Doom (2016), PC, PS4, Xone

| თამაშები ჟანრების მიხედვით |
FPS , TPS , Stealth , Slasher , Shoot 'em up , Beat 'em up , Platformer ...
User avatar
Ripster
Posts: 1439
Contact:

Doom (2016)

Unread post#1 » 15 Mar 2017 17:47

>>>
DooM

DOOM - პირველი პირის შუთერების ერთ-ერთი ფუძემდებლის გადატვირთვა ლეგენდარული სტუდია id Software-ისგან. ახალ Doom-ში სერიის კლასიკური ელემენტების გათანამედროვებულ ვარაინტებთან ერთად, ახალი გეიმფლეი მექანიკები დაემატა, რასაც თამაშის დინამიკა აქამდე არნახულ დონეზე აყავს. თქვენ შეგიძლიათ კონტაქტურ ბრძოლაში ეფექტურად და ბრუტალურად გაუსწორდეთ მონსტრებს, გახსნათ იარაღების სპეციალური მოდიფიკაციები, განავითაროთ პერსონაჟის შესაძლებლობები, აღმოაჩინოთ საიდუმლოები, შეასრულოთ ტურების მინი ჩელელჯები და სხვა. თამაში ფანებს ვიზუალური შემადგენლითაც არ დატოვებს იმედგაცრუებულს. განახლებული id Tech 6 ძრავი უამრავ ინოვაციურ შესაძლებლობას იძლევა, რომლის ერთ-ერთი მთავარი პლიუსიც მაღალი დონის გამოსახულების 60 FPS-ში მოწოდებაა. DOOM წინა სერიებისთვის ჩვეულ სიუჟეტურ ხაზს მიუყვება და სხვა განზომილებებში გადასასვლელი პორტალების შესახებ მოგვითხრობს, საიდანაც დემონური არსებები სამყაროს განადგურების მიზნით გადმოდიან.
You'd better do something about that cough

User avatar
Riddick
Posts: 8474
Contact:

Re: Doom (2016)

Unread post#2 » 15 Mar 2017 20:01

ესე შორიდან ვერ ვხვდები როგორ უნდა გავდეს ეს თამაში იმ ძველ დუმს. ვიზუალი იმენა სხვააქ, იმ ძველის ატმოსფეროს ნაღდად არ მაგონებს. მარა მექანიკის სისწრაფეს და დინამიკას აქებს ბევრი. მე ისეთ პონტშივარ ძველ სერიებს უფრო ჩაუჯდებოდი ეხა ჩისტა გამოტოვებული კლასიკის პონტში (ცოტცოტამაქ ნათამაშები ფრაგმენტულად).
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

User avatar
hellwalker
Posts: 3999
Contact:

Re: Doom (2016)

Unread post#3 » 15 Mar 2017 20:19

Doom და ID's თამაშებს ზოგადად ვერასოდეს ვუმუღამებდი. მარა ამ ნაწილს ნახავდა კაცი. წინებში არ მიყვარდა კამერა და კონტროლერი, ძაან რაღაცნაირი მფრინავი კამერის ეფექტს მიტოვებდა და უფრო სხვანაირი, ნელი და დამჯდარი მოძრაობა მიყვარს შუტერში. მარა ბევრ რამეში სამაგალითო თამაში იყო და სტანდარტების დამაწესებელი.
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

User avatar
Ripster
Posts: 1439
Contact:

Re: Doom (2016)

Unread post#4 » 17 Mar 2017 01:43

93 წლის თამაშის ლოკაციების გადმოტანა 2016ში ცოტა რთული ამბავია ნამდვილად. ორ პიქსელიანი ტექსტურების სამყაროში რომ ხვდები უფრო მეტად მოდის მოთამაშის ფანტაზიაზე დატვირთვა და უფრო ისე აღიქვამ როგორც გადაამუშავებ თავში. თემატიკა და ლოკაციების ხასიათი ფაქტობრივად ერთი და იგივე აქვს, თამაშიც იგივეა, უბრალოდ დეტალიზაციის გამო რაღაც გამოკვეთილი სახე მიიღო, უფრო დამაჯერებელი და რეალური ვიდრე ის 24 წლის წინანდელი იყო და განსხვავებასაც ალბათ მაგიტომ ხედავ, თორე იგივე კომპლექსებია, იგივე მონსტრები, იარაღები, ანუ იმენა ძველი დუმია ;დ.
აი ახალი ვულფენშტეინის და ძველის განსხვავებებს უფრო ვხედავ ამ კუთხით ვიდრე ძველი დუმების და ამის შორის.
უშუალოდ გეიმფლეის კუთხითაც ზუსტად იგივე თამაშია: დიდი გახსნილი ლაბირინთი, ბევრი მონსტრი, ბევრი იარაღი, მოქმედების სისწრაფე და თანამედროვე ტექნოლოგიებით გამოწვეული ახალი ძალიან ლოგიკური და დუმური' სიახლეები.

აი მესამე დუმი იყო საერთოდ სხვა თამაში. დაჟე არც დამიხურავს, მაგ პერიოდში ჰალფ ლაიფ 2ზე ვიჯექი მახსოვს ;დ ყველაფერს მოწყვიტეს და ცალკე რაღაც ნელი ჰორორ ექშენი გაჩითეს
You'd better do something about that cough

User avatar
Riddick
Posts: 8474
Contact:

Re: Doom (2016)

Unread post#5 » 24 May 2017 23:48

ვერ მოვითმინე და ვიყიდე. მაინტერესებს უკვე დიდიხანია. ხოდა ნუ დავიწყე თამაში, აუწიე ყველაფერს, მათშორის სიძნელესაც და არ წავიდა. სადღაც 60 წუთი ვითამაშე და აი ზუსტად ეს თემა დამხვდა. ერთ სროლაში 50% გაკლდება და +3 +4 გემატება. არაფრის მომცემი წვალება. ხოდა პატიოსნად გამოვედი, დაუწიე სიძნელეს ნორმალზე და გავაგრძელე. გავაგრძელე და პირველივე ბრძოლაში ამუშავდა ყველაფერი. თავიდან თუ ჟღვლინტიანი ტიპი მეგონა თავი უცებ კაცობრიობის გადამარჩენელ სიკვდილის იარაღად გადავიქეცი )) და ნუ ღადაობა იქეთ იყოს, მარა დინამიკა, სიჩქარე, გრაფიკა, ძალიან მაგარია. ტურები ჯერ ძაან არ გაზრდილა, მარა სწორხაზოვნება რო არაა ასწორებს, უფრო კომპლექსური არენებივით არი. და რაცმთავარია სუ დახურულ სივრცეში არ ხდება მოქმედება, რაც უმეტესობა მსგავსი თამაშის პრობლემაა ხოლმე, ეტყობა ეგეც დაამუღამეს. ითამაშება რაღაც სასწაულად გემრიელად, მარა როგორც აღვნიშნე, არა ბოლო სიძნელეზე . ერთი სიტყვით სადღაც 2 საათში უკვე საბოლოოდ ჩავარდი მუღამში და აწი ვნახოთ.
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

User avatar
Riddick
Posts: 8474
Contact:

Re: Doom (2016)

Unread post#6 » 01 Jun 2017 03:18

დავხურე. სადღაც 15 საათი გამომივიდა და იმის მიუხედავათ რო ესეთი ბეზბაშენნი ექშენი უკვე აღარ მიტაცებს, მაინც დიდი სიამოვნება მივიღე. სიამოვნება კიდე უშუალოდ ხარისხმა მოიტანა, ხარისხმა და 60 FPS-ში გამანადგურებელის სიჩქარით გადაადგილებამ (ოპტიმიზაციის ეტალონია). უმაღლეს დონეზეა გაკეთებული, ეს ახალი ძრავი შოკოლადივით ნაშას გავს და ეტყობა რო ჩააქსოვეს რაც შეძლეს. დამატებულია თანამედროვე თამაშების ფიჩერები და გათანამედროვებულია თვითონ ძველი დუმის ფორმულა. რაც ერთის მხრივ ძაან მაგარია, მარა მეორეს მხრივ გარკვეული პრობლემებიც არი. აი მაგალითად პერსონაჟის განვითარება და რუნების ჩადება სრულიად უადგილო, თითიდან გამოწოვილი მომეჩვენა. არი იმიტო რო იყოს. იარაღების განვითარებაც დიდი ვერაფერი, მარა ბოლო სთეფი, მინი ჩელენჯის სახით საინტერესოა. ტურების ამბავიც არაცალსახაა. არი რეალურად გახსნილი, ვერტიკალური და ეტაპობრივად გახსნადი, საინტერესო ლოკაციები, მარა არი მულტიფლეიერის მსგავსი არენებიც, რომელზეც უკვე იკარგება ექსფლორაციის მუღამი. მთლიანობაში მაინც დადებითი შთაბეჭდილებაა რადგან ვიზუალურად ძალიან ნიჭიერი მხატვრების ხელშია გამოვლილი. აი იარაღების მხრივ ყველაფერი ხუთიანზეა. გვაქ სადღაც 9 იარაღი და თითოზე ორი მოდიფიკაცია + ერთი სფეშალ სტვოლი რომელიც დედას დედაზე ... და სამი ტიპის დამატებითი შესაძლებლობა (ლიმონკები). ამხელა არჩევანი FPS ოქროს ეპოქის მერე არ მინახია თამაშში და თან რაც მთავარია ყველა იარაღს თავის გამოყენების ტაქტიკააქ. სადღაც 20 საათი რო ყოფილიყო უფრო უკეთესი იქნებოდა, იმიტო რო არსენალის ვარიაციამ ბოლომდე ვერ ამოწურა თავი სანამ თამაში დამთავრდებოდა, მარა რაც თავიდან მეგონა იმ ხანგრძლივობას მაინც ბევრად გადააჭარბა. იტოგში რებუთის სირთულის ამბავი რო მესმის ძალიან მაგარი ნამუშევარი დადეს და ისე მთავრდება მალე აშკარად გაგრძელებასაც გამოაცხობენ (y)
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

User avatar
Riddick
Posts: 8474
Contact:

Re: Doom (2016)

Unread post#7 » 01 Jun 2017 03:32

https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

User avatar
Riddick
Posts: 8474
Contact:

Re: Doom (2016)

Unread post#8 » 06 Jun 2017 14:30

ვნახე მულტიფლეიერი ერთი ორი დღე და მივხვდი რო ჩემი არაა. ან ჩემი არაა, ან პროსტა ბოლომდე ის არაა რაც უნდა იყოს. პირველ რიგში რაც მუღამს გაკარგვინებს არი იარაღები, რომლებიც თამაშის სთორის ანალოგებს საერთოდ არ შეესაბამება. და თუ სიუჟეტის დროს რომელიმეს მაგრად დაუმუღამე, აქ ვერცერთის მიმართ ვერ გავიჩინე სიმპატია. არ მომეწონა თვითონ ტურებიც, ძაან აჭრელებული მინი არენები. და თვითონ თამაშის ტემპი, არც ჩქარი, არც ნელი, უფრო რაღაც გაუგებარი. ტაკშტო გადავწყვიტე სხვა დროს დაუბრუნდე და ეხა რამე სხვით გავერთო.
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

User avatar
Ripster
Posts: 1439
Contact:

Re: Doom (2016)

Unread post#9 » 11 Aug 2018 16:14

You'd better do something about that cough

User avatar
Riddick
Posts: 8474
Contact:

Re: Doom (2016)

Unread post#10 » 11 Aug 2018 22:35

კაკრას ეხა უყურე გეიმფლეის გარჩევას :)
https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

User avatar
Riddick
Posts: 8474
Contact:

Re: Doom (2016)

Unread post#11 » 14 Aug 2018 02:01

https://www.youtube.com/watch?v=5Ttxso_Aedg

User avatar
Ripster
Posts: 1439
Contact:

Re: Doom (2016)

Unread post#12 » 14 Aug 2018 10:29

არა ძმაო რა, მაგრად მევასება ეს თამასი, შესანიშნავი რიბუთია და შესანიშნავად მუშაობს.
მაგრად მინდა მეორეს თამაში, ორიგინალებშიც ყველაზე მეტად მეორე მომწონდა. სიამოვნებით ჩავუჯდებოდი ახლა რომ იყოს ხელმისაწვდომი
You'd better do something about that cough

Return to “Action & Combat”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 9 guests