American Nightmare-ზე რო ვფიქრობდი, ბოლომდე ვერ ვხვდებოდი რისი თქმა უნდოდათ ავტორებს, მაგრამ რაღაც მომწონდა მსგავს ხედვაში. ვფიქრობდი, რომ დადებითად მოქმედი მალამო იქნებოდა ორიგინალის დაზარალებული რეპუტაციისთვის, მაგრამ ამასობაში ერთი პატარა რევიუ მაინც წავიკითხე რომელმაც მოცემული ხედვა, ჩემდა სამწუხაროდ, უარესისკენ შეცვალა.
რემედის ფორუმებზე, მოდერატორების მიერ Alan Wake 2-ის ნაადრევი ანონსის დასპოილერების შემდეგ, ამერიკული კოშმარის მთავარ ორიენტირებზე წავიდა საუბარი. როგირც ჩანს, ამჯერად შექმნის პროცესში მყოფი თამაშის შიგთავსი, ჩვეული მისტიური ნაწარმოებებით და წიგნებით აღარ "გამოტენილა". შემქმნელების ძირითადი შთამაგონებლი, ტარანტინოს From Dusk Till Dawn და Groundhog Day-ი იყო. ანუ ეს რასნიშნავს, რომ თამაში ჩვეული სეთინგის ღერძს მოწყდა და ნელნელა B-movie სტილისკენ გადაიხარა, "გაუთრეშა".
დამატებაში წარმოდგენილი ეპიზოდი, ორიგინალის დასასრულის შემდეგ, თამაშში მოცემული მისტიური სატელევიზიო პროგრამის Night Springs-ის ერთერთ სერიაში ვითარდება. ალანის მთავარი მოწინააღმდეგე, მისი ორეული მისტერ სკიპ ონია. რომელიც ალანს ატყვევებს, ხოლო თვითონ რეალობაში გადმოსვლას ცდილობს. კოშმარიდან გაქცევის ყველა მცდელობის კრახით დამთავრების შემდეგ, ალანი ხვდება, რომ მან სკიპის მიერ შექმნილი დროის ბორბალი უნდა დაანგრიოს, რის გასაკეთებლადაც მოცემული სერიის პირვანდელი სცენარის აღდგენა მოუწევს.
ეს ყველაფერი მშვენიერი იქნებოდა და ძალიან მესიამოვნებოდა, რომ არა ნეგატივი რაც შემდეგ დაიწყო. რამდენიმე ძირითად პრეტენზიას შორის, მთავარი მაინც სიუჟეტური სიცარიელე გახდა, რასაც გეიმფლეის დინამიკიდან ამოვარდნა და ცუდი ოსტები დაერთო თან. მაგრამ იყო პლიუსებიც, მაგალითად გრაფიკა, მოწინააღმდეგეების მრავალფეროვნება და საინტერესო Fight till dawn რეჟიმი.
მეტი რავთქვა, თუ PC ვერსია გამოვა მე მაინც ვითამაშებ, უბრალოდ ატმოსფერო მომეწონა და თან ამბობენ პირვანდელი ღია ტერიტორიებია ხელმისაწვდომიო. ნუ მთლიანობაში რათქმაუნდა საწყენია ნამდვილად. ესეც სადემონსტრაციო ვიდეო "ნაპასლედოკ":
>>>