DiRT Rally, PC, PS4, Xone | მიმოხილვა

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
User avatar
sti228
Posts: 99

DiRT Rally

Unread post#1 » 14 Dec 2015 12:03

>>>

Dirt Rally - ეს არის სარბოლო ვიდეო თამაში (racing video game), რომელიც შემუშავებული და გამოცემულია Codemasters-ის მიერ PC - Microsoft Windows პლატფორმაზე. თამაშის ადრეული წვდომის (early access) ვერსია გამოვიდა 2015 წლის 27 აპრილს და მის ციფრულ გავრცელების სერვისს უზრუნველყოფდა Steam. თამაშის სრული ვერსია (Full version) გამოვიდა 2015 წლის 7 დეკემბერს. გაშვების ვიდეოში (launch trailer) გამოცხადდა, რომ თამაშის PlayStation 4, Xbox One და ფიზიკურ PC DVD ვერსიების გამოსვლა დაიწყება 2016 წლის 5 აპრილს.

Early Access Announcement Trailer

სათამაშო სიუჟეტი (Gameplay)

Dirt Rally ეს არის სარბოლო თამაში, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ ავტოსპორტის ერთ სახეობაზე - rally. მოთამაშეები სხვადასხვა ამინდის პირობებში ერთმანეთს ეჯიბრებიან დროის ეტაპებზე (timed stage events), გრუნტიან და რთული გამავლობის რელიეფზე. სრული ვერსიის გამოსვლისას თამაშში შედიოდა 17 მანქანა და 36 ეტაპი (stages), სამი რეალურ სამყაროში არსებული ადგილმდებარეობა (Baumholder, Powys და Argolis). ასევე თამაშში დამატებული იყო არასინქრონული მრავალი მოთამაშის რეჟიმი (multiplayer). Rallycross, მოთამაშე მოთამაშის წინააღმდეგ player versus player და მრავალი მოთამაშის რეჟიმის დამატება (multiplayer modes) იგეგმება სამომავლოდ. Codemasters-მა გამოაცხადა პარტნიორობა FIA World Rallycross Championship-თან, 2015 წლის ივლისში.

Dirt Rally შეიცავს დიდი რაოდენობით მანქანებს და ამავდროულად გვთავაზობს მათ განსხვავებული კლასების ფართო არჩევანს. ადრეული ხელიმსაწვდომობის (early access) ვერსია შეიცავდა ავტომობილებს და რამოდენიმე კლასს: 1960s, 70's, 80's, Group B, Group A, Group R, 2000s და 2010s Modern Rally, Rallycross და Pikes Peak.

Cars of DiRT Modern Masters
Flying Finland
World RX Update
The Road So Far...
Pikes Peak Pack

განვითარება (Development)

Dirt Rally შეიქმნა ბრიტანული ვიდეო თამაშების მწარმოებელი კომპანიის Codemasters-ის მიერ, რომელიც იყენებს საკუთარ სათამაშო ძრავს - Ego engine-ს. თამაშის განვითარება დაიწყო პატარა გუნდით და რამოდენიმე ფიზიკური პირის მეშვეობით, როდესაც მათ 2012 წელს ვიდეო თამაში დასრულეს - Dirt: Showdown. Codemasters-მა ხაზგასმით აღნიშნა საკუთარი სურვილი შეექმნა სიმულაცია Dirt Rally-ის სახელწოდებით. მათ დაიწყეს პროტოტიპების (prototyping) კეთება, კონკრეტულად კი: მართვის მოდელის (handling model) და გზების შექმნა, რომელიც ეფუძნება რეალურ მონაცემებს. თამაშში არის განსხვავებული ფიზიკის მოდელი (physics model), მის ძველ ვერსიებისგან განსხვავებით. ამიტომ სათამაშო ძრავი გადაკეთებულია სულ თავიდან.

DiRT Rally vs Real Life | Sweet Lamb - Ford Fiesta WRC

Dirt Rally-ის ადრეული ვერსიები გამოჩნდა 2013 წლის ბოლოს, მაგრამ 2015 წლის 27 აპრილამდე თამაში ოფიციალურად ჯერ კიდევ არ იყო გამოცხადებული. შემდეგ დღეს კი თამაში გამოვიდა Microsoft Windows პლატფორმაზე, როგორც early access ვერსია და ყველსათვის ხელმისაწვდომი გახდა Steam-ზე შესაძენად. თამაშის დირექტორმა Paul Coleman-მა განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო თამაშის დაუსრულებელი ვერსიის (build) გამოშვება ფართო საზოგადეოებისთვის, რადგან დეველოპერების გუნდს საშუალება ჰქონოდა მიეღო მოთამაშეებისგან გამოხმაურება და რჩევები (feedback). მან გამოთქვა ინტერესი, რომ Dirt Rally გამოსულიყო კონსოლებზე (consoles) მომავალში, მაგრამ განაცხადა, რომ ვერ მოხერხდებოდა ამის გაკეთება, სანამ თამაში იქნებოდა განვითარების early access სტადიაში. Codemasters გეგმავდა ახალ მანქანებს, ადგილმდებარეობებს და რამოდენიმე მოდის კონტენტის დამატებას ყოველთვიურ განახლებაში. სათამაშო სიუჟეტში შეტანილი ცვლილებები კი საშუალებას მისცემდა თამაშს გამოსულიყო early access სტადიიდან. თამაშის სრული ვერსია (full version) გამოვიდა 2015 წლის 7 დეკემბერს და ძალიან მალე ის ასევე გამოვა კონსოლებზე: PlayStation 4 და Xbox One, 2016 წლის 5 აპრილს.

მიღება და შეფასება (Reception)

საწყისი შეფასებები Dirt Rally-თან მიმართებაში იყო პოზიტიური. Metacritic-ის მთლიან მიმოხილვაში თამაშშს მიენიჭა 90 ქულა 100-დან. GameStar-მა თამაშს დაუწერია 90% და თქვა, რომ - "Dirt Rally არის საუკეთესო Rally-ის სიმულატორი ამ პერიოდში და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სარბოლო თამაში. დამწყებები ნახავთ, რომ ის თქვენთვის საკმაოდ რთული იქნება."

"Dirt Rally is the best rally simulation at the moment and one of the best racing games of all time. Beginners will find it to be quite difficult."

თამაშის სისტემური მოთხოვნები:

მინიმალური:
ოპერაციული სისტემა: 64bit Versions of Windows 7, Windows 8, Windows 10
პროცესორი: AMD FX Series or Intel Core i3 Series
ოპერატიული მეხსიერება: 4GB RAM
ვიდეო დაფა: AMD HD5450 or Nvidia GT430 or Intel HD4000 with 1GB of VRAM (DirectX 11 graphics card required)
ადგილი მყარ დისკზე: 35 GB HDD

რეკომენდირებული:
ოპერაციული სისტემა: Windows 7 or 8.1 64bit
პროცესორი: AMD FX-8150 or Intel Core i5 4670K
ოპერატიული მეხსიერება: 8GB RAM
ვიდეო დაფა: AMD R9 290 or Nvidia GTX780
ადგილი მყარ დისკზე: 35 GB HDD

კონტროლერები რომლის მხარდაჭერაც აქვს თამაშს:

  • Fanatec Clubsport Wheel
  • Fanatec CSR Elite Wheel
  • Fanatec Porsche 911 Carrera
  • Fanatec Porsche 911 GT2 Wheel
  • Fanatec Porsche 911 GT3 RS V2 Wheel
  • Fanatec Porsche 911 Turbo S Wheel
  • Fanatec Porsche 911 Turbo Wheel
  • Generic Keyboard
  • Logitech Cordless RumblePad 2 USB
  • Logitech Driving Force EX
  • Logitech Driving Force GT
  • Logitech Driving Force Pro
  • Logitech Dual Action Gamepad
  • Logitech F710 Wireless Gamepad
  • Logitech G25
  • Logitech G27
  • Logitech G29
  • Logitech G920
  • Logitech MOMO Racing Wheel
  • Logitech Rumble Gamepad F510
  • Logitech RumblePad 2 USB
  • Microsoft Sidewinder Force Feedback Wheel
  • Microsoft Wireless Xbox 360 Racing Wheel
  • Official Xbox 360 Wired Pad
  • Official Xbox 360 Wireless Pad
  • SimSteering
  • SimXperience AccuForce Pro
  • SPEEDLINK Strike FX Gamepad
  • Thrustmaster Dual Trigger 3-in-1
  • Thrustmaster F430 Force Feedback Racing Wheel
  • Thrustmaster Ferrari GT Experience Racing Wheel
  • Thrustmaster RGT FF Pro
  • Thrustmaster T500 RS F1 Racing Wheel
  • Thrustmaster T500 RS Racing Wheel
  • Thrustmaster TX
  • Thurstmaster T300 RS
  • Xbox Wireless Speed Wheel

გადმოსაწერი ბმული: DiRT Rally (2015) [ENG][MULTI5][Repack] bu VickNet

სურათები:

► Show Spoiler


>>>

Will Order-მა მოიგო 2011 წლის ავსტრალიის Junior Rally Championship-ი, სადაც ის მართავდა rally-ის ავტომობილს - Nissan Silvia-ს. მოცემულ ვიდეოში ის აკეთებს ადამიანისთვის შეუსაბამოდ სწრაფ რეაგირებას ვირტუალურ სამყაროში. მრბოლელი ხშირად იყნებს საჭის კონტრ მოხვევას (counter-steering) და ახდენს მანქანის გაკონტროლებას თვალის დახამხამებაში.

სტატია: DiRT Simulator Gets Owned By Pro Rally Driver

Rally driver plays DiRT Rally

დანარჩენი ინფორმაცია ოდნავ მოგვიანებით.

Riddick
Posts: 11696

Re: DiRT Rally

Unread post#2 » 14 Dec 2015 13:23

PS1 Colin McRae Rally დამსახურებით შემიყვარდა რბოლის ეს სახეობა. ანუ თვითონ იდეიდან დაწყებული მომწონს, რომლის მიხედვითაც სხვა ადამიანებს კი არ ეჯიბრები უშუალოდ, უბრალოდ ცდილობ რომ რაც შეილება ჰარმონიულად და სწრაფად გაიარო ტრასის გარკვეული მონაკვეთი. ხარ შენ, შენი მანქანა და ბუნება, თავის ლამაზი ხედებით. ეგეთი იყო ძველი Colin McRae და მერე რაც დაემართა ის აღარ მიყვარს. ამ ნაწილის გამოსვლა კიდე იმიტო გამიხარდა, რო ზუსტად იმ ფესვებთან დაბრუნების მცდელობაა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით როგორც ჩანს კარგად გამოუვიდათ. თამაშის საინსტალაციო უკვე დესკტოპზე მიდევს.
ძაან კარგი თემაა, მეც ვაპირებდი დაწერას და გამიხარდა რო შემოვედი.

User avatar
sti228
Posts: 99

Re: DiRT Rally

Unread post#3 » 14 Dec 2015 19:44

რატომღაც pix.ge გათიშულია და სურათებს ვერ ვტვირთავ. როცა ჩაირთვება აცულებლად დავამატებ. PS1-ზე მეც მაქვს დახურული ორივე ნაწილი :) მეორე ნაწილი განსაკუთრებით მომწონდა და ძალიან დიდხანს ვთამაშობდი. სამწუხაროდ PC-ზე უფრო არკადული განხრით წავიდნენ, მაგრამ ეს უანასკნელი თანამედროვე RBR-ს გავს. ჯობიას ნამდვილად ვერ ვიტყვი, მაგრამ კარგი ჩანაცვლება გამოუვიდათ. მომავალში კიდევ 2 რალის თამაში გამოდის და კონკურენციაც გაიზრდება ამ სფეროში, რაც მისასალმებელია. Rally-ს მოყვარული საზოგადოება ითხოვდა თანამედროვე ვიზუალის მქონდე სიმულატორს ნორამლური ფიზიკით და ეს სურვილი Codmasters-მა აასრულა. ვინ იფიქრებდა :)

P. S. ვილ ორდერის ვიდეოს ყურების შემდეგ მეც გამიჩნდა Bidno Moorland-ზე გავლის სურვილი (იგივე ამინდში და იგივე მანქანით). კლავიატურით 3 დღეში 2 წამით უფრო სწრაფად შევძელი გზის გავლა. საჭით არ მიცდია, რადგან FFB ძალიან ცუდად ჰქონდათ გაკეთებული ადრეულ ვერსიებში, ეხლა აღარ მიცდია. ნორმალურ პარამეტრებს თუ მოვარგებ საჭეს აქაც დავწერ.

Watching A Real Rally Driver Play DiRT Rally Will Leave You Speechless

03:02.276

Riddick
Posts: 11696

Re: DiRT Rally

Unread post#4 » 15 Dec 2015 00:49

მოიცა, ეხა აქ რაღაც ძაან მაგარი მოხდა )) არ გადაგიღია შენი?
ვიდეო რო ვნახე ყბა ჩამომეწია და 2 წამი ძალიან ბევრია ეგეთი გასვლის გასაუმჯობესებლად, არა? საღოლ ))) თუ გადაიღე დადე რა შენიც, ძალიან საინტერესოა, მითუმეტეს კლავიატურით. ისე თითონ რამდეჯნერააქ ნეტა გავლილი ეს ტრასა ამ ვიდეომდე.

პ.ს. imgur.com-ზე ატვირთე სურათები. ყველაზე საიმედო ჰოსტია და ძალიან დიდიხანი არ შლიან.

User avatar
sti228
Posts: 99

Re: DiRT Rally

Unread post#5 » 15 Dec 2015 01:58

არა სამწუხაროდ ეგ ვიდეო აღარ მაქვს, მაგრამ დღეს გავიარე 03:03.942-ში და FB-ს ჯგუფში დავდე. ვიდეო: Dirt Rally კარგი გავლა არაა, მაგრამ პირველ მონაკვეთს არაუშავს.

ისე თითონ რამდეჯნერააქ ნეტა გავლილი ეს ტრასა ამ ვიდეომდე.


თუ სწორად მახსოვს რომელიღაც კომენტარში წავიკითხე, რომ მარტო ეგ სეტაფი რომლითაც დადის 20 000$-მდე ღირს. გავლით კიდევ პირველივე მაგ დროში რომ ჰქონოდა გადასარევი იქნებოდა, მაგრამ როგორც ეტყობა არაერთხელ აქვს ნაცადი.

Riddick
Posts: 11696

Re: DiRT Rally

Unread post#6 » 15 Dec 2015 15:47

sti228
Off Topic
ეხა ვნახულობდი და სურათების პრობლემა არ არი. ანუ სპოილერში რო სვავ BB-კოდებს და არ გამოყობ მაგაზე მოსდის ეგ. ანუ სამი სურათი ეტევა ხაზში და დანარჩენი პროსტა უნდა ჩამოიტანო ხოლმე სხვა ხაზზე, იმიტო რო ავტომატურად ვეღარ იღებს მერე ზომას. მე სუ ეგრე ვაკეთებ და მიყოლებით არ ვდებ ხოლმე სურათებს, მარა თუ სპოილერში არ ჩასვავ მიყოლებითაც შეილება. გადავიტანე სხვა ხაზზე და საკაიფოდ ჩანს ეხა ყველა. სპოილერში კიდე წესების მიხედვით ვსვავ, გამქრალი სურათების პრობლემის თავიდან ასაცილებლათ.

User avatar
sti228
Posts: 99

Re: DiRT Rally

Unread post#7 » 19 Dec 2015 21:35

მსოფლიო რეკორდი, რომელიც დაფიქსირდა group B-ს რალის მანქანით Lancia 037 Evo 2.

Dirt Rally Group B - Oculus Rift DK2

Riddick
Posts: 11696

Re: DiRT Rally

Unread post#8 » 20 Dec 2015 12:18

თან ოკულუს რიFტით რო ხსნის რეკორდს? ეგ კიდე ერთი საინტერესო დეტალია. ანუ ძაან კონფორტულია ეგრე თამაში და უფრო ეფექტური.

Riddick
Posts: 11696

Re: DiRT Rally

Unread post#9 » 23 Dec 2015 23:23

საინტერესო მიმოხილვა გავაძრე. მოკლეა და სწორ წარმოდგენას ქმნის თამაშზე.

User avatar
sti228
Posts: 99

Re: DiRT Rally

Unread post#10 » 28 Dec 2015 15:34

ესეც შევიძინე Steam-ზე: Screen

Riddick
Posts: 11696

Re: DiRT Rally

Unread post#11 » 28 Dec 2015 21:44

გუშინ ღამე დავაყენე :) და სადღაც საათ ნახევარი სწრაფ რეისებს ვთამაშობდი. პროსტა რო მენახა რა იყო. თავიდან სერიოზულად რთულია, ანალოგით თან. ტრასას ვამეორებდი, მანქანის ზედაპირულ ოფციებს ვეჩალიჩებოდი და რაღაც პერიოდის მერე უკვე ვიგრძენი სადავეები. მატორის ხმით უნდა დაიჭირო მანქანის ბალანსი. ქალთან ცეკვასავით არი, ოდნავ მეტი, ან ოდნავ ნაკლები და ხრამში ხარ, მარა თუ დაუჭირე "სიხშირე" ძალიან დიდ სიამოვნებას იღებ იმ წამსვე.

Riddick
Posts: 11696

Re: DiRT Rally

Unread post#12 » 01 Jan 2016 16:21

პახმელიაზე და გამოუძინებელზე უცებ მომინდა ერთი ორი ტრასის გავლა :) და აი ძალიან გამისწორდა. თან ყველა მოსახვევში რო ხევში არ მივდივარ ეგ ცალკე სიამოვნებაა. პროსტა მე თუ გავდივარ 4 5 ადგილზე, პირველი ადგილის ტიპები სადღაც წუთით, წუთ ნახევარით მისწრებენ და აი წუთ ნახევარით შედეგი როგორ უნდა გავაუმჯობესო იმენა აზზე არ ვარ. 10 20 წამი რო იყოს კიდე შეილება ფიქრი, მარა 2 წთი? ))) არვიცი კარიერას როგორ გაურისკო ესე.

Riddick
Posts: 11696

Re: DiRT Rally

Unread post#13 » 06 Jan 2016 00:41

ისევ 4-5 ადგილებზე ვტრიალებ, მარა მაგას არააქ მნიშვნელობა. ეს თამაში ახალი ნაბიჯია რალის სიმულატორებში. ისე კარგად იგრძნობა მანქანა და გზა, რო მონიტორში შედიხარ, სუნთქვას აჩერებ, რო კონცენტრაცია არ დაგეკარგოს და გზის ყველა მოსახვევს ერწყმის შენი ყურადღება. საერთოდ არაფერზე არ ფიქრობ და თუ საერთოდ არაფერზე არ ფიქრობ, ესეიგი მაქსიმალურად კარგად მიდიხარ და რაც მთავარია, უცებ თვითონ მომენტს იჭერ. მანქანის, გზის და შენი ერთიანობის წამს, რაც ძალიან მაგარია :holysh:

ფინეთი არი ნუბებისთვის და თან ძალიან ლამაზია.

User avatar
sti228
Posts: 99

Re: DiRT Rally

Unread post#14 » 06 Jan 2016 14:11

Rally-ს მართვის საბაზისო ტექნიკაზე პირველ ვიდეოშია საუბარი. მეორე ვიდეოში უკვე მანქანის პარამეტრებზე.

Dirt Rally Tutorial - Basics of rally driving
Dirt Rally Tutorial - Introduction to Advanced Tuning

User avatar
sti228
Posts: 99

Re: DiRT Rally

Unread post#15 » 09 Jan 2016 12:33

კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი live-ში: [DiRT Rally] Wales World Record LIVE
განსხვავებული რაკურსით: [DiRT Rally] Wales - WORLD RECORD
ეს ახალი: Dirt Rally Bidno Moorland Reverse World record 2:55.942
სხვა რაკურსით: (TV VIEW) Dirt Rally Bidno Moorland Reverse World record 2:55.942

Riddick
Posts: 11696

Re: DiRT Rally

Unread post#16 » 09 Jan 2016 16:45

Dirt Rally Bidno Moorland Reverse World record 2:55.942 - ამაზე გამოვშტერდი ისეთ რაღაცეებს აკეთებს

პროსტა რას ვერ ვხვდები იცი, ანუ რისი მსოფლიო რეკორდებია, ჩისტა ამ თამაშის მაშტაბით ხო ალბათ? იმიტო რო რაღაც თემა იყო, არმახსოვს რომელ სიმულატორზე, იქ მოხსნილი მსოფლიო ნამვილს უდრისო თუ რაღაც. და აქაც ეგრე ხო არაა?

User avatar
sti228
Posts: 99

Re: DiRT Rally

Unread post#17 » 10 Jan 2016 13:29

Bidno Moorland Reverse მსოფლიო რეკორდი Volkswagen Polo-თია დაფიქსირებული და საუკეთესო დროა 02:27.761. როგორ გაიარა წარმოდგენა არ მაქვს. დიდი ალბათობით საკმაოდ ბევრ ადგილზე მოჭრა გზა. ჩვეულებრივად ვერანაირად ვერ მოახერხებდა. ალბათ სწორედ ამ მიზეზით არ არსებობს ამ გავლის ვიდეოც.

რეალურ მსოფლიო რეკორდებთან არანაირ კავშირში არ არის ეს დროები. თამაშში მიდის შეჯიბრი, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ გზების მოჭრის დროს საჯარიმოებს არ გაძლევს სიმულატორი. ვიღაცამ შეიძლება არასად არ მოჭრას და ძალიან კარგად იაროს, სხვამ კი პირდაპირ გადააჭრას ბალახებით და 3 მოსახვევი შეუნელებლად გაიაროს. აზრი ეკარგება ესეთ რეკორდებს და იმედია რაღაცას მოიფიქრებენ დეველოეპრები, რომ სიტუაცია გამოასწორონ.

Riddick
Posts: 11696

Re: DiRT Rally

Unread post#18 » 13 Jan 2016 02:27

საერთოდ ყველა დამხმარე ფუნქცია გავთიშე. + შტურმანი, მიმართულებები, სპიდომეტრი. ვაფშე ყველაფერი გამოვრთე და თან აღმოვაჩინე რო პროფესიონალი მაქ სიძნელე და მაგიტო გავდივარ 4 5 ადგილებზე. მარა დღეს მე რაც ამ ლეგენდით სიამოვნება მივიღე https://cdn.gwsrv.net/wp-content/upload ... 1790A.jpeg ერთი 4 5 წელია ვირტუალური მანქანის ტარებისგან არ მიმიღია. სუბარუ იმპრეზაც ძალიან მაგარია და თანამედროვეებიდან ფორდ ფოკუსიც სერიოზული იყო. დანარჩენი რაც ვნახე ნორმალური და საინტერესო მანქანებია. მარა Group b 4wd Audi Sport Quattro Rally არი სუფთა ცხოველი. მილიწამებში ვგრძნობ მანქანას და ისეთი ხმააქ მატორს, და ზოგადად მანქანასაც ფორმა, რო რაღაც კოსმოსური ხომალდი მგონია რო დამყავს, ოღონ კარგი გაგებით. ფიზიკით ესე მართლა დიდიხანია არ მისიამოვნია. პროსტა ნუ მე ავტოსიმულატორების თემისგან ძაან შორსვარ, მარა მაინც.

დროებით https://s3.amazonaws.com/static.carthro ... eecc5f.jpg

Riddick
Posts: 11696

Re: DiRT Rally

Unread post#19 » 22 Jan 2016 07:11

მეც გავაძრობ ერთ ვიდეოს, როგორც ჯოისტიკიანი ნუბი :)
ესე ვირტუალური მანქანის მართვა არ გამსწორებია, როგორც ვთქვი და ერთი საცდელი ვიდეო გადავიღე კარიერის გასვლის პროცესში. ჯერ 60 ნებშივარ, მარა რაც მთავარია გავრისკე კარიერის დაწყება )). თავიდან ვასწორებდი რაღაცეებს და ნელნელა კაპოტის ხედზე ვრთავ https://youtu.be/giB9VEfKLr4 მარა ტარება თითქმის ვისწავლე უკვე.

User avatar
sti228
Posts: 99

Re: DiRT Rally

Unread post#20 » 02 Feb 2016 21:37

მომავალი მოსალოდნელი კონტენტი: DiRT Rally - New Content Trailer [US]

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 109 guests