Alan Wake, PC, X360

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Alan Wake

Unread post#141 » 25 Jul 2012 20:47

ჩემი აგრესიის დამაწყნარებელი ინფო აღმოვაჩინე ))
თამაშის რომელიღაც ბლოგზე მოცემული ინფორმაციის თანახმად, Alan Wake მეორე ნაწილზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა და იგი მალე ოფიციალურათ დაანონსდება. პოსტებს შორის მოცემული არის ეს სურათიც:

>>>

რომელიც, ბლოგის ინფოს თანახმათ, აღმოჩენილ იქნა ფეხსაცმლის ყუთში, პოემის ფურცლებთან ერთად.
ასევე 14 ივლისს Remedy-ის ოფიციალურ ტვიტერ გვერდზე, გამოჩნდა სემ ლეიკის სურათი, რომელშიც მას მაიკაზე "I am Awake" აწერია (ასევე ხელში უჭირავს ნაჯახი და თვალები თითქოს ფოტოშიფითააქ მოცილებული).

>>>

ხოლო ქვემოთ შეტყობინება: "ცოტახანში ფინლანდიაში ზამთარი დაიწყება. მაგარმ ჩვენ მზათვართ, საზაფხულო არდადაგებმა ხომ მშვენივრათ ჩაიარა". რას უნდა ნიშნავდეს მოცემული წინადადება გარდა იმისა, რომ თამაშის მეორე ნაწილის მოქმედებას თოვლში გადაიტანენ? აზზე არვარ.

User avatar
Ripster
Posts: 1854

Alan Wake

Unread post#142 » 18 May 2013 03:22

ახლა მოვრჩი american nightmareს
მომენატრა მეგონა იგივე დუხში მაინც იქნებოდა გაკეთებული თუ ატმოსფეროში არა რაც ორიგინალი მაგრამ
რა პოკერფეისითაც ახლა ვზივარ იგივეთი ვთამაშობდი მაგას
უაზრო, ნუდნი, მომაბეზრებელი, გამაღიზიანებელი, ერთფეროვანი
არ ვიცი კიდე რა ვუწოდო )) პროსტა ბოლომდე მივიყვანე რახან დავიწყე
ნეტა მეორე ნაწილი თუ გამოვა და როგორი იქნება :(
პირველი როცა მახსენდება თავისი რაღაცნაირად მყუდრო და გემრიელი ატმოსფეროთი ეგრევე გულში მითბება ხოლმე
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11696

Alan Wake

Unread post#143 » 18 May 2013 03:44

რავი იდეაში უნდა გამოვიდეს ისე მთავრდება ორიგინალი, მარა რაღაც ძაან სიჩუმეა.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Alan Wake

Unread post#144 » 04 Jul 2013 22:50

იდეა, სეთინგი, ატმოსფერო.. ალბათ ერთერი საუკეთესოა, თანაც Twin Peaks-ისგან არის თითქმის ყველაფერი აღებული და სხვა სთორილაინში შეფუთული)) დიდი ხანი ვიცდიდი რო ჩავჯდომოდი იმენა ხასიათზე და ისე მეთამაშა..
მთელი ინტერესით მოვეკიდე თავიდან ყველაფერს - პერსონაჟების ვიზუალი, გარემო, ლოკაციები, ატმოსფერო, მთელი ეს Twin Peaks რეფერენსები, მომაწვა იდეები და სერიოზულ ფიქრში ჩავერთე, მარა ყველაფერი შეიცვალა როცა ამ მთელ ატმოსფეროს, immersion-ს, მთელ ინტერესს მირღვევს ერთფეროვანი, უფარაჩკესად გაკეთებული აჩრდილები თავისი გახმოვანებით.. ერთფეროვანი გეიმფლეი რომელსაც გულისრევამდე მივყავარ.. დაჟე სწორხაზოვნებაზეც არ მაქ პრობლემა, უბრალოდ მე რისი განცდაც მინდოდა აიღეს და თვალწინ დამიჩეხეს, ბოლომდე აწამეს და წინ დამიგდეს მომაკვდავი და აფართხალებული.. ბევრად მერჩივნა ამხელა დაუმთავრებელ ტყეებში ambient ხმები ყოფილიყო, მემოგზაურა, თუნდაც პატარ-პატარა მოულოდნელობები, გაგრძელებულიყო პატარ-პატარა puzzle-ებით, ბოლომდე შევეთრიე ატმოსფეროს და არაფერი დაერღვიათ ჩემთვის მარა რაც მეზიზღება აიღეს ის შემტენეს..
ანალოგიური შემტენეს Tomb Raider-შიც და ძალიან ვინანე რო საერთოდ ვითამაშე.. მოკლედ არ ვიცი დავდროპავ ალბათ ამას ან დედის გინებით დავხურავ ;/
ერთი ნორმალური წესიერი adventure ვერ გააკეთეს ასეთ სეთინგში კაროჩე.. ვინმე Twin peaks-ის ფანი მაინც გამოჩნდეს ინდი დეველოპერი და დადოს სუფტა ატმოსფერული title ;/

>>>
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Alan Wake

Unread post#145 » 27 Mar 2015 22:58

თამაშის სუმარულმა გაყიდვების რაოდენობამ 4.5 მილიონ კოპიას მიაღწია
რის გამოც იმედს ვიტოვებ, რომ გაგრძელებას დააანონსებენ

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: Alan Wake

Unread post#146 » 03 Feb 2017 13:24

რატომღაც უცებ მომინდა ამის თამაში და ჩავუჯექი. პირველი წუთებიდანვე გამახსენდა როგორ მომწონდა ეს თამაში და რაღაც განსაკუთრებულად თბილად წამივიდა ეგრევე. ხუთი წელი გავიდა უკვე და უფრო კარგად გამოიკვეთა თავში რაღაცეები. მილიონი რეფერენსი, ისტერ ეგის პონტში შესრულებული ამბები ;დ ზოგადად მგონი ეს თამაში არის ყველაზე ეკლექტური თამაში რაც კი გამოსულა ასეთ 'დიდ' პროექტებში, თან ელემენტებს კრავს არა იმდენად ვიდეო თამაშებიდან, არამედ სხვა მედიუმებიდან. თამაშის პირველივე წინადადებაში სტივენ კინგს ახსენებენ და აი მააააართლა მგონია სტივენ კინგს რომ წიგნების მაგივრად ვიდეო თამაშების სცენარი ეწერა, ასეთ რამეს მივიღებდით ;დ ენდინგიც კი შეიძლება კლასიკურ კინგად მოიაზრო ;დ
სიუჟეტის მოწოდებაც იმენა კინგია ;დ რავიცი ასე ვხედავ მე და მაგრად მომწონს.
კინგის გარდა მილიონი რამ კიდე, ტვინ პიკსურობა ხო ბაზისია საერთოდ ამ თამაშის. ემერსონ ბრაზერსი გახსოვთ ვინმეს? მე არც არასოდეს დამვიწყებია ;დ Allman brothersია პარალელურ სამყაროში! ;დ ეს ვიკინგური სატყუარა რომ მოაშორო იმენა ეგ არის. ფერმაში სთეიჯი, ძველი დიდება და ამბები.
ზოგადად მაგ პერსონაჟებზე მიბმული ამბავი ძალიან მომწონს ;დ სიმღერაში ჩადებული მესიჯი და ამბები

საუნდის ამბავში რა მაგარი რამეა?! :3
საუნდტრეკები, ვეიქის მონოლოგები ვითომ წიგნს რომ გიკითხავს
ტიტრების დროს space oddity დაიწყო! ;დ

https://www.youtube.com/watch?v=zZiYFFDGoh0
ემერსონ ბრაზერსი :3

მგონია რომ ამ თამაშმა ის გააკეთა, რაც სერიალებში stranger thingsმა ქნა, ოღონდ ძალიან რეალურია ის, რომ მეორეს გამოუვიდა ამას კი ჩაეჯვა გლობალური თვალსაზრისით. სხვა სამყაროა ვიდეო თამაშები, კიდე ბევრ სხვა სიმს უნდა გამოკრა თითი რომ ააჟღერო მელოდია მთელი თავის ეშხით. ამის გარდა თავიც რომ არ მოვიტყუოთ, აუდიტორიაც სხვა არის.
რა არ გამოუვიდათ, ან გამოუვიდათ ცუდად, წინა პოსტებში წერია ბეეევრი ;დ

ეს აიპი ასე უაზროდ არ უნდა დამთავრებულიყო. სჭირდება მეორე ნაწილი და იმედი მაქვს დაადგამენ საშველს, ისედაც ისე გაწელეს როგორც არ უხდება. სადღაც წავიკითხე ვეძებთ სხვა მედიუმებს სადაც დავასრულებთ ალან ვეიქის ისტორიასო, ხოდა ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ვისაც ასეთი აზრი მოუვიდა თიმში, დილით სამსახურში წასვლის დროს მეცამეტე სართულიდან გადმოვარდნილი ტაფა გაუტეხს თავს და თან წაიღებს ამ უტრაკო იდეას.
დაიწყე და დაასრულე, ***ო!
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11696

Re: Alan Wake

Unread post#147 » 03 Feb 2017 22:36

მეც მიყვარს ალანა და დაახლოებით ვიცი რატომაც არ უყვარს ხალხს. პირველ რიგში მოლოდინი იყო ბევრად მეტის. მეორე მომენტი ისაა რო ენდინგი კი ტოვებს გაგრძელების მოთხოვნილებას, მარა მოთამაშეებმა უკვე თავიდან ვიცოდით რო არ ქონდა რემედის მეორე ნაწილის ტრაკი, თითონ ამბობდნენ მახსოვს რაღაცეებს. მესამე ის რო თვითონ ექშენ მექანიკა, ფანრის გამოყენებით, არ მოეწონა ბევრს და ნუ მათშორის მეც არ აღვფრთოვანებულვარ, მარა ნეგატიურადაც არ განვეწყვე. პროსტა მაქს პეინის მერე ფანრით ტიპების ხოცვა არაა ის რასაც შენგან ელოდებიან ალბათ. თამაში მიყვარს და ვფიქრობ რო თუ მასში მოცემული რომელიმე თემატიკა გევასება უნდა გქონდეს ნათამაშები.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 73 guests