Prey (2017), PC, PS4, XOne

FPS, TPS, Slasher, Stealth, Side Scroller, Shoot 'em up, Beat 'em up, Combat platformer, Rail shooter...
User avatar
Riddick
Posts: 7718
Contact:

Prey (2017)

Unread post#1 » 02 Jun 2017 00:52

>>>

Prey - იგივე სახელწოდების მქონე თამაშის თანამედროვე ინტერპრეტაცია Arkane Studios-გან ( Dishonored სერიის ავტორები ). Prey მოვლენები ახლო მომავალში, 2032 წელს კოსმოსურ სადგურზე სახელად ტალოსზე ვითარდება, სადაც მთავარი გმირი მორგან იუ ექსპერიმენტალური ადამიანის ნიმუშის სახით არის წარმოდგენილი. იგი კოსმოსურ სადგურზე ადამიანის გენომის განვითარების ექსპერიმენტის მონაწილეა, მაგრამ მოულოდნელად მომხდარი მოვლენების გამო მისი როლი ამ ისტორიაში რადიკალურად იცვლება.

ადამიანების და უცხოების დაპირისპირების ეპიცენტრში მოხვედრილ მოთამაშეს, ერთი შეხედვით მიტოვებულ ტალოსზე უამრავი სახიფათო სიტუაციისგან მოუწევს თავის დაძრომა. თამაშის ჟანრი განისაზღვრება როგორც Immersive Sim, რაც გულისხმობს, რომ მოთამაშე არ იქნება შეზღუდული თავის მოქმედებებში და პირადი ინტერესის მიხედვით შეძლებს სხვადასხვა სიტუაციებიდან გამოსავლის მოძებნას. პირობითად მთლიანად გახნილი სადგური, რთულ და არაცალსახა არქიტექტურას გვთავაზობს, რომლის გამოკვლევაც ყველა მოცემული ჟანრის მოყვარულისთვის ძალზე საინტერესო და დასამახსოვრებელი უნდა გახდეს.
კვაზი-mode

User avatar
hellwalker
Posts: 3592
Contact:

Re: Prey (2017)

Unread post#2 » 20 Jul 2017 12:52

დავიწყე, კაროჩე სისტემ შოკია რა ფაქტიურად.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 3592
Contact:

Re: Prey (2017)

Unread post#3 » 20 Jul 2017 14:43

არის რა, სისტემ შოკივით ერთ სტანციას იკვლევ და მიყვები ტიპების ინსტრუქციებს. მარა კონტენტი ძაან ცოტაა და სთორი უღიმღამო, ბიოშოკის ან თუნდაც ამათივე დისჰონორდის დამუშავების დონე არ იგრძნობა სთორიში და ლეველ დიზაინში.

სამი ოთხი მტერი შემხვდა ჯერ, და ისიც რაღაც Shadow ობობა, Shadow კაცი და Shadow ტექნიკა. გრაფიკა რომ არ იყოს AAA ხარისხის და ანიმაციები, დანარჩენი ნაჩქარევად გაკეთებული ინდი თამაშის დონეზე არის.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
hellwalker
Posts: 3592
Contact:

Re: Prey (2017)

Unread post#4 » 21 Jul 2017 12:15

დავხურე. ცუდი არ არის, მაგრამ მარილი აკლია.
System Shock 2 -ის ნაირი წყობა აქ ზუსტად. იღვიძებ გაუგებრობაში კოსმიურ ლაბორატორიაში და ექსპლორაციით, იმეილების კითხვით და ჩანაწერების მოსმენით უნდა გაარკვიო რა მოხდა და ვის ენდო.
ჩემთვის აკლდა მაინც მრავალფეროვნება და ის სისტემ შოკისეული შარმი, დაძაბულობის და პარანოიის. სურვაივალის და რესურსების გამოზოგვის მომენტი აქაც არის, მაგრამ ძაან ცოტა იარაღია, არ არის ამუნიციის ვარიაციები. მტრები ათიოდეა და მთელი კომბატი ჩემთვის რაც შეილება მალე სახეში დრაბავიკის მიცემაზე დადიოდა რომ არ მომკვდარიყავი.
ჩელენჯი არის მაგ მხრივ, მაგრამ მომაბეზრა თავი, და ბოლოსკენ ჩამოვწიე სირთულე.
სთორი უფრო ჰორორის მოყვარულებს გაუსწორდებათ. მე ძაან დავიღალე ყველაფრის კითხვით, მაგრამ პლოტ ტვისტი თუ გინდათ გამოიცნოთ და პირდაღებული არ დარჩეთ გაუგებრობაში ჯობია უმეტესობა ვეშები წაიკითხოთ/მოისმინოთ.


ცოტა უფრო მეტი დამუშავება რო ქონოდა თამაშს, კაი შედევრალური ვეშის დადება შეილებოდა. მარა ეტყობა ისედაც სამჯერ შეიცვალა თამაშის კონცეპტი და პახოდუ Dishonored 2-ს აკეთებდნენ და აღარ გამოვიდა ეგ ამბავი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Return to “Action & Combat”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 6 guests

cron