Project Warlock, PC | ინტერესის შეჯამება

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Project Warlock

Unread post#1 » 19 Oct 2018 14:40

>>>

შემთხვევით ძაან საინტერესო, ოლდსქულ მუღამში შემქნილ შუთერს გადავაწყდი. Project Warlock-ის ძირითადი ინსპირაცია Hexen და Quake (ასევე ძაან გავს Wolfenstein 3D).

კლასიკურ ექშენ მექანიკაზე დაშენებულია "აზრიანი" პერსონაჟის ლეველაფი, იარაღის აფგრეითები, პერკები და სპელები. შესაძლებელია სხვადასხვა იარაღების და სპელების კონბინირება, რაც ერთი შეხედვით მარტივ შუთერს შედარებით უფრო კომპლექსურს ხდის. მაგრამ მთავარ ღირებულებათ, მაინც გემრიელად გაკეთებულ სროლის მექანიკას გამოყოფენ.

თამაში დაყოფილია ხუთ ეპიზოდათ, ყველა მათგანი სხვადასხვა სეთინგით გამოირჩევა და როგორც გარემო, ასევე მონსტრების ვიზუალით რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან - მედივალ ერა, არქტიკა, ძველი ეგვიფტე, "F"უჩურისტული მომავალი, ჯოჯოხეთი. თითო ეპიზოდი 5 ეტაპად იყოფა, რომელშიც შესულია 3, ან 4 მინი ტური, ხოლო მეხუთე ეტაპი მთავრდება ბოსფაითით.

თამაშში სიცოცხლის ამოწურვის შემდეგ, არ გავქვთ არანაირი სეივი და ჩექფოინთი, რის გამოც მთლიანი ეპიზოდის თავიდან დაწყება მოგიწვთ, მაგრამ კონცენტრირებულად თამაშის შემთხვევაში მოცემულ სიტუაციაში იშვიათად მოხვდებით.

ამ ყველაფერი სიკეთის ფონზე, პირადად მე რაც მომეწონა ყველაზე მეტად, არის თამაშის პიქსელ არტში გაკეთებული ვიზუალი და ატმოსფერო. არვიცი საქმეზე, თამაშს რო დავიყწებ რამდენად დიდხანს გამყვება ეს სიმპატია, მაგრამ პირველი ეფექტი დადებითია. კიდე ერთი მომენტი რაც მაინტერესებს, არის ტურების კომპლექსურობა, რადგან იმ დროის შუთერების ერთ-ერთი მთავარი მუღამი ზუსტად საიდუმლო გასასვლელებით სავსე, პატარა ოუფენვორლდების გამოკვლევაში იყო.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 103 guests


cron