Shadow of the Colossus (4K), PS4 | ანონსის მონახაზი |

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Shadow of the Colossus (4K)

Unread post#1 » 13 Dec 2017 22:19

>>>

მახსოვს PS3 ICo/Colossus რემასტერის დისკი რო გამოვიდა როგორ მომინდა კონსოლი და კოლექციონერობა, მარა PS4 რო საერთოდ ახალი თამაშის ტრეილერი გვანახეს მივხვდი რო ვიჩქარე.

თამაში ფაქტიურად ნოლიდანაა გადაწყობილი და სრულფასოვანი რიმეიქია საკულტო კლასიკის. გადაკეთებულია თითქმის ყველა ვიზუალური და ტექნიკური ელემენტი (ყველა ასეტი, ფიზიკის და ანიმაციის სისტემები, წყლი, ამინდი და ძაან ბევრი სხვა).

რაც ყველაზე საინტერესოა 4K კოლოსუსი, ვიზუალურად ბევრად მაღალ დონეზეა ვიდრე ყოვლად საყვარელი The Last Guardian. მარა ამ ყველაფრის მიუხედავათ მთავარი ძალები როგორც ჩანს მაინც ორიგინალის "თაჩის" შენარჩუნებაზე იხარჯება. უბრალოდ PS2 ესეთ მაშტაბურ გადააზრებას რო იწყებ, უცებ ირკვევა რომ მსგავს დეტალიზაციას ის, დღევანდელი საზომებით "ცარიელი" თამაში უბრალოდ ვერ წვდება და ფაქტიურად ნოლიდან შექმნის დონეზე დადის პროცესი. იწყება ლოკაციების დეტალებით შევსება და რაც ყველაზე სარისკოა, ძველი, მაგრამ თანამედროვე ყაიდაზე გადმოტანით "უხერხულად" გადაქცეული ელემენტების გადააზრება და განახლება. ამ ყველაფრის ფონზე მგონი კარგად ჩანს თუ რამხელა განსხვავებაა ჩვეულებრივ რემასტერსა და სრუფასოვან რიმქის შორის.
მთელი გულით უსურვებ ამ ხალხს წარმატებას და ჩემ თავს იგივე დონის ICo-ს რიმეიქს ამავე კონსოლზე.

პ.ს. თამაშს ექნება დაახლოებით PC ვიდეო ოფშენის მსგავსი განყოფილება, სადაც აირჩევ როგორი პრიორიტეტით გინდა დახურვა. მაგ. 60 FPS თუ გარკვეული გრაფიკული ეფექტებით. სავარაუდოთ პროს ოფციები.

Riddick
Posts: 11696

Re: Shadow of the Colossus (4K)

Unread post#2 » 27 Dec 2017 20:10

14 წუთიანი გეიმფლეი ვიდეო (აქედან წამოვიღე შეხედულებები)

Riddick
Posts: 11696

Re: Shadow of the Colossus (4K)

Unread post#3 » 04 Dec 2019 23:12

დაახლოებით ერთი თვის წინ მოვკალი ბოლო კოლოსი, უბრალოდ ბევრი ნაიარევის გამო წერა ვერ მოვახერხე.

პირველი დახურვის დროს, ისე მოხდა რო მთლიანად მე არ მითამაშია. იყო კოლოსები რომლებიც საერთოდ ნანახი არ მყავდა, თან როგორც ეხა გავარკვიე, საკმაოდ ბევრი (ვიღაც მატყუებდა უშენოდ არ ვთამაშობო). ესეთი "რანის", რიმეიქის ხარისხის და გასული დროის გამო, რეალურად, რაღაც, თუ მთლიანად არა, ნაწილობრივ ახალის თამაშის განცდა მოვიდა.

თანამედროვე, ყველა ფორმის ინტერფეისებით, ჭრელი ფერებით, მენიუებით და ინფორმაციით გადატენილი თამაშების მერე, Shadow of the Colossus თავს მიტოვებულად გრძნობ და თამაში, განსაკუთრებით პირველ ეტაპებზე ძალიან ცარიელი გეჩვენება. შესაბამისად, შეილება ცუდათაც აღიქვა. მე მაგალითად სანამ საფუძვლიანად ჩაუჯექი, ცოტა დრო დამჭირდა კლიშეებისგან გასანთავისუფლებლად, მაგრამ როცა ამ მომენტს გადიხარ, ჯადოსნური სამყარო გხვდება. დიდი, უკაცრიელი, და პირველყოფილი სივრცეების სილამაზე, რომელთანაც ძაან ცოტა პარალელი თუ გაივლება ინდუსტრიაში.

რაარი Shadow of the Colossus? ერთ სიუჟეტურ ელემენტს მორგებული, ერთი გეიმფლეი კონცეფცია, რომელზეც შეილება ვინმემ თქვას, რომ მოძველებულია, ან მარტივი, მაგრამ ეს ესე არაა, რადგან თამაში თავის საფუძველში ატარებს ამ მინიმალიზმის იდეას. აქ არ უნდა იყოს სხვადასხვა მისიები, საიდ ქვესთები, პერსონაჟები და სხვა თანამედროვე ოუფენვორლდის ელემენტები. ეს თამაში შექმნილია, მხოლოდ ერთი მიზნით, რომ ინტერაქტივის და გარემოს მეშვეობით გადმოსცეს ამბავი, ხოლო ამბის ცენტრალიზება მიღწეულია ზუსტად ამ ზედმეტი ელემენტების ამოღებით და მხოლოდ საჭიროს არსებობის ხარჯზე. ისევე როგოც ყველა კარგ მხატვრულ ნაწარმოებში, ან ფილმში.

ალბათ სხვა ნებისმიერ თამაშში, ესეთი ცარიელი სივრცეები რო მენახა, უბრალოდ ვიტყოდი, რომ დეველოპერმა იხალტურა, მაგრამ აქ ეს ერთი შეხედვით "უფუნქციო" გარემო იძენს ალბათ ერთ-ერთ ყველაზე საამაყო დანიშნულებას, იგი თამაშის მხატვრული ღირებულების გაზრდას ემსახურება და ბოლომდე გძირავს საკუთარ თავში.

მიაძაკის ხელში გამოვლილს, კოლოსებთან ბრძოლა გინდა, რომ უფრო რთული და თავდადებული იყოს, მაგრამ ამის მიუხედავათ, ისინი თავიანთი ორიგინალურობით და მათში ჩადებული საიდუმლოთი, მაინც ახერხებენ სასიამოვნოდ გაოცებას. თან მიაძაკისგან გასხვავებით, აქ ყველა "ბოსი" სხვადასხვა პერსპექტივას გაძლევს თამაშზე და კიდე უფრო გიფართოვებს თამაშისგან მიღებული დადებითი ემოციების სპექტრს. ეხა ეს კადრი მაგალითად, დღემდე არ მჯერა, რომ ჩემი გადაღებულია, რადგან უფრო რაღაც დამუშავებულ სიჯიაის გავს, ვიდრე თამაშის გეიმფლეი სქრინშოტს. და რო იცოდეთ რამდენია ეგეთი. ზოგს ემოციურად, ისე, კარგ დონეზე შეულია დაგძაბოს. მარა უმეტესწილად დამაკმაყოფილებელ , კინომატოგრაფიულ სიამოვნებას იღებ.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 46 guests


cron