Sunset Overdrive, PC, Xone | რელიზის მონახაზი |

FPS - TPS - Stealth - Slasher - Shoot em up - Beat em up - Platformer
Riddick
Posts: 9805
Contact:

Sunset Overdrive

Unread post#1 » 30 Nov 2019 19:42

Sunset Overdrive>>>
Infamous-ის და Dead Rising-ის შეჯვარების ექსპერიმენტის დროს, ქვაბში რამდენიმე ტონა საღებავი რო ჩაგეღვაროს, დიდი ალბათობით Sunset Overdrive გამოვა. ზომბი სეთინგის მიუხედავათ თამაშში ყველაფერი იქნება ეს გეიმფლეი, სიუჟეტი, თუ პერსონაჟები მხიარულების შემოტანაზეა მიმართული . გამოკვეთილად იგრძნობა Funk და Punk სუბკულტურების ზეგავლენა.

Sunset Overdrive მოქმედება ზომბებით სავსე, გახსნილ სამყაროში ვითარდება, სადაც ჩვენი გმირი "სიარულის გარდა" ყველა მეთოდით გადაადგილდება. არა სიარულიც შეუძლია, მაგრამ გარემო ისეა მოწყობილი, რომ იშვიათად გჭირდება. შეგილია რელსებზე მიმავალი მატარებელივით, პრაქტიკულად ნებისმიერი ტიპის მოაჯირზე და მავთულზე ისრიალო, ან ბატუტივით იხტუნავო მანქანებზე, რაც ელვისებურ პარკურთან ერთად, ჩვეულებრივი მოკვდავივით მიწაზე სიარულს დიდად აღარ განდომებს.

მაღალი ტემპის ექშენს, დინამიკას კიდევ რამდენიმე ელემენტი უმატებს - პირველ რიგში მრავალფეროვანი, სასაცილო და ზოგ შემთხვევაში აფსურდში წასული იარაღები. ასევე ზოგადად თამაშის კომიქსური წყობა, რაც სთორითელინგის და პერსონაჟების გარდა, უშუალოდ გეიმფლეის მომენტებში, სხვადასხვა ეფექტებით საკმაოდ კარგად გადმოიცემა.

პ.ს. რამდენადაც სასაცილო არ უნდა იყოს, ზევით ნახსენებ თამაშებთან ერთად, ეკრანზე მიმდინარე მოვლენები რაღაცით სეგას კლასიკას, Crazy Taxi-საც გავს.
ფულმა კი არ უნდა გააფუჭოს კაცი, კაცმა უნდა გააფუჭოს ფული (c) სიზმარი

Return to “Action - Combat”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 66 guests