Unread post#28 » 26 Jul 2014 06:03
დავხურე და მოკლედ დავწერ ჩემ აზრსაც, მართალია გვიან მომიწია დახურვა მარა მაინც.
დავიწყებ იმით რო ვინაიდან ეს სერიები დაფუძნებულია ბერძნულ მითოლოგიაზე და ბევრი კარგი რამე აქვთ აღებული, მაინც ჰოლივუდურ სტილში შესრულებულ fanfiction-ს გავს და რაღაც ალტერნატიულ ბერძნული მითოსის სეთინგს უფრო გადმოსცემს. მოკლედ შემქმნელებმა ყველაფერი აიღეს სხვადასხვა ეპოქებიდან და ერთად ჩაყარეს. თუმცა ეს თავდაპირველი მოცემულობაა რაც წინასწარ უნდა იცოდე როცა სერიების თამაშს იწყებ და რომელმაც ჩემი აზრით გაღიზიანება არ უნდა გამოიწვიოს მითოლოგიის მოყვარულებში.
მოკლედ პირველი და მეორე სერია საკმაოდ დადებითად დამამახსოვრდა, რა თქმა უნდა რაღაც შედევრების დონეზე არასდროს ამიყვანია მარა როცა სლეშერი გაჯერებულია კარგი და სახალისო puzzle-ებით, ლამაზი, განსხვავებული და მრავალფეროვანი ლოკაციებით რომელიც კარგად გადმოსცემს ძველ ბერძნულ ატმოსფეროს და ინტერესში გაგდებს თავისი ეგზოტიკურობით - ეს უკვე ბევრს ნიშნავს, თანაც ჩანს რო გემოვნებით შესრულებულია. მოკლედ პირველი ორი ნაწილი დამამახსოვრდა კარგი გეიმფლეით, ლამაზი ლოკაციებით და რაც მთავარია თავგასავლის შეგრძნებით რომელიც ყოველ წამს იგრძნობოდა. ამ ორი ნაწილით საკმაოდ კარგი მიდგომა და შესრულება დავინახე.
რაც შეეხება მესამე სერიას, აქ უკვე იმედი გამიცრუვდა უმეტეს ასპექტში. არ მომეწონა ლოკაციები - უმეტესი ნაწილი მიწის ქვეშ ან გაუგებარ ადგილებში ვითარდება რომელიც ვეღარ გადმოსცემს იმ ატმოსფეროს რასაც ძველები. ხშირი იყო ერთი და იგივე ადგილას დაბრუნებები რაც უკვე ახალს ვერაფერს მატებდა და მასშტაბურობის შეგრძნებას ძალიან ამცირებდა, ერთი სიტყვით ერთფეროვანი და uninspired მომეჩვენა. მთელი აქცენტი იყო სიუჟეტზე, რომელიც ნამდვილად არ არის სერიების პლუსი და რაც ყველაზე ძალიან დამაკლდა, ეს იყო თავგადასავლის შეგრძნება. ამ შეგრძნებას კი წინა სერიებში განსხვავებული ლოკაციები და მთხრობელი მაძლევდა. ასევე პერსონაჟები ვფიქრობ ბევრად ამოვარდნილი იყო ვიდრე წინა სერიებში, ჰადესი, ჰერმესი და ჰერაკლე საერთოდ სირცხვილია imho. ასევე პანდორას როლი და კრატოსთან ურთიერთობა რაღაც გაუგებარი და pathetic მომეჩვენა. ერთადერთი გამორჩეული და კარგი, ეს იყო boss fight-ები, რის საშუალებასაც უკვე PS3 იძლეოდა წინებისგან განსხვებით, აქ ნამდვილად კმაყოფილი დავრჩი. გეიმფლეის რაც შეეხება ეს ისევ ძველი კარგი გეიმფლეია, იმის მიუხედავად რო ინტენსიური და ღრმა კომბო სისტემით არასდროს გამოირჩეოდა ეს სერიები, მაინც ასრულებდა თავისი სიმარტივით და მონსტრების მრავალფეროვნებით თავის საქმეს და აქაც იგივე გააგრძელა. თუმცა ეს ყველაფერი ბევრად მიმზიდველად მეჩვენებოდა საინტერესო ლოკაციებში ლამაზი ბექგრაუნდების ფონზე.
დასრულებისთანავე Ghost of Sparta დავიწყე და პირველივე წუთებიდან იგრნძობა თავგადასავლის შეგრძნება, ეჭვი მაქვს აქაც პირველის და მეორის მსგავსად რამდენიმე განსხვავებულ ლოკციაში მომახვედრებენ და იმედი მაქვს ამჯერად მაინც ამოვიღებ იმას რის გამოც მესამე დავხურე.
edit
დავხურე Ghost of Sparta-ც და ბევრად გამისწორდა, ძალიან საინტერესო ლოკაციები ქონდა და ბოლომდე გამყვა ინტერესი ვერ გავჩერდი, ბრძოლებიც არ მომბეზრებია, თან სწორხაზოვანი იყო და მსუბუქად წავიდა. საკმაოდ მრავალფეროვანი მოგზაურობა გამოვიდა და ატმოსფერო საერთოდ არ გაფუჭებულა დაბალი ხარისხის ტექსტურების მიხუედავად. ფინალი მომეწონა, სერიებში ბევრი მსგავსი მომენტი რო ყოფილიყო ბევრად მოუხდებოდა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.