Racer (Free car simulator project), PC | მიმოხილვა

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
sti228
Posts: 99

Racer (Free car simulator project)

Unread post#1 » 07 Dec 2015 00:05

Racer (simulator)

>>>

Racer - სრული სახელი: Racer Free Car Simulation არის სრულიად უფასო (freeware) და ყველასათვის ხელმისაწვდომი (source available) ვიდეო თამაში - სიმულატორი (simulator), რომელიც მუშაობს Microsoft Windows, Linux, და Mac OS X პლატფორმაზე.

Racer-ი შეიქმნა როგორც მართვის სიმულატორი და მას გააჩნია ყველა ის თვისება, რომლის ნახვაც ჩვეულებრივ შესაძლებელია სხვა სარბოლო სიმულატორებში. კონკრეტულად კი ისეთი ფუნქციების როგორიცაა: შეჯიბრი ბოტ (AI) მანქანებთან ან რეალურ ოპონენტებთან და მრავალი მოთამაშის რეჟიმის (multiplayer mode) გამოყენება. თუ Racer-ს შევადარებთ სხვა კომერციულ სარბოლო თამაშებს, მაშინ მის სუსტ მხარეებად ჩაითვლება ის რომ: სიმულატორში არ არის ცვეთა/დაზიანების ფიზიკა და კარიერის რეჟიმი (career mode). Racer-ი რენდერისთვის იყენებს OpenGL-ს და არა DirectX-ს. უფასო ვერსიასთან ერთად არსებობს ფასიანიც და ესაა: Cruden-ი.

Cruden-ზე საუბარი მეხუთე გადაცემაში (Fifth Gear): >>> >>>

Racer-ის ყველაზე მნიშვნელოვანი დამახასიათებელი თვისება არის გახსნილობა. პროგრამული უზრუნველყოფა შენარჩუნებულია მხოლოდ შემქმნელის რუდ ვან გალის მიერ, მაგრამ მანქანები, გზები და სხვა ინფორმაცია მოცემულია და ახსნილია დოკუმენტებში. ასევე, მანქანის და გზების შექმნის ინსტრუმენტები მოთავსებულია თამაშის მთავარ საქაღალდეში. სწორედ ამის შედეგად შეიქმნა და გამოიცა დიდი რაოდენობით მანქანები შემდეგი სახესხვაობით: Formula One, GT, vintage, სატვირთო, სედანები და ა. შ. აგრეთვე, გავრცელდა სხვადასხვა სახის გზები: დაწყებული ჭეშმარტი სარბოლო გზებით და დამთავრებული დრაგით (drag strips), მთიანი გზებით და თქვენ წარმოიდგინეთ ავტოსადგომებითაც.

Racer პირველად გამოვიდა 2000 წლის 29 აგვისტოს და ამ დღიდან მოყოლებული მუდმივ განახლებაში იმყოფებოდა. სწორედ ამიტომ, წლების განმავლობაში Racer-ის მოყვარული საზოგადოების რიცხვი მუდმივად იზრდებოდა. Racer-ის მთავარი ფორუმი და სპეციალური განყოფილება გახსნილია და დიდი ხანია არსებობს RaceDepartment-ის ფორუმზე.

ლიცენზია:

Racer-ის პროგრამა არის სრულიად უფასო (freeware) მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მას არაკომერციული მიზნებისთვის იყენებენ. გასათვალისწინებელია, რომ არსებობს კოდის ძველი ვერსია, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია (source code). მანქანებს და გზებს გააჩნია სხვადასხვა სახის ლიცენზია და მათი გადმოწერა შესაძლებელია უფასოდ.

როგორც ზემოთ ავღნიშნე, Racer-ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე არის მისი ღია ფორმატი, მაგრამ ალბათ ერთ-ერთი მისი სუსტი მხარეა: მისი დახურული წყარო (closed-source stance) და დეველოპერების გუნდი. Racer-ის საზოგადოება ხელს უწყობს ტესტირებას და ხშირად რჩევას აძლევს დეველოპერებს რა ფუნქციები დაამატონ თამაშს მომავალში. სამწუხაროა მაგრამ რეალობაა, რომ Racer-ის დეველოპერები ძალიან არიან დამოკიდებულნი დროზე და ამიტომ ვერ ახერხებენ არსებულის განვითარებას, რაც განაპირობებს იმას, რომ განახლებები ხდება ძალიან იშვიათად. თუმცა როდესაც განახლება გამოდის, ის შეიცავს არაერთ სიახლეს, რომელიც ეხმარება მოთამაშეებს საკუთარი მანქანების ან გზების მოდიფიკაციასა და განვითარებაში.

თამაშის ოფიციალური ვებ-გვერდი: http://racer.nl
მოდები და გზები: Racer Free Car Simulation | ВКонтакте

ჩემი გადაღებული სურათები:
► Show Spoiler

თამაშის გადმოსაწერი ბმული მოდებით: Racer Free Car Simulation (Racer Pack 2 - V0.8.45)

მოთხოვნები:

  • Windows XP/2003-Server/Vista/Windows 7 (32/64 bits); Pentium IV ან AMD პროცესორი. ნებსიმიერი 1Ghz-იანი იმუშავებს ნორმალურად, მაგრამ კარგი ვიდეო დაფის ქონდა მნიშვნელოვანია.
  • გაითვალისწინეთ, რომ სიმულატორის beta ვერსიებს არ აქვს Windows 95/98/ME (პრობლემები font-ებთან დაკავშირებით) მხარდაჭერა.
  • კარგი 3D ვიდეო დაფა (OpenGL-ის და Cg-ის მხარდაჭერით) ისეთი როგორც nVidia (სასურველია) ან AMD/ATI. დეველოპერები ძირითადად მუშაობენ მხოლოდ nVidia-ს ბარათებზე (და drivers-ებზე), ასე რომ რეკომენდირებულია მისი ქონა Race-ისთვის. nVidia 8800GT ან ნებისმიერი ახალი ვიდეო დაფის ქონა სასურველია.
  • DirectX9.0c ან უკეთესი.

ვიდეოები: >>> >>>
მოდების და გზების გადმოწერა შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე გადასვლით:

ehune01 და Skybh (გადმოსაწერი ბმულის სანახავად ჩამოშალეთ ვიდეოს აღწერა).

თამაშის კონტროლები (Controls):

Racer-ში შეგვიძლია გამოვიყენოთ ყველა სახის კონტროლერი: საჭე, მაუსი და კლავიატურა.

S - მანქანის დაქოქვა (Start the engine)
L - მაშუქების ჩართვა (Lights)
P - შეჩერება (pause)

Ctrl + (მოიცავს რამოდენიმე ფუნქციას, რომელიც გვეხმარება ყველა პანელის გაქრობაში, რადგან გადავიღოთ სუფთა სურათი)

- V - მაჩვენებელთა დაფა (Clocks)
- G - სიჩქარე, სიჩქარეში გადართვა (Racing)
- F - კადრების რაოდენობა წამში (FPS)

Shift + (აგრეთვე შეიცავს რამოდენიმე ფუნქციას)

- A - ავტო პილოტის (auto pilot) ჩართვა მაშინ თუ გზაზე ჩაწერილია წრის გავლის მარშუტი. ასეთ შემთხვევაში მანქანა ივლის გზაზე, ჩვენი დახმარების გარეშე (როგორც AI).

- F - მანქანის აღდგენა (restoration of the car)
- R - თავიდან დაწყება (restart)

- ~ - Console-ის ბრძანებები (commands) - მოცემული ბრძანებების შეყვანის შემდეგ ხდება:

Console-ის გრაფის გამოსაჩენად კლავიატურაზე აჭერთ ღილაკთა კომბინაციას Shift + ~ (Tilde-ს ღილაკს)

snow 1 - იწყება თოვლი
snow -1 - იზრდება თოვლიან საფარზე მოჭიდება (traction)
rain 1 - იწყება წვიმა

(რათქმაუნდა ჩვენ შეგვიძლია შევიყვანოთ 1-ის ნაცვლად ნებისმიერი სხვა ციფრი)

Console-ის კიდევ 2 ბრძანება:

Start engine - ძრავის დაქოქვა (იგივეა რაც კლავიატურაზე "S" ღილაკის ფუნქცია)
Stop engine - ძრავის ჩაქრობა/გათიშვა (the engine stalls) - "S" ღილაკით ეს ვერ ხერხდება, ამიტომ თუ ძრავის გამორთვა დაგჭირდებათ, მაშინ შეიყვანეთ მოცემული ბრძანება Console-ში

F1 - სახაზავი, რომლითაც იზომება წრის დრო (Ruler to measure time lap)
F2 - გამეორების წარდგენა (Including replays)
F4 - სარკეების ჩართვა/გამორთვა, სარკეების ჩართვა + ვირტუალური სარკე (Mirror)
F5 - ყველა მართვის დამხმარე სისტემის (all control systems driving) ჩართვა/გამორთვა (Enable/Disable)
F6 - რუკა (Map)
F9 - საუბარი/მიმოწერა (Chat)
F12 - სურათის გადაღება (Screenshots)

სურათები ინახება Racer-ის მთავარ საქაღალდეში: Racer/data/dump

Riddick
Posts: 11696

Re: Racer

Unread post#2 » 07 Dec 2015 16:05

საინტერესო პროექტია. პროსტა რაღაცეები ვერ გავიგე, ანუ open source პროდუქტივით არ ეწყობა და მხოლოდ გარკვეული პროგრამისტები ანახლებენ. მარა ამასთანავე არი მოდინგ თული გზების და მანქანების გასაკეთებლათ?

p.s. სურათები და ვიდეოები წესების მიხედვით უნდა გადავაკეთო
► Show Spoiler

User avatar
sti228
Posts: 99

Re: Racer

Unread post#3 » 08 Dec 2015 13:05

რაღაცეები ვერ გავიგე, ანუ open source პროდუქტივით არ ეწყობა და მხოლოდ გარკვეული პროგრამისტები ანახლებენ. მარა ამასთანავე არი მოდინგ თული გზების და მანქანების გასაკეთებლათ?


ძირითადი დეველოპერი მხოლოდ ერთია, რომელიც ჩვეულებრივი მოთამაშეებისგან იღებს რჩევებს და აანალიზებს. რათქმაუნდა ყველა რჩევას ვერ ითვალისწინებს, მაგრამ რომლის გამოსწორება, დამატება ან მოდიფიკაციაა შესაძლებელი, კეთდება და გამოდის განახლების სახით. რეალურად ეს თამაში თითქმის იგივეა რაც 2002 წელს და არანაირი სერიოზული ცვლილება არ განხორციელებულა. შესაბამისად გამოდის, რომ Racer-ი დღემდე დასრულებელი უფასო პროექტია. ძირითადად მოთმაშეები მოდელირებისთვის იყენებენ. მანქანების და გზების შემოწმებისთვის ან თამაშში გადატანისთვის. მაგ: ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიროვნება Siim Annuk, რომელმაც Niels Heusinkveld-თან ერთად შექმნა წლის მოდი rFactor-ში :=P: საუბარია ამ მოდზე: Chevrolet Corvette C6 2012

Siim Annuk საკუთარ ბლოგზე წერს, რომ მანქანის კეთების დროს ის ხშირად იყენებდა Racer-ს, რადგან ის არის ყველაზე მარტივი თამაში, სადაც ძალიან სწრაფად შეგიძლია გადაიტანო შენი ნამუშევარი და ნახო საბოლოო შედეგი (რა გამოგივიდა) :confused: უფრო დაწვრილებით თუ გაინტერესებს შეგილია Siim Annuk-ის ნამუშევრებს და პოსტებს გადახედო. კონკრეტულად ეს რამოდენიმე პოსტი ეხება Racer-ს და ნაჩვენებია Honda NSX-ის და Chevrolet Corvette C6-ს ტესტირების სურათები.

Another unfinished project released…
WIP: My first concept car model (update #1)
WIP: My first concept car model (update #2)
WIP: Honda NSX – Update #2
WIP: Honda NSX – Update #4
WIP: Chevrolet Corvette C6 (version 2) – Update #1

მცირე საუბარი Racer-ზე: RACER – free cross-platform car simulation project

ხშირად დასმული შეკითხვები თამაშზე:

Racer FAQ - Frequently Asked Questions

ვებ გვერდზე შესვლის შემდეგ Documentation-ში გადადი.

მადლობა, სურათების და ვიდეოს ბმულების ჩასწორებისთვის.

User avatar
sti228
Posts: 99

Re: Racer

Unread post#4 » 04 May 2016 20:49

დროა გავაკეთო პატარა სერვერზე შესვლის გზამკვლევი. იმისთვის, რომ Racer-ი ითამაშოთ მეგობრებთან ერთად, ამისთვის საჭიროა გქონდეთ:

- Racer-ის 090RC6-ზე ახალი ვერსია (სასურველია RC10).

ბევრი წვალება რომ არ დაგჭირდეთ, ამიტომ გავაკეთე თამაშის ვერსია სადაც უკვე დავამატე სერვერზე შესასვლელად საჭირო ყველა მანქანა და გზა. ამიტომ გადმოწერეთ ეს ვერსია: Racer v0.9.0 RC10 (22-8-2014)

ამაარქივების შემდეგ ჩართეთ თამაში (დაყენება არაა საჭირო) და გაასწორეთ რეზოლუცია და კონტროლები. ამის შემდეგ მიყევით ინსტრუქციას პუნქტების და სურათების მიხედვით.

1) თამაშის მენიუში ნახეთ "Multiplayer lobby" და შედით.

>>>

2) დააწკაპუნეთ მაუსი nl lobby-ზე (<= Server-ზე)

>>>

3) წაშალეთ lobby.racer.nl

>>>

4) და ჩააკოპირეთ df-racing.ddns.net

>>>

5) შემდეგ დააჭირეთ Ok-ს. ამის შემდეგ გაიგებთ ხმას და ქვემოთ დაინახავთ წარწერებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ შეუერთდეთ Lobby-ს df-racing.ddns.net-ზე.

6) ზემოთ მარჯვენა მხარეს დაინახვთ გრაფას Nick და დააწკაპუნეთ მასზე მაუსის ღილაკით, რადგან შეცვალოთ ორიგინალი სერვერის მიერ მინიჭებული სახელი.

>>>

7) წაშალეთ MyNick და

>>>

8) ჩაწერეთ თქვენი სახელი. ბოლოს დააჭირეთ Ok-ს.

>>>

9) პუნქტს "Hide unjoinable races"

>>>

მოუშალეთ მონიშვნა, რადგან დაინახოთ თავისუფალი სერვერი.

>>>

10) მონიშვნის მოხსნისთანავე გამოჩნდება სერვერი :hug:

>>>

11) დააწკაპუნეთ სერვერის სახელზე ორჯერ ან უფრო უკეთესია მონიშნოთ სერვერი (მაუსის მის დასახელებაზე ერთი დაკლიკებით) და დააჭიროთ ღილაკ Join-ს. ღილაკზე დაჭერისთანავე გაიგებთ ხმას და დაიწყება 30 წამიანი ათვლა სერვერზე შესასვლელად.

>>>

30 წამის გასვლის შემდეგ გამოჩნდება გზის ჩატვირთვის სურათი (რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი სწორად გააკეთეთ).

>>>

სერვერზე შესვლისთანავე ირთვება შუქნიშანი

>>>

და იწება რბოლა.

>>>

სულ ეს არის, სასიამოვნო გართობას გისურვებთ :holysh:

User avatar
sti228
Posts: 99

Re: Racer

Unread post#5 » 25 May 2016 17:12


User avatar
sti228
Posts: 99

Re: Racer

Unread post#6 » 14 Jul 2016 15:41

მანქანის გადატანა Racer-ში: გაკვეთილები :sdaus:

Tutorial 1 : How to convert car from GTA Sa to Racer
Tutorial 2 : How to add car into Racer + config settings
Tutorial 3 : How to create simply Lights on your car model
Tutorial: How to make mirrors for cars for Racer free car simulation
Tutorial: How to create gauges/dials for cars into Racer

ჩემი პირველი ექსპორტი racer-ის 0655 ვერსიაში:

>>> >>>

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 28 guests


cron