God of War (2018), #1 შეხედულება > PS4

FPS , TPS , Stealth , Slasher , Shoot 'em up , Beat 'em up , Platformer ...
Riddick
Posts: 8177
Contact:

God of War (2018)

Unread post#1 » 13 May 2018 20:20

God of War
>>>

ორ კარგ მიმოხილვას უყურე და შევეცდები რაიმე საერთო შეხედულების მსგავსი დავწერო.
ერთ-ერთი მთავარი ცვლილება არის თამაშის რელსებიდან გახსნილ სამყაროზე გადასმა. არი რამდენიმე ცენტრალური, საკმაოდ მოზრდილი ლოკაცია, სადაც პროგრესთან ერთად უკან დაბრუნებაც გიწევს. არის კარგი ხარისხის საიდ-მისიები. არი როგორც პერსონაჟის განვითარების ხე, ასევე კრაფტის სრული სისტემა, ანუ რესურსების შეგროვება, უნიკალური ნივთები და ა.შ.
წინა სერიებით ცნობილი სლეშერ გეიმფლეი გაცილებით გართულდა და უფრო სოულსის თამაშების მსგავსი, ტაქტიკური მოქმედებისკენ წავიდა, სადაც კონკრეტულ ბრძოლას კონკრეტულად ადაფტირება სჭირდება.
და რაც ყველაზე მეტ ქებას იმსახურებდა ორივე კრიტიკოსისგან - სიუჟეტი და მისი მოწოდების ხარისხი. ანუ მამა-შვილური დრამის დინამიურად განვითარება მთელი თამაშის მანძილზე. მაგრამ სკანდინავიურ სამყაროში კრატოსის გადატელეპორტებაზე და წინა სერიებთან პირდაპირ კავშირზე არავინ არაფერს არ ამბობს, არადა ზუსტად ეგ მომენტია ჩემთვის ყველაზე საინტერესო და ვთვლი რო კრიტიკული მთლიანად სერიისთვის.
რავი მთლიანობაში როგორც ჩანს კარგი ექსკლუზივი დადო სონიმ, მარა ჯერ კიდევ ბევრი რამეა გადასამოწმებელი :)
https://vimeo.com/279665122

Return to “Action & Combat”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 6 guests