World of Goo, PC, Wii, iPhone, iPad

თამაშები ჟანრებად:
Survival Horror, Immersive Sim, Side Scroller, Quest, Logic, Puzzle, I-Movie, Point n Click...
User avatar
SLaYeR
Posts: 4597
Contact:

World of Goo

Unread post#1 » 25 Aug 2009 20:25

>>>

მოკლედ თამაშზე:
World of Goo არის ფიზიკის კანონების გათვალისწინებით შექმნილი 2D Puzzle თამაში, რომელიც შექმნილია Electronic Arts-ის ყოფილი წევრების, ამჟამად დამოუკიდებელი დეველოპერების Kyle Gabler-ის და Ron Carmel-ის მიერ.
თამაშის ძირითადი იდეა არის პატარა Goo Ball-ების გამოყენებით დიდი სტრუქტურების შექმნა, მაგალითად დამატებით ბონუს თამაშში World of Goo Corporation, რომელიც დახურვის შემდეგ იხსენბა, შესაძლებელია Goo Tower-ის აშენება სადაც მოთამაშეს თამაშის განმავლობაში შეგროვებული Goo Ball-ები დასჭირდება. თამაში დაყოფილია ხუთ ნაწილად, რომლებიც რამდენიმე level-ისგან შედგება. თითოეულ level-ს აქვს თავისი განსაკუთრებული უნიკალური ატმოსფერო, შესანიშნავი გრაფიკული და მუსიკალური გაფორმება დაახლოებით Tim Burton-ის ფილმების სტილში. თამაშში გასვლის მთავარი პრინციპი საჭირო რაოდენობის Goo Ball-ების მოგროვება და შემდეგ მათი მილში გაშვებაა. ეს ერთი შეხევით მარტივი დავალება მოთამაშისგან საკმაო ლოგიკას, მიხვედრილობას და მოხერხებას მოითხოვს, მოთამაშემ შეიძლება შექმნას Goo-ს ხიდები, კოშკები, სხვადასხვა სტრუქტურები, უნდა გაითვალისწინოს გრავიტაციის კანონები, გადალახოს ბარიერები, მაგალითად ეკლები, კლდეები, ღრმა ნაპრალები, ამ ყველაფრისთვის საჭიროა Goo Ball ების სხვადასხვა კომბინაციების გამოყენება

Developer: 2D Boy
Publisher: 2D Boy
Release Date: 2008 წლის 14 ოქტომბერი
ოფიციალური საიტი გახსნა
ჟანრი: Logic (Puzzle)

თამაშის გადმოსაწერი ბმული:Download

თამაშის ოფიციალური საუნდტრეკები: Download
მივიდეთ, გავესაუბროთ

სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო

https://youtu.be/pw8UozNJiRk

excusez-moi

Return to “Adventure & Logic”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 16 guests