Unread post#7 » 21 Jul 2011 02:44
აი ამწამს დავხურე და ჯერ პირველ ემოციებსაც არ გადაუვლია.
პირველის და მისი დამატებისადმი უზარმაზარი ზიზღი მამოძრავებს და ეს რატო ვითამაშე აღარც მახსოვს. მგონი ვიღაცამ მითხრა ძაან კაი გრაფიკააქ და აღარ ჭედავსო. ჩავწერე და როგორც ხედავთ შემომეხურა კიდეც.
სამი დღეა ვთამაშობ სადღაც 3-3 საათი შეილება ცოტა მეტი და ერთიანობაში საკმაოდ დიდი მომეჩვენა. ბოლო სირთულეზე ცოტა დამღლელია თამაში, ყველა ტყვიის მერე უნდა დაიმალო და ენერგია ივსო, რისთვისაც აშკარად არაა თამაში შექმნილი. აი ნორმალზე მშვენიერი ბაგა-ბუგი წავიდა დაჟე იმის მიუხედავათ რო ბულეთშტორმი დავხურე ამის წინ, იქ ესეთი ხარისხიანი შუთერის გრძნობა არ დამრჩენია (იმას უფრო fun ის გამო აქებენ ალბათ თორე ეს როგორც თამაში არაფრით არ ჩამოუარდება და აშკარად უფრო ხარისხიანია) ერთი სიტყვით ვისიამოვნე.
პირველი როგორც ადრე ვამბობდი იყო ტესტი რაღაცისთვის მზადება და გაურკვევლობაში ნაბიჯების დგმა (არვიცი ამდენი ფული საიდან ქონდათ რო ამის საშუალება მისცეს თავის თავს მარ მაიცნ). ეხა კი სუ სხვა ბაზარი წავიდა. არიან ძველი პერსონაჟები, არი გავლილი ისტორია, გააზრებული შეცდომები, ნიუორკი (შეადარე რაღაც ბმუვი კუნძულებს) და სხვა ბევრად უფრო გააზრებული და გადამუშავებული დეტალი:
აი ესეთია მაგალითად ლეველ დიზაინი. რაცარუნდა გეზიზღებოდეს ეს თამაში ამის ლეველდიზაინზე ცუდი რო თქვა მაგრად ტეხავს, ძალიან საინტერესო ეტაპებია, ნახევრად თავისუფალ სტილში, ბევრი საძრომიალოთი თუ სამალავით. ერთი სიტყვით გეიმფლეის მრავალფეროვნებას უწყობს ხელს რაც მთავარია, ლამაზია ყოლიფერს რო თავი გავანებოთ.
მერე გრაფიკა. ძაან მაგარია მაქსიმუმზე! რავი გრაფიკის გამო თამაში ცხოვრებაში არ მითამაშია, ნუ არ მახსოვს ყოველშემთხვევაში, მარა ეს მაგათაც ღირდა. ძალიან მინდა რო ამ ძრავზე მალე დაიწყონ სხვა თამაშების გამოშვება
სიუჟეტი აი საკმაოდ კარგი ჰოლივუდური ბლოკბასტერის დონეზე ქონდა. მოწოდება, ძირითადად, მისიიდან მისიას შორის ხდებოდა, მარა თვითონ თამაშის პროცესშიც იყო რადიო ჩართვები. ნუ თამაშის გმირი მუნჯია, თუ ამ კოსტუმის გამო ვერ ბაზრობს არვიცი, მარა სდუმს და სუ სხვას უსმენს. იტოგში ხანდახან მაგრად გაღიზიანებს. აი მაგალითად შენობა რო თავზე დაგეცემა და ვიღაც ყ,,, რი გიყვირის რაციაში იმის მაგივრათ რო შენ იყვირო
საერთო ჯამში HL2 არაა ბაზარი არაა, მარა ის ყ..ობა ნამდვილად აღრაა აქამდე რაც იყო.