Shadow Of The Tomb Raider (PS4/XONE/PC), დემო-ვერსიისგან მიღებული შთაბეჭდილება

თამაშები ჟანრებად:
FPS, TPS, Stealth, Slasher, Shoot 'em up, Beat 'em up, Platformer...
User avatar
Blankbanshee666
Posts: 155
Contact:

Shadow Of The Tomb Raider (PS4/XONE/PC)

Unread post#1 » 31 Jan 2019 22:34

>>>


წინასიტყვაობა

***
სკვეარ ენიქსის შტაბ-ბინა, 2018 წელი, აგვისტოს მიწურული

ბეტონისა, აგურებისგან და კარგად დატყეპებული გაჯისგან აშენებული ნაგებობის ფანჯრებზე ახალდაბადებული ჩვილივით უმანკო კამკამა თქეშის წვეთები ეჯახებოდა. ფანჯრებს მიღმა კი, ოდნავ შერეული ბრაზისა და აქა იქ გამორჩეული აწეული ტონის ხმა შეინიშნებოდა:

-"რელიზამდე ერთი თვეა დარჩენილი ალექსეევიჩ, არ გამასულელო რასქვია დიდი მოლოდინი არ გაქვს რომ ეს ნაწილი წარმატებული არ იქნება სერიებში, ა?!" - თქვა ბრაზისგან გახელებულმა კრისტოფერმა, და თვალები ინსტინქტურად მოჭუტა
-"ბატონო კრისტოფერ, მშვენივრად იცით ტომბ რაიდერის ფრენჩაიზის ამჟამინდელი მდგომარეობა, ფანების სოციუმი გახლეჩილია ორად, ზოგი ამას მოითხოვს ზოგი ამას, მემგონი რებუტი ცუდი იდეა იყო მარკეტინგული გათვლით , საღი აზროვნებაც რომ ჩავრთოთ." - აღელვებული, მაგრამ მშვიდი ხმით მიუგო ალექსეევიჩმა
-"ეხლა იცი რას გეტყვი მე შენ? ასეთი რაღაცა გავაკეთოთ, გამოუშვით თამაში, არეკლამეთ მინიმალურად, იქ ალბათ რაღაც დიელსებსაც აპირებთ რომ ბოლომდე არ გააციოთ თამაში და აი კაკრაზ დეკემბერში თამაშების დაჯილდოების ცერემონიალი მოდის და მანდ დაანონსეთ რო უფასო დემო ვერსიას გაუშვებთ, რათა ინტერესი თავიდან გაუღვივოთ მომხმარებლებს" - თავდაჯერებით თქვა ბატონმა კრისტოფერმა და სიგარეტის ახალ ღერს გაუკიდა, ჩაესვენა სავარძელში და დიდი სინანულით ამოიხვნეშა. მის თვალწინ, ერთ-ერთი ლეგენდარული ფრენჩაიზის ექსპლუატაცია ხდებოდა.
-"არვიცი ეგ ბიზნეს გეგმა რამდენად გაამართლებს, თუმცა ცდად ღირს, ბოლო-ბოლო ამ ნაწილით წესით ტრილოგია უნდა მორჩეს და თუ არ გაამართლა, არაა პრობლემა სერიებსაც გავისტუმრებთ ანაბიოზის ძილში და დიდი ფინანსური ზარალიც არ წამოვა პრინციპში" - ირონიულად შენიშნა ალექსეევიჩმა, წამოდგა სკამიდან და გასასვლელისკენ გაეშურა.
-"ბატონი ბრძანდებით, წარმატებები ლარას ახალ თავდგადასავალზე და იცოდე შენ იმედზე ვარ" - ვითომ თავის თავში დარწმუნებული, სევდანარევი ხმით დაემშვიდობა ალექსეევიჩს ბატონი კრისტოფერი და ფანჯრისკენ გაიხედა, რომლის მიღმაც მხოლოდ წვიმის მონოტონური ხმა და მანქანების ჩვეული ხმაური გამოდიოდა, ურბანისტული კოშმარის ფონზე.

***


"მონტესუმას ქალიშვილი" ანუ სამარხებში ძრომიალი მექსიკურად

>>>


დღეს დიდი დღეა მეგობრებო, ვინაიდან სამარხების მძარცველის აჩრდილის უფასო დემოვერსია გამოვიდა და საშუალება მოგვეცა ვნახოთ როგორ იტანჯება ლარისა ივანოვნა ჯუნგლებში, კერძოდ მექსიკაში, ამჯერად უკვე მესამედ, სრულიად უფასოდ. საკმაოდ ნათელი სვლა იყო სკვეარ ენიქსის მხრიდან მსგავსი "ჟესტი" ვინაიდან, თამაშმა იმდენად დაყვინთა რომ მასზე თითქმის უკვე არავინ ლაპარაკობს, შესაბამისად ამ დემოვერსიამ და აწ უკვე ახალმა დიელსიმ ოდნავ გამოაცოცხლა აღნიშული პროდუქტი. სანამ უშუალოდ თამაშის განკითხვაზე გადავიდოდე, ძვირფას მკითხველს მინდა შევახსენო რომ აღნიშნული სუბიექტური კრიტიკა,აზრი რაცგინდათ დაარქვით დაფუძნებულია სწორედ ამ ცხელცხელ დემო ვერსიაზე და არა სრულ თამაშზე.

>>>

ჩემი სახე, დემოვერსიის თამაშის მსვლელობისას


დემოვერსია გვთავაზობს 2-3 საწყალ ლეველს და როგორცკი ქათსინი (თქვენს ენაზე რომ ვთქვათ "რეკლამა") მორჩება, თამაში მოწიწებით გთხოვთ რომ შეიძინოთ პროდუქტი რათა მშვიდად და თამამად გააგრძელოთ ლარისას მოგზაურობა. წინა ნაწილი - სამარხების მცველის აღმასვლა ბოლომდე არ მიმიყვანია, იმდენად მონოტონური, მოსაწყენი დიმედროლი აღმოჩნდა რომ, სადღაც გაწიე-გაჭიმე 20%-ზე გავჩერდი, შესაძლოა როდესმე დავუბრუნდე და მივახრჩო, თუ მოხდა ისეთი რამე და ურემი გადაბრუნდა, მაგრამ ეჭვი მეპარება. არც "აჩრდილია" ამ ასპექტში გამონაკლისი. ლარისას კი, იმ სიმღერის არ იყოს - "ბედი არ სწყალობს", ჯერ იყო და გემით მიდიოდა ექსპედიციაზე და ლამის დაიხრჩო, მერე იყო და სადღაც ყინულებიან მთებზე დაღოღავდა და ლამის ინვალიდის ეტლში აღმოჩნდა და ახლა ვერტმფრენით გადაადგილების შემდეგ, წინა კორპუსი მოძვრა და გაიჭედა პილოტის სკამზე, რომელიც ჩავარდა სადღაც ჯანდაბაში.

>>>


ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ლარისა ხელში იღებს კუსტარულად გადაკეთებულ ალპინისტების ნაჯახებს, რომელიც ძალიან გავს ციხეში დამზადებულ დანას - გადამტყდარი კბილის ჯაგრისის და შუშის ნამსხვრევის კომბო, შეწებებული "სკოჩით", და იწყებს კლდეზე ღოღვას, ნაჯახის ყოველ მოქნევაზე ლარისა ტანჯული ხმით ხვნეშის და ოხრავს, ოცნებობს ნეტა croft-ების საგვარეულო სახლში ვიყო, ჩაის ვწრუპავდე რძით და არქელოგიურ ჟურნალებს ვათვალიერებდეო, მაგრამ არა.

>>>


ლარისას ვიზუალზე ხომ შემიძლია საათობით ვილაპარაკო ცუდი და არ მომბებზრდეს. როგორი ტრანსფორმაცია არ განიცადა ამ ადამიანმა, ისე შეიკრა თმა, ასე შეიკრა თმა, მაგრამ არა რა, რაც უწინ იყო ისეთი ლამაზი ვერაა მაინც. საბოლოო ჯამში მივიღეთ ვიღაც ჩოლკიანი ვაკელი ლამზირა სპეტაკი, მიამიტი სიფათით, რომელიც 24/7ზე მაკლერობს და დაქალებთან ყავას სვამს და ჭორაობს ახლო მეგობრებზე.

რამდენიმე წუთიანი ღოღვის შემდეგ, ლარისა სრულიად "შემთხვევით" გაარტყამს აცტეკების დაფის კომბინაციას და იპარავს "წმინდა" მახვილს, რომელიც როგორც თვითონ ამბობს, ვინმე "ტრინიტის" სასურველი ნივთია. რა რთული გამოსაცნობიც არ უნდა იყოს, ყველაფერს დედა ედღვნება, ინგრევა, მილიონობით წლების წინ ნაშენები არქაული ნაგებობა მიწასთან სწორდება და ჩვენი ბრიტანელი დიაცი გარბის, მიიკვლევს გზას გაქანებულ ქვისცვენაში და ფინიშთან მისვლის შემდეგ ერთი გემრიელად ამოისუნთქავს. შემდეგ მისი კომპანიონი კაფეში წასვლას სთავაზობს. ეს ყველაფერი კი მიდის "rise of the tomb raider"-ის დუხში, არაფერი ახალი, ისევ ის მონოტონური გეიმფლეი რაც ყველამ კარგად იცის რებუთის თამაშებიდან. უმოწყალო კოპი-პეისტი. რათქმაუნდა აქაც არის ძირიდან რაღაც სისულელეების მოგროვება რომელიც რაღაც ფსევდო-რესურსებს გაძლევთ, რაღაც ფსევდო-სისულეების დასაკრაფტად.

>>>


სტორიც ერთი დიდი სისულელეა და უკვე იმდენად ბაძავს ანჩარტედს ლარისა რომ, ამას დიალოგებში ჟესტიკულაციითა და ლაპარაკითაც შეამჩნევთ, და ამას არც მალავს თამაში. მოკლედ, რამდენიმე წუთიანი უაზრო კატსინის შემდეგ ვიგებთ რომ ეს ვინმე ორგანიზაცია "ტრინიტი" ეძებს რაღაც მნიშვნელოვან არტეფაქტს მექსიკის მიდამოებში. ამის შემდეგ ლარისა ირგებს მექსიკურ მასკას, და ცდილობს გაერიოს ხალხში რათა კუდში სდიოს ვინმე ბოროტმოქმედს (რომლის სახელიც არმახსოვს, იმდენად generic ტიპია). ა ჰო, უკანა ფონზე კი მიდის ფიესტა, ლა კუკარაჩა, ბამბუჩა და ამბები, მიცვალებულთა დღესასწაული მოკლედ. მემგონი აშკარად სხვა თამაშში მოვხვდი ან უბრალოდ ნასვამი ვიყავი არვიცი. 2-3 წუთიანი შენელებული "კუდში დევნის" სეგმენტის შემდეგ, იწყება ისევ იგივე ფსევდო სტელსი, მშვილდის მომარჯვება და ჰედშოტები. ბოროტმოქმედები უკვე გრძნობენ რომ, ლარისა ახლოსაა და იძახებენ სპეცნაზს რომელსაც ლარისა ავტომატის რამდენიმე ჯერის შემდეგ ისტუმრებს საიქიოში. ფსევდო-სტელსი კი ზუსტად წუთნახევარი გაგრძელდა, შემდეგ დაიწყო აფეთქებები, სროლები და ისეთი რამეები რომ დედა შვილს არ აიყვანდა ხელში.

>>>


ამ საცოდაობის შემდეგ, ვუყურებთ კატსინს, იგივე "რეკლამას" (გლეხურად რომ ვთქვათ), სადაც ჩვენ ლარისას სწორედ ის ბოროტმოქმედი ხვდება კარებთან, ართმევს ამ "წმინდა დაშნას" რომელიც მან მოიპარა რამდენი საათით ადრე და ეუბნება - "შენ არ იცი ახლა რა მძ*ნერში ჩაყავი ფეხიო, შენს კისერზე იყოს ამდენი ხალხის ტრაგედია რაც ახლა დატრიალდება"-ო და გარბის. ლარისა სასოწარკვეთაშია, და ის ისაა რომ უნდა წავიდეს და რას ხედავს? - აღზნებული ცუნამის ვეებერთელა ტალღები მალე შეეხეთქება მის ტანწერწეტა სხეულს ნაკლები მკერდითა და ტესტოსტერონით. მირბის ლარაჩკა, მირბის მაგრამ ამაოდ, ცუნამი ყლაპავს მის უნიათო სხეულს და აქ უკვე იწყება "წყალწაღებულის და ხავსის ჭიდილი". უსაშველო ლარა დინებას მიაქვს, და ჩვენი ამოცანაა ფრთხილად ვატაროთ ტალღებს შუა წყალზე, რათა არ შეასკდეს რამე ნანგრევს. ამ ამაზრზენი სეგმენტის შემდეგ, რომელიც მოიცავს ყვინთაობას წყალში, შუშების გამტვრევას, ნახვრეტებში გაძვრომას, ლარისა ეპოტინება პატარა ნანგრევს, სადაც ხედავს თავის ნაპარნიკს ჯონას, რომელიც ცუნამის მიერ დაშავებულ ადამიანებს ეხმარება. შემდეგ მიდის სრულიად არაფრისმომცემი დიალოგი, ლარისა ერთხელ კიდევ გადახედავს პიზდეცს რაც მის ირგვლივ დატრიალდა და ვხედავ შავ ფონს წარწერებით - "თუგინდათ გააგრძელოთ ლარას ცოდვილობა შეიძინეთ თამაში და თქვენი პროგრესი არ დაიკარგება" არა გმადლობთ მეთქი, ნიშნისმოგებით მივუგე სკვეარ ენიქსის ამ მაცდურ წინადადებას, გამოვრთე პს4, ჩავესვენე სარეცელში და ტკბილად დავიძინე.

***

საბოლოო ჯამში ასეთი იყო სამარხების მძარცველის აჩრდილის დემოვერსიის პოსტ-შთაბეჭდილება რომელმაც ძალიან მალე ძილი მომგვარა. უნიათო და ნაგლური კოპი პეისტი, რომელიც ღმერთმა უწყის აგერ უკვე მესამე თამაში გრძელდება. ვიმედოვნებ რომ ეს ტანჯვა წამება უკვე ბოლო იქნება სერიაში და შეეშვებიან თავის ასე გამასხარავებას. გინდ გრაფიკა აუწიე, გინდ სირთულეები აწიე დაწიე, აზრი არ აქვს. ნათქვამია - If it's broken, don't fix it. ასეა ეს.

User avatar
hellwalker
Posts: 4354
Contact:

Re: Shadow Of The Tomb Raider (PS4/XONE/PC)

Unread post#2 » 01 Feb 2019 01:33

ეგ დემო ინტრო ლეველივითაა სწორხაზოვანი. დიდათ არ ასახავს თამაშს. (ნუ სთორი და ეგეთები არ ვარგა ისევე, მაგრამ დანარჩენი სხვანაირად არ ვარგა :D)
შემდეგ უფრო დიდი ლოკაცია იდება, დაახლოებით Dark Soul 2 პრინციპზე აგებული Open World.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Blankbanshee666
Posts: 155
Contact:

Re: Shadow Of The Tomb Raider (PS4/XONE/PC)

Unread post#3 » 01 Feb 2019 01:46

კი :D ნუ ღადაობის პონტში დავტესტე, ისე მეზიზღება ეს რებუთ ტომბ რაიდერი რო ამაზე უარესი რა უნდა იყოს მეთქი. და ამ დემოს მერე ყველანაირი სურვილი დავკარგე მთლიანი დამეტესტა.

User avatar
Riddick
Posts: 9050
Contact:

Re: Shadow Of The Tomb Raider (PS4/XONE/PC)

Unread post#4 » 01 Feb 2019 03:44

იდეაში იმდენჯერ მაქ უკვე მსგავსი სცენარი ნანახი რო ფიზიკურად ვეღარ ვკითხულობ ყურადღებით )) კლასიკური სერიების მერე ეს ყველაფერი ისეთ სიმახინჯეს გავს რო პროსტა ვერ აღვიქვავ. ანუ რაღაც კარგს და ცუდს ვერ ვამბობ, იმდენად შეთითხნილი, უშინაარსო და ბანძი ექსპლუატაციაა სერიის. მონანიება მახსენდება ფილმი)))
ლარა კროფტს რაც უქნეს... ტრანსვისტიტი კაცი უნდა აღმოჩნდეს ბოლოს.
რაღაც კანტორააქვთ. ზის ლარა და უცებ შევარდებიან ვაჭრები. აბა დავაი ლარაჩკა, ესპანურები უნდა დადო. ეს გადის და დოლის დაკრულზე უბერავს დრამებს )))
რამე ინდი თამაშში მინდა რო ვიცნო გრიმის უკან )))
https://coub.com/view/1nm0ja

Return to “Action & Combat”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 10 guests