Prey, აღწერა [PC, Xone, PS4]

| თამაშები ჟანრების მიხედვით |
Survival Horror , Immersive Sim , Side Scroller , Quest , Logic , Puzzle , I-Movie , Point n Click ...
Riddick
Posts: 8587
Contact:

Prey

Unread post#1 » 02 Jun 2017 00:52

>>>

Prey - იგივე სახელწოდების მქონე თამაშის თანამედროვე ინტერპრეტაცია Arkane Studios-გან ( Dishonored სერიის ავტორები ). Prey მოვლენები ახლო მომავალში, 2032 წელს კოსმოსურ სადგურზე სახელად ტალოსზე ვითარდება, სადაც მთავარი გმირი მორგან იუ ექსპერიმენტალური ადამიანის ნიმუშის სახით არის წარმოდგენილი. იგი კოსმოსურ სადგურზე ადამიანის გენომის განვითარების ექსპერიმენტის მონაწილეა, მაგრამ მოულოდნელად მომხდარი მოვლენების გამო მისი როლი ამ ისტორიაში რადიკალურად იცვლება.

ადამიანების და უცხოების დაპირისპირების ეპიცენტრში მოხვედრილ მოთამაშეს, ერთი შეხედვით მიტოვებულ ტალოსზე უამრავი სახიფათო სიტუაციისგან მოუწევს თავის დაძრომა. თამაშის ჟანრი განისაზღვრება როგორც Immersive Sim, რაც გულისხმობს, რომ მოთამაშე არ იქნება შეზღუდული თავის მოქმედებებში და პირადი ინტერესის მიხედვით შეძლებს სხვადასხვა სიტუაციებიდან გამოსავლის მოძებნას. პირობითად მთლიანად გახნილი სადგური, რთულ და არაცალსახა არქიტექტურას გვთავაზობს, რომლის გამოკვლევაც ყველა მოცემული ჟანრის მოყვარულისთვის ძალზე საინტერესო და დასამახსოვრებელი უნდა გახდეს.
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

User avatar
hellwalker
Posts: 4048
Contact:

Re: Prey (2017)

Unread post#2 » 20 Jul 2017 12:52

დავიწყე, კაროჩე სისტემ შოკია რა ფაქტიურად.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 4048
Contact:

Re: Prey (2017)

Unread post#3 » 20 Jul 2017 14:43

არის რა, სისტემ შოკივით ერთ სტანციას იკვლევ და მიყვები ტიპების ინსტრუქციებს. მარა კონტენტი ძაან ცოტაა და სთორი უღიმღამო, ბიოშოკის ან თუნდაც ამათივე დისჰონორდის დამუშავების დონე არ იგრძნობა სთორიში და ლეველ დიზაინში.

სამი ოთხი მტერი შემხვდა ჯერ, და ისიც რაღაც Shadow ობობა, Shadow კაცი და Shadow ტექნიკა. გრაფიკა რომ არ იყოს AAA ხარისხის და ანიმაციები, დანარჩენი ნაჩქარევად გაკეთებული ინდი თამაშის დონეზე არის.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 4048
Contact:

Re: Prey (2017)

Unread post#4 » 21 Jul 2017 12:15

დავხურე. ცუდი არ არის, მაგრამ მარილი აკლია.
System Shock 2 -ის ნაირი წყობა აქ ზუსტად. იღვიძებ გაუგებრობაში კოსმიურ ლაბორატორიაში და ექსპლორაციით, იმეილების კითხვით და ჩანაწერების მოსმენით უნდა გაარკვიო რა მოხდა და ვის ენდო.
ჩემთვის აკლდა მაინც მრავალფეროვნება და ის სისტემ შოკისეული შარმი, დაძაბულობის და პარანოიის. სურვაივალის და რესურსების გამოზოგვის მომენტი აქაც არის, მაგრამ ძაან ცოტა იარაღია, არ არის ამუნიციის ვარიაციები. მტრები ათიოდეა და მთელი კომბატი ჩემთვის რაც შეილება მალე სახეში დრაბავიკის მიცემაზე დადიოდა რომ არ მომკვდარიყავი.
ჩელენჯი არის მაგ მხრივ, მაგრამ მომაბეზრა თავი, და ბოლოსკენ ჩამოვწიე სირთულე.
სთორი უფრო ჰორორის მოყვარულებს გაუსწორდებათ. მე ძაან დავიღალე ყველაფრის კითხვით, მაგრამ პლოტ ტვისტი თუ გინდათ გამოიცნოთ და პირდაღებული არ დარჩეთ გაუგებრობაში ჯობია უმეტესობა ვეშები წაიკითხოთ/მოისმინოთ.


ცოტა უფრო მეტი დამუშავება რო ქონოდა თამაშს, კაი შედევრალური ვეშის დადება შეილებოდა. მარა ეტყობა ისედაც სამჯერ შეიცვალა თამაშის კონცეპტი და პახოდუ Dishonored 2-ს აკეთებდნენ და აღარ გამოვიდა ეგ ამბავი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Ripster
Posts: 1443
Contact:

Re: Prey (2017)

Unread post#5 » 14 May 2018 16:49

ჯერ დასაწყისში ვარ და ყველაფერი არ გამისინჯავს, ამის მიუხედავად შთაბეჭდილების ქვეშ ვარ იმდენად კარგად და სწორად ითამაშება. ყველაზე მეტად რისიც მეშინოდა ის არ გამართლდა, dishonored 2 საი ფაიში არ არის, საერთოდ სხვანაირად ითამაშება და სხვა ტემპი აქვს.
ასწორებს

და რაც ძაააააალიან იშვიათად ხდება ხოლმე
პირველად რომ ჩავრთე და მენიუს მუსიკა დაიწყო ხუთი წუთი ვიჯექი კონტროლერისთვის შეუხებლად და ვუსმენდი ;დ

https://www.youtube.com/watch?v=0woIMIYWkPk
shake me, shake me
skyscraper
You'd better do something about that cough

User avatar
Ripster
Posts: 1443
Contact:

Re: Prey (2017)

Unread post#6 » 18 May 2018 23:36

ვთამაშობ პატარ პატარა სესიებით და ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ. გუშინ გადამხდა ერთი ისტორია. ვასრულებდი საიდ ქუესთს, ბევრი ვიბოდიალე იმისთვის რომ მიმეგნო საჭირო კარისთვის, ის კი ჩაკეტილი აღმოჩნდა. როგორც მახსოვდა ყველგან, სადაც შევძლებდი რამენაირად შესვლას ყველგან ვიყავი და გალუთული მქონდა, გასაღები კი მაინც არ იყო ჩემთან, ამიტომ ვიფიქრე რომ შემდეგ ლოკაციებში იქნებოდა, ეგ კი არ მხიბლავდა იმიტომ რომ დაბრუნება დამჭირდებოდა ისევ. კარი იყო მორგის ოთახში შესასვლელი, გვერდზე კი ახლოსვე იყო თანამშრომლის კომპიუტერი, სადაც შემთხვევით წავაწყდი მეილს რომელშიც ეწერა რომ რობოტის დაპროგრამების დროს გაეპარა შეცდომა და ამის გამო პერიმეტრის შემოვლის დროს რობოტი ჩაკეტილ კარებსაც აღებდა და შიგნით შედიოდა, მაგრამ ეს ხდება საათში ერთხელ. ჩემი სიზარმაცის გამო წავედი, დავდექი ამ კარის წინ და ვუყურებდი ორმოცი წუთი ეს რობოტი როგორ მოვიოდა ახლოს, გამოუშვებდა ხმებს და წავიდოდა ისევ თავის მარშრუტზე. იდეაში შემეძლო წავსულიყავი დამეკრაფტა ნეირომოდები და გამეკეთებინა ტიფონის აპგრეიდი ჩემთვის, რომლითაც შევძლებდი ჭიქაში ჩასახლებას და გისოსებში გაძრომას, მაგრამ ვიფიქრე ალბათ დედამიწაზე დაბრუნებაში შემიშლის ბოლოს ხელს თქო, თან მაგის გარდა სავარაუდოდ ტურელები გადამემტერებიან და ზედმეტი თავის ტკვილი არ მინდა თქო. ბოლოს როგორც იქნა მომბეზრდა ერთ ადგილას დგომა და ფანჯარაში შევიხედე. დავინახე კართან ღილაკი. სკანერის მეშვეობით მაგრად დავზუმე, სათამაშო არბალეტი ავიღე, გავისროლე და ღილაკს დავაჭირე.

კარი გაიღო.


მორგში ნაპოვნი ნეირომოდებით ტიფონის აპგრეიდი გავიკეთე.


ტურელები არ მერჩიან.

დედამიწაზე მაინც დავბრუნდები.
You'd better do something about that cough

User avatar
Ripster
Posts: 1443
Contact:

Re: Prey (2017)

Unread post#7 » 30 May 2018 16:30

ძალიან კარგი თამაში გამოდგა, არც ველოდებოდი ასეთს. ყველაფერი დასტოინ დონეზე აქვს და ყველაფერი ეხმარება შენ იმერსიას. აუცილებლად ითამაშეთ და ითამაშეთ ზუსტად ისე როგორც მოგინდებათ, იმპროვიზაციას და პირდაპირი გზიდან გადახვევებს ხელს უწყობს ფაქტობრივად ყველაფერი რასაც ხედავ შენ წინ. თამაშს ვერ გატეხავ, იმიტომ რომ ყველა ის გატეხვის შესაძლებლობა გათვლილია და რაღაც რივორდი გელოდება იმისთვის რომ მოგაფიქრდა, იქნება ეს რამე ინგეიმ ღირებულების თუ უფრო ფსიქოლოგიურ ჭრილში მოწოდებული. ტალოს 1 შესანიშნავად დამუშავებული ადგილია და ისეთ ადგილებს, შორთქათებს, პატარა სთორიებს პოულობ გულგრილი ვერ რჩები.
არტ დირექშენი, მუსიკა, ატმოსფერო :bubble:

ერთადერთი მინუსი რაც დამამახსოვრდა სულაც არ ეხება თამაშის შიგთავსს: შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ჩვეულებრივ ps4ის ვერსიას. ძალიან ხშირად გიწევს ლოკაციიდან ლოკაციაზე გადასვლა, თან ეს გადასვლები სწრაფი როცა არის არ ირღვევა ერთიანობა, ასეც არის იდეაში გათვლილი, მაგრამ ჩვეულებრივ პს4ზე მართლა წუთები ზიხარ და ელოდები შავ ეკრანზე ლურჯი ხაზი როდის გავა ბოლომდე. რაც უფრო შორს გადიხარ მით უფრო მეტჯერ გინდება და გჭირდება ხეტიალი ლოკაციიდან ლოკაციაში და იმდენად ამაზრზენი ხდება ეს ლოდინი მართლა რამდენჯერმე მაგის გამო გამომირთვია და დამიკიდია თამაში
არ ვიცი, ოპტიმიზაციის კუთხეა და უნდა მიეხედათ, ასე როგორ ჩამიჯვეს ამ შესანიშნავ იქსფირიენსში არ მესმის ;დ

მოკლედ ითამაშეთ
არაა ხშირი კარგი იმერსივ სიმები და ეს უდაოდ ერთერთი მათგანია
You'd better do something about that cough

Riddick
Posts: 8587
Contact:

Re: Prey (2017)

Unread post#8 » 30 May 2018 19:15

ზუსტად იგივე პრობლემა მქონდა მეორე დისჰონორდზე. თან საილენთ ასასინს ვიღებდი და სადღაც 70 საათი თამაშიდან 30 ლოადინგს უყურე )) არაა კონსოლის თამაშები ესენი აშკარად.
გამიხარდა რო გაგისწორდა. მეც არ წამიშლია ჯერ, ვერ ვიმეტებ, უნდა დაუბრუნდე.
ბიჭო და ატმოსფეროზე რო ვამბობდი რატომღაც არააქთქო (არ იგრძნობათქო) ეგ მომენტი დაამუღამე?
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

User avatar
Ripster
Posts: 1443
Contact:

Re: Prey (2017)

Unread post#9 » 04 Jun 2018 15:35

სიმართლე გითხრა, თამაშის დროს ხშირად მახსენდებოდა შენი საუბრები და ვერ მივხვდი რატომ მოგივიდა ასე. მე ატმოსფეროც მომეწონა, მუსიკაც, არტ დირექშენიც. რაღაც პონტში სტერილურობის გრძნობასაც იწვევდა და მაგას თუ გულისხმობ ატმოსფეროს არ ქონაში მაშინ სადღაც ახლოს ვართ ერთმანეთთან ;დ

ბაღში დავდივარ ქვესთებს ვასრულებ, შევეჩვიე სიმწვანეს და რაღაც პონტში დამავიწყდა კიდეც კოსმოსი. ჩანჩქერთან ახლოს ბრძოლა მომიწია მიმიკთან, ქანჩი მოვიქნიე ჩანჩქერის შუშა ჩაიმტვრა და მწვანე ბაღიდან სერ-რძისფერ ჩაბნელებულ რკინის კორიდორში ჩავვარდი. სადღაც 5 ჯერ იყენებს ამ ხერხს თამაში და ხუთივეს მოაქვს, არ აღიქმება როგორც გადამღერება, პირიქით გახსენებს და გაბრუნებს 'რეალობაში'.

crew quartersის საიდ მიშენი? ეკიპაჟი ბორდგეიმს რომ თამაშობდა. <3
You'd better do something about that cough

Riddick
Posts: 8587
Contact:

Re: Prey (2017)

Unread post#10 » 04 Jun 2018 20:59

ხო, სტერილურობა კაი სიტყვაა. არვიცი რატო ჩდება ეგ განცდა, მარა აი კოსმოსში რო გადიხარ, მაშინ იგრძნობა განსაკუთრებით. ვაკუუმი და ეს დროში გაყინულივით ყველაფერი. რაღაც აკლია. ეგ კოსმოსში გასვლები ყველაზე საინტერესო უნდა იყოს იდეაში (იგივე ბიოშოკში წყალში გასვლის ეფექტი მაინც უნდა ქონდეს) - ან კარგი სკაფანდრის ეფექტი, ფრენის კარგ განცდას რო გაძლევდეს, ან ბევრად მეტი მოძრავი ობიექტები, რო ცოცხალ გარემოს გავდეს, რავი რაღაც ჭირდება აშკარად. გაშეშებულ სურათში მოფარფატე კონსერვის ბანკასავით ვიყავი. არვიცი, შეილება ვამეტებ და ვინმეს პირიქით მაგრად გაუსწორდა..
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

Riddick
Posts: 8587
Contact:

Re: Prey (2017)

Unread post#11 » 11 Jun 2018 11:11

Prey: Mooncrash - თამაშს დაამატენს NG+ და კიდევ რაღაც ახალი რეჟიმები. DLC თემა უცნაური აქვთ, ყველა გასვლაზე სხვადასხვა ტიპის ექსფერიანსი იქნებაო. ვნახოთ საქმეზე რა გამოვა.
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

Return to “Adventure & Logic”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 9 guests