Unread post#44 » 07 May 2016 13:45
თამაში 6 წლის წინ, ანუ 2010 გამოვიდა, მანამდე კიდე რამდენი ხანი იყო ანონსირებულის სტატუსით არ მახსოვს. დიდხანს ველოდე ერთი სიტყვით. და ამ წლების განმავლობაში მოლოდინი და ფანტაზია ძაან შორს წავიდა რეალობისგან. ეს როკსტარის წესების მიხედვით გაკეთებული საკმაოდ კარგი თამაშია, მაგრამ მე მაინც სხვა რაღაცას ველოდებოდი.
GTA3, Bully, GTA SA ეს ის თამაშებია რომლებიც უზომოდ მიყვარს. და რაც გიყვარს იმას კრიტიკულად უნდა უყურო. როკსტარის პროექტის ძირითადი ელემენტი ყოველთვის არის ძალადობა, მაგრამ სამწუხაროდ კარიკატურული და არა ისეთი როგორიც მაგალითად პირველ მაფიაში, დამაჯერებელი და სეთინგის შესაფერისი, ისეთი რომელიც რაღაცას მოგცემს. მახსოვს GTA5-ზე ვწერდი როგორ ამომაგდო ამ კონტენტის შევსების გამო მოცემულმა ხოცვა ჟლეტამ ატმოსფეროდან, კი ნამდვილად ეგრეა, როქსტარი არაა დრამატურგი დეველოპერების კომპანია და არასდროს ყოფილა. მარა ერთი ფეხით ხშირად შედიან ხოლმე მაგ თემაში და მაგრად გაასწორებდა, რომარა ცინიზმში და ხულიგნობაში დარჩენილი მეორე. კი, მათი იუმორი ძალიან ფასეულია, მაგრამ არი მომენტები, როდესაც კარგ "ნაწარმოებს" ორივე, სახალისოც და დრამატულიც, კარგი ხარისხის ჭირდება.
და აქ მოდის Red Dead Redemption რომლის მისიებიც ფერმაში იწყება და უნდა რო შეგიქმნას მოცემული სეთინგის განცდა. შემოდის ძროხის ფარის მწყემსვის მექანიკა, ლასოთი ცხენების დაჭერა, მოთვინიერება. რაც ძალიან გამიხარდა. მეგონა რო ბულის მსგავს სიტუაციაში მოვხვდი. ანუ თამაშში სადაც ხალხის ხოცვაზე ორიენტირებული მექანიკები არაა მთავარი და არსებობს სხვა სახის, ასევე მნიშვნელოვანი გეიმფლეი ელემენტები. ანუ მომენტები რომლებიც ყველაზე კარგად ქმნის ატმოსფეროს და თავგადასავლის შეგრძნებას. მაგრამ მორჩა ორი მისია და ნახევარი მექსიკა რო დამახოცინეს, თან ავტო აიმით, მივხვდი რო ისევ ვერ მიხვდნენ თავიანთი თამაშების რეალურ ფასეულობას და პოტენციალს. და კი, როგორც ბაევიკი ეს ყველაფერი ძალიან მაგარია, გავერთე, სიოამოვნებით მივედი ბოლომდე, მარა ბოლოს, როცა დრამა ჩარტეს, გრძნობებმა ვერ ამიტაცა )) იმიტო რო გმირმა ვერ დამაჯერა თავის პატიოსანი და კეთილი მრწამსის. ოჯახის დასაბრუნებლად ნახევარი ამერიკის დახოცვა, ძაან საინტერესოა. მაგრამ მთავარ სიუჟეტურ ხაზს თუ გავცდებით მერე უკვე იწყება ის, რის გამოც ღირს ამ თამაშის ნახვა. სახასიათო, კომიკური და ადამიანური პერსონაჟები. ულამაზესი სამყარო, რამდენიმე სხვადასხვა სტილის ერთმანეთთან შერწყმული უდაბნოს სახით. სადაც ცხენით ჯირითის დროს რაღაც სულიერი სიმშვიდე გეუფლება. კარგი იყო სროლა (ავტოაიმის მიუხედავათ), ცხენით ჯირითი, მინი თამაშების სახით წარმოდგენილი, აზარტული თამაშები. ყველაფერი საკაიფოდაა გაკეთებული. ზოგი საიდიც ძაან საინტერესო შემხვდა. უბრალოთ "ძროხების გამორეკვის მსგავსი მექანიკა" მეტი აღარ ყოფილა. არადა ეგ იყო მთავარი მუღამი. რო მეკეთებინა ის რასაც იმ დროინდელი ადამიანი აკეთებდა და არა ვესტერნის გმირი. Bully-ში ყოველ დღე გაკვეთილებზე დავდიოდი და მერე სასწაულ ისტორიებში ვყოფდი თავს. Shenmue-ში სამსახურში დავდიოდი და სახში დილას სახარჯ ფულს მაძლევდნენ, რომელსაც ვაგროვებდი რო რაღაც მეყიდა. პრობლემა რაზეც ვლაპარაკობ უკვე კარგად არი გამოკვეთილი. უბრალოდ მოვიდა იმის დრო, როცა რეალისტურობისკენ დაძრულ სათავგადასავლო ჟანრში ხოცვა ჟლეტვა ნელნელა უნდა შემცირდეს და ბოლოს დარჩეს მხოლოდ იმდენი, რამდენიც ამავე რეალობასთან მაქსიმალურად ახლოს იქნება. მე მჯერა, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია, მე მსგავსი განხრით წასული ინდუსტრია მაინტერესებს.