God of War (2018), PS4 | დადასტირებული დეტალები

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

God of War (2018)

Unread post#1 » 13 May 2018 20:20

God of War
>>>

ორ კარგ მიმოხილვას უყურე და შევეცდები რაიმე საერთო შეხედულების მსგავსი დავწერო.

ერთ-ერთი მთავარი ცვლილება არის თამაშის რელსებიდან გახსნილ სამყაროზე გადასმა.
არი რამდენიმე ცენტრალური, საკმაოდ მოზრდილი ლოკაცია, სადაც პროგრესთან ერთად უკან დაბრუნებაც გიწევს.
არის კარგი ხარისხის საიდ-მისიები.
არი როგორც პერსონაჟის განვითარების ხე, ასევე კრაფტის სრული სისტემა, ანუ რესურსების შეგროვება, უნიკალური ნივთები და ა.შ.
წინა სერიებით ცნობილი სლეშერ გეიმფლეი გაცილებით გართულდა და უფრო სოულსის თამაშების მსგავსი, ტაქტიკური მოქმედებისკენ წავიდა, სადაც კონკრეტულ ბრძოლას კონკრეტულად ადაფტირება სჭირდება.
და რაც ყველაზე მეტ ქებას იმსახურებდა ორივე კრიტიკოსისგან - სიუჟეტი და მისი მოწოდების ხარისხი - მამა-შვილური დრამის დინამიურად განვითარება მთელი თამაშის მანძილზე.

მაგრამ სკანდინავიურ სამყაროში კრატოსის გადატელეპორტებაზე და წინა სერიებთან პირდაპირ კავშირზე არავინ არაფერს არ ამბობს, არადა ზუსტად ეგ მომენტია ჩემთვის ყველაზე საინტერესო და ვთვლი რო კრიტიკული მთლიანად სერიისთვის.

რავი მთლიანობაში როგორც ჩანს კარგი ექსკლუზივი დადო სონიმ, მარა ჯერ კიდევ ბევრი რამეა გადასამოწმებელი :)

Riddick
Posts: 11696

Re: God of War (2018)

Unread post#2 » 08 Aug 2018 03:54

ბევრი რამის დაწერა მინდა ამ თამაშზე და მინდა რო არაფერი არ გამომრჩეს. ძაან დიდი სურპრიზი გამოდგა. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩემ მეხსიერებაში. ეს კაკრას ის შემთხვევაა რომელიც მე პირადად მეგონა რო საერთოდ შეუძლებელი იყო. ესეთი რამე რო თამაშის სერიაში 6 თუ 7 ნაწილი გამოვიდეს და 8 გაიჩითოს ისეთი რო ყველას ჯობდეს ერთად აღებულს, მე არ მახსოვს. და არ ვღადაობ, მართლა ეგრეა. რაღაც სასწაული გარდასახვა დადო SIE Santa Monica Studio-მ. მითოლოგიის სულში ჩაძვრა და მოთამაშეებს გვანახა როგორი ფორმით და მოვლენების ფონზე ყალიბდება ზოგადად მსგავსი ტიპის ლიტერატურა. ამასთან ერთად თითონ გახდა მისი თანამედროვე ვარიანტის ავტორი, ბერძნული ძალიან ლამაზად შეუერთა სკანდინავიურს და გაავრცო ისე თითქოს ერთი მთელია. რაც ნამდვილად არ გამოვიდა თუნდაც იგივე Souls სერიის ლორზე ნაკლები, პირიქით. აქ ბევრად დიდია ამ ყველაფრის ფასეულობა, რადგან ორივე მხრიდან რეალური მითები მოდის. მოდის როგორც უშუალოდ თამაშის შემადგენელ ნაწილად, ასევე თამაშის პერსონაჟების ერთმანეთს შორის მოყოლილი ამბების სახით, რაც ისედაც საინტერესო სამყაროს კიდე უფრო შთამბეჭდავად ხდის.

რამდენიმე საათის წინ ვნახე ტიტრები და მინდოდა რო მთავარი მაინც დამეწერა. ხვალისთვის გავაგრძელებ...

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: God of War (2018)

Unread post#3 » 08 Aug 2018 04:28

"მითოლოგიის სულში ჩაძვრა და მოთამაშეებს გვანახა როგორი ფორმით და მოვლენების ფონზე ყალიბდება ზოგადად მსგავსი ტიპის ლიტერატურა. ამასთან ერთად თითონ გახდა მისი თანამედროვე ვარიანტის ავტორი"

ეს ვერ გავიგე, ანუ მითოლოგია როგორ ყალიბდება ეგ გვაჩვენეს?
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: God of War (2018)

Unread post#4 » 08 Aug 2018 09:52

იდეაში ხო მთელი კრატოსის ისტორია ამათი ვარიანტია წინა სერიებში. აქაც იგივეს აკეთებენ, მარა მთავარი გმირის ოჯახური მოტივაცია რო შეცვალეს და ბავშვი შემოიყვანეს, ვაფშე სხვანაირია სიუჟეტის სიღრმე და დატვირთვა.

მთელი თამაში ცხოვრებისეული გაკვეთილებისგან შედგება - მამას დაყავს შვილი "უცხო მხარეში", ასწავლის გადარჩენას და უხსნის ცხოვრების პრინციპებს უშუალო მაგალითებზე, მარა პარალელურად მაინც აქვთ რაღაც საერთო მიზანი რისკენაც მიდიან. ეს ყველაფერი, ჩისტა მოქმედების ადგილის თვალსაზრისით ხდება სკანდინავიური მითოლოგიის სამყაროში (ახსნილია კრატოსის აქ მოხვედრის მომენტიც) და ისეა თამაშის სიუჟეტთან გადაკვეთილი რო, ამათ მოფიქრებულსა და რეალური მითების შორის განსხვავებას ვეღარ არჩევ ბოლოს, გგონია მთავარი გმირებიც იმ სამყაროს ნაწილია. ეგეთ მომენტებში ხედავ იმას რაც ზევით დავწერე.

ადრე კრატოსის შურისძიების მიზანი იმდენად ბანალური იყო რო იდეაში, მთელ ბერძნულ მითოლოგიას თავის ყაიდაზე აწყობდა და მაგ მხრივ შურის ძიების ხაზს დიდი არაფერი საინტერესო არ შემოქონდა ჩისტა სიუჟეტუტად. მარა აქ მამა რო მითების და მითიური ადგილების, ან პერსონაჟების ფონზე ასწავლის შვილს უკვე ვაფშე სხვა დატვირთვა ეძლევა ყველაფერს.

თან იდეაში, სიუჟეტთან ერთად მთელი თამაშის სტრუქტურა შეცვლილია. GOW აღარაა სლეშერი, თავის კლასიკური გაგებით. გუშინ პროსტა ვერ მოვასწარი დაწერა. რო იწყებ, სადღაც 5 7 საათის მერე ხვდები, რო ეს არი ჩვეულებრივი, საკმაოდ კარგი დონის RPG, გახსნილ სამყაროში. RPG თავის ყველა ღირსეული ელემენტით - სიუჟეტი, პერსონაჟები, ქვესთები და თამაშის სამყაროს მდიდარი ბექგრაუნდი. აი დაახლოებით ესეაქვთ ტიპებს სკანდინავიური მითოლოგია გამოყენებული თავიანთ საქმეში და რო ნახავ როგორ ოსტატურად არი ერთ მთლიან პროდუქტში შეკრული, დიდი ალბათობით ძაან გაგისწორდება.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: God of War (2018)

Unread post#5 » 08 Aug 2018 10:56

აუ წინები დაახლოებით იგივეა გოძილა რო ქალაქში შევარდება და დაერევა ყველაფერს. ყველა სხვადასხვა დროში ცნობილი გმირები და არსებები მოკრიბეს და ერთ სეთინგში ჩაყარეს და მერე კრატოსს ახოცინეს :D აი სთორი და რაღაც ძალიან დაბალი ფასეულობა იყო მანდ, ატმოსფეროთი და გეიმფლეით იგებდა, Marvel vs Capcom-ს რო სერიოზულად უყურო სთორიზე ეგრეა ძველი GoW-ები.
ამაზე საინტერესოა რასაც წერ, ნუ ვუყურებ მაინც ვიდეოებად თამაში თუ დამეზარა, მარა იმენა მთელი რიგი წინააღმდეგობები მაქვს ამათ მიდგომებთან და გააზრების დონეზეც ვერ დამყავს ეხლა როგორ ქნეს ეგ.
ის კლიშე არქეტიპზე შექმნილი გამანიაკებული ბალდური რო მყავს ნანახი და ფრეია ჩვეულებრივი სერიალის "ვეძმა", რასაც ქვია თავზე მანგრევს მუღამს. ინტერპრეტაციების წინააღმდეგი არ ვარ, დაჟე საი ფაიში გადატანისაც კი, მარა ყველაზე ღირსეულ და ღმერთების მისაბაძ ღმერთს რო ქუჩის სირად მიქცევენ ეგრევე მატრიგერებს იგნორირებაზე :D მარა ნუ სერიებია მთლიანად ღმერთების და მითოლოგიის გაბანძებაზე და რა ვთქვა :D ან აქ როგორ უნდა დაიჭირონ ზღვარი არ მესმის.
თან კარგად ვინცაა ცნობილი მითოლოგიაში, ის რო სირად გამოყავთ და ცუდი როჟა თურმე ის სპოილერია, ეგეთი შეცვლილი პერსპექტივები მაგრა არ მევასება არსად. იორმუნგანდი ამათკენ დადგება და მასე. გაბრაზებული თინეიჯერები რო არიან ვილეინები რო ევასებათ და იმათ fanfiction-ებს წერენ ეგ შთაბეჭდილება მრჩება ზუსტად მასეთ მიდგომებზე. ნუ კარგი სთორითელინგით ალბათ გადაილახება ეგ მომენტი არ ვიცი, მარა ზედმეტად კარგი უნდა იყოს მაშინ.
თან ნუ მითოლოგიის და მითოლოგიური ლიტერატურის ჩამოყალიბებასთან საერთოს ვაბშე ვერ ვიჭერ, ალბათ უფრო ნარატივის საკითხია მაგ კონკრეტულ პერსპექტივაში საინტერესო რო მაგ კონკრეტულ სამყაროში როგორაა თორე რეალურთან მართლა ვერ ვუკავშირებ, ჩვიდმეტი თუ უფრო მეტი საუკუნე აშორებს დაახლოებით ილიადას და კოდექს რეგიუსს :D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: God of War (2018)

Unread post#6 » 08 Aug 2018 12:30

როგორ იქცევა ამბავი, უფრო მოვლენა მითად - აი მაგის განახებს თამაში. კავშირის აწყობის საშუალებას კიდე, ნარატივის ხელოვნების კარგად ცოდნა აძლევს ავტორს, რომელიც წინა სერიებისგან განსხვავებით, ძალიან ჰარმონიულად აბავს ერთმანეთს ორ სამყაროს, საერთო ელემენტების ხარიჯზე. რაც ვერცერთ ფილმში ვერ გაკეთდებოდა ისე კარგად როგორც თამაშის სამყაროში გამოვიდა.

ვაფშე ბევრი რამის დანახვის და გადაფასების საშუალებას გაძლევს თამაში და ეგ არი გასაოცარი რადგან GOW-ზე ვლაპარაკობ. თუნდაც იგივე ფრეა, იმდენად ადამიანური და ბუნებრივია, ისეა თავიდან შენიღბული ჩვეულებრივ როლში, რო მარტო ეგ მომენტი უკვე გახვედრებს საიდანაც და როგორც იბადებიან მითიური არსებები, ან თუნდაც თვითონ ღმერთები :) ღმერთები რომლებიც რეალურად ბოროტები არიან ადამიანების მიმართ და მხოლოდ თავიანთ ძალაუფლებაზე ფიქრობენ. და კი შეილება მიუღებელი კუთხეა, მარა დღევანდელ რეალობას ისე უხდება რო ვერაფრით ვერ დაგეთანხმები მაგაში.

ისეთი სიღრმის ისე კარგად მოწოდებული მესიჯები დევს თამაშში რო პროსტა არ მჯერა და მიხარია ერთდროულად. ეს ყველაფერი კიდე იმ მდიდარი მითოლოგიის გაცოცხლების ხარჯზე ხდება რასაც ავტორები უკვე სხვა კუთხით მიადგნენ, მხატვრული ღირებულება გამოიყენეს ამ ყველაფრის და პროსტა ბოსებათ არ გადააქციეს ღმერთები, როგორც თავიდან აკეთებდნენ.

ერთი სიტყვით რაც ვიჩერს გაუკეთა CD Projekt-მა იგივე უქნეს ამათმა მითოლოგიას, ამ ნაწილში.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: God of War (2018)

Unread post#7 » 09 Aug 2018 08:11

"ღმერთები რომლებიც რეალურად ბოროტები არიან ადამიანების მიმართ და მხოლოდ თავიანთ ძალაუფლებაზე ფიქრობენ."

არ არის ეს ასე რეალურ მითოლოგიებში. იმ კონკრეტული ეპოქის ადამიანებივით არიან ზუსტად, მათი ნიშანთვისებბეი აქვთ, მსგავსი სისუსტეები და სიძლიერეები, მათ სოციუმში დამკვიდრებული მანკიერებები და ფასეულობები. ბულშითია ინტერპრეტირება რო ღმერთები ბოროტები არიან ადამიანების მიმართ და ჩაგრული ადამიანი მათ წინააღმდეგ უნდა მიდიოდეს (როგორც წინა სერიებში იყო, თუმცა იქ პანდორას ყუთმა გააბოროტა ყველა და თავიდან მხოლოდ არესი იყო "ცუდი", რაც რეალობასთან ძალიან ახლო იყო, არესი არ უყვარდათ ღმერთებსაც და საკმაოდ მიახლოებული მიდგომა დადეს, მერე უკვე ვინუჟდენი გაგრძელებაა). მითოლოგიაში ბოროტება არსებობს მონსტრების ან კონკრეტული ბოროტი მაცდური ღმერთების სახით რომელიც განსაცდელთან ასოცირდებიან და სწორედ ღმერთები ეხმარებიან მათ დამარცხებაში გმირებს. ზოგჯერ ისაც არის რო კონკრეტული ღმერთი კონკრეტული გმირის წინააღმდეგ ბოროტია როცა ზოგადად ასე არაა, სხვადასხვა კონფლიქტები არსებობს სხვადასხვა მითებში. ძალიან კომპლექსურია ეს თემა რო ჩავყვე და მიმოვიხილო ბერძნული, ეგვიპტური, სკანდინავიური, შუმერული სოციალური მდგომარეობა და მათი დამოკიდებულება როგორ აისახებოდა, ამიტო მარტივად ასეა ეს.
ნუ ინტერპრეტაცია შეიძლება კარგია მარა შორიდან ლოკი და იორმუნგანდი კაი ტიპებად და ოდინი და თორი ცუდებად აი ნამეტანი პორნო ჰარი პოტერის დონის fanfiction-ად წარმომიდგენია შორიდან, მარა როგორც თქვი შეიძლება ძალიან კარგად აქვთ ეგ მომენტი რო ვნახავ მერე შევაფასებ თავიდან ბოლომდე.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: God of War (2018)

Unread post#8 » 09 Aug 2018 16:45

ვიცი რო არ არი მასე ჩაფიქრებული, მარა აქ მაგ რაკურსით ანახებს თამაში, მაგაშია მუღამი. ავტორიტეტების კრიტიკის პონტში გამოდის და ძაან კარგია, აი რო ნახავ მიხვდები. ბევრი ჩემი პირადი, ზოგადი აზრის ჩამოყალიბებული და სწორი ხორცშესხმა გავაძრე მაგ პონტში.

მამენტ გატენილია ბერძნული მითოლოგიაც სისასტიკით და თუნდაც ზევსს ისეთი რაღაცეებიაქ გაკეთებული რანაირად არ შეილება რო "ბოროტად" (საკუთარი ძალაუფლების გამო ყველაფერზე წამსვლელ ტიპათ) აღიქვა არ მესმის. მარა ძაან სხვა თემაა ეხა ეგ. გეუბნები ძალიან ჰარმონიულია, ჩათვალე რო ექსკურსიააქ კრატოსს სკანდინავიურ სამყაროში და იდეაში ხელსაც არაფერს არ კიდებს დიდათ :) მთავარი ფასეულობა ისააქ თამაშს რო მითოლოგიური სამყარო გადააქ საკმაოდ რეალისტურ, ერთ საერთო სივრცეთ და თავის ლეგენდებიან, პერსონაჟებიანა, ადგილებიანათ აცოცხლებს. შენკიდე ნავით დატასაობ აქეთ იქეთ ამ სამყაროში, ჩაის სვავ და საინტერესო ლეგენდებს უსმენ )) იგივე მიდგომით რო გაეკეთებინათ ბერძნულიც, აი გახსნილი სამყარო რო ყოფილიყო RPG ელემენტებით, რაც აქააქთ, რაღაც ძაან მოვლენა გამოვიდოდა.

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: God of War (2018)

Unread post#9 » 09 Aug 2018 17:14

ხო არა როგორც უნდათ ისე ქნან, არ ვატრაკებ ინტერპრეტაციაზე მე, უბრალოდ მითოლოგიური მუღამი თუ არ დამერღვევა ეგ მაინტერესებს, ძველებს ცუდი სთორი ჰქონდათ მარა მითოლოგიის მუღამი დაჭერილი იყო მაინც, აქ არ მინდა სთორის ხარჯზე fanfic პონტში ძალიან გაუბერონ. აგერ ეხლა ლა მულანა 2-ს ვთამაშობ მითოლოგიურ არექოლოგიურ მუღამში და რაღაც საი ფაი უცხოპლანეტელური ცივილიზაციების ინტერპეტაციები მიდის, მითოლოგიური ფასეულობა 0 აქვს ამას ჩემთვის მარა თემატურად რო უჭირავს ეგ მუღამი მაინც მაგრა მისწორდება.
ავტორიტეტებზე რავი, იმდენი ზღვა მასალაა დღეს რო რამე გააკეთო მაგაზე რო გადაეკიდნენ ტიპები მითოლოგიას :D:D რამდენი მეფე რამდენი დიქტატორი რამდენი განდონი იყო, გააკეთე მაგათი შთაგონებით თესლი ფენტეზი და ხოცე რა, აგერ Deadfire-ში ისე გაშალეს ადამიანური ძალაუფლების მოყვარე ღმერთების თემა და ისეთი მითოლოგია შეუქმნეს თან ორი სხვადასხვა კულტურისთვის რო რავიცი, თავისუფლადაა შესაძლებელი :D

ზევსი ყველაზე ბუნჩულა კაცის ტიპაჟია ტო :D:D ცოლი ისე ათამაშებს და ისე ალაპარაკებს ყველაფერს აზზე ვერ მოდის, და დალშე სექსები უყვარს სხვა ქალებთან. იმდროინდელი მამაკაცის ასლია, წონა რო აქვს მასეთის მარა ოჯახში რო ცოლს მიყავს ამბავი. ეგ ხო დღესაც მასეა ძალიან ბევრგან :D:D დაჟე ჰერაც არაა ბოროტი, ჰერაკლე სძულს ზევსის ღალატის გამო და მაგიტომ ერჩის, ჰერაკლე კიდე ნახევარღმერთია. ორი მხარეა, ერთია ღმერთი როგორც იდეალი, ზე არსება, ბუნების და სამყაროს ძალა რაც იმდროინდელი ადმაიანისთვის ჩვეულბრივი მოვლენა იყო და მეორეა მითები, შედარებით გვიანდელი რითაც ვიცნობთ და მოაღწია, ხოდა ეს მითები უკვე ნახევრად ლიტერატურული სახეა სადაც ადამიანი ისე გადმოსცმს ღმერთის ნააზრევს და საქციელებს როგორც თვითონ წარმოუდგენია, თან ამავდროულად უნარჩუნებს იმ ძირითად თვისებებს :D აგერ ჰერაკლე გმირია მარა შვილები დახოცა სიგიჟის ქალღმერთისგან გაგიჟებულმა, ანუ ბრალი ქალღმერთზე მოდის, მარა ეს ქალღმერთი სიგიჟისაა და რა მოეთხოვება )))) მაგის მიუხედავად მაინც ერთერთი უსაყვარლესი პერსონაჟია ჰერაკლე, სხვა მენტალობა იყო მაშინ მარა მაინც ძალიან ახლოსაა ადამიანთან :D
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: God of War (2018)

Unread post#10 » 10 Aug 2018 14:22

დღეს შევედი, დიდის ამბით ჩავრთე კონსოლი სქრინების გადმოსატანად და შემთხვევით წავშალე ვაფშე ყველა სურათი :) კარგია .

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: God of War (2018)

Unread post#11 » 10 Aug 2018 14:41

რანაირად ბიჭო )))))) ბექაფი რამე არ აქვს?
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

Riddick
Posts: 11696

Re: God of War (2018)

Unread post#12 » 10 Aug 2018 14:50

პაპკას არ ეწერა თამაშის სახელი, ეწერა აპლიკაცია თუ რაღაც და რო წავშალე მერე მივხვდი რაც ვქენი )) დედორლაივის ერთი ტრაკის სქრინი დამრჩა მარტო ))

User avatar
Ripster
Posts: 1854

Re: God of War (2018)

Unread post#13 » 24 Nov 2018 00:06

ბაჩოძია, დავითრიე სეილზე
ვფიქრობდი პს+ ხომ არ მეყიდა ან იგივე ფასად სპაიდერმენი, დითროიდის პონტიც იყო მაგრამ მერე ჩვენი საუბარი გამახსენდა ყავის თანხლებით გეიმჯემზე და გადაწყვეტილება ამაზე შევაჩერე. კი ფიზიკურის მუღამი მქონდა, თაროზე რომ მიდევს საერთოდ სხვა მუღამი აქვს ჩემთვის, მაგრამ ციფრული ბევრი თამაში დამიგროვდა ისედაც და თან ლოდინის დრო ვეღარ მრჩება ეს ბოლო დრო, adulthoodი ისევ ყვ*რებში მირტყავს, ვერ შევეჩვიე
მოკლედ იწერს ახლა და ჩავუჯდები სავარაუდოდ მალევე ;დ


ედით:
თვალები მაქვს მძიმე, ვამთქნარებ ხუთ წუთში ერთხელ, მოსაწევად როცა ვდგები ძვლები მიჭრიჭინებს მაგრამ ვერ ვეშვები
ის ვიდეო გახსოვთ? დრაგონ ლარი მოვიგე ჩემი კააარგი მო&&&&აააან, სოსოოოოოო
აი ეგეთი ვარ

მესამე მოვრჩი ერთი ორი კვირის წინ თან და კონტრასტია ნუ რავიცი
ლაკონური, ინტუიტიური და ძლიერი, მაწ ივო, კრუწიზნა თამაშია რაც თვალწინ მაქვს ახლა
პირველი შთაბეჭდილება და თან ასეთი მაგრად ასწორებს ძმაო! ბაჩოძიასგან ვიცი რომ იქოქება კიდევ და იქოქება
საერთოდ არ ვნანობ გადაწყვეტილებას!
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11696

Re: God of War (2018)

Unread post#14 » 15 Apr 2019 11:01


Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 108 guests


cron