Rage 2, შეხედულება | PC, Xone, PS4

| თამაშები ჟანრების მიხედვით |
FPS , TPS , Stealth , Slasher , Shoot 'em up , Beat 'em up , Platformer ...
User avatar
Riddick
Posts: 8744
Contact:

Rage 2

Unread post#1 » 22 Aug 2018 12:57

Rage 2
E3-ზე იმდენ საინტერესო თამაშთან ერთად დაანონსდა რო მაგრად მეკიდა. ცოცხალი მსახიობებით გაკეთებული, საეჭვო ხარისხის და კიდე უფრო საეჭვო სტილის ტრეილერიც არიყო შთაგონების მომცემი ჩემთვის. და ორიგინალის მემკვიდრეობა. პირველი არ მითამაშია. თავის დროზე მინდოდა, მარა ისე დაბომბეს რო დავიკიდე. ერთი სიტყვით სანამ გეიმფლეის ვნახავდი, უარყოფითი დეტალების მთელი სია მქონდა ხელში.

>>>

პრინციპში გეიმფლეს ვიდეოსაც ბევრ მომენტში უჩანდა უაზრო ელემენტები, მარა პოზიტივი აშკარად მეტი იყო - პოსტაპოკალიფტური სეთინგი, სადაც გაერთიანებულია id Software-ის დუხში გაკეთებული FPS და Mad Max სტილის გახსნილი სამყარო.

ანუ იმისთვის, რომ ერთი კარგი თამაში გამოვიდეს, ფაქტიურად ორი კარგი თამაშია საჭირო, ანუ ორი კარგი სტუდია - ერთის მხრივ id Software და მეორე მხარეს Avalanche Studios (კაკრას Mad Max ავტორები).

FPS - გაქ შუთერისთვის სტანდარტული არსენალი (რომლიდან სროლაც დაახლოებით ისე გემრიელად იგრძნობა როგორც Bulletstorm-ში) + ბუმერანგი (პირველი ნაწილიდან წამოსული, თამაშის სახასიათო იარაღი), რამდენიმე "Force" სტილის, სპეციალური დარტყმა (კონტაქტური ბრძოლისთვი) და Rage მოუდი. ესაა მხოლოდ ის ჩამონათვალი რომელიც ჟურნალისტებისთვის დარიგებულ Demo-შია ხელმისაწვდომი. საქმეზე სია სავარაუდოთ კიდე უფრო დიდი იქნება.

>>>

თამაშის მეორე ნახევარზე, ანუ გახსნილ სამყაროზე და უშუალოდ რბოლებზე ჯერ საკმაოდ ცოტა ინფოა, მარა ვიცით რო იქნება რამდენიმე ტიპის დაჯგუფება, თავიანთი სახასიათო შესაძლებლობებით და უნიკალური ტრანსპორტის სახეობებით. ტრანსპორტის გამოყენებაც სხვადასხვა მიმართულებით მოგვიწევს. იქნება სხვადასხვა ტიპის რბოლები, ქარავნების დევნა და სხვა.

ჯერჯერობით ესაა, თუ რამე საინტერესო შემხვდა გავაზიარებ.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

Return to “Action & Combat”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 10 guests

cron