Rage 2, PC, Xone, PS4 | წინასწარი ინფორმაცია

FPS, TPS, Stealth, Slasher, Shoot 'em up, Beat 'em up, Platformer...
Riddick
Posts: 9418
Contact:

Rage 2

Unread post#1 » 22 Aug 2018 12:57

Rage 2
>>>

E3-ზე იმდენ საინტერესო თამაშთან ერთად დაანონსდა რო გავატარე. ცოცხალი მსახიობებით გაკეთებული, საეჭვო ხარისხის და კიდე უფრო საეჭვო სტილის ტრეილერიც არიყო შთაგონების მომცემი. + ორიგინალის რეპუტაცია. არ მითამაშია. თავის დროზე მინდოდა, მარა ისე დაბომბეს რო გადავდე. ერთი სიტყვით სანამ გეიმფლეის ვნახავდი, უარყოფითი დეტალების მთელი სია მქონდა ხელში.

პრინციპში გეიმფლეს ვიდეოსაც ბევრ მომენტში უჩანს უაზრო ელემენტები, მარა პოზიტივი აშკარად მეტია - პოსტაპოკალიფტური სეთინგი, სადაც გაერთიანებულია id Software-ის მუღამში გაკეთებული FPS და Mad Max მუღამში გაკეთებული გახსნილი სამყარო.

იმისთვის, რომ ერთი კარგი თამაში გამოვიდეს, ფაქტიურად ორი კარგი თამაშია საჭირო, ანუ ორი კარგი სტუდია - id Software + Avalanche Studios (Mad Max ავტორები).

FPS - გაქ შუთერისთვის სტანდარტული არსენალი + ბუმერანგი, რამდენიმე "Force" სტილის, სპეციალური დარტყმა კონტაქტური ბრძოლისთვის და Rage მოუდი. ესაა მხოლოდ ის ჩამონათვალი რომელიც ჟურნალისტებისთვის დარიგებულ Demo-შია ხელმისაწვდომი. საქმეზე სია სავარაუდოთ კიდე უფრო დიდი იქნება. სროლა მთლიანობაში დაახლოებით ისე გემრიელად იგრძნობა როგორც Bulletstorm-ში.

თამაშის მეორე ნახევარზე, ანუ გახსნილ სამყაროზე და უშუალოდ რბოლებზე ჯერ საკმაოდ ცოტა ინფორმაციაა, მარა ვიცით რო იქნება რამდენიმე ტიპის დაჯგუფება, თავიანთი სახასიათო შესაძლებლობებით და უნიკალური ტრანსპორტის სახეობებით.
ტრანსპორტის გამოყენებაც სხვადასხვა მიმართულებით მოგვიწევს - იქნება სხვადასხვა ტიპის რბოლები, ქარავნების დევნა და სხვა.

ჯერჯერობით ესაა, თუ რამე საინტერესო შემხვდა გავაზიარებ.
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

Riddick
Posts: 9418
Contact:

Re: Rage 2

Unread post#2 » 10 Dec 2018 07:56

https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

Riddick
Posts: 9418
Contact:

Re: Rage 2

Unread post#3 » 31 Jan 2019 12:10

ანტონ აბზორშიკის მიმოხილვა

ამ თამაშს ველოდები იმიტო რო ორი საკამოდ კაი დეველოპერი აკეთებს. იდეაში დუმიც კაი იყო ბოლო და მედ მაქსიც. მარა ამ ორ მომენტზე მაგრად მომწონს საერთო განწყობა, რეალური ვიდეო მასალით გაკეთებულ ტრეილერს თუ არ ჩავთვლი, შიგნით რაც ხდება სტილით ზუსტად ისაა რაც გართობისთვისაა საჭირო + ვიცი რო იქნება კარგად გაკეთებული სროლა და იქნება კარგად გაკეთებული ტრანსპორტით გადაადგილება.

იდეაში მგონი მართლა არავინ არ ელოდება ამ თამაშს, მარა მე მაქ მუღამი :whitewolf:
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

Riddick
Posts: 9418
Contact:

Re: Rage 2

Unread post#4 » 15 Apr 2019 23:56

DOOM და MAD MAX ვისაც მოგწონთ უნდა ელოდებოდეთ ამას https://www.youtube.com/watch?time_cont ... 6YcsCfiRUg
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

Riddick
Posts: 9418
Contact:

Re: Rage 2

Unread post#5 » 18 May 2019 12:17

https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

User avatar
Blankbanshee666
Posts: 181
Contact:

Re: Rage 2

Unread post#6 » 25 May 2019 17:17

გაგისწორდა? დღეს ან ხვალე უნდა ჩავუჯდე წესით

Riddick
Posts: 9418
Contact:

Re: Rage 2

Unread post#7 » 25 May 2019 22:30

არ მინახია ჯერ. რევიუებში რაც ვნახე ისაა რასაც ვფიქრობდი. კარგად გაკეთებული B movie სტილის ვეში. მე ვერთობი ეგეთი ვეშებით. მედ მაქსი ძაან გამისწორდა, უნდა ვნახო ესეც.
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

User avatar
Blankbanshee666
Posts: 181
Contact:

Re: Rage 2

Unread post#8 » 01 Jun 2019 13:30

დავხურე კაროჩე, უფრო მეტიც გავაპლატინე, ყველაფერი დავაექსპლორე. მაგარი ხუინა გამოუვიდათ ჩემი აზრით. 8 ოდნავ გაწელილი მისია და ვსო მთლიანი სთორი მორჩა, იდიოტური ენდინგით. საიდ ქვესტებიც ტრივიალური და ერთფეროვანი ხდება და უკვე გული გერევა ერთი და იგივეს კეთებით. გაწმინდე ის, გაწმინდე ეს, იქ ეს ამოხოცე, აქ ეს ამოხოცე იტაგდალეე. მანქანებმა ასე თუ ისე ცალსახად გაასწორა, მარა როცა უკვე მფრინავ icarus-ს ხსნი, ყ*ეზე იკიდებ ბაიკსაც და მანქანასაც. პერსონაჟებს ნული დეველოპმენტი აქვს, ეგრევე გავიწყდება. ნაღდად არაა 60$ ამაში გასასროლი, უნდა დააპირატო ნახუი ან ჰა-ჰა 15-20 დოლარი გაიმეტო მეტი არა. სამყარო იდეაში თითქოს ცოცხალია მეტწილად, მაგრამ მაინც ჩამკვდარია (ნუ პოსტ აპოკალიფსია ვკანცე ვკანცოვ), იქ გზაზე სხვადასხვა დაჯგუფებები ერთმანეთს ებრძვიან, იქ მერჩანტის მანქანა ჩამოივლის და აპიპინებს, აქა იქ დიდი კონვოი ჩაიგუგუნებს კოკაკოლას მანქანასავით თავისი ესკორტით. (სხვათაშორის კონვოის დაგდება გაძლიერებული მანქანით ერთი სიამოვნებაა, მარა უკვე ეგეც გბეზრდება 2-3 ბრძოლის მერე) და ნუ ფაქტიურად ეგაა. კარგად არის დაჭერილი ეგ გაუდაბნოებული სეტინგი. ნუ შუტერს რაც შეეხება, სტანდარტული ექშენია, რაც მოძრაობს ესვრი მარტივად + ძალებს უხამებ, მარა ბოლოსკენ იმდენი რაღაც გავხსენი უმეტესობა არც გამომიყენებია, დებილური მენიუ აქვს ამასთანავე, ნუ ინტერფეისი. ესეც ტრივიალური და მომენტებში გაურკვეველი. ძალების + იარაღებთან შეხამება ღადაობაა და უფრო წვნიანი ექშენი იდება, მარა ეს ყველაფერი მაინც მობეზრებაში გადადის ასე საათის 5ში ან ცოტა მეტში. მარა რასაც ვერ დაუკარგავ მეორე რეიჯს ეს ჰედშოტის ხმაა. ესეთი მაგარი ტვინისგასხმის ხმა ცოტა თამაშში მაგონდება. დაჟე ტვინიც ვარდება ზოგი ჰედშოტისგან იმდენად ბრუტალურია. იარაღებიც სტანდარტულია, პისტალეტი, დრაბავიკი, ავტომატი, რაკეტები, რეილგანი და ა.შ. სტანდარტული ფუტურისტული ხუინა. და ნუ DOOM (2016) აიღეს აპგრეიდის სისტემა, თავისი skill tree-თი და როცა სასტავს ხოცავ, სიცოცხლეებს დროპავენ ბრძოლის დროს. აი გრაფიკა უჟასია, რასაც ქვია, რაღაცნაირი soapy ვიზუალები აქვს და მემგონი ცოტა გადაამლაშეს ეს მედმაქსის ფერადი ვერსია, იმას არ ვამბობ რო ეპილეპტიკური კოშმარია ან რამე, არა უბრალოდ გადღაბნილ/ათითხნილია ფერები ერთმანეთში უგემოვნოდ, თუმცა საბოლოო ჯამში Mad Max on acid დაიდო რა. რუკა არც ისე დიდია რო აექსპლორო, 2 დღე და ცოტა მეტი დამჭირდა მთლიანი რუკა რო დამეთვალიერებინა, სამივე ტერიტორია. ეგ არის და ეგ.


>>>

Riddick
Posts: 9418
Contact:

Re: Rage 2

Unread post#9 » 01 Jun 2019 13:47

ანუ როგორც მივხვდი, მოსაწყენია მარა თუ პლატინაზე არ წახვალ და დაიკიდებ საიდებს კიდე შეილება ( ანუ იმდენს გააკეთებ რამდენიც გაგისწორდება)...

ხოდა რა მაინტერესებს. რომელ სიძნელეზე ითამაშე და რომელზე ჯობია თამაში?

მედმაქსი მე ძაან გამისწორდა და ესეც მინდა რო ვცადო. მომენატრა მარტივი თამაშები, მაგრად მომბეზრდა ეს ზაუმნი ექსპერიმენტალური ყ*ლეობები. მინდა რამე ხარისხიანი და ნაცნობი.
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

User avatar
Blankbanshee666
Posts: 181
Contact:

Re: Rage 2

Unread post#10 » 01 Jun 2019 14:01

თავიდან ნორმალზე დავიწყე, მარა არვიცი ან დაუბალანსებელი მომეჩვენა თითქოს? იმენა ანალურად მიხმარეს, ჰარდზე წარმომიდგენია რა პიზდეცი იქნება. იზიზე დავამთავრე, არმქონდა ხელოვნურად გართულებული შუტერის თამაშის მუღამი, მსგავსს მარტო კოდებს ვთამაშობ ისიც ვეტერანზე ჩისტა მუღამის პონტში, აქ გამორიცხულია ეგ ამბავი. + ძალიან slow start აქვს და აი რო მოიხოდები ნელნელა მერე ცოტა გამოიხედავ თვალებში. ა ჰო, ლიმონკების და სიცოცხლეების დაკრაფტვა შეგილია, ფული რო არ ხარჯო და ლოკაციების გაწმენდისას აგროვებ საჭირო ინგრედიენტებს მარა ეგენიც დავიკიდე, იმდენი ფული დამიგროვდა ბოლოსკენ რო პროსტა ვყიდულობდი ყველაფერს ხამი შოპოგოლიკივით. და ბუმერანგია ძაან ღადაობა, მარა ნაკლებად ეფექტურია და სქელ არმორში ვერ ასვავს ჰედშოტებს, ამიტო სტანდარტული შეიარაღება - ავტომატი + შოთგანი და რამე ძალა. აქა იქ რაკეტებსაც ვაშველიებდი.

Riddick
Posts: 9418
Contact:

Re: Rage 2

Unread post#11 » 19 Nov 2019 03:13

მედ მაქსის მერე მაინც მინდოდა რო მენახა რა გამოუვიდათ ID-სთან ერთად.

...

დავიწყე თუ არა 4 - 5 წუთში მოხდა 500 მოვლენა, მარტო იმიტო რო ელემენტარული შესავალი შეეკრათ. იგივე 5 წუთში გაცნობენ პერსონაჟებს, რომლებიც იგივე 5 წუთში კვდებიან, გაცნობენ მტრებს, გაცნობენ რაღაც დიდი ხნის ომს ორი სიტყვით, გტენიან სუპერ კოსტუმს, გტენიან იარაღებს, გტენიან მანქანას და დავაი გაა*ი ეხა და უშველე სამყაროს ))) მაგარი სირცხვილია დღეს ესეთი სიუჟეტური გადმოცემის გაკეთება თამაშისთვის - დილა თენდება მტრის შემოტევს მერე, უკვე იცი რო ყველა დაიხოცა, მთელი ბაზიდან (თუ ცივილიზაციიდან), 10 კაცია თუ რაღაც ცოცხალი და ვინც გადარჩა ის გეშუტკავება რაღაცეებს დანგრეული ბაზის ფონზე ))) კაროჩე გამოვ*ვდი უცებ ))) ესეთ ცუდ დაწყებას არ ველოდი, არადა რაც ყველაზე გულდასაწყვეტია, ძალიან კარგია ექშენიც და მანქანის ტარებაც, ძაან დამევასა გრაფიკაც, უბრალოდ სიუჟეტური შიგთავსი ისეთი კედელზე მი*მულივით არი რო ნაღდად არ მაქ ეხა ამის დრო. სადღაც 10 წლის წინ, შუა ზაფხულში რო გამოსულიყო და ინტერნეტის გარეშე სადმე დაჩაზე ვმჯდარიყავი სიამოვნებით )
https://www.youtube.com/watch?v=PPp9zEJD1aI&feature

Return to “Action - Combat”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 10 guests