
Prey - იგივე სახელწოდების მქონე თამაშის თანამედროვე ინტერპრეტაცია Arkane Studios-გან ( Dishonored სერიის ავტორები ). Prey მოვლენები ახლო მომავალში, 2032 წელს კოსმოსურ სადგურზე სახელად ტალოსზე ვითარდება, სადაც მთავარი გმირი მორგან იუ ექსპერიმენტალური ადამიანის ნიმუშის სახით არის წარმოდგენილი. იგი კოსმოსურ სადგურზე ადამიანის გენომის განვითარების ექსპერიმენტის მონაწილეა, მაგრამ მოულოდნელად მომხდარი მოვლენების გამო მისი როლი ამ ისტორიაში რადიკალურად იცვლება.
ადამიანების და უცხოების დაპირისპირების ეპიცენტრში მოხვედრილ მოთამაშეს, ერთი შეხედვით მიტოვებულ ტალოსზე უამრავი სახიფათო სიტუაციისგან მოუწევს თავის დაძრომა. თამაშის ჟანრი განისაზღვრება როგორც Immersive Sim, რაც გულისხმობს, რომ მოთამაშე არ იქნება შეზღუდული თავის მოქმედებებში და პირადი ინტერესის მიხედვით შეძლებს სხვადასხვა სიტუაციებიდან გამოსავლის მოძებნას. პირობითად მთლიანად გახნილი სადგური, რთულ და არაცალსახა არქიტექტურას გვთავაზობს, რომლის გამოკვლევაც ყველა მოცემული ჟანრის მოყვარულისთვის ძალზე საინტერესო და დასამახსოვრებელი უნდა გახდეს.