Mirror's Edge, გამოცდილება | PC, X360, PS3

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Mirror's Edge

Unread post#1 » 18 Jun 2018 01:32

Mirror's Edge თავის დროზე ძალიან პოპულარული, მეინსტრიმ თამაში იყო. პირველი Crisis-ის ფონზე, როცა მსგავს თამაშებს ძირითადად ვიდეო კარტების სიმძლავრეების გასატესტად თამაშობდნენ, რატომღაც არ გამიჩნდა ME დაწყების მუღამი. მარა 2018, როცა უკვე პირველი ნაწილი ბევრს საერთოდ დაავიწყდა, გადმოვიღე სთიმის თაროდან და წყნარად ვნახე რაც არი.
შემილია ვთქვა რო დრომ უფრო კარგად გამოაჩინა თამაშის დადებითი მხარეები.

>>>
თავიდან, სანამ მოსაწყენ ტუტორიალს გაივლი, ვერაფრით ვერ ხვდები თუ რატო უნდა ითამაშო, ან ზოგადად რა უნდათ დეველოპერებს შენგან. მარა თუ კარგი სტილიზების გამო მაინც გაუძლებ ამ ეტაპს, შენ წინ უცებ ყველაზე დინამიური, სწრაფი და ჩამთრევი პარკურის მექანიკის მქონე თამაში იჩითება, რაც ალბათ აქამდე გამოსულა. თამაშს საერთოჯამში 8 საათი დავახარჯე და თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მომენტს, თითქმის ერთი ამოსუნთქვით გავედი. ტურების და სიტუაციების მრავალფეროვნება დასაწყისიდან ბოლომდე შენარჩუნებულია. ყველა ლოკაცია რაღაც თავის დამახასიათებელ ელემენტებს გთავაზობს, რაც EA DICE-ის არჩეული ვიზუალური სტილის ფონზე ძალიან კარგად მუშაობს. მაგრამ ყველაზე დიდი პლიუსი მაინც პარკურს ეკუთვნის. მოცემული ნამდვილად ბევრ თამაშშია უკვე გამოყენებული, მაგრამ Mirror's Edge არი პარკურით შესრულებული "ფაზლები" რაც საერთოდ სხვა სიამოვნებაა, მითუმეტეს როდესაც თითქმის ყოველთვის სისწრაფეში გიწევს მათი შესრულება. Faith-ს, თამაშის მინიმუმ 50% სუ ვიღაც დასდევს, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია სისწრაფე, რაც თამაშს თავის შარმის დიდ ნაწილს აძლევს.

მინუსებიდან გამოვყოფდი კომბატის მომენტებს, რაც ალბათ საერთოდ არაა მსგავს პროექტში საჭირო. მარა რამდენიმე ეპიზოდში მგონი ისე ვაფშე ვერ გახვალ. ასევე რამდენიმე ლეველდიზაინის მონაკვეთს, სადაც შეილება უბრალოდ ვერ გაიგო სად უნდა წახვიდე და სიუჟეტს, რომელიც მთლიანობაში საინტერესო და თემასთან ახლოა, მაგრამ საქმეზე ძაან ზედაპირული და სიცარიელეების შესავსები მომენტებით მოგეწოდება.

მთლიანობაში ძალიან გავერთე და სიამოვნებით გაუწევ რეკომენდაციას იმათთვის, ვინც ჩემსავით არ მიაქცია თავის დროზე ყურადღება: https://i.imgur.com/2Io1e0l.jpg / https://i.imgur.com/ahnD6br.jpg / https://i.imgur.com/Wu6lwKl.jpg / https://i.imgur.com/je4ctzC.jpg / https://i.imgur.com/ZzMnXvi.jpg / https://i.imgur.com/P7aTLyK.jpg / https://i.imgur.com/Norcf85.jpg / https://i.imgur.com/mp95NCl.jpg

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Mirror's Edge

Unread post#2 » 18 Jun 2018 19:20

ათი წელი გასულა უკვე გამოსვლიდან, ზუსტად გამოსვლის დროს ვითამაშე მე და მახსოვს ძალიან გამისწორდა. პირველ რიგში სტილისტიკა და ვიზუალური ხასიათი მომწონდა და თან შესანიშნავი პარკური, მითუმეტეს მაგ დროს მსგავსი 'დიდი' თამაშები არ იყო და მომწონდა განსხვავებული რაღაც.

ამის მეორე ნაწილიც არის მგონი ხო? რამდენიმე წლის წინ გამოვიდა თუ სწორად მახსოვს
იმაში რა ხდება ვითომ? ;დ
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11696

Re: Mirror's Edge

Unread post#3 » 20 Jun 2018 00:03

მეორეზე ვიცი რო არ გამოუვიდათ, მარა ზუსტად არ მახსოვს რა კასიაკები ქონდათ.
ეს ადრე მქონდა დაწყებული და ვერ დაუჭირე მუღამი, არასწორათ აღვიქვავდი, რაღაც ექშენის პონტში. ეხა ძაან ვისიამოვნე. რაღაც მედიტაციურია ამ სტილის პარკური და სუ ცდილობ რო შეცდომის გარეშე, მაქსიმალურად სწრაფად გახვიდე. ეგ სისწრაფის მომენტი ეგრე არსად არ მომწონებია როგორც აქ.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Mirror's Edge

Unread post#4 » 20 Jun 2018 02:24

მეორეს სთორი დაუწუნეს მგონი მარტო, და ეგ პირველსაც რახიტი ქონდა.
კიდე ცოტა მეტი კომბატია მეორეში მგონი.

თამაში მეც ძაან მისწორდება პარკურის და სიჩქარის გამო. VR-ში ჩავუჯდებოდი სიამოვნებით.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 83 guests


cron