Rise of the Tomb Raider, PC, PS4, Xone / გამოცდილება

| თამაშები ჟანრების მიხედვით |
FPS , TPS , Stealth , Slasher , Shoot 'em up , Beat 'em up , Platformer ...
User avatar
Riddick
Posts: 8727
Contact:

Rise of the Tomb Raider

Unread post#1 » 13 Dec 2017 21:08

რებუთი ვაფშე არ მაინტერესებდა არც გამოსვლამდე, არც გამოსვლის მერე და ეს რო გამოვიდა დიდხანს მერეოდა ერთმანეთში, მარა სუ კარგ კონტექსტში მხვდება და უცებ სფეშალ ედიშენის დისკი დადო გასაცვლელათ ვიღაცამ PS4-ზე.
ერთი 20% ვითამაშე უკვე და რაღაც დასკვნების გაკეთება შემილია. იდეაში სიუჟეტურად თამაში არაფერ ფასეულს არ წარმოადგენს, გარდა იმისა რო რაღაც ისტორიის წარმმართველ კულტზე მიდის ლაპარაკი. მარა ყველაფერი ზედაპირული სიუჟეტური სვლებით არი აწყობილი და დიდ ნახტომებს აკეთებს იმისთვის რო საინტერესო იყოს. არამგონია რო მერეც რამე შეიცვალოს, ვნახოთ.
ჯერჯერობით რამდენიმე სიუჟეტური სწორხაზოვანი ლოკაცია და ერთი მთავარი თოვლის ტერიტორია ვნახე და ვიზუალურადაც ნამდვილად ვერ დაიკვეხნის "აღორძინება". მარა მაგის მიზეზი თვითონ ლეველდიზაინში მგონია. თამაში აწყობილია პატარა სენდბოქსების პრინციპით, სადაც ერთ მცირე ლოკაციაზე ბევრი სახეობის, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ინტერაქცია ხდება (ნადირობა, თრეჟერ ჰანთი, სიუჟეტური მისიები, საიდები და სხვა). ამის გამო ყველაფერი ნატურალური ადგილის მაგივრად რაღაც სპეცნაზის სავარჯიშო ტერიტორიას გავს, ბევრი სხვადასხვა ამოცანის ამოხნაზე გათვლილი წინაღობებით. მარა ეს იმდენად გამოკვეთილი არაა რო თამაშს ესე პირდაპირ აზიანებდეს, ასატანია და თვალში არ გხვდება. სამაგიეროდ ამ მინუსების ფონზე იწყება ის რის გამოც, ჩემი აზრით ფასობს თამაშიც. ეს არი გეიმფლეი მექანიკების და პერსონაჟის (+) ამუნიციის განვითარების მრავალფეროვნება და ხარისხი. უამრავი აქტივობა გაქ და ამაში ჩართული რაღაც სასიამოვნო, მომენტებში საინტერესო და რევორდინგ მოქმედებაში ერთვები.

მარა ეს მექანიკების კორიანტელიც არაა ცალსახა. არი ცალკეულად აღებული კარგი, ახალი მიგნებები, მარა არი ცუდიც (პლაგიატიც თავისთავად). მაგალითად ძველი ნაწერების და უბრალოდ რუსულ ენოვანი პლაკატების ყურებით ტიპი ენას სწავლობს ნელნენა და ეგეთი უზნეო პირობითობები კიდეა რამდენიმე. ანუ იმის თქმა მინდა, რომ თამაში არა ცალსახა, მაგრამ უფრო საინტერესო და პოზიტიური თამაშისკენ გადახრილი მგონია, ყოველშემთხვევაში ამ ეტაპზე. ვნახოთ რა იქნება დალშე.
https://youtu.be/lan-Pjv99Xk
https://youtu.be/5Ttxso_Aedg

Return to “Action & Combat”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 11 guests