Dishonored, ანონსი [PC, X360, PS3]

Survival Horror, Immersive Sim, Side Scroller, Quest, Logic, Puzzle, I-Movie, Point n Click...
User avatar
Alucard
Posts: 435
Contact:

Dishonored

Unread post#101 » 26 Feb 2013 19:32

პატივაყრილი და ნამუსახდილი თამაშია, მაინტერესებს მაგრა DLC

User avatar
SLaYeR
Posts: 4821
Contact:

Dishonored

Unread post#102 » 12 Mar 2013 21:51

ხვალ დაიდება ინფო DLC-ზე
სთორი იქნება Daud-ზე, ეს კი სქრინი სადაც Whaler-ები Empress-ის მოკვლას აპირებენ, ფონზე კორვო და ემილიც ჩანან
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Ripster
Posts: 1467
Contact:

Dishonored

Unread post#103 » 31 Mar 2013 01:28

იტოგში დღეს გადმოვწერე ეს თამაში თავიდან. წინა სისტემაზე ჯიგრულად ვიყავი გასული და მაგრად მბეზრდებოდა. ვერც გარემოს ვუმუღამებდი ბოლოს და არც ეს პლასტელინი გეიმფლეი მისწორებდა ბოლოსკენ.
ახლა კი ჩავიწერე მეთქი დროს გავიყვან სანამ გადავაგორებ რეიტინგულებს და მერე bioshockს ჩავუჯდები თქო. თან რაღაც პონტში გავს ეს ორი თამაში ერთმანეთს.

ჩავუჯექი დღეს და რამდენიმე საათი ვერ მოვწყდი ))) აი ხო გასული ვიყავი ეგ ქუესთები, მაგრამ აი სულ სხვანაირად გავედი ახლა და სულ სხვანაირი გრძნობა მქონდა )). თან ატმოსფერომაც ჩამითრია ჯიგრულად. მაგრად გაასწორა ))) არ მეგონა თუ ასე შეეძლო. წინა შთაბეჭდილების მერე ))
იქნებ წესიერ მონიტორზე და ლაგის გარეშე რომ ვითამაშე მაგის ბრალი?. ან იქნებ თავისუფალი დრო რომ მქონდა და ძალით "მალე მორჩი"ს პონტში რომ არ ვთამაშობდი მაგან იმოქმედა

მაგრად გაასწორა ))
You'd better do something about that cough

Disturbed
Posts: 195
Contact:

Dishonored

Unread post#104 » 05 Apr 2013 17:04

SLaYeR wrote:ხვალ დაიდება ინფო DLC-ზე
სთორი იქნება Daud-ზე, ეს კი სქრინი სადაც Whaler-ები Empress-ის მოკვლას აპირებენ, ფონზე კორვო და ემილიც ჩანან


საინტერესო იქნება ესეც,მაგრამ მე კორვოზე მინდოდა რამე ((( . დიდი Chain quest.მაგრად ვერ ვიტან დაუდს.ერთი სული მქონდა როდის გამოვჭრიდი ყელს.

User avatar
Ripster
Posts: 1467
Contact:

Dishonored

Unread post#105 » 06 Apr 2013 01:34

მოვრჩი ახლახანს
დეეეემნ ძალიან მაგარი იყო!
თან კარგი ენდინგი მივიღე. სთელსს ვერაზდროს ვუმუღამებდი. არ გამომდიოდა
უნიჭო ვარ მაგ ჟანრში რა ))) და აქ ისე ჩუმად და ისე პროფესიონალურად ვთამაშობდი რომ ჩემი თავის მეთვითონ მიკვირდა ))))
ალბათ ამდენი სკილები რომ გაქვს + ამდენი აბხადნოი გასასვლელები ეგ მიადვილებდა თამაშს

ძალიან მაგრად გავერთე და უდიდესი სიამოვნება მივიღე )) ყოველი ჩანაწერი გამოვიკვლიე )) წიგნებს არ ვკითხულობდი ყველას. ბევრი იყო და უაზრობად მომეჩვენა ))) მაგრამ აი ერთი მომენტი ძალიან მაგრად მახსოვს, დასაწყისშივეა. ჩამონგრეულ სახლში შევედი შიგნით ყველაფერი დანგრეული იყო და მაგიდა იდგა უბრალოდ შუაში. მივედი და რაღაც დღიური იდო
ვკითხულობ და იტოგში ვიღაც ქალის დღიურია რომელიც ყვება რომ უფრო და უფრო ცუდად ხდებიან მაგის ქმარი და შვილები )) რომ ამ რაიონში უკვე აღარავინ შემოდის
მერე რომ ქმარი მოუკვდა და ცოტახნის შემდეგ შვილიც, მოყვა რომ ქმარი "შეფუთა" და გადაგდება ვერ შეძლო და ბოლოს მეც სიცხე მიწევსო და მორჩა წერილი
გვერდით გავიხედე და ვხედავ ორ შეფუთულ "გვამს" ))))
მომიტანა ეგრევე :დ
ახლა ეს ზუსტად რა ეწერა არ მახსოვს რათქმაუნდა მაგრამ ძალიან ბევრი იყო ასეთი პატარა ნიუანსები რომელიც აი მართლა მაგარ შეგრძნებას გიტოვებს
იმენა დამუშავებულია ყველა მხრივ სამყარო რა
დადიხარ და ხვდები რომ ეს ყველაფერი ცოცხლობს უშენოდაც )) ცოცხლობდა და იცოცხლებს )))
მაგრამ ბოლოში მაინც გეგონება ის ეპიკურობა აკლდა რასაც ველოდი ))
You'd better do something about that cough

User avatar
SLaYeR
Posts: 4821
Contact:

Dishonored

Unread post#106 » 12 Apr 2013 02:47

Gameplay Trailer
საინტერესოა Daud-ის პერსპექტივიდან დანახული სთორი და Outsider-ის მიზნები რომელიც ალბათ შემდეგ DLC-მდე არ გაირკვევა. სავარაუდოდ თუ Corvo-თი არავის ვკლავდი, Daud-ით გადავუვლი ყველას ))

>>>
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Ripster
Posts: 1467
Contact:

Dishonored

Unread post#107 » 12 Apr 2013 19:44

აუ ვეღარ ვიტან ამ dlc ებს რა!
გამოუშვან მთლიანი თამაში თუ უშვებენ

1 საათიანი რაღაცის გამო ახლა თავიდან მაქვს გადმოსაწერი მთლიანი თამაში ))

მთავარი კომპანიის გაუსვლელად შევძლებ მარტო ეს დლც ჩავრთო?
თუ მაგას სანამ არ გამოვა ვერ გავიგებ )))
You'd better do something about that cough

User avatar
hellwalker
Posts: 4884
Contact:

Dishonored

Unread post#108 » 16 Apr 2013 10:37

დავიწყე თამაში თავიდან Combat Playthrough და ეგრევე მივხვდი რატომ ვერ ისიამოვნეს Combat-ით ვინც დახურა თამაში.
1. არეები რაც გონებაში ჩამრჩა რომ ერთი საათი მივცოცავდი და მთელ ტაქტიკას ვჩალიჩობდი 2 წამში გავიარე ყველას დახოცვით
2. სამყაროზე შედეგები მაგარი დემოტივაციაა თამაშისას :D
3. კომბატი უფრო მოსაწყენი ჩანს სტეალზთან შედარებით.
კიდევ რამდენიმე მისიას შევხედავ power-ებით თუ გაასწორებს თამაში, თუ არადა შეიძლება მეორეც დავარესტარტო სტეალზით და პროსტა აჩივმენტებისათვის გადავითამაშო ზოგი ადგილი კომბატით.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

GHOST
Posts: 1529
Contact:

Dishonored

Unread post#109 » 16 Apr 2013 10:48

მოსაწყენი რა, ადვილია.

მეორე გასვლაზე რომ დავიწყე, ისე სწრაფად გავირბინე ბლინკ+ბექსთაბით, რომ არანაირი ჩელენჯი ვერ ვიგრძენი. oO ნუ ერთი ღადავია, რომ შუმპუს ვარიანტია, მაგრამ ჩელენჯი არის ნული - თან პერკს აიღებ, რომელიც გვამს ანადგურებს და კვალის დაფარვაზეც არ გიწევს ფიქრი.

User avatar
hellwalker
Posts: 4884
Contact:

Dishonored

Unread post#110 » 16 Apr 2013 12:08

hm good point, ვცდი რამე selfmade combat challenge-ბი მოვიწყო, ტიპა no blink ან no ranged weapons/ranged weapons only მუღამისამებრ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Disturbed
Posts: 195
Contact:

Dishonored

Unread post#111 » 16 Apr 2013 23:30

მოკლედ ეს achievement-ები მოსიარულე სპოილერები არიან.მესამე DLC-ის სახელი გავრცელდა,უფროსწორად გაიპარა achievement-ების სიაში.DLC-ის სახელი იქნება ''The Other Side of The Coin'' და სავარაუდოდ მესამეშიც მთავარი მოქმედი პერსონაჟი იქნება Daud.

User avatar
hellwalker
Posts: 4884
Contact:

Dishonored

Unread post#112 » 18 Apr 2013 00:01

ლოლ იმენა შეუძლებელია კომბატით ითამაშო და რამე ატმოსფერო ან სთორი შეიგრძნო. ყასაბი ვარ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 4884
Contact:

Dishonored

Unread post#113 » 23 Apr 2013 03:01

დაიხურა ყველანაირად მეინ კამპანია და სთორი DLC, ყველა Achievement etc.

პირველ stealth playthrough-ზე მეტად მაინც არცერთით მისიამოვნია, ყველა დეტალს რო ვაკვირდებოდი ატმოსფეროს ვშთანთქავდი და ნელნელა ფენაფენა ვიკვლევდი სამყაროს. პერსონაჟები, ლოკაციები, წიგნები და წერილები, გულის მიერ გაზიარებული საიდუმლოებები რადიკალურად სხვა თამაში და ექსპერიენსი არის ბრძოლით ან ნახევრად ბრძოლით გასვლისგან სადაც მხოლოდ გეიმპლეის და კომბატის შეცდომებს ამჩნევ და ლეველებს GTA/HITMAN-ში მინიგანით მოხტუნავე ტიპივით გადიხარ.

ედონი ძალიან პატარა იყო და ისე კარგად ვერ შეძლო დაუდის ხასიათი და მცირე ისტორია გადმოეცა როგორც მინდოდა მაგრამ ახალი ლოკაციები და მტრები იდეალურად იყო შესრულებული, შემდეგი DLC-სთვის დაწყებული ისტორია და პერსონაჟებიც ძალიან საინტერესო და ჩამთრევი ჩანს, შემდეგი ნახვის მოლოდინს და სურვილს აჩენს. რის გამოც ალბათ ღირს მეორე DLC დალოდება და მთლიანი ისტორიის თამაში.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
grigoli1970
Posts: 612
Contact:

Dishonored

Unread post#114 » 17 Jun 2013 08:02

უმაგრესი რაღაც იყო, ისეთი გრძნობა დამრჩა თითქოს ყველა ჩემი საყვარელი თამაში გააერთიანეს და რაღაც ისეთი დაამატეს რაც 1 წამითაც არ გაძლევს საშუალებას რო მოგბეზრდეს ან რეალურ სამყაროს დაუბრუნდე სანამ თამაშობ

Riddick
Posts: 9418
Contact:

Dishonored

Unread post#115 » 27 Aug 2014 00:20

ეს ორი დღეა ვთამაშობ გამწარებული )) თავიდან ძალიან მომეწონა, მარა იმდენათ თავშეკავებული სტელსით "მაძალებენ" თამაშს რო ცოტა დამეკარგა მუღამი, ალბათ სუ ორჯერ მოვიქნიე ხმალი (ისიც ძაღლი მოვკალი)) და იარაღი ვაფშე არ გამისვრია, უმეტესი შესაძლებლობების განვითარების აზრიც ვერ დავინახე დიდათ. ვიღაცამ შეილება მოუძებნოს ამ ყველაფერს ახსნა მარა ჩემთვის რაღაც მინუსი უფროა ვიდრე ფილოსოფია. ძალიან, აი ძალიან მომეწონა ვიზუალური მხარე, ალბათ ერთერთი ყველაზე ლამაზი თამაშია რაც მითამაშია, მომეწონა ასევე ლეველდიზაინი (მარა ჰიტმენის სერიებამდე ვერ ქაჩავს), გეიმფლეი გაკეთებულია ძალიან მაგრა, მარა თვითონ თამაშივე გიშლის მის გამოყენებას... რავი ერთი სიტყვით ძალიან ურთიერთ საწინააღმდეგო პროექტია, ეტყობა რო მთლათ შეკრული არ იყო გუნდი დეველოპმენტისას, არადა უდიდესი პოტენციალი ჩანს.

1 2 3 <3
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

User avatar
hellwalker
Posts: 4884
Contact:

Dishonored

Unread post#116 » 27 Aug 2014 02:07

არადა არაფერი მსგავსი არაა, დავხურე კომბატითაც და გადავუარე მთელ რუკას სისხლით შევღებე ქალაქი, 70 % ყველაფრის კომბატზეა პირიქით მორგებული.
მარა ასე ყ*ე მანიაკივით თამაშით რომ ლამაზი და ლაღი სთორი არ უნდა მივიღო მაგაში არაფერი არ არის მინუსური.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 4821
Contact:

Dishonored

Unread post#117 » 27 Aug 2014 03:21

ერთი მინუსი სტელს გეიმფლეიში ისაა რო ბლინკის მეტი არაფერი გჭირდება რო დახურო
ყველაფრის გაძლიერება კომბატზეა მორგებული და მე კომბატი არ მინდოდა ვაბშე
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 9418
Contact:

Dishonored

Unread post#118 » 27 Aug 2014 11:22

არადა არაფერი მსგავსი არაა, დავხურე კომბატითაც და გადავუარე მთელ რუკას სისხლით შევღებე ქალაქი, 70 % ყველაფრის კომბატზეა პირიქით მორგებული.

კომბატის გამოყენებაზე თვითონ თამაში გეუბნება რო ცუდ ენდინგს მიიღებო და არაა მსგავსი არაფერი რას ნიშნავს? მინდა რო კომბატ სტელსით გავიდე, ისე გავანეიტრალო ხალხი რო ვერავინ ვერ გაიგოს, მარა არ ვაკეთებ იმიტო რო კარგი ენდინგი მინდა და მეორეჯერ დახურვის სურვილი საერთოდა არ მაქ. ბლინკით და დაძინებით გავიარე ყველა ტური და მეტი არაფერი არ გამომიყენებია - იდეაში სწორად გავდივარ, მარა რეალურათ თამაშის 70% არ ვიყენებ არანაირ შესაძლებლობას.
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

User avatar
hellwalker
Posts: 4884
Contact:

Dishonored

Unread post#119 » 27 Aug 2014 14:23

ჰიტმენის პროფესიონალის რენკის დონეზე რომ მოკლა მაინც კარგ ენდინგს იღებ. ცუდ ენდინგს იღებ როცა სისხლის გუბეებს აყენებ ან მთავარ ტარჯეთებს კლავ.
ლეველში 20% ზე ნაკლები მტერი რო მოკლა კაი ენდინგს მიიღებ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 9418
Contact:

Dishonored

Unread post#120 » 27 Aug 2014 14:25

ვაფშე არავინ არ მომიკლავს ძმაო, მარტო ხვრინვის ხამა ისმის ხოლმე ჩემ გავლილ ლოკაციებში )))
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

Return to “Adventure - Logic”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 15 guests