Red Dead Redemption, X360, PS3

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Red Dead Redemption

Unread post#1 » 30 Oct 2009 19:23

>>>

Red Dead Redemption-ის მოქმედება ვითარდება მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც ამერიკის ტერიტორია ჯერ კიდევ აუთვისებელი იყო, მასზე კი ბანდიტები მკვლელები და აფერისტები თარეშობდნენ. მოთამაშეს ჯონ მარსტონის როლის მორგება მოუწევს (John Marston) - სასტიკი კავბოი, კიდევ უფრო სასტიკი წარსულით. როგორც Red Dead Revolver-ში, ჩვენ გველოდება სასიკვდილო შეტაკებები, დევნა ცხენებით და ველური დასავლეთის საინტერესო სამყაროს შესწავლა.

იმის მიუხედავად, რომ თამაში ძალიან კარგად გამოიყურება, გამომცემელი მაინც ძალიან ნერვიულობს მის წარმატებულ გაყიდვებთან დაკავშირებით. საქმე კი იმაშია, რომ თამაშის შექმნის პროცესი, აგერ უკვე 6 წელია რაც მიმდინარეობს, მასზე ამ პერიოდში კი იმდენი ფული იქნა დახარჯული, რომ ამ თანხის უკან ამოუღებლობა შესაძლოა კატასტროფად იქცეს კომპანიისთვის.

იგივე წყაროს მტკიცებით, იმისთვის, რომ Red Dead Redemption-ი წარმატებულად ჩაითვალოს და მასში ჩადებული ფული ანაზღაურებული იქნას, საჭიროა, რომ მისმა გაყუდვებმა 5 მილიონ კოპის მიახწიოს.

ეს კი 5 ფაქტორი, რის გამოც Red Dead Redemption საუკეთესო Open World Game გახდება.

5. ველური დასავლეთი
ჩვენ ვნახეთ ფუტურისტული უტოპიები, ქალაქების ნანგრევები და ვისეირნეთ ტროპიკულ სამოთხეებში - ახლა კი რაღაც ახალის დრო დადგა, რა შეილება იყოს ველურ დასავლეთზე უკეთესი? რომელ პატარას არ უაცნებია კავბოობაზე? Rockstar Games საბავშო ფანტაზიაში ცხოვრების შანს მოგვცემს.

4. კარგი, ცუდი და მამაცი
Red Dead Redemption-ში საშუალება გექნებათ ითამაშოთ ისე როგორც მოგწონთ. თამაშში მოცემულია რეპუტაციის სიტემა რომელიც ზუსტად განსაზღვრავს თქვენს პერსონაჟს და თამაშის სტილს. თქვენ შეგიძლიათ იყოთ გმირი, დაიცვათ წესები და ასევე შეგიძლიათ იყოთ არამზადა, დაარღვიოთ ეს წესები. მაგალითად, დაეხმაროთ მაცხოვრებლებს გაქცეული ბანდიტების დაჭერაში, ან პირიქით თქვენი დახმარებით გააქციოთ ისინი ციხიდან, არჩევანი თქვენზეა.

3. მინი-თამაშები
მოცემული ტიპის რომელი თამაში ჩაითვლება მინი-თამაშების გარეშე დამთავრებულად? Red Dead Redemption თქვენ ბევრ ალტერნატიულ გასართობ გზას შემოგთავაზებთ, მათი მრავალფეროვნებით სიუჟეტი მაქსმიმალურად იქნება გაჯერებული. თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ სალონში და რთული შრომით მოპოვებული ოქრო ბოლო მონეტამდე იქ დატოვოთ, ან შეეჯიბროთ მაცხოვრებლებს რაიმე სხვა სახის აზარტულ თამაშებში.

2. ხარისხი
Rockstar Games-ს აქვს რეპუტაცია იმ კომპანიის, რომელსაც გაკვირვება შეუძლია და ამის გასაკეთებლად იგი ძალას არასდროს იშურებდა. თამაშის ყველა ის ასპექტი რაც მე ვნახე, ბზინვარებამდე იყო მიყვანილი.

1. ეპიკური მულტიფლეიერი
ახლა კი იმის მთავარი მიზეზი, რატომაც RDR შესაძლოა რო ჟანრის ლიდერი გახსეს - ახალი და ინოვაციური კოოპერატიული სისტემის გამოყენების გზები. მულტიფლეიერის ლობი წარმოადგენს მთელ თამაშის სამყაროს, სადაც 16 კაციან დაჯგუფებას თავისუფლად შეულია გადაადგილება (მისი სახელიც კი მსგავსია, თავისუფალი გადაადგილება). თქვენ შეგილიათ გაწევრიანდეთ 8 კაციან ჯგუფში, ან იყოთ მარტოხელა მგელი, სადაც ყველა თქვენი მოქმედება მხოლოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული. გახდით კეთილმოსურნე და დაეხმარეთ მაცხოვრებლებს, ან პირიქით გახდით ბანდიტი და დაარღვიეთ კანონი.

Newtype
Posts: 96

Red Dead Redemption

Unread post#2 » 17 Nov 2009 10:02

"Land of oppurtunity"

გადაკვდნენ ამ ფრაზას Rockstar Games-ში GTAIV-ის შემდეგ.

BoromiR
Posts: 638

Red Dead Redemption

Unread post#3 » 30 Jan 2010 15:44

ბაჩი ფული მომე და სონი3ზე ვიყიდი და გათამაშებ.

Riddick
Posts: 11696

Red Dead Redemption

Unread post#4 » 20 May 2010 20:13

როგორც გაირკვა, თამაშის შექმნაზე Rockstar Games-მა დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დახარჯა =)

Riddick
Posts: 11696

Red Dead Redemption

Unread post#5 » 01 Jun 2010 01:41

Rockstar'ის თითქმის ყველა Open World თამაშზე დადის ხოლმე გარკვეული ჭორები იდუმალ ცხოველებთან დაკავშირებით, რომლებიც სამყაროს გარკვეულ წერტილებში გვხვდებიან. GTA San Andreas'ში თოვლის კაცი იყო (პირველად მესმის), GTA IV'ში ადამიანი-ვირთხა, ახლა კი როგორც ჩანს Red Dead Redemption'ის ჯერი დადგა. reddead.net'ის ერთ-ერთი მომხმარებლის თქმით მან Red Dead Redemtion'ის სამყაროში მაქცია იპოვა O_o. შეგიძლიათ შეაფასოთ:

>>> >>>

DaNTeX
Posts: 41

Red Dead Redemption

Unread post#6 » 06 Jul 2010 07:45

არცერთ კონსოლის თამაშს ასე არ გავუგიჟებივარ

ძალიან მინდა და იმედი მაქვს რომ პორტირებია მოხდება - _ -

როკსტარი გვიყვარს : D

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Red Dead Redemption

Unread post#7 » 08 Jul 2010 17:29

აუ სისხლში მიდის იმენა პირდაპი, ტანსაცმელი მინდა მაგ სტილში და რევოლვერი.
ვესტერნის მუღამიც აქ, rpg-ს მუღამიც, მისიებიც მაგარი ჩანს.
კოიოტი რო გავატყავე გასისხლული დანით :D აჰჰ გოთიკა გამახსენდა მაშინ როგორ მინდოდა რომ გატყავება ანიმირებული ყოფილიყო ^_^ xD
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Red Dead Redemption

Unread post#8 » 08 Jul 2010 19:25

ჯერ მარტო გატყავებას დეტალის სტატუსი აქვს თამაშში და რა შთაბეჭდილება მოახდინა, კიდევ ბევრი რამით გაგაოცებს.

ენდინგიც მაგარია.

ყოველთვის მინდოდა სრულფასოვანი და შესაფერისი თამაში გამოსულიყო ველური დასავლეთის სტილს ზუსტად რომ მოერგებოდა ისეთი, ხოდა აგერ როქმა 'ცოტა' კი მალოდინა, მაგრამ ნამდვილად ღირდა, და გამოუშვა ეს.
მარტო ამ თამაშის გამოც შეიძლება ითქვას - Rockstar Rocks!
I won't miss.

Riddick
Posts: 11696

Red Dead Redemption

Unread post#9 » 18 Jul 2010 20:23


Riddick
Posts: 11696

Red Dead Redemption

Unread post#10 » 21 Jul 2010 00:10

ექვსმა დანიელმა გეიმერმა Red Dead Redemption'ის მსოფლიო რეკორდი დაამყარა -
მათ RDR განუწყვეტლივ 50 საათის განმავლობაში ითამაშეს. რეკორდი გეიმერთა
ყოველწლიურ რეკორდების წიგნში იქნება გამოქვეყნებული,
ხოლო მოთამაშეები პრიზის სახით $1300 მიიღებენ

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Red Dead Redemption

Unread post#11 » 21 Jul 2010 10:37

ვახ ბლიად, ესენი რეკორდში შეყავთ და ფულს უხდიან მე კიდე 1 დღით მეტი მითამაშია :evil smiley:
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Red Dead Redemption

Unread post#12 » 21 Jul 2010 18:50

კაი ეხა ნუ ატრაკებ ხოლმე ))) ესენი ადგილზე გარშოკზე ჯ**ნენ ისე თამაშობდნენ და შენ? =))))

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Red Dead Redemption

Unread post#13 » 21 Jul 2010 19:07

გადაბმულად 13 საათი მაქვს ეს ნათამაშები, სხვა 50 არა მარა 1 დღე-ღამე კი მითამაშია.
I won't miss.

Newtype
Posts: 96

Red Dead Redemption

Unread post#14 » 05 Aug 2010 15:04

დადის ხმები,რომ Tall Trees ტყის ჩრდილოეთ ნაწილას,დათოვლილ მონაკვეთში,ბინადრობს მაქცია.ხმებს თუ დავუჯერებთ,მაქციას სავსე მთვარისას შეიძლება გადაეყარო.ე.წ მაქცია ვითომ სამვარსკვლავიან ცხენებზე რამოდენიმეჯერ უფრო სწრაფია,ერთი დარტყმით გკლავს ცხენიანად და საოცარი გამძლეობა აქვს.არსებობს ორი ბუნდოვანი სურათი,აქედან ერთი ფოტოშოპად გამომჟღავნდა.

უფრო მეტად შესაძლებელია რომ ეს მაქცია გამონაგონია ინტერნეტში ხალხის გასაოცებლად ან უბრალოდ ტექსტურული ან AI გლიჩი,როგორც ვირქალა,მფრინავი ხალხი ან პუმამენი.

მაგრამ შესანიშნავი იქნება,თუ Rockstar-ელებმა გაითვალისწინეს ეს და მომავალ Undead Nightmare გადმოსაწერ კონტენტში ეს ლეგენდარული მაქცია ჩატენონ.

Riddick
Posts: 11696

Red Dead Redemption

Unread post#15 » 06 Aug 2010 06:43

აგერაა ეს ინფო, მეც მაგრად დამაინტერესა თავიდან რო გავიგე.

Newtype
Posts: 96

Red Dead Redemption

Unread post#16 » 06 Aug 2010 11:53

კიდევ ბიგფუტი ნახეს ზოგიერთებმა(San Andreas-შიც იყო ვითომ ეგ ბიგფუტი,მაგრამ ვერავინ ვერ იპოვა).

ასევე ნანახია ფენიქსი(ან ტყუილი ან გლიჩი),ჩუპაკაბრა(ტყუილი მგონია),მექსიკელი ზომბი(მგონი მაგის ვიდეოც ვნახე და გლიჩია) დფა რაღათქმაუნდა მოჩვენებები ტამბლვიდში.

ახლა კი 1-2 სახელგანთქმული გლიჩი:
მფრინავი ხალხი

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Red Dead Redemption

Unread post#17 » 21 Sep 2010 21:33

ახლა აღმოვაჩინე ბოლო განძი
ზოგიერთმა ძაან მაწვალა
სამაგიეროდ, ზეპირად ვიცი ახლა რუკა :D
I won't miss.

Hexblade
Posts: 103

Red Dead Redemption

Unread post#18 » 14 Oct 2010 00:36

>>>

ახალი trailer-ი Undead Nightmare DLC-სი სადაც ზომბები და სხვა მისტიური არსებები გაიჩითება, მე მომეწონა, 10$ ეღირება, რავი ღირს ალბათ, კაი რამე ჩანს :D

User avatar
Tom Clancy
Posts: 2099

Red Dead Redemption

Unread post#19 » 14 Oct 2010 13:31

მე არ მომწონს :D
თვითონ რედის მუღამს დამიკარგავს ეგ პაკი VV
I won't miss.

Riddick
Posts: 11696

Red Dead Redemption

Unread post#20 » 24 Oct 2010 20:50

>>>
რატო უშვებიან თამაშს თავზე არ მესმის, მარა იმედია კაი გასართობი მაინც იქნება...

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 149 guests


cron