Red Dead Redemption, X360, PS3

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Girei
Posts: 12

Red Dead Redemption

Unread post#41 » 21 May 2014 20:11

არაფერი არაა ახალი პორტზე? :შ

-------------------------

Riddick
Posts: 11696

Red Dead Redemption

Unread post#42 » 22 May 2014 03:26

ჯერჯერობით არაფერი (ესეთ მომენტებში როკსტარის გუნდში უნდა წარმოიდგინო თავი და უცებ ვხვდები რამდენად ღრმად და შინაარსიანათ კიდიათ პორტების თემა. წინა თაობის ორ კონსოლზე, ერთი თამაშის გამოშვებით საქართველოს და აზებაიჯანის საყიდელი ფული გააძრეს).

Riddick
Posts: 11696

Re: Red Dead Redemption

Unread post#43 » 28 Mar 2016 11:40

გუშინ "ცოტახანი ვითამაშებ" ფიქრით ჩავრთე დილის 7 საათამდე... )

Riddick
Posts: 11696

Re: Red Dead Redemption

Unread post#44 » 07 May 2016 13:45

თამაში 6 წლის წინ, ანუ 2010 გამოვიდა, მანამდე კიდე რამდენი ხანი იყო ანონსირებულის სტატუსით არ მახსოვს. დიდხანს ველოდე ერთი სიტყვით. და ამ წლების განმავლობაში მოლოდინი და ფანტაზია ძაან შორს წავიდა რეალობისგან. ეს როკსტარის წესების მიხედვით გაკეთებული საკმაოდ კარგი თამაშია, მაგრამ მე მაინც სხვა რაღაცას ველოდებოდი.
GTA3, Bully, GTA SA ეს ის თამაშებია რომლებიც უზომოდ მიყვარს. და რაც გიყვარს იმას კრიტიკულად უნდა უყურო. როკსტარის პროექტის ძირითადი ელემენტი ყოველთვის არის ძალადობა, მაგრამ სამწუხაროდ კარიკატურული და არა ისეთი როგორიც მაგალითად პირველ მაფიაში, დამაჯერებელი და სეთინგის შესაფერისი, ისეთი რომელიც რაღაცას მოგცემს. მახსოვს GTA5-ზე ვწერდი როგორ ამომაგდო ამ კონტენტის შევსების გამო მოცემულმა ხოცვა ჟლეტამ ატმოსფეროდან, კი ნამდვილად ეგრეა, როქსტარი არაა დრამატურგი დეველოპერების კომპანია და არასდროს ყოფილა. მარა ერთი ფეხით ხშირად შედიან ხოლმე მაგ თემაში და მაგრად გაასწორებდა, რომარა ცინიზმში და ხულიგნობაში დარჩენილი მეორე. კი, მათი იუმორი ძალიან ფასეულია, მაგრამ არი მომენტები, როდესაც კარგ "ნაწარმოებს" ორივე, სახალისოც და დრამატულიც, კარგი ხარისხის ჭირდება.
და აქ მოდის Red Dead Redemption რომლის მისიებიც ფერმაში იწყება და უნდა რო შეგიქმნას მოცემული სეთინგის განცდა. შემოდის ძროხის ფარის მწყემსვის მექანიკა, ლასოთი ცხენების დაჭერა, მოთვინიერება. რაც ძალიან გამიხარდა. მეგონა რო ბულის მსგავს სიტუაციაში მოვხვდი. ანუ თამაშში სადაც ხალხის ხოცვაზე ორიენტირებული მექანიკები არაა მთავარი და არსებობს სხვა სახის, ასევე მნიშვნელოვანი გეიმფლეი ელემენტები. ანუ მომენტები რომლებიც ყველაზე კარგად ქმნის ატმოსფეროს და თავგადასავლის შეგრძნებას. მაგრამ მორჩა ორი მისია და ნახევარი მექსიკა რო დამახოცინეს, თან ავტო აიმით, მივხვდი რო ისევ ვერ მიხვდნენ თავიანთი თამაშების რეალურ ფასეულობას და პოტენციალს. და კი, როგორც ბაევიკი ეს ყველაფერი ძალიან მაგარია, გავერთე, სიოამოვნებით მივედი ბოლომდე, მარა ბოლოს, როცა დრამა ჩარტეს, გრძნობებმა ვერ ამიტაცა )) იმიტო რო გმირმა ვერ დამაჯერა თავის პატიოსანი და კეთილი მრწამსის. ოჯახის დასაბრუნებლად ნახევარი ამერიკის დახოცვა, ძაან საინტერესოა. მაგრამ მთავარ სიუჟეტურ ხაზს თუ გავცდებით მერე უკვე იწყება ის, რის გამოც ღირს ამ თამაშის ნახვა. სახასიათო, კომიკური და ადამიანური პერსონაჟები. ულამაზესი სამყარო, რამდენიმე სხვადასხვა სტილის ერთმანეთთან შერწყმული უდაბნოს სახით. სადაც ცხენით ჯირითის დროს რაღაც სულიერი სიმშვიდე გეუფლება. კარგი იყო სროლა (ავტოაიმის მიუხედავათ), ცხენით ჯირითი, მინი თამაშების სახით წარმოდგენილი, აზარტული თამაშები. ყველაფერი საკაიფოდაა გაკეთებული. ზოგი საიდიც ძაან საინტერესო შემხვდა. უბრალოთ "ძროხების გამორეკვის მსგავსი მექანიკა" მეტი აღარ ყოფილა. არადა ეგ იყო მთავარი მუღამი. რო მეკეთებინა ის რასაც იმ დროინდელი ადამიანი აკეთებდა და არა ვესტერნის გმირი. Bully-ში ყოველ დღე გაკვეთილებზე დავდიოდი და მერე სასწაულ ისტორიებში ვყოფდი თავს. Shenmue-ში სამსახურში დავდიოდი და სახში დილას სახარჯ ფულს მაძლევდნენ, რომელსაც ვაგროვებდი რო რაღაც მეყიდა. პრობლემა რაზეც ვლაპარაკობ უკვე კარგად არი გამოკვეთილი. უბრალოდ მოვიდა იმის დრო, როცა რეალისტურობისკენ დაძრულ სათავგადასავლო ჟანრში ხოცვა ჟლეტვა ნელნელა უნდა შემცირდეს და ბოლოს დარჩეს მხოლოდ იმდენი, რამდენიც ამავე რეალობასთან მაქსიმალურად ახლოს იქნება. მე მჯერა, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია, მე მსგავსი განხრით წასული ინდუსტრია მაინტერესებს.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Red Dead Redemption

Unread post#45 » 07 May 2016 19:47

ყველაზე უაზრო და არასაჭირო მომენტია მთელ თამაშში რებელებს რო ხოცავ გეტლინგით. მაგის მერე დაეცა ჩემ თვალში მარსტონი და მოსპო ყველა სენტიმენტი რაც შეიძლება გამჩენოდა. ორ მხარეს მებრძოლი თავზე ხელაღებული სირის ოჯახი სულ სირზე მკიდია მეც, ეს ორ მხარეს ბრძოლა ერთადერთი მომენტია რის გარეშეც ვისურვებდი ამ თამაშს.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: Red Dead Redemption

Unread post#46 » 11 May 2016 06:27

მე ვითამაშე ჩისტა ჟურნალისტივით. ვჩქარობდი, გავიარე კომპანია და რაც ამ კოპანიაში ვნახე ეგ იყო. კონტენტი არ იყო იმ დონის, რომ თამაშის სამყაროზე მეკაიფა სიუჟეტის დროს. ზოგ ლოკაციაში მგონი ერთხელ გავიარე სუ. Monument Valley რო გაეძრო მაგრად გამიხარდა, მარა იმის მეტი არ მინახია ))
ძაან რთულია რო ვესტერნში კლიშეს გაცდე და მამენტ ამასაც უჭირს. ბევრი დაღეჭილი მომენტია. მაგიტო არ უნდა იყოს ვესტერნი და უნდა იყოს თამაში ველურ დასავლეთზე, გაცილებით მეტი თავისუფლება ექნებათ. მარა თან რაღაცეები არ არი. მაგალითად მატარებლის ძარცვა რო არ იყო გამიკვირდა. კი იყო მატარებლის მისია, მარა სხვა თემაში.
საბოლოოთ მაინც ვფიქრობ, რომ ნელნელა უნდა გახვიდე მისიებს და პროსტა სამყაროზე იკაიფო შენ პონტში. იჯირითო ცხენით, ინადირო, განძი ეძებო და ბევრად უფრო დიდ სიამოვნებას მიიღებ ვიდრე კომპანია გთავაზობს.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Red Dead Redemption

Unread post#47 » 11 May 2016 07:12

მე ზოგი საიდქვესტი დამრჩა შესასრულებელი, თითონ მისიების შუაში ათასგვარად ვერთობოდი, კაკრაზ აქ მივიღე სიამოვნება. ბანდიტებს დავსდევდი, ვთამაშობდი, გაზეთს ვიყიდიდი ნიუსები დამხვდებოდა ხოლმე და თავს ვიქცევდი მაგით, ცოტას ვნადირობდი და რაღაცეებს ვაგროვებდი კოსტუმების გასახსნელად. სხვადასხვა პლუსები აქვთ ამ კოსტუმებს თან და თითოს გახსნას ერთი პატარა და კარგი ქვესტი მოყვება ხოლმე. თუ რომლელიმე ბანდის კოსტუმი აგცვია თავიანთი გონიხარ და შეგიძლია სტელსით დაუარო (რთულია) და ისე მიხვიდე ლიდერამდე რო ვერაფერი გაგიგონ. განძზე ნადირობაც ძალიან კარგია მარა მგონი ვერ მივიყვანე ვერც ეგ ბოლომდე, ნაცნობ ადგილებზე რო გაივლი და თურმე განძი ისეთ ადგილზეა ათჯერ რო ჩაგივლია და ვერ შეგიმჩნევია იქ თუ რამე მისადგომი იყო.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 74 guests