Alan Wake, PC, X360

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა
Riddick
Posts: 11701

Alan Wake

Unread post#121 » 21 Feb 2012 02:09

ალბათ ბევრს აინტერესებდა გაამართლებდა თუ არა თამაში, პორტირებას (PC-ზე გადმოსვლას). როგორც ჩანს Remedy კმაყოფილია გაყიდვებით. თამაშს Steam ყოველკვირეულ ჩარტში პირველი ადგილი უჭირავს.

ყველანაირი ციფრების გამოცხადების გარეშე, სტუდიამ განაცხადა, რომ Alan Wake-მა მისი პორტირების დანახარჯები პირველივე 48 საათში ამოიღო. რაც ძალიან უხარიათ და დამატების, სახელად American Nightmare-ის პორტირებაზეც ალაპარაკდნენ. ხო ამ მეორემ, უკვე მოასწრო კონსოლებზე გამოსვლა და მისი პირველი შეფასებები დაახლოებით ესე გამოიყურება

Eurogamer - 7/10
Electronic Theatre - 84/100
IGN - 8/10
Joystiq - 4/5
Destructoid - 8.5/10

P.S. ვიღაცას არ ჯეროდა, თამაში თავიდან სენდბოქსი უნდა ყოფილიყოთქო, რო უთხარი.

User avatar
Ripster
Posts: 1855

Alan Wake

Unread post#122 » 03 Mar 2012 16:38

იტოგში....
დავხურე..... (ნუ უკვე დიდი ხანია დავხურე)
და სადღაც 3 - 4 ჯერ ჩავრთე ეს DLCები

გული არ მიმიწევდა იმენა
და ვგრძნობდი რომ იმასაც გააფუჭებდა რაც ახლა მაქვს ამ თამაშისადმი
ხოდა წავშალე :(

ძალიან უნამუსო ვარ ხო? :(
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

BoromiR
Posts: 638

Alan Wake

Unread post#123 » 03 Mar 2012 17:06

dafuq? ეგ dlc-ები - სტორის პირდაპირი კანონიკური გაგრძელებაა და ხიდის როლი ენიჭება Alan Wake 1 & Alan Wake 2 შორის.

User avatar
Ripster
Posts: 1855

Alan Wake

Unread post#124 » 03 Mar 2012 17:11

ასეც ვიცოდი რომ რაღაც მნიშვნელოვანს გამოვტოვებდი
მომიწევს მაშინ თავიდან გადმოწერა
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11701

Alan Wake

Unread post#125 » 05 Mar 2012 00:10

American Nightmare-ზე რო ვფიქრობდი, ბოლომდე ვერ ვხვდებოდი რისი თქმა უნდოდათ ავტორებს, მაგრამ რაღაც მომწონდა მსგავს ხედვაში. ვფიქრობდი, რომ დადებითად მოქმედი მალამო იქნებოდა ორიგინალის დაზარალებული რეპუტაციისთვის, მაგრამ ამასობაში ერთი პატარა რევიუ მაინც წავიკითხე რომელმაც მოცემული ხედვა, ჩემდა სამწუხაროდ, უარესისკენ შეცვალა.

რემედის ფორუმებზე, მოდერატორების მიერ Alan Wake 2-ის ნაადრევი ანონსის დასპოილერების შემდეგ, ამერიკული კოშმარის მთავარ ორიენტირებზე წავიდა საუბარი. როგირც ჩანს, ამჯერად შექმნის პროცესში მყოფი თამაშის შიგთავსი, ჩვეული მისტიური ნაწარმოებებით და წიგნებით აღარ "გამოტენილა". შემქმნელების ძირითადი შთამაგონებლი, ტარანტინოს From Dusk Till Dawn და Groundhog Day-ი იყო. ანუ ეს რასნიშნავს, რომ თამაში ჩვეული სეთინგის ღერძს მოწყდა და ნელნელა B-movie სტილისკენ გადაიხარა, "გაუთრეშა".

დამატებაში წარმოდგენილი ეპიზოდი, ორიგინალის დასასრულის შემდეგ, თამაშში მოცემული მისტიური სატელევიზიო პროგრამის Night Springs-ის ერთერთ სერიაში ვითარდება. ალანის მთავარი მოწინააღმდეგე, მისი ორეული მისტერ სკიპ ონია. რომელიც ალანს ატყვევებს, ხოლო თვითონ რეალობაში გადმოსვლას ცდილობს. კოშმარიდან გაქცევის ყველა მცდელობის კრახით დამთავრების შემდეგ, ალანი ხვდება, რომ მან სკიპის მიერ შექმნილი დროის ბორბალი უნდა დაანგრიოს, რის გასაკეთებლადაც მოცემული სერიის პირვანდელი სცენარის აღდგენა მოუწევს.

ეს ყველაფერი მშვენიერი იქნებოდა და ძალიან მესიამოვნებოდა, რომ არა ნეგატივი რაც შემდეგ დაიწყო. რამდენიმე ძირითად პრეტენზიას შორის, მთავარი მაინც სიუჟეტური სიცარიელე გახდა, რასაც გეიმფლეის დინამიკიდან ამოვარდნა და ცუდი ოსტები დაერთო თან. მაგრამ იყო პლიუსებიც, მაგალითად გრაფიკა, მოწინააღმდეგეების მრავალფეროვნება და საინტერესო Fight till dawn რეჟიმი.

მეტი რავთქვა, თუ PC ვერსია გამოვა მე მაინც ვითამაშებ, უბრალოდ ატმოსფერო მომეწონა და თან ამბობენ პირვანდელი ღია ტერიტორიებია ხელმისაწვდომიო. ნუ მთლიანობაში რათქმაუნდა საწყენია ნამდვილად. ესეც სადემონსტრაციო ვიდეო "ნაპასლედოკ":

>>>

XRaidenX
Posts: 15

Alan Wake

Unread post#126 » 24 Apr 2012 17:31

>>>
უფრო ადრე ვიდრე ველოდით.....

სტიმის რეგისტრში გაიპარა ინფორმაცია იმის შესახებ რომ Alan wake american nightmare უკვე ძალიან მალე დარელიზდება PC-ზე ეს შეიძლება ამავე ზაფხულში მოხდეს...Stay tuned for more!!

Source VG247.COM

Riddick
Posts: 11701

Alan Wake

Unread post#127 » 24 Apr 2012 23:55

რო გაემართლებინა, არამგონია ესე მალე გამოეშვათ.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Alan Wake

Unread post#128 » 24 Apr 2012 23:57

ძალიან კარგი, თუ გამოუშვებენ. ყიდვას არ ვაპირებდი. PC-ზე ერთი ღამე და ეგაა.
I won't miss.

User avatar
Ripster
Posts: 1855

Alan Wake

Unread post#129 » 25 Apr 2012 00:07

სხვა შეფასებები არ მინახავს მაგრამ
es მეტისმეტია მგონი
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

NoiZ
Posts: 315

Alan Wake

Unread post#130 » 08 May 2012 22:11

Steamზე 11 მაისამდე 50% სეილი აქვთ. შეგიძლიათ $8.99 USD იყიდოთ.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2100

Alan Wake

Unread post#131 » 08 May 2012 23:39

22-ში PC-ზე გამოდის American Nightmare
I won't miss.

Riddick
Posts: 11701

Alan Wake

Unread post#132 » 23 May 2012 05:16

Alan Wake’s American Nightmare-ის PC ვერსიის
გაყიდვა დაიწყება დღეს Steam-ზე 10% ფასდაკლებით

User avatar
Ripster
Posts: 1855

Alan Wake

Unread post#133 » 23 May 2012 12:32

კრეკიც გაიჩითა გუშინ

მაგრად მაინტერესებს :)
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Disturbed
Posts: 192

Alan Wake

Unread post#134 » 28 May 2012 23:29

მე დავიწყე თამაში.ჯერჯერობით საინტერესოა.Ost-ებს გამოვარჩევდი თამაშის საუკეთესო ასპექტებიდან.პირველი ნაწილიც საკმაოდ საინტერესო იყო.ამ ფორუმზე როგორც მახსოვს იყვნენ დაინტერესებული პირები ამ თამაშით.მიკვირს რომ არავინ არაფერს წერს.ვინმე თამაშობს უკვე American Nightmare-ს?

BoromiR
Posts: 638

Alan Wake

Unread post#135 » 29 May 2012 00:06

კი მე ვიყუმარე ცოტა მარა საკმაოდ დიდი თამაშია და ჯერ ვერ ჩავუჯექი. მაგრამ რომ ვთქვა გავგიჟდი თქო არა. პირველის სტორი უფრო ორიგინალური იყო. აქ სულ სროლებზეა აქცენტი მაინც. დაა-unlock-ე ეს იარაღი... დაა-unlocke-ე ეს item-ი და რავი რა. ისეთი მისტიური ატმოსფერო აღარაა. შიზოფრენიას უფრო გავს სტორი ;/

Riddick
Posts: 11701

Alan Wake

Unread post#136 » 04 Jul 2012 19:31

მოხიბლული ვარ თამაშის სილამაზით ))
>>> >>> >>>
ინტერესით ვთამაშობ, მარა ინგლისური მაინც ხელს მიშლის. სუბებს როცა ვერ ვასწრებ და ვხვდები რო მნიშვნელოვანი დეტალებია, ლამერულად ვასქრინშოტებ და ვკითხულობ )) სამაგიეროთ პრაბელები არ მაქ შინაარსში, ჯერ. ისე სენდბოქსის ელემენტები მაინც არი ამომძვრალი ბევრ მომენტში და ეგ ტეხავს (ცარიელი ტყის მონაკვეთები და მსგავსი). არადა სენდბოქს რო უფიქრდები 90% ადის მუღამის მაჩვენებელი, ვფიქრობ რო მაინც უნდა გაერისკათ. ჯერ მარტო გავლილ ტერიტორიებზე დაბრუნებას რამხელა ატმოსფერო მოაქ და დეტალურად ნაცნობ ქალაქში განვითარებული პოლტერგეისტი ვაფშე მაგარი იქნებოდა.
P.S. ჯიპით მოძრაობის ტური მომეწონა. რათქმაუნდა ეგრევე გამიფუჭდა და ფეხით მომიწია სირბილი. შემქმნელთან ხელჩაუკიდებელი თამაში რო ვიგრძენი მაგრად მესიამოვნა, სხვანაირი მუღამი იყო.

Riddick
Posts: 11701

Alan Wake

Unread post#137 » 10 Jul 2012 16:22

დავხურე მთავარი ექვსი ჩაპტერი. იმ ორს ალბათ დღეს გავივლი თუ დიდები არაა. პირველ რიგში გამისწორდა ჩემი მოთმინების ამბავი. აჟიოტაჟი რო მორჩება თამაშის გარშემო და მერე თუ ვიწყებ, ბევრად მეტ სიამოვნებას ვღებულობ ხოლმე. საერთოდ რაც გამოვიდა იმის მერე ვამტყუვნებ რემედის სენდბოქსზე უარის თქმის გამო, მაგრამ ეხა როცა ყველა დეტალი, ყველა დიალოგი და რეალობის ხედვა ერთად ვნახე ადვილათ მივხვდი რისი გაკეთება უნდოდა ლეიკს. ნასიამოვნები დამტოვა პერსონაჟების, ლოკაციების, წვრილმანი მოვლენებისადმი ყურადღებამ. ყველაფერს იმდენი ყურადღებააქ დათმობილი და ისეა გადმოცემული, რომ სიუჟეტის მთავარი ინტრიგის გარდა ზედმეტი კითხვა არაფერზე დაგიტოვოს. სცენარისტი არ გიმალავს არაფერს, მთელი თამაში თითქოს მხარში გიდგას და გეხმარება, გიხსნის და ცდილობს დაგანახოს რაღაც დიდი ტრამვის სახე, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში სიტყვებით ვერ ახსნი და პირდაპირაც ვერაფრით გადმოცემ. რანაირად უნდა მომწონებოდა მფრინავი ნახშირის ვაგონები? ან ტრაქტორი რომელიც ციდან თავზე გეცება? არ მომეწონებოდა, რო არა მისი სამყაროს შესაბამისად, ლოგიკური ახსნა და წარმომავლობა. სამყარო მთელი თამაშის განმავლობაში ერთ, მთლიანად შეკრული სიუჟეტის გადმოცემას ცდილობს და არა როგორც სხვა მრავალ თამაშში ხდება, რაიმე სანახაობრივი მოვლენა და მერე ამის გამართლება სცენარისტის მიერ. ზუსტად ეს მომეწონა. რეალობაა, ვეიკის წარმოსახვა, თუ ორივე ერთად + ტბის იდუმალებით მოცული ძალის ზემოქმედება, არააქ მნიშვნელობა. მთავარი ის არის, რომ გმირმა შეძლო თავის ცოლის გადარჩენა და არააქ არსებითი მნიშვნელობა იგი მის სულს დაეხმარა თუ ფიზიკური ადამიანს უშველა. მთავარია, რომ მან თავი გაწირა თავის სიყვარულითვის, თითონ კი გაუთავებელი სიბნელის ოკიანეში დარჩა. კი, უფრო სავარაუდოა, რომ თვითონ მოკლა ცოლი შეტევის დროს და მერე ცოდვით დამძიმებულმა რაიმე მსგავსი ნაწარმოები დაწერა, მარა ეგეც არ მტოვებს სიუჟეტურ ვაკუუმში. ეს მომენტი იყო კიდე საინტერესო, ვინ არი სრიპი რეალურათ? კიდევ ერთი მწერალი ვისაც "ტბა" თავის სიბნელეში შეიტყუებს, თუ სხვა მოთამაშე, ვინც ეხა იწყებს თამაშსს... რატოაქ სახეზე დებილი ღიმილი? იქნებ ალანის ის მეორე ნახევარია რომელის ბრალიც არი ეს ყველაფერი.. ბევრი ვარაუდი მაქ ამაზე და ამ მომენტმა ყველაზე მაგრად დამაინტერესა. ერთისიტყვით ვაგრძელებ ...

>>> >>> >>>
ეს ჩუვაკები შეგხვდათ ვინმეს?))
და ეს რაარი ვერმივხვდი ვერაფრით, რამდენიმე ადგილას შემხვდა.

BoromiR
Posts: 638

Alan Wake

Unread post#138 » 10 Jul 2012 22:36

საღოლ ბაჩო კარგად დაწერე.
მე ეპიზოდური ( სერიალისნაერი ) მიდგომა მომეწონა საშინლად.
previosly on alan wake და რამე.
ბევრ შენ შეკითხვაზე დამათებით ეპიზოდებშია პასუხები გაცემული.
ისე, გირჩევ თუ არ გინდა შთაბეჭდილება გაიფუჭო american nigthmare-ს არ გაეკარო.....
ეს ჩუვაკები შეგხვდათ ვინმეს?))

მეც შემხვდა. კარგი ისტერ ეგზია. სხვათაშორის კიდე ბევრი ღადაობებია დამალული მარა ისე არის დამალული დიდ ტერიტორიებზე რო აღარ მეყო ნერვები მაგათი ძებნა.
და ეს რაარი ვერმივხვდი ვერაფრით, რამდენიმე ადგილას შემხვდა.

ვა, ნეზნაიუ ნეზნაიუ. დავძებნი აბა და დავწერ.

NoiZ
Posts: 315

Alan Wake

Unread post#139 » 11 Jul 2012 07:02

riddick wrote:და ეს რაარი ვერმივხვდი ვერაფრით, რამდენიმე ადგილას შემხვდა.

QR code არის და alanwake.com/tag3 წერია. საიტზე აღარ არის ესეთი გვერდი. ხზ =დ

Riddick
Posts: 11701

Alan Wake

Unread post#140 » 24 Jul 2012 01:05

მაგრა გამიტყდა. გამიტყდა ოღონ არა თამაში, პირიქით, ორივე დამატებითი ეპიზოდი მომეწონა (განსაკუთრებით ბოლო), მარა ესეთი დებილი როგორ უნდა იყო რო თამაშის ბოლომდე გამოშვება ვერ შეძლო? გაღორდნენ და ღირსები არიან. როგორ, რო უშვებდნენ ვერ გათვალეს რა დაჯდებოდა ბოლომდე მიყვანა? ტიპები ადგნენ და დამატებების და გაყიდვების ხარჯზე მოსალოდნელი ფულის იმედით გააკეთეს ნახევარი თამაში ? მაგარად გამიტყდა რემედისგან ესეთი ხოდი. დაემთავრებინათ 6 ეპიზოდით... მშვენიერი გამოვიდოდა პირველი ნაწილისთვის. ეხა რაღაც მეორე ნაწილი დაიწყო თუ რისი გაკეთება უნდოდათ ამ ორი ჩაფტერით ვერ ვხვდები. მარტო ფინანსური თვალსაზრისით თუ გააკეთეს შე,,, ამათ .... ყველაზე მაგრა ის ტეხავს რო თვითონ თამაში არაფერ შუაში არაა და ისე უფუჭდება რეპუტაცია.
თითონ სიუჟეტს რაც შეეხება, კომის თეორია ყველაზე რეალურს გავს.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 105 guests


cron