Driveclub, PS4 | გამოცდილება

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Driveclub

Unread post#1 » 21 Nov 2016 02:31

Driveclub
>>>

Driveclub - კიდევ ერთი კონკურენციის გამო შექმნილი არკადა. და როგორც სხვა მხოლოდ კონკურენციის მიზნით შექმნილი ექსკლუზივი ესეც ძალიან არა ცალსახა თამაშია. გაკეთებულია ცნობილი და ყველასთვის საყვარელი სერიის MotorStorm შემქმნელების მიერ, სონის მოთხოვნით. მთავარი კონკურენტი Xbox ექსკლუზიური Forza სერია. თავიდან რო დავიწყე დაახლოებით 6-7 საათი გეიმფლეის მერე ჯერ კიდე ვერ ვხვდებოდი რა იყო თამაშის მთავარი ფასეულობა. ისეთი გრძნობა დამრჩა რო თითქოს ფურცელზე ჩამოწერილი მოთხოვნების დაკმაყოფილება იყო დეველოპერის მთავარი მიზანი. თამაშობ, თითქოს ყველაფერი ხარისხიანადაა გაკეთებული მარა ვერ ერთობი. გრაფიკა მომენტებში, განსაკუთრებით ამინდის ცვალებადობა და ფერები, მაღალ დონეზეა გაკეთებული, მარა არი ადგილები როცა PS3 შესაბამის ვიზუალზე ჩამოდის. ერთი სიტყვით პროფესიონალების მოვალეობის მოხდის მიზნით შექმნილი თამაშის შეგრძნება მქონდა საკმაოდ დიდხანს და უკვე ვფიქრობდი რო დამენებებინა თავი როცა უსახური რბოლა ნელნელა რაღაცად გამოიკვეთა. სადღაც 7 საათიდან, როცა უკვე ერთი ცდით ვეღარ გავდიოდი ტურს დავიწყე დეტალებზე დაკვირვება, შევედი ოფციებში, ვნახე მართვის ნიუანსები, ჩაუჯექი რბოლის მინი მისიებს და გაზრდილ ჩელენჯთან ერთად მივხვდი რო გამიჩდა გასვლის მუღამი. ოფციებში რანდომზე გაშვებულია დრაივ ასისტი რაც მოცემული ჟანრის ნებისმიერი ოდნავი მოყვარულისთვისაც მაგარი დარტყმაა, მიდიხარ და მანქანა თავისით ატორმუზებს მოსახვევში :whitewolf: ეგ თავიდანვე გავთიშე, მარა როგორც მერე გაირკვა თამაშს ასევე ქონია მართვის ნორმალური და Driveclub რეჟიმი. მეორეს გააქტიურების მერე როგორც 70 წლის კეთილშობილ მეძავს ისე მიგებდნენ და გადავწყვიტე "ნორმალზე" დაბრუნბეა, რაც ასევე საკმაოდ ძნელია. Underground და ზოგადად NFS სიუჟეტური მისიების მერე ცივი და გაუფორმებელი კარიერის თამაში მაინც მინუსია, მარა რაც უშუალოდ მანქანის ტარებას და ჩელენჯს ეხება ყველაფერი თავის დონეზეა. და კიდევ ერთი დადებითი მომენტი რაც ჯერჯერობით ვნახე არის მულტიფლეიერი. საინტერესო რეჟიმები, სწრაფი დაკონექტება ნებისმიერ რეჟიმზე, ლაგების დინამიური და ჭკვიანური კორექტირება რბოლის დროს, რაც რეალურ მოთამაშეებთან შეჯიბრს საერთოდ სხვა მუღამს აძლევს. მულტიფლეიერს აშაკარად ცალკე სიღრმეებიაქ, რასაც შეძლებისდაგვარად, კომპანიის დახურვის მერე ვაპირებ რო ჩავუჯდე. ბაიკები სამწუხაროდ ვერ ვნახე იმიტო რო დაახლოებით ცალკე თამაშის ფასია, მარა დიდი მოყვარული მაინც არასდროს არ ვყოფილვარ.

Riddick
Posts: 11696

Re: Driveclub

Unread post#2 » 28 Nov 2016 20:06

სემი პრომდე მივედი და მაგრად დაიძაბა სურათი. ერთი ან ორი ცდით გასვლის თემა გამორიცხული ამბავია. და უცებ ერთი ტური იჩითება, უდაბნო, მზის ჩასვლა და მარტო Ferary და ლამბორჯინია ფიქში. ჩავრთე, ძაან ასწორებს და რაღაცას მაგონებს მაგრად https://www.youtube.com/watch?v=D-NvQ6VJYtE

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 32 guests


cron