Alien: Isolation, ანონსი | PC, Xone, PS4, X360, PS3

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Re: Alien: Isolation

Unread post#21 » 24 Jun 2018 18:51

ფილმის ანტურაჟის და ატმოსფეროს გადმოტანის ხარისხის სანახავათ
https://i.imgur.com/KRVL6Bb.jpg / https://i.imgur.com/1Uz9l4G.jpg / https://i.imgur.com/gDYQ5rx.jpg / https://i.imgur.com/BVXCc3m.jpg / https://i.imgur.com/8JvvgWY.jpg / https://i.imgur.com/5MQclUD.jpg / https://i.imgur.com/D7bAj76.jpg / https://i.imgur.com/tcckIlw.jpg / https://i.imgur.com/mwGFQ3E.jpg

Hi

პ.ს. ითამაშეთ მაღალ სიძნელეზე, ბევრად ეფექტური და ატმოსფერული სიტუაციები გენერირდება. ნორმალზე ბევრი ინგრედიენტებია კრაფტის და ქსენომორფიც ცოტა და*ლევებულ რეჟიმშია გადაყვანილი.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Alien: Isolation

Unread post#22 » 28 Jun 2021 20:50

სადღაც შუაში ვარ, ჰარდზე ვთამაშობ.
პლუსები:
იდეალური ატმოსფერო და გრაფიკა აქვს, განათებები უმაღლეს დონეზე ასრულებს სამუშაოს.
ინტერიერებზე ძალიან კარგ ხალხს აქვს ნამუშევარი აშკარად, ასე ფილმის ესთეთიკის გადმოტანა და სრულფასოვანი ახალი ლოკაციების შექმნა კაი დიდი შრომაა.

აუდიო გაფორმება ისეთია ნებისმიერ ჰორორს შეშურდება, გინდა ფილმს და გინდა თამაშს. ატმოსფერული მელოდიებიც და ხმამაღალი ჩაძაბვებიც იდეალურად გითრევს მოთამაშეს.

მეგონა იარაღები არ იქნებოდა მარა კარგი ბალანსია მონახული Amnesia-ს ტიპის ჰორორს და კლასიკური survival horror-ს შორის, გემრიელად ებმება ეს ორი ერთმანეთს.

ოპტიმიზაცია ძალიან მომწონს, ასეთ ვიზუალზე აშკარად უნდა მიჭედავდეს ან პერფორმანსი მვიარდებოდეს, მარა არა - ულტრაზე ვთამაშობ და ამაზე მეტი გრაფიკა საერთოდ ფეხებზე მკიდია ყველა თამაშში. დღეს ვინც ოპტიმიზაციაზე აწუწუნებს ხალხს, ეგრევე უნდა მიუპირატო თამაში და კაპიკი არ მისცე.

მინუსები:
ელიენის AI ძალიან რენდომად მისკრიპტულია. კი ხვდები რო რუტინულად მოძრაობს მარა მომენტებში მოსაბეზრებელი ხდება და ეტყობა ხელოვნურობა. რო ვთქვა ძალიან ხელს მიშლისთქო არა, ასრულებს თავის როლს, მარა მეტი დამუშავება შეიძლებოდა.

ნუ ჩემთვის უმნიშვნელოა მარა CG cutscene-ები 2006 წლის დონეზეა, როცა თამაში დღეისთვისაც იდეალურად გამოიყურება და არ ვიცი რამდენი ხანი უნდა გავიდეს რო ეს ვიზუალი დაძველდეს ))

ეს მისიების A დან B წერტილამდე სიარული ცუდი გადაწყვეტაა ჩემი აზრით, არ უხდება ასეთ ჰორორს. ჯობია მოთამაშე იკვლევდეს გზას დავალებების გარეშე და ინტუიციურად მიყვებოდეს, ლოკაციები ხელს უწყობს თან მაგას, უბრალოდ გადანაწილება უნდა მოქმედებებს, ასე ბევრად საშიში და ბევრად იმერსიული იქნებოდა და ტოპ დონეს დაიჭერდა ჟანრში. ასე ეგრევე ხვდები რო გზაზე რაღაც მოხდება და რუკის მიხედვით საზღვრავ სად იყო ფრთხილად. თუმცა ეს მათი არჩევანია და ასეც დიდ სიამოვნებას ვიღებ.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Alien: Isolation

Unread post#23 » 01 Jul 2021 02:36

დავხურე და ძალიან ვისიამოვნე, ძალიან დაძაბული და შემაწუხებელი რამეა, ისეთი როგორიც უნდა იყოს ელიენზე თამაში, მარა ნუ სწორხაზოვანი და გაწელილი მგონია. ლეველ დიზაინს თან მეტროიდვანიას სტილი ქონდა და შეიძლებოდა აქ ფაზლებზე დაფუძნებული არასწორხაზოვანი შედევრის გაკეთება.

ბოლოს სთორი ძალიან უცნაურად წავიდა, ორმა ელიენმა ხელი არ ახლო, როცა იქამდე ეგრევე კლავდნენ. მგონი სიქველისთვის ჩადეს მინიშნებები რიპლის დაინფიცირების, თან ბოლომდე ვერ გარისკეს ჩვენება იმ შიშით რო სიქველი არ გაკეთდებოდა. მგონია რო ვინც იპოვა, რიპლის სახით შევიდოდა ხომალდზე პარაზიტი. ნუ ფილმის მეორე ნაწილის Special Edition-ის მიხედვით ამანდა რიპლი 66 წლის ასაკში სიმსივნით დაიღუპა, იქამდე კი ვინმე მაკლარენზე გათხოვებაც მოასწრო.
არის ცუდი ვარიანტი რო თავის ხომალდზე ეს სამედიცინო საწოლი დგას და ვერ მოასწრეს უბრალოდ მაგის გაკეთება და ეგრევე დარაშეს ენდინგი.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Alien: Isolation

Unread post#24 » 01 Jul 2021 11:44

მე მომეწონა ეგ ენდინგი. არაფერი კონკრეტული არ თქვა, უბრალოდ ძალიან საკაიფო ექსფერიანსი გაჩუქა იმ სეთინგზე რაც გიყვარს (ჩემზე ვამბობ) და დამთავრდა ისე, რომ შენზე დატოვა ინტერპრეტაცია. სიამოვნებით ვნახავდი მეორე ნაწილსაც, მარა რომც ვერ ვნახო, Amanda Ripley ეს თავგადასავალი ზოგადად Alien სამყაროს აშკარად ამდიდრებს და ფასეულობაა.

პ.ს. აი როგორც Riddick ამდიდრებს Escape from Butcher Bay. ძაან მიმსგავსებული ისტორიაა ესეც.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 131 guests


cron