The Last Guardian, PS4

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
SLaYeR
Posts: 6136

The Last Guardian

Unread post#1 » 20 Sep 2010 10:34

>>>

მახსოვდა რო ეს თემა იყო მარა search-ში ვერ ვნახე, ამიტომ რამდენიმე დღის წინ გამოსული ახალი ტრეილერისთვის გავხსნი ^^

The Last Guardian

Last Guardian არის თამაში Ico-ს და Shadow of The Colossus-ის შემქმნელი ჯგუფის - Team Ico-სგან, რომლის მთავარი დიზაინერი არის Fumito Ueda. თამაშის თავდაპირველი სახელწოდება იყო Trico (Hitokui no Ōwashi Toriko - "Trico, the man-eating eagle"). თამაში ასახავს პატარა ბიჭის და გიგანტური არსების მეგობრობას, რომელიც არის გრიფონის მსგავსი ფრთებიანი არსება, სახელად Trico. Last Guardian იზიარებს Ico-ს და SoTC-ის მხატვრულ სტილს, თემატიკას და გეიმფლეის ელემენტებს, თუმცა ჯერ უცნობია იქნება თუ არა შინაარსობრივი კავშირი. თამაში იქნება Action, Adventure და Puzzle ელემენტებით გაჯერებული. პერსონაჟი შეძლებს სირბილს, ხტუნვას, მოჭიდებას და იმ მოძრაობებს რაც იყო Ico-ში და Shadow of The Colossus-ში. ასევე შეიძლება გამოყენებული იყოს Stealth ელემენტებიც guard ების ასარიდებლად. 2010 წლის Tokyo Game Show გამოსვლის დროდ დასახელდა 2011 წელი. მოკლედ ველოდებით ნამდვილ ხელოვნების ნიმუშს ^^

>>>
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

The Last Guardian

Unread post#2 » 20 Apr 2011 14:53

I won't miss.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

The Last Guardian

Unread post#3 » 20 Apr 2011 20:49

ეგ არაფერი, მთავარია რო მაგარი გამოვიდეს და რაც მეტს იმუშავებს Ueda უფრო კარგი გამოვა
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

The Last Guardian

Unread post#4 » 11 Nov 2011 03:25

>>>
ამონარიდები Gameinformer-ის მიერ გამოქვეყნებული თამაშის პევიუდან.
სტატიის დასაწყისი Team Ico-ს ორი შედევრის მიერ მოხდენილ ფურორს და მათ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხება (თამაშები - Ico & Shadow of the Colossus ). შემდეგ მოდის Last Guardian-ის მთავარი კონცეფციის მოკლე გადახედვა, რომელშიც მოხსენიებულია მითიური არსებისა და ბავშვის ურთიერთობა, ასევე მთავარი კითხვა, თუ ვინ აღმოჩნდება ამ ორიდან ნამდვილი მცველი. ჩვენთვის ნაცნობი, ზედა პოსტებში მოცემული ვიდეოების, ზედაპირული გარჩევის შემდეგ, მთავარი ორი პერსონაჟის შექმნის ისტორიის გადმოცემა იწყება. ტრიკოს (მითიური არსება) პირველი ვარიანტი, მიუღებელი აღმოჩნდა ავტორებისთვის, იგი ძალიან გავდა ძაღლს და მომენტებში აქლემსაც. ამიტომ გადაწყდა მისი რედიზაინი და ახალი ვარიანტი, ამჯერად კატია/მფრინველის მაგვარი გამოდგა. შემქმნელების განცხადებით, მსგავსი შერწყმა უფრო ჯდება თამაშის სამყაროში - "ასე ტრიკო უფრო ადვილად შეძლებს აფრენას და წვრილ გასასვლელებში ძრომიალს".
რაცშეეხება ბიჭუნას, თავიდან მის ადგილას, პატარა გოგო მოიაზრებოდა, მაგრამ თამაშში მოცემული გეიმფლეი მექანიკის გამო, ამ იდეაზე უარი თქვეს და ბევრი საცოციალო, პატარა ბიჭუნას გადააბარეს.

Last Guardian-ის კონცეფციის მთლიანად ბავშვსა და ტრიკოს ურთიერთობზე აგების იდეა, შემქმნელების ჯგუფს, მათივე წინა პროექტიდან Shadow of the Colossus-იდან მოუვიდათ, რომელშიც მთელი თამაშის განმავლობაში, ჩვენ, Wander და მისი ერთგული ცხენის, Agro-ს ურთიერთობას ვადევნებდით თვალს.

კავშირი წარსულთან: დასაწყისისთვის Shadow of the Colossus და Ico-ს კონცეფცია ერთმანეთისგან განსხვავებული იყო და უკვე ბოლოსკენ, უედამ მათი გაერთიანება გადაწყვიტა. ამით მივიღეთ ორივე თამაშში მოცემული რქიანი მთავარი გმირი და მათი მოწინააღმდეგეები მოჩვენებების სახით. უედას არანაირი პირდაპირი ხაზი არ გაუვლია, მაგრამ თქვენთვითონაც კარგად შეგიძლიათ ტრიკოს ყურებს შორის მოთავსებული პატარა რქების ხილვა. ნიშნავს ეს თუ არა, რომ თამაშს წინა პროექტების მსგავსად დრამატული დასასრული ექნება? არ ვიცით. უედა მხოლოდ ერთს ამბობს - "თამაშის ბოლო თავისუფალია".

დონეების აგებულებას რაც შეეხება, მათი სტრუქტურა უმეტესწილად ვერტიკალური იქნება, ანუ მთავარ გმირებს, ერთმანეთის დახმარებით და თავსატეხების ამოხსნის მეშვეობით, რაღაც დიდ ნაგებობაზე მოუწევთ ასვლა. თამაშის იაპონური სახელია "უზარმაზარი კაციჭამია-არწივი ტრიკო", ხოლო ევროპასა და ამერიკაში Last Guardian იქნება. თამაშში ასევე წარმოდგენილი იქნება დეტალურად დამუშავებული სამ განზომილებიანი რეჟიმი, რომელზეც მოგვიანებით გიამბობთ.

Riddick
Posts: 11696

The Last Guardian

Unread post#5 » 07 Dec 2011 01:40

სონისმიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, კომპანიიდან პროექტი Last Guardian-ის ხელმძღვანელი Fumito ueda წავიდა. მომავალში Fumito თამაშის შექმნის პროცესში მონაწილეობას ფრილანსერის სტატუსით გაარძელებს და პროექტის დასრულების შემდეგ თავისი საკუთარი თამაშებით დაკავდება.
არვიცი უნდა გამიხარდეს თუ არა, მარა მნიშვნელოვანი ცვლილებაა ნამდვილათ. იმედია ესეც Facebook-ის თამაშების გამოშვებას არ დაიწყებს.

BoromiR
Posts: 638

The Last Guardian

Unread post#6 » 07 Dec 2011 02:21

კიდე ერთხელ რომ გადადონ თამაშის რელიზი ავდგები და ვიტყვი რომ "რა უაზროთ წელავენ ამ თამაშის გაკეთებას თქო" - არადა ესეთი განცხადება ამ თამაშის მიმართ უბრალოთ შეურაწყოფა იქნება.
ბოლო და ბოლოს მართლა რა პონტია, რათქმაუნდა მესმის რომ კარგის გაკეთება უნდათ მარა რამდენი წელია უკვე აკეთებენ. უნებლიეთ მისტიკური და ენიგმატური ჰალფ ლაიფ მესამე ეპიზოდი მახსენდება.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

The Last Guardian

Unread post#7 » 07 Dec 2011 21:59

როგორც ჩანს ამ თამაშის გაწელვა დეველოპმენტის გარდა სხვა პრობლემებს უკავშირდება, Ueda რა მიზეზით გამოუშვეს უცნობია, იმედია თამაშში მის გარეშე არაფერს შეცვლიან, ისე ერთი მხრივ კარგია Ueda-ს მსგავსი ნიჭიერი ხალხი თუ მოსცილდება მონსტრ კომპანიებს, მაგალითად როგორც Yasumi Matsuno გაიჩითა independent Level 5-ში. იგივეს ვუსურვებ Ueda-საც, სადაც თამაშებს ისე გააკეთებენ როგორც თითონ სურთ და არა ისე როგორსაც კომპანია მოსთხოვს
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

BoromiR
Posts: 638

The Last Guardian

Unread post#8 » 23 Dec 2011 10:46

იკოს და კოლოსუსის სასტავი აღარ მუშაობს პროექტზეო?
sourცe

Riddick
Posts: 11696

The Last Guardian

Unread post#9 » 23 Dec 2011 11:24

არა რაღაც ჭორი იყო რო ვითო გაყინეს პროექტიო, მარა სონიმ უარყო მოცემული ხმები. ალბათ უედას წასვლის მერე რაღაც პრობლემები შეექმნათ, ან უბრალოდ ფანებმა ჩათვალეს, რომ პრობლემები უნდა შექმნოდათ და ხმებიც დაიფანტა რა.

BoromiR
Posts: 638

The Last Guardian

Unread post#10 » 24 Feb 2012 00:13

ცუდი ამბები მაქ ბრაცი. team ico-ს God Of War-ის სტუდია დაემატა იმიტომ რომ ვერ ახერხებენ თამაშის დამთავრებას. ახალი დუკ ნუკემი გაიჩითა რა. თამაშის სტატუსი ოფიციალურად აკშიონად გარდაიქცა.
Source
God of Colossus

Riddick
Posts: 11696

The Last Guardian

Unread post#11 » 24 Feb 2012 01:04

პრინციპში რას ხედავ მაგაში სახიფათოს. მთავარია ის ხალხი ხელმძღვანელობდეს პროექტს ბოლომდე, ვისაც თავიდანვე დაეკისრა მოცემული მოვალეობა. ამასწინად ვკითხულობდი დეველოპინგის პროცესზე და ზუსტად მაგაზე იყო ლაპარაკი. ანუ შექმნის პროცესი, იმდენად დეტალური და მრავალ ფაზიანი გამოსდით, რომ დახმარება ყველავარიანტში დაჭირდებოდათ (საუბარი იყო ერთი ეპიზოდის რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტის გაკეთებაზე, რაც კოლოსალურ შრომასთან იქნება დაკავშირებული). თან არ დაგავიწყდეს რა დროა, ყოველ წამს ახალი თაობის დაანონსებაზეა უკვე ლაპარაკი და თუ ვერ მოასწრეს "prashai moi karichnivi triko" ... თან GOW-ის კამანდას, ნუ ესეთი დონის ხელოვნებაზე არ უმუშავიათ შეიძლება, მაგრამ დილეტანტებს ვერანაირად ვერ დაარქმევ.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

The Last Guardian

Unread post#12 » 24 Feb 2012 09:28

Shadow of The Colossus-იც და God of War-იც ორივე Action Adventure თამაშებია, შეიძლება სტილით ცოტა განსხვავებული მაგრამ ასეა
დაჟე GoW ვინც არ უნდა მოიაზროს ცარიელ სლეშერად, ისეთი პატარა და საკაიფო puzzle-ები იჩითება რო არ შეიძლება მარტო Acion-ში ჩაწერა ამ თამაშის, მე პირადად რამდენიმე puzzle უფრო გამიჭირდა ვირე კომბატი, ნუ ჰარდზე არ დამიხურავს, პირველი ეფექტით ვამბობ
Last Guardian თუ იქნება Action Adventure, მაშინ არანაირი პრობლემა არ არის (ჯერჯერობით მარტო Action რატო წერია არ ვიცი და მთლად კარგად განწყობილი ვერ ვარ)
GoW-ის ჯგუფს კიდე გეიმფლეიც და ატმოსფეროც უნიკალურად აქვთ შესრულებული, სთორი აქვს ტუპოი სერიალივით თორე ძალიან ამგარი თამაშია : D არამგონია რამე სერიოზული მიმართულება შეეცვალოს Last Guardian-ს თუ Fumito Ueda-ს basic ნამუშევარზე გამართულად ააწყობენ სისტემას
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

The Last Guardian

Unread post#13 » 26 Sep 2013 03:30

როდის დაანონსეს აღარც მახსოვს უკვე, მარა თითქოს ამ თაობის კონსოლების ციკლის დასაწყისში იყო ეს ყველაფერი ))) კაი დიდი დრო გავიდა, მარა არ ნებდებიან. დეველოპერების თქმით, ისინი ელოდებინ მომენტს, რომ თავიდან გამოაჩინონ თავიანთი პროექტი, ანუ როგორც მივხვდი, კიდევ ერთხელ დაანონსონ, მაგრამ ამჯერათ მომდევნო თაობის კონსოლებისთვის))
შედარებით დეტალური ინფო ინგლისურად

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

The Last Guardian

Unread post#14 » 16 Jun 2015 09:31

E3 ტრეილერი
ძალიან გავს Ico-ს ყველაფრით
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

The Last Guardian

Unread post#15 » 16 Jun 2015 22:06

დაძველებული გრაფიკის, უბრალო ფერთაგამის და ამდენიხნის ლოდინის მიუხედავათ მაინც მომწონს.

Riddick
Posts: 11696

Re: The Last Guardian

Unread post#16 » 11 Dec 2016 03:15

2010-შია თემა გახსნილი და 2016 (ფაქტიურად 17-ში) ვწერ თამაშის გამოსვლის პოსტს )) ეს რო დაანონსეს ჯერ თინეიჯერი ვიყავი და ეხლა კიდე სამი შვილი გვყავს მე და თეას (ვღადაობ, ორი). იტოგში გვეშველა, (?). სპეციალურად არაფეს არ უყურებ რო თავი არ დავისპოილერო, მარა როდის იქნება თამაშის საშუალება არვიცი, იმედია მალე.

გამოსვლის ინფო:
Release Date: Dec 6, 2016
Developer: SCE Japan Studio
Genre(s): Action Adventure
Metascore - 84
User Score - 7.5

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: The Last Guardian

Unread post#17 » 11 Dec 2016 17:44

ცოტა ტექნიკური პრობლემები აქვსო და კამერაა გასასწორებელიო, პაჩებში უშველიან ალბათ.
უკმაყოფილებას გამოთქვამენ მექანიკაზე რო ძველია და ინდი თამაშს გავსო. Never Alone-ს, Brothers: A Tale of Two Sons-ს და Limbo-ს ადარებენ. კიდე რატო გონიათ რო კოლოსუსივით ეპიკური უნდა იყოს არ მესმის :D იკო და კოლოსუსი ორივე ახალი ხედვა იყო იმ დროისთვის და სტანდარტებად იქცა, ერთგვარი საფუძველი გახდა თანამედროვე გეიმინგ სტანდარტების, რა თქმა უნდა ინდი მიმართულებამ კარგად შეითვისა ეგ და არაა ამის მსგავსება გასაკვირი, 8 წელი ისედაც ჩანდა რას აპირებდნენ :D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Last Guardian

Unread post#18 » 11 Dec 2016 18:20

ვა გამოვიდა.
ისე ესე რომ იწელება თამაშები არაა კაი ნიშანი არასოდეს. ნიშნავს რომ ან ტექნიკური ან ხედვის პრობლემებია. ამ შემთხვევაში ტექნიკურ პრობლემებთან ექნებოდათ საქმე, PS3-ზე დაიწყებდნენ და მოუწევდათ PS4-ზე გადატანა რასაც ვაბშე სხვა არქიტექტურა აქ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: The Last Guardian

Unread post#19 » 12 Dec 2016 00:04

არ უნდოდა director-ს მუშაობა, ამოვწურე ეგ თემაო ამბობდა და მერე დაწყებული პროექტის პონტში ნელნელა აკეთებდა. ინტერვიუები არის სადაც ამბობდა რო სხვა ახალი თემები აინტერესებდა. SCE-დანაც წამოვიდა მერე და ფრილენსერად აგრძელებდა პროექტზე მუშაობას როგორც დაქირავებული.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: The Last Guardian

Unread post#20 » 12 Dec 2016 00:52

ბიჯო ეგ ცალკე თემაა :D
ასეთი არტისტული თამაშებიდან კონვეირის მოლოდინი რომ არი მაინც. არადა კაცს აშკარად ორივე თამაშით რაღაც ახალის თქმა უნდოდა და იკვლევდა რაც აინტერესბდა. თან იმ რეალობიდან გამომდინარეობდა გარკვეულწილად როცა ეგეთი სტილი ახალი იყო და თვითონ შექმნა ფაქტიურად. იმის მერე კიდე 10წელი გავიდა თუ რაღაც და კაცმა არ იცის როგორ შეეცვალა ინტერესები და გემოვნება, რა თემები აინტერესებს ეხა. შეილება რაღაც გეიმ ოფ ტრონის დადება უნდა ან რაღაც სიმულატორის :D მარა შერჩენილია აქ მაინც სტილისტიკური მოლოდინი ფანებისგან და ფირმებისგან.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 33 guests


cron