God of War III, PS3

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

God of War III

Unread post#21 » 02 Aug 2013 23:19

ერთი 30% გავიარე დღეს ))) და არვიცი როგორ შევაფასო ჯერ. ანუ ვიზუალური მხარე ნამდვილად მაგარიაქ, მარა გეიმფლეიზე ისევ ის ძველი GOW-არი უკვე ამდენი წელია რასაც ვთამაშობ და აშკარად ვეღარ გაძლევს თამაშის ინტერესს. რათქმაუნდა არი რაღაც ახალი იარაღები და ოდნავ შეცვლილი მექანიკა მარა რაც ეკრანზე ხდება იმას 30 პროცენტიტაც ვერ პასუხობს უშუალოდ გეიმფლეი. ვარდები რაღაც სასწაულ ექშენში და სამი კნოფკის დასმვით ისე გამოდიხარ სიტუაციიდან ვერც ხვდები რო რამე მოხდა, მაგრად ტეხავს. ცოტა მოგვიანებით სიძნელესთან ერთად უფრო იზრდება სკილზე მოთხოვნილება, მარა ინტერესს მაინც არ გაძლევს, მაინც უაზროდ გეჩვენება შენი თამაშში მონაწილეობა. არვიცი ჯერჯერობით ესეთი შეხედულება მაქ და თუ გავაგრძელე მერე კიდე დავწერ.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

God of War III

Unread post#22 » 03 Aug 2013 11:49

რთულზე ჩართე თუ გიადვილდება, Devil May Cry-ის ნაირ ჰარდკორს ვერ ნახავ მანდ, მაგრამ სხვა სლეშერებზე ბევრად კარგად არის შესრულებული. მხატვრულ ღირებულებას როგორც თამაში არ წარმოადგენს, პოპ კორნ თამაშია, მაგრამ გუნდის ნამუშევარი და შესრულების დონე დავუფასე მე დეველოპერებს. ყველა დეტალი იმდენად კარგად დამუშავებული და ინოვაციურია ტექნიკური თუ რეჟისორული კუთხით რომ სხვა სლეშერები რაც ვნახე ბოლოს 10 წლის წინანდელი თამაშის შთაბეჭდილებას ტოვებენ.

თან რომ ვიცი მასეთი პოლიშის მიღწევა რამდენ შრომასთან არის დაკავშირებული და რამდენი სიძნელის გადალახვასთან. 'პროსტა კრასივაია კარტინკა ნეტ დუში' კუთხით ვეღარ ვუყურებ.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

God of War III

Unread post#23 » 03 Aug 2013 12:00

მესამე არ ვიცი და პირველის და მეორეს შესრულება ძალიან მომწონს
სთორი ხუინაა, პერსონაჟები სხვადასხვა ეპოქიდან ჩაყრილია ერთ სეთინგში, რაღაც ტუპოი სერიალის ტუპოი სთორია მარა ეს არ ყოფფილა ის რაც მომეწონა.
ლოკაციები, ატმოსფერო, მუსიკა, კარგად შესრულებული ლეველ დიზაინი, პატარ-პატარა თავსატეხები რაც action-ისგან გასვენებდა და ატმოსფეროთი ტკბობის საშუალებას გაძლევდა. ეს ყველაფერია ის რითიც დავაფასე. თან რასაც ქვია ის ბერძნული გარემო გამიცოცხლეს თავისი სილამაზით და უცნაურობებით რაც ძალიან მიყვარს, სხვადასხვა გმირების ტრაგიზმი, ეპიკურობა, დაუნდობლობა ერთ კრატოსში გააერთიანეს, მართალია ბოლოს ის გმირები დაახოცინეს მარა ერთ თამაშად ღირდა ნამდვილად ))
იმის მიუხედავად რო პოპკორნ თამაშების მიმართ ძალიან დიდი ანტიპათია მაქვს, God of War მაინც მაღალი დონეა ჩემი აზრით, უფრო მეტია ვიდრე პოპკორნი, ყოველშემთხვევაში რომლებიც ვიცი.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

God of War III

Unread post#24 » 03 Aug 2013 12:17

რთულზე ჩართე თუ გიადვილდება, Devil May Cry-ის ნაირ ჰარდკორს ვერ ნახავ მანდ, მაგრამ სხვა სლეშერებზე ბევრად კარგად არის შესრულებული.

სიძნელეზე არ მილაპარაკია მე, გეიმფლეიზე ვთქვი რომელიც ძალიან უმნიშვნელოთ არი შეცვლილი. ისეთი მარტივი მექანიკააქ რო ყველანაირი ეპიკური მოვლენა მოთამაშეს პროსტა მაყურებლად აქცევს და არა მონაწილეთ. რამდენი წელია GOW-ს ვთამაშობ და ზუსტად იგივე პრინციპზე დგას (სამ კნოფკიანი კომბატი და ქვიქთაიმევენთები). ვიზუალი ნამდვილად კარგიაქვს, მაგრამ როგორც თამაში არაფერი ახალი და საინტერესო აქ არ არი.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

God of War III

Unread post#25 » 03 Aug 2013 12:35

კი მართალი ხარ. გეიმპლეი იგივეა, პროსტა დააპგრეიდებული ეპიკურობის და მაშტაბების მხრივ. + ბოსების ცემის და გასაზიზღრების სცენები მოშნად გააუმჯობესეს. მარა იგივე თამაშია, პროსტა ვერსია 3.0

ჩემთვის არ შეუშლია ხელი მაგას, იმდენად ცოტა არის ხოლმე რეალური ინოვაცია გეიმპლეიში აღარც ველი ხოლმე სამწუხაროდ, მაქსიმუმი რაც ხდება სხვანაირად არის შეფუთული ხოლმე იგივე მექანიკები.

მაგაზე ვფიქრობდი ბოლო დროს სხვათაშორის, და ისეთ დასკვნამდე მივედი რომ ან ძალით ან შემთხვევით არასტანდარტულ სიტუაციაში უნდა ჩაიგდო თავი, რამდენიმე ცუდი გადაწყვეტილება მიიღო თავიდან რომ გაპოლიშებულ და გაკვალულ გზას აცდე და ახალ ტერიტორიაზე ააღმოჩნდე, სადაც ახალ წესებთან მოგიწევს ადაპტაცია. სხვა გზით მიღებული ინოვაცია მაინც უბრალოდ ახალ ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული და იმდენად საინტერესო არ არის და ახალი. (ვგულისხმობ სუფთა გეიმპლეის მხრიდან, და არა სიუჯეტი, სეტინგი და ა.შ)

ეხა ძალიან დიდი მუღამი მაქ რომ რაც მაკლია სკილები ამოვქაჩო და მერე ეგეთი ექსპერიმენტული თამაში გავაკეთო.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

God of War III

Unread post#26 » 03 Aug 2013 12:58

თვითონ იარაღების დააფგრეიდების მექანიზმი არ მომწონს მაგრად. ანუ უნდა აირჩიო რაღაც უშუალოთ შენთვის საინტერესო იარაღი და ის უნდა ანვითარო, მაგრამ ყველა სახის იარაღს ააქ რაღაც სპეციფიური გამოყენების სიტუაცია და ეგ ქმნის გაუგებრობას. ანუ არიცი რომელი განავითარო და რომელი გამოგადგება იმიტორო ყველა გამოსადეგია სხვადასხვა სიტუაციაში. შეგიძლია ყველა ანვითარო, მარა ბოლომდე შეილება ვერ აწიო სკილი და ეგ უკვე სხვა დონის ნიხვატკაში გტოვებს. ლიჩნა ჩემი აზრით ზედმეტი თავის ტკივილია. ეს ისეთი თამაში არაა რო თავიდან დაიწყო რაღაც სხვა იარაღის ინტერესის გამო, ამიტო რა გამოდის? ანუ დეველოპერები ქმნიან საკაიფო გეიმფლეის რომელის სრულ პოტენციალსაც მოთამაშე ვერასდროს ვერ ნახავს? (თუ რამდენჯერმე არ დახურა სხვადასხვანაირათ თამაში). და ვინც ამას ვერ ნახულოს ის ბანალურათ ნიხვატკაში რჩება (რათქმაუნდა თუ გეიმფლეის მუღამით თამაშობს და არა სპეცეფექტების). და რაშია ეს იდიოტური სისტემა ვაფშე საჭირო? ვითო რამე RPG FEEl-ს გაძლევს? ნიხუია.. მე იმენა სუ იმის განცდამაქ რო რაღაც არა გააზრებულად გავანვითარე და შეილება მერე გავიჭედო მაგ ნაბიჯის გამო (და გავიფუჭო შთაბეჭდილება).

ამიტო რას ვშვრები ხოლმე? ვიღებ და ვანვითარებ პირველ იარაღს ბოლომდე და რახდება მერე? ყველა ნაწილში ამ ჩემისას ზუსტად ერთნაირი პრიომები ეხსნება და გამოდის რო წლების განმავლობაში ვთამაშობ ერთიდაიგივეს ))) იცვლება ანტურაჟი, იცვლება გრაფიკა, ეფექტები მარა აზრი? )) შთაბეჭდილება იგივე რჩება ჩისტა თამაშისგან

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

God of War III

Unread post#27 » 03 Aug 2013 13:07

როგორი პონტია იცი, პერსონაჟის პროგრესიის სისტემა საჭიროა.
სტატიური პერსონაჟი ყოველთვის მოსაწყენია, ეს ეხება როგორც მის ხასიათს და მსოფლმხედველობას, ისე მის გარეგნობას და ბრძოლის სისტემას.

მანდ რეალური იარაღი რაზეც არის აწყობილი თამაში არის ეგ პირველი, ქაოსის ხმლები. მათი განვითარება იძლევა საშუალებას რომ რამდენიმე ეტაპად დაყო თამაში და სიძნელე და ტემპი აკონტროლო, ასევე ახალი დარტყმები და უფრო კომპლექსური კომბოები ასწავლო მოთამაშეს ეტაპობრივად.
დანარჩენი იარაღები ბუტაფორიაა როგორც უმეტეს თამაშებში, ძალიან ცოტა თამაშებშია აპგრეიდები მართლა გამოსადეგი და ერთმანეთთან კარგად შერწყმული.

ანუ კი ცუდად არის გაკეთებული, მარა რაღაც ფორმით პერსონაჟის განვირება საჭიროა აბსოლუტურად ყველა თამაშში.
(pistol, shotgun, rifle, sniper)(iron sword, steel sword, mithril sword)(swing, double swing, jump attack, roll attack)
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

God of War III

Unread post#28 » 26 Jul 2014 06:03

დავხურე და მოკლედ დავწერ ჩემ აზრსაც, მართალია გვიან მომიწია დახურვა მარა მაინც.
დავიწყებ იმით რო ვინაიდან ეს სერიები დაფუძნებულია ბერძნულ მითოლოგიაზე და ბევრი კარგი რამე აქვთ აღებული, მაინც ჰოლივუდურ სტილში შესრულებულ fanfiction-ს გავს და რაღაც ალტერნატიულ ბერძნული მითოსის სეთინგს უფრო გადმოსცემს. მოკლედ შემქმნელებმა ყველაფერი აიღეს სხვადასხვა ეპოქებიდან და ერთად ჩაყარეს. თუმცა ეს თავდაპირველი მოცემულობაა რაც წინასწარ უნდა იცოდე როცა სერიების თამაშს იწყებ და რომელმაც ჩემი აზრით გაღიზიანება არ უნდა გამოიწვიოს მითოლოგიის მოყვარულებში.

მოკლედ პირველი და მეორე სერია საკმაოდ დადებითად დამამახსოვრდა, რა თქმა უნდა რაღაც შედევრების დონეზე არასდროს ამიყვანია მარა როცა სლეშერი გაჯერებულია კარგი და სახალისო puzzle-ებით, ლამაზი, განსხვავებული და მრავალფეროვანი ლოკაციებით რომელიც კარგად გადმოსცემს ძველ ბერძნულ ატმოსფეროს და ინტერესში გაგდებს თავისი ეგზოტიკურობით - ეს უკვე ბევრს ნიშნავს, თანაც ჩანს რო გემოვნებით შესრულებულია. მოკლედ პირველი ორი ნაწილი დამამახსოვრდა კარგი გეიმფლეით, ლამაზი ლოკაციებით და რაც მთავარია თავგასავლის შეგრძნებით რომელიც ყოველ წამს იგრძნობოდა. ამ ორი ნაწილით საკმაოდ კარგი მიდგომა და შესრულება დავინახე.

რაც შეეხება მესამე სერიას, აქ უკვე იმედი გამიცრუვდა უმეტეს ასპექტში. არ მომეწონა ლოკაციები - უმეტესი ნაწილი მიწის ქვეშ ან გაუგებარ ადგილებში ვითარდება რომელიც ვეღარ გადმოსცემს იმ ატმოსფეროს რასაც ძველები. ხშირი იყო ერთი და იგივე ადგილას დაბრუნებები რაც უკვე ახალს ვერაფერს მატებდა და მასშტაბურობის შეგრძნებას ძალიან ამცირებდა, ერთი სიტყვით ერთფეროვანი და uninspired მომეჩვენა. მთელი აქცენტი იყო სიუჟეტზე, რომელიც ნამდვილად არ არის სერიების პლუსი და რაც ყველაზე ძალიან დამაკლდა, ეს იყო თავგადასავლის შეგრძნება. ამ შეგრძნებას კი წინა სერიებში განსხვავებული ლოკაციები და მთხრობელი მაძლევდა. ასევე პერსონაჟები ვფიქრობ ბევრად ამოვარდნილი იყო ვიდრე წინა სერიებში, ჰადესი, ჰერმესი და ჰერაკლე საერთოდ სირცხვილია imho. ასევე პანდორას როლი და კრატოსთან ურთიერთობა რაღაც გაუგებარი და pathetic მომეჩვენა. ერთადერთი გამორჩეული და კარგი, ეს იყო boss fight-ები, რის საშუალებასაც უკვე PS3 იძლეოდა წინებისგან განსხვებით, აქ ნამდვილად კმაყოფილი დავრჩი. გეიმფლეის რაც შეეხება ეს ისევ ძველი კარგი გეიმფლეია, იმის მიუხედავად რო ინტენსიური და ღრმა კომბო სისტემით არასდროს გამოირჩეოდა ეს სერიები, მაინც ასრულებდა თავისი სიმარტივით და მონსტრების მრავალფეროვნებით თავის საქმეს და აქაც იგივე გააგრძელა. თუმცა ეს ყველაფერი ბევრად მიმზიდველად მეჩვენებოდა საინტერესო ლოკაციებში ლამაზი ბექგრაუნდების ფონზე.

დასრულებისთანავე Ghost of Sparta დავიწყე და პირველივე წუთებიდან იგრნძობა თავგადასავლის შეგრძნება, ეჭვი მაქვს აქაც პირველის და მეორის მსგავსად რამდენიმე განსხვავებულ ლოკციაში მომახვედრებენ და იმედი მაქვს ამჯერად მაინც ამოვიღებ იმას რის გამოც მესამე დავხურე.
edit
დავხურე Ghost of Sparta-ც და ბევრად გამისწორდა, ძალიან საინტერესო ლოკაციები ქონდა და ბოლომდე გამყვა ინტერესი ვერ გავჩერდი, ბრძოლებიც არ მომბეზრებია, თან სწორხაზოვანი იყო და მსუბუქად წავიდა. საკმაოდ მრავალფეროვანი მოგზაურობა გამოვიდა და ატმოსფერო საერთოდ არ გაფუჭებულა დაბალი ხარისხის ტექსტურების მიხუედავად. ფინალი მომეწონა, სერიებში ბევრი მსგავსი მომენტი რო ყოფილიყო ბევრად მოუხდებოდა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: God of War III

Unread post#29 » 11 Apr 2017 14:45

2013-ში მაქ პოსტი დაწერილი. აღარმახსოვს მაშინ რატო დავდროფე, მარა ეხა დავიწყე ისევ. სადღაც 75% ვიყავი და ლეველ დიზაინში გაპარულ ნახევრად ბაგზე გავიჭედე, აი 20 ჯერ რო უნდა ცადო და ერთი რო გიმართლებს ადგილზე. რეიჯქვით, დელეით. პროსტა ერთი ორი თვის მერე, ფაილების გასუფთავებისას სეივი რო ვნახე დამენანა წაშლა, ისევ ჩავწერე და როგორც იქნა დავხურე.

მთელი აქცენტი იყო სიუჟეტზე, რომელიც ნამდვილად არ არის სერიების პლუსი და რაც ყველაზე ძალიან დამაკლდა, ეს იყო თავგადასავლის შეგრძნება. ამ შეგრძნებას კი წინა სერიებში განსხვავებული ლოკაციები და მთხრობელი მაძლევდა.


+1. იარაღების განვითარებაზე რაც ზევით მიწერია მაგარი სისულელეა, იმიტო რო ბოლოს იმდენი XP გაქ ყველაზე გყოფნის. მარა ძველ სერიებთან შედარებით ლოკაციების უმეტესობა უსახურია. კი ტიტანებზე ცოცხვა ეფექტურიც არი და ლამაზიც, პროსტა მაგის მერე 60 70% სად დარბიხარ ვერ ხვდები. ფაზლები ისეთ ოთახებშია გაკეთებული რო თვითონ ოთახი არანაირ აზრობრივ, ან ვიზუალურ ლოგიკას არ ერგება - 50 კვადრატული მეტრი და შუაში პატარა რიჩაგი... მაგრად არღვევს გარემოს მუღამს. იდეაში სიუჟეტის ბრალია. მთელი თამაში ოლიმპზე მიძვრები და გარედან თუ მეტნაკლებათ საინტერესოა, შიგნით აშკარად ვერ დაამუღამეს რა უნდა ყოფილიყო.

სიძლენე რთული გაუშვი და ჩელენჯის დონე მომწონა. მექანიკის კარგად ათვისებას გაიძულებს და ზედმეტი არ მოსდის. კომბატის 4 სრულფასოვანი სტილი, ბოლო DMC პონტში, ტოჟე ასწორებს. პროსტა სფეშალ სკილები ვერ ქაჩავს, განსაკუთრებით ჩქარი სირბილი. ცვეტში არაფერში არ გჭირდება.

ანუ მთლიანობაში მაინც მომწონა, განსკუთრებით ენდინგი. ლოგიკურ წერტილს უსვავს მთელ ისტორიას და ღირსეულად მთავრდება.

Riddick
Posts: 11696

Re: God of War III

Unread post#30 » 22 Apr 2017 01:26

სქრინები
http://i.imgur.com/AN7uXhP.png ოლიმპი გარედან თითქმის სუ მსგავს შარშია
http://i.imgur.com/JHGkEmW.png შიგნითაც არი სამახსოვრო მომენტები
http://i.imgur.com/dfUeMWx.png
http://i.imgur.com/38LfSoC.png ამ ფრენის ეპიზოდებში ყველა სქრინი კაი გამოდის
http://i.imgur.com/Sc3Fsqk.png რეპერი ბრონქსიდან
http://i.imgur.com/W7hCtOD.png სექსები რეპერს არ შველის
http://i.imgur.com/1K7MH6t.png რეპერს კრონოსი უნდა
http://i.imgur.com/Q0TLkMp.png
http://i.imgur.com/y2hkN75.png კრონოსს სახში უნდა
http://i.imgur.com/j0nKYqq.png მარჯვენა ჰუკით გაოცებული ზევსი
http://i.imgur.com/z0mGxUZ.png აი ეს კუბიკები ვერაფრით ვერ ჩავწერე საერთო სურათში

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 79 guests


cron