელისკებზე კიდე თუ რამე ჩამქრალი ფორმა ხატია ეგ მიანიშნებს თუ რომელ მხარეს უნდა ეძებო რგოლი და ძალიან სახალისო მარა თან დროის ამბავში გრძელი საქმეა. სხივები ყველა გავუშვი, 7 ია საკმარისი დასახურად და მერე რესეტდება თამაში, ამიტომ არ მინდა დახურვა სანამ ყველაფერს არ მოვრჩები და 11 სხივი მაქ გაშვებული. საიდუმლო ვიდეოებია კიდე რთული ფაზლების ქვეშ, ტარკოვსკის ნოსტალგიის ენდინგი გაიჩითა ერთ ვიდეოში, წისქვილის ქვეშ არის კინოთეატრი.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1728

Re: The Witness

Unread post#105 » 01 Feb 2016 17:08

იგივე აზრზე ვარ მეც. ანუ კი მონიტორის წინ რაც ხდება ყველაფერი ლოგიკური და გამართულია (განსაკუთრებით ისეთი თავსატეხები ასწორებს რომლებიც ეკრანებს სცდება და გარემოსთან არის კავშირში) თუმცა არ აწყენდა ისეთი იდეები რომლებიც პერსპექტივში ფორემბის დანახვას და პანელებზე კანონზომიერების ცვლას უფრო გაამდიდრებდა.
ანძა და გზა...

User avatar
Riddick
Posts: 10124

Re: The Witness

Unread post#106 » 02 Feb 2016 01:37

SLaYeR ეს საიდუმლო ფაზლების თემა სად გააძრე? თითო ობელისკზე იმდენია რო შემეშინდა, უცებ ამ რეგულარულ ფაზლებს, ერთი იმდენი დაემატა კიდე. ყველაფერი ფაზლი გახდა, მეც ფაზლივარ და ფაზლში ვცხოვრობთ, ფაზლების მოგონილში )))
დღეს ძაან ბევრი ვიცინეთ უკვე )) რაღაც სიგიჟისკენ გაიწია თემა, უცხო გინებები გამოვიგონეთ, ძველი ქართული გამონათქვამები გაჟღერდა და ლექსები ისმოდა ბოლოს ) რო ხურავ უეჭველი პარანოიკი ხარ, აი ყველა ვარიანტში )) რამდენიმე პაზლზე გავიჭედეთ უკვე და ერთზე იმდენი ვიფიქრე რო ბოლოს რა აზრებიც წამოვიდა ვაფშე არ იყო ჩემი, ბლოუ დამიკავშირდა ტელეპატიის მეშვეობით და ფაზლების ენაზე მელაპარაკებოდა. მერე ჩიტების ფაზლები დავიწყეთ და სპაუნას ფრაზა რამდენიმე ეკრანის მერე - ბიჭო ვაფშე ეს ჩიტი სადაა, დამანახე აბა ერთი (სპონტანურად ვაფშე). იტოგში ტიპმა Dark Souls-ზე უარესი დადო, ოღონ ფაზლებით ) მე ვაფშე ვფიქრობ რო ილუმინატების საიდუმლო პროექტია და 100 პროცენტზე რო ხურავ, ოთახის კედელზე იჩითება კარი, სადიანაც გამოდის ბლოუ და შავებში ჩაცმული ტიპები, რომლებიც მარტო თავს გაჭრიან ლაზერით და მიაქვთ, რო მსოფლიო მმართველს დაუმაგრონ

ანჩართედს ვთამაშობდი პირველს გუშინ და ისეთი მარტივი ფაზლი გაიჩითა რო ვერ ამოვხსენი
https://www.youtube.com/watch?v=FbccrO8qKog

User avatar
SLaYeR
Posts: 5278

Re: The Witness

Unread post#107 » 02 Feb 2016 01:55

უდაბნოში გავაძრე პირველად მზის შუქი რო მიენათა მეთქი რა არის, დავაჭირე და აინთო. მეგონა სულ მზეზე იქნებოდა მარა მერე ნუკრიმ მითხრა მთის წვერზე და დასაწყისშიცააო და ვიფიქრე ალბათ რამდნეიმე იქნება, ხოდა შევყევი და სადღაც 100მდე ვარ ჯერ ასული, თან გამოცდილება მადგება რო უკვე ნანახ ლოკაციებს რო ვაექსპლორებ და სხვა თვალით აღვქვავ, ლეველ დიზაინის პონტში ვხვდები სად ვეძებო ლოკაციის პირველი ეფექტი რო გასულია. პარანოიკი გავხდი უკვე, ძილშიც არ მასვენებს ფაზლები )))
ჩიტების ერთ ფაზლზე ისე გავბრაზდი ყველა ჩიტის დახოცვა მინდოდა, თურმე ყმუილი ყოფილა და ჩიტი აღარაფერ შუაში აღარ იყო ))) მეც ვეძებდი ჩიტებს და მერე დინამიკი რო დავინახე გამიტყდა )))))
გუშინ გამთენიისას ერთ რთულ ფაზლს დავეჩალიჩე, რგოლი იყო მანდაც გარედან და შიგნით ფაზლი აღმოვაჩინე, ერთი საათი ვფიქრობდი ყველა მხრიდან მოვუარე, ყველა ვარიანტი ვცადე, ანუ რამე გამოსასვლელი რო ყოფილიყო გამოვიდოდა, მერე რაღაც მარტივი თემა ყოფილა და პრინციპს დავუმუღამე, შნურები დავინახე რო იქიდან არ გადიოდა საიდანაც მეგონა, ამის შედეგ ზედმეტი ერთი საათი ბლოკნოტში ვხსნიდი, ყველა ერთნაირ ფერს სხვდასხვა შუქზე თავისი ნომერი მივანიჭე და ისე ვხაზავდი, ამოვხსენი და არაფერი მომცა, ტვინში სისხლი ჩამექცა კინაღამ.
ის მომენტი დავამუღამე რო უკან დასახევს ვიჭრი ფსიქოლოგიურად და არ ვეშვები ფაზლს სანამ არ ამოვხსნი, შეიძლება გავიდე სხვაგან ცოტა ხანი და ისევ უკან ვუბრუნდები, მაგასობაში რგოლებსაც ვპოულობ, წეღან მაგალითად საწყის ლოკაციაზე დავბრუნდი, ობელისკი მაგ მხარეს მაჩვენებდა, თან ვჭამდი, ერთ რგოლს მივაგნე გამოვედი, საჭმელი ავიღე შევხედე მონიტორს და თურმე მეორე რგოლთან ვდგავარ იქვე, პროსტა ეს ჯერ ვერ გავიგე როგორ გავაკეთო არ ემთხვევა, მარა მოვუნახავ გზას აუცილებლად )))) კაროჩე როცა ბევრს აექსპლორებ უკვე ეჩვევი და დღეში მინიმუმ ხუთი რგოლი მონადირებული მაქ ))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Riddick
Posts: 10124

Re: The Witness

Unread post#108 » 02 Feb 2016 02:02

სმარტფონი და ბლოკნოტი უეჭველი უნდა გქონდეს რო თამაშობ, შეილება ფუნჯი და ტილოც უკვე ბოლოსკენ )) ერთი 10 სურათი მექნება ეხა ტელეფონში დარჩენილი ))
https://www.youtube.com/watch?v=FbccrO8qKog

User avatar
SLaYeR
Posts: 5278

Re: The Witness

Unread post#109 » 02 Feb 2016 02:11

ერთი 70 სურათი მაქ ტელეფონში უკვე და ბლოკნოტიც სადღაც 5 ფურცელი ვჯღაბნე, ერთ ფაზლზე ტეტრისების პრინციპი როა, ფოტოშოპში ავაწყვე ვაბშე და იქ დავალაგე ))))) ფუნჯი და ტილოც არაა მაგ პონტში გამორიცხული ))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 1728

Re: The Witness

Unread post#110 » 02 Feb 2016 20:04

თქვენ არ მისულხართ ტილო და ფუნჯებამდე? მე ვცადე და ჯერჯერობით მიდის )))
ანძა და გზა...

User avatar
hellwalker
Posts: 5527
Contact:

Re: The Witness

Unread post#111 » 02 Feb 2016 21:18

რამე სთორი ან სიუჟეტი ააქ? ბრეიდის ნაირად ანუ
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 5278

Re: The Witness

Unread post#112 » 02 Feb 2016 21:22

ბრეიდს იმ მხრივ გავს რო აუდიო ლოგებია, საიდუმლო ფირები კიდე, მთლიანობაში რაღაც mind journey იკვრება მარა ბრეიდში უფრო გაიგებდი რამეს. აქ კიდე ქანდაკებია რასაც ნახულობ რგორც ბრეიდში jigsaw puzzle-ებს ადგენდი და თითქოს კუნძულის ისტორია გეშლება თვალწინ რა შეიძლბა მომხდარიყო ან რა ადგილი შეიძლება იყოს. ბრეიდით თუ კმაყოფილი ხარ ამისი მიდგომაც იგივეა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Riddick
Posts: 10124

Re: The Witness

Unread post#113 » 02 Feb 2016 22:09

ინგლისურის თამაში დამაწყებინა სპაუნამ, დაიკიდე ერთ სიტყვას არ ამბობს არავინ, ფრაზით. გეიმფლეი აღმოჩდა რო საერთოდ არაა რევორდინგი, პირიქით, პირში გაძლევს ოფიციალურად მთელი თამაში და ერთადერთი რაც შეილება რო მეტნაკლებად ჩათვალო ჯილდოთ, არი აუდიო ჩანაწერები და ვიდეოები, რომლებიც სხვადასხვა ცნობილი ხალხის, კერძოდ მეცნიერების ჩანაწერებისგან, ან გამონათქვამებისგან შედგება. იქიდან რაც გავიგე, შემილია ვთქვა, რომ ძაან საინტერესო და ღრმა თემებია, მარა ისეთი ინგლისურია რო არ ესმის ბიჭს და ვზივართ ხოლმე ორი დებილი ბავშვი რო გამორთულ ტელევიზორს უყურებს ისე )) ესეთ თამაშში + ენის ბარიერი რო გემატება დაახლოებით ქართული რეალობა იჩითება ჰარდკორის პონტში
https://www.youtube.com/watch?v=FbccrO8qKog

User avatar
SLaYeR
Posts: 5278

Re: The Witness

Unread post#114 » 03 Feb 2016 03:01

ბოლო ლოკაციას მოვ***ან შემქმნელი და მომგონი რა, საათნახევარი ფოტოშოპში ვზივარ რო 6 სხვადასხვანაირ პანელზე ისე გავავლო ხაზი რო ექვსივე პანელზე ერთდროულად სწორად იყოს!!! უნამუსობაა ეს და მეტი არაფერი, ინტელექტუალური ჩელენჯი კი არა ავადმყოფური ფაზლია.

EDIT დავწერე თუ არა შევედი და პირველივე ცდაზე გავაკეთე ფოტოშოპის გარეშე)))))))
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Riddick
Posts: 10124

Re: The Witness

Unread post#115 » 03 Feb 2016 04:14

არქიკადს და ფოტოშოფს ვიწერდი და აღარ გადმოვწერ მაშინ ))
https://www.youtube.com/watch?v=FbccrO8qKog

User avatar
SLaYeR
Posts: 5278

Re: The Witness

Unread post#116 » 03 Feb 2016 10:21

ბოლო ლოკაციაში არ გააკეთოთ ყველა ფაზლი. ჩაკეტილი შახტას თუ შეამჩნევთ კუნძულზე ექსპლორაციისას, სადაც არსაიდან გზა არ შედის, ამ ბოლო ლოკაციაშია მაგის კარი. ცოტა რთული გასაღები და საპოვნელი იყო მარა გაღების შემდეგ მთელი შახტა გაიხსნა. სავსეა ფაზლებით და ორი აუდიო ლოგი ვიპოვე რამაც დამატებითი ინფორმაცია ისე შემოიტანა რო გამაჟრიალა, თითქოს ველაფერს მნიშვნელოვანი ახსნა მიეცა და ამასობაში რაღაც გზა გავხსენი სადაც ფირსაკრავი ვიპოვე, ჩავრთე და მუსიკის განმავლობაში 15 ფაზლამდეა მოსასწრები, ბოლო ფაზლზე გავიჭედე და გავთიშე გინებით.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Riddick
Posts: 10124

Re: The Witness

Unread post#117 » 05 Feb 2016 15:29

ჩემი აზრით იდეალური მიმოხილვაა https://www.youtube.com/watch?v=UMwU54TN0z0
დავიღალე, მარა ერთი დღეა არ მითამაშია, მაგრად მინდა გაგრძელება და ალბათ ეგრეც ჯობია... ეს არაა ერთ მთლიან პორციათ სათამაშო თემა, ალბათ უნდა ეცადო რო არ მოგბეზრდეს და რაც მთავარია არ დაგღალოს. ესე, რამდენიმე დღით უნდა მიატოვო და რო მოგენატრება მერე დაუბრუნდე ერთი ორი საღამო. საბოლოოჯამში საკმაოდ ბევრი და სასიამოვნო საღამო გამოვა, ვიდრე წამების ერთი კვირა
https://www.youtube.com/watch?v=FbccrO8qKog

User avatar
Riddick
Posts: 10124

Re: The Witness

Unread post#118 » 06 Feb 2016 06:03

დღეს მოვასწარი ცოტა თამაში და ერთი მნიშვნელოვანი მომენტი გამოვაცალკევე. ანუ ფაზლს წესები შეილება იცოდე და ვერ ხსნიდე, ეგ გასაგებია (და სტანდარტული), მარა აქ მე პირადად რაზეც ძირითადად ვიჭედები, ეს არი თვითონ ფაზლის ლოგიკის მიხვედრა. ანუ უნდა მივხდე თუ როგორააქ შემქმნელს ჩაფიქრებული, რაც ძალიან სათუთი თემაა, იმიტო რო უმეტეს შემთხვევაში ადამიანები სრულიად სხვადასხვა ლოგიკით ხედავენ ერთიდაიგივე თემას და იგივე ოთახში ავტორის მიერ ჩადებული აზრის მაგივრად საერთოდ სხვა, ხშირ შემთხვევაში გაცილებით ღრმა და რთული კონსტრუქციების ძებნას ვიწყებ, რაც ძალიან დიდ ენერგიას მახარჯინებს ტყუილა. ანუ იდეაში ფაზლის გადაწყვეტის მაგივრად, უფრო ხშირად იმას ვეძებ თუ რანაირი ლოგიკის მატარებელია თვითონ ავტორი, რაც აი დეტექტიური სამუშაოს მსგავსი რაღაც გამოდის. თან ავტორი, როცა გასცემს ლოგიკას, მერე იწყებს მისივე ლოგიკის ტროლვას, თან აშკარად ხედავ მაგას თამაშისას, და ცდილობს რომ ხელოვნურად აგიბნიოს კვალი, ალოგიკურობის, ან კიდევ რაღაც აუხსნელი ლოგიკური ელემენტის შემოტანით, იმის მაგივრად რო უკვე ცნობილი ელემენტებით შეგიკრას საინტერესო ფაზლი. ეს ყველაფერი კი როცა სხვა არაფრით (მართლა სუ მონიტორებია საერთო ჯამში) არაა გაზავებული უკვე რაღაც ტვინის კოლაფსში იზრდება. ჩემი აზრით, აქაც ისევ ჩელენჯის სიჯანსაღის თემა შემოდის, ანუ რამდენად გამართლებულია სიძნელე და რამდენად სწორად მუშოაბს.
https://www.youtube.com/watch?v=FbccrO8qKog

User avatar
SLaYeR
Posts: 5278

Re: The Witness

Unread post#119 » 06 Feb 2016 06:32

თითოეული სახეობის ფაზლს აქვს ტუტორიალი, ათამდე ფაზლია ხოლმე რაც ნელნელა იხლართება, ზოგჯერ მთელ ლოკაციასაც მოიცავს, თავიდან სანამ სხვებს დავაექსპლორებდი მქონდა მასეთი შეგრძნება და გავბრაზდი მაგრა მარა როცა დავაექსპლორე რეალურად ნულიდან გაწყებინებს ყველა ფაზლი თავის მექანიკას და ნელნელა გირთულებს.
მაგალითად შავ და თეთრ წერტილებს ერთი პრინციპი აქვს
ფერად წერტილებს ერთი
ფერად "ნაღმებს" ერთი
როცა სათითაოდ გადიხარ ამას, მერე უკვე არეულსაც ხვდები რა პრინციპი აქვს.
ამ არეულებში არის რთულებიც, იქ უკვე გიწევს ფიქრი რა პრინციპია, უნდა დაგე და ყველა მექანიკა რაც უკვე იცი უნდა გამოაცალკევო და დააკვირდე, რთულია მარა რეალურად ყველა "სახელმძღვანელო" ხელში გიკავია და პროსტა გახსენება უნდა. რამდენჯერმე სერიოზულად გავიჭედე სამი ფურცელი რო ერთ ფაზლზე დავხარჯე და გაკეთების მერე მივხვდი რო ვიცოდი მარა სწორად ვერ ვიყენებდი.
მიხვედრილობის თემა დაახლოებით ასეთ წრეშია ჩაკეტილი, მაგალითად ხმის ფაზლი. მიდიხარ პანელთა და ჩიტის ხმაა, ერთი 6 ცალს აკეთებ ჩიტის ხმაზე და მეშვიდეზე იჭედები, მარა რეალურად ხო ჩიტის ფაზლი არაა, ტონალობის ფაზლია, როცა 4 საფეხურია და ჩიტი ხუთჯერ ჭიკჭიკებს, ესეიგი სხვა ოთხი უნდა ეძებო, მინიშნება პანელზევეა და აქ უკვე ამას უნდა მიხვდე.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Riddick
Posts: 10124

Re: The Witness

Unread post#120 » 06 Feb 2016 06:45

სამი ფაზლის პრინციპი ვიპოვე, მაგრამ მხვდება ისეთები რომელბის პრინციპი არ მიპოვნია, და ეგეთებს არ ვეხები. მარა ორი რაზეც გავიჭედე არი სიცარიელეები ჩრდილებზე, რომლამდეც ერთი 10 ცალი გავაკეთე და სიცარიელეს ლოგიკას ვერ ვხვდები იმიტო რო არ იყო მანამდე. აი ტეტრისის პრინციპი სადაცაა მაგათ საერთოდ არ ვეხები, მარა ხმაზე, ეხა რაც დაწერე მე რა ვიფიქრე იცი? ანუ 5 ბგერაა და 4 მოსახაზია რეალურად, მოსახაზიდან ერთერთი არი მსხვილი და მეგონა რო ის ორი ბგერა ამ მსხვილის მოხაზვის პრინციპი იყო და ძაან სიგიჟეებში წავედით. ეგრე მოხდა ამ სიცარიელეებზეც და მაგაზე ვამბობ ჩადებული პრინციპის მიხვედრის პრობლემაათქო, შეილება რო ერთი რაღაც სრულიად სხვადასხვა ლოგიკაში დაინახო, იმას გაყვე და დაიტანჯო და რადგან ავტორის მიერ ჩადებული ვერ მიხვდი ესეიგი დებილიხარ? არამგონია
https://www.youtube.com/watch?v=FbccrO8qKog

Return to “Games”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 15 guests