Far Cry Primal, PC, PS4, XOne / გამოცდილება

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Far Cry Primal

Unread post#1 » 03 Mar 2016 02:57

Far Cry Primal
>>>

Far Cry Primal გახლავთ ცნობილი სერიის უჩვეულო განშტოება, Ubisoft ერთგვარი ექსპერიმენტი, თამაშზე რომელზეც თავისუფლად შეიძლება ამ ექსპერიმენტის ჩატარება. ამის მიუხედავათ, Primal სეთინგი იმდენად მოულოდნელი აღმოჩდნა, რო ზოგი უბრალოდ ვერ მიხვდა თუ რა შეილება ხდებოდეს თამაშში. პირადად მე კი ეს ამბავი ძალიან მიხარია, რადგან ისეთი თამაშისთვის როგორიც არის Far Cry, სიუჟეტის ქვის ხანაში გადატანა უბრალოდ არ შეიძლება რო დადებითი მოვლენა არ იყოს )) მე ურჩევდი რო საერთოდ ამოეღოთ ეს შემადგენელი და მგონი ნელნელა მაქამდეც მივლენ. მაგრამ სანამ ეს მოხდება, Gay-ბს (ქართულად ვერ ჟღერს) და შიზოფრენიკებს, შეცვლიან ველურები. რაც იმას ნიშნავს, რომ გვექნება ბევრი გაუგებარი, ყმუილის მსგავსი ხმები, რომელსაც ქვვით ედება სუბტიტრები, რაც დარწმუნებულივარ ზუსტად ისე წარმოაჩენს სიუჟეტს როგორც ამ შესანიშნავი კომპანიის თამაშები იმსახურებენ. მარა რეალურად ამ თემის გახსნა Ubisoft-ის თამაშებისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვის გამო ნამდვილად არ გადამიწყვეტია. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ვწერ, არის თამაშის გეიმფლეი მომენტები, რომლებიდან უმრავლესობაც, გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ ასევე ძალიან სასაცილოდ იქნება შესრულებული. მაგალითად მოთვინიერებული ბუ რომელიც ვითარდება და ბოლო ლეველზე, ლიმონკების მსგავსად, ფუთკრის სკებს ესვრის მტრებს, ან მამონტებით მანქანებივით სიარული, პრაბელზე რუჩნოი. ერთი სიტყვით Ubisoft. და კიდევ ერთხელ მარა. სანამ დავამთავრებ, მინდა ჩამოვწერო ის პოზიტიური ელემენტები, რომლებიც თამაშის პრევიუებიდან ავკრიფე. ესეთი კი რამდენიმეა. პირველ რიგში ისევ და ისევ სეთინგი. ქვის ხანა, რომელიც მსგავსი სიდიდის კომპანიებს ჯერ არ ქონიათ, ბიუჯეტი კი ესეთ მომენტებში ძალიან კარგად აჩენს იგივე ტიპის ინდისა და სერიოზულ პროექტს შორის განსხვავებას. ამას რო თავი დავანებო, უბრალოდ საინტერესო იქნება ისეთ გახსნილ სამყაროში ყოფნა, რომელშიც ბანალურად საავტომობილო გზები არ არი, ანუ ბუნების პირვანდელობის შეგრძნება. შემდეგ თვითონ საბრძოლო სისიტემა, ანუ არანაირი ცეცხლსასროლი, მხოლოდ ეგზოტიკური იარაღები, რომლებიც ფუჭდება და მუდმივ აღდგენას საჭიროებს. რაც თუ ნორმალურად იქნა გაკეთებული, ნამდვილად მოიტანს შესაბამისი ატმოსფეროს შეგრძნებას. ასევე, ვისაც მესამე გითამაშიათ, აუცილებლად გემახსოვრებათ ველური სამყარო, ანუ როდესაც სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტი ერთმანეთის წინააღმდეგ არი მიმართული, რაც თავგადასავლის დროს ისეთ მომენტებს ქმნის, რომლებსაც გადააქ უშუალოდ მოთამაშისგან ყურადღება და ქმნის რეალისტურობის ილუზიას, რომელსაც შეტაკების სპონტანურობა და შედეგის მოლოდინი კიდევ უფრო ამძაფრებს. ერთი სიტყვით ავტომატურად გენერირებადი მოვლენები, რომლებიც წესით Primal-ში ყველაზე მეტი და ყველაზე ბუნებრივი უნდა გამოვიდეს. რადგან აქ ყველაზე მეტი სახეობის ცხოველია, ხოლო მომენტები როცა ავტომატით შეიარაღებულ ჯარისკაცს, ციდან არწივი ეცემა თავზე, უბრალოდ გამოირიცხება. ამ ყველაფერთან ერთად, და სიუჟეტური ხაზის უკანა პლანზე გადასვლის გამო, რამაც ერთგვარი სიცარიელე გააჩინა, თამაში უფრო გადახრილი იქნება RPG მექანიკებისკენ, რაც სამყაროს გამოკვლევას და მასთან ინტერაქციას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. ანუ როგორც ხედავთ ძალიან არაერთგვაროვანი და ბუნდოვანი პროექტია, რომელსაც მე ალბათ ჯერ კიდევ გარკვეული პერიოდი ვერ ვითამაშებ. მაგრამ მაინტერესებს და გიტოვებთ თემას, მოყევით რა და როგორ იქნება, რა გაამართლებს ჩემი ვარაუდიდან და რეებში შევცდი.

>>>

Riddick
Posts: 11696

Re: Far Cry Primal

Unread post#2 » 06 Mar 2016 04:38

https://www.youtube.com/watch?v=-6vk-QRqh80
ყველაფერი მეტნაკლებად საინტერესოა, ხშირად მეორდება, ბოლოს ალბათ სისხლი მოგდის თვალებიდან, მარა მაინც საკაიფოა, პროსტა ბუ ხალხს რო ხოცავს, ეგეთი ტიპი იყო მაგ დროს ვინმე? არი მსგავსი ბუ ცნობილი? მტაცებელი ბუ, ადამიანებზე მონადირე ბუ...
https://secure.img-shopto.net/ShopToMed ... FA54/B.jpg

User avatar
SLaYeR
Posts: 6136

Re: Far Cry Primal

Unread post#3 » 06 Mar 2016 04:56

სმილოდონს ხო ითვინიერებდნენ ხორცით :DDD დავსერჩე და 1 მეტრიანი ბუს მსგავსი არსება არსებობდა რომელსაც ფრენა უჭირდა, მარა ეგაც დიდ მღრღნელებზე ნადირობდა, ადამიანზე ტრუხაა. ნუ ასეთ fictional სეთინგში არაა ეგ დიდი პრობლემა, თუმცა უკეთესის მოფიქრებაც შეიძლებოდა.
From the shards of tattered dreams I rose, unwilling. Tossed upon tides of pain that flowed and ebbed and left me searingly awake and more revoltingly... alive.

User avatar
hellwalker
Posts: 5840
Contact:

Re: Far Cry Primal

Unread post#4 » 06 Mar 2016 10:57

რაღაც რევიუ ვნახე იმდგეს, არ ვიცი ატრაკებს თუ არა მარა ვერდიქტზე მაგარი ვიცინე.
"აიღესო Far Cry, ჩაანაცვლეს გრანატები ფუტკრის სკებით და დაშიპესო"
O Elbereth! Gilthoniel!
We still remember, we who dwell
In this far land beneath the trees,
Thy starlight on the Western Seas.

Riddick
Posts: 11696

Re: Far Cry Primal

Unread post#5 » 20 Dec 2017 02:17

გაცადეთ ამდენი მარა მაინც მე მომიწია თამაში.
PS4 რო ვიყიდე ნაპოვნის ფასად, თავაზიანმა მფლობელმა აკაუნტიც მომცა, რომელზეც პრიმალი და კიდევ ერთი თამაშია ნაყიდი. თავიდან მაგრად მეკიდა, დავიწყებული მქონდა ეს თემაც და ინტერესიც 0, მარა სუფთა კონსოლის გატესტვის ამბავში ჩავრთე და გაგიკვირდებათ მარა 18 საათამდე ავედი დღეს. ცაზე რო ვარსკვლავები კარგად დალაგდება და ერთი 30 ფაქტორი ერთმანეთს წარმატებულად დაემთხვევა ისეთი გავარდნა თამაშია და სარკაზმით არა, რეალურათ ეგრეა.
ზოგადად წარმატებულობის მთავარი გენერატორი არი სეთინგი, როგორც ზევითაც აღმინიშნავს. სერიისთვის დამახასიათებელი პირობითობები, რომლებიც თანამედროობაზე მორგებული მარაზმს აგენერირებს ეკრანზე, პრიმალის სამყაროში კარგავს სისულელის დოზას და მუშაობას იწყებს.
აი მაგ, მოწინააღმდეგის თავში შუბი გაარჭე ბუჩქებიდან და მისი თანამგზავრი არაადეკვატულად იქცევა. ცუდი ხელოვნური ინტელექტი? არა, უბრალოდ ჯერ ევოლუცია განუცდელ ადამიანს ძაან უხდება მსგავსი მოქმედება )) ნუ თუ არ უხდება ყოველშემთხვევაში ბუნებრივად აღიქმება. აქ არ ხდება ისე რო შეიარაღებული ბანდფორმირების ჯგუფს მარტორქა გამოეკიდოს და მეორე მხრიდან სპილო დაეცეთ. აქ მამონტი დასდევს შუბიან, ნახევრად გახდილ ტიპებს და მსგავსი მოქმედების ყურება ბევრად საინტერესოა. სეთინგი იმდენად კარგია, რომ დეველოპერბმა თავისი ენა მოიფიქრეს ხრიკის პონტში და 10 სხვადასხვა ენაზე გადათარგმნის მაგივრად თამაში მარტო ერთზე ჟღერს, დანარჩენს კიდე სუბტიტრები წყვიტავს. მარა ესეც პლიუსად მუშაობს. იგივე დატვირთვა მოდის სიუჟეტზე. ბანალურ მოვლენას დაბალი დონის განვითარების ფაქტი ჭამს. და ესე იკრიფება ის ცნობილი მინუსები რითიც უბიკების თამაშებია ცნობილი.
მარა არი რეალურად კარგი მიგნებები, რასაც ნამვილად ვერ დაუკარგავ და მინდა რო ეგენიც ჩამოვთვალო. და დავიწყებ გახსნილი სამყაროთი და ზოგადად ბუნების სილამაზით, რაც რეალურად ყველაზე დიდი სურპრიზი აღმოჩნდა და პირველ რიგში ამ ელემენტის გამო ვთამაშობ. ტყეებში სიარულმა, ნადირობამ და გამოკვლევამ თამაშების ბავშობის მუღამები აღმიძრა. ლანდშაფტი სერიოზულად იცვლება, არის ვერტიკალურად აწყობილი და მრავალფეროვანი.
დალშე მინდა გამოვყო პერსონაჟის განვითარება. რასაც ანვითარებ უმეტესობა გეიმფლეის შემცვლელია და პროცესს მრავალფეროვნებას მატებს. მთავარია სიძნელე არ მოკლას იმ დონეზე რო აზრი დაკარგოს, მარა ჯერჯერობით კარგია.
ამას ემატება იარაღები, ამუნიცია და მათი აფგრეიდი სხვადასხვა ტიპის რესურსების დახმარებით. და ეს პროცესიც ძაან საკაიფო და საგრძნობლად რევორდინგია.
და მესამე, თვითონ სოფლის განვითარება, პოპულაციის გაზრდა და მთავარი პერსონაჟების პირობების გაუმჯობესებით, ზევით ნახსენები ამუნიციის, ან შესაძლებლობების განვითარების გახსნა. ანუ ეს სამი მექანიკა როგორც ერთი მთლიანი ისე მუშაობს და თუ მთელი თამაში ერთი კაცისთვის რესურსების გროვება ძაან თითიდან გამოწოვილია, ამ შემთხვევაში ეს მომენტიც ბუნებრივად ჩასვეს.
და ბოლოს სიძნელე. სიძნელე აუცილებლად უნდა იყოს ყველაზე მაღალი, რომელიც რეალურად ნორმალია. ამ "ნორმალზე" ქრება ისეთი შესაძლებლობები როგორიცაა მკვლელი ბუ, სიცოცხლის ავტომატური რეგენერაცია, ეთხელ კნოფკაზე დაჭერით ყველა ისრის კრაფტი და მსგავსი თამაშისთვის აფსოლიტურად არა საჭირო გამარტივებები. გამარტივებები იმიტო, რო ესე პერსონაჟს სტამინაც ეცლება, სიცივეში იყინება კიდევაც და რესურსებიც ძაან საკაიფოდ მიდის. თუ მოთვინიერებული ცხოველი მოგიკლეს, მკვდარი რჩება და ახალი უნდა ეძებო და ა.შ. ნორმალზე თამაშით კიდე ეს ყველაფერი პროსტა აზრს კარგავს ისეთი ადვილია. პირიქით, კიდე ერთ სიძნელეს ძალიან კარგად აიტანდა.
ამდენის დაწერას ნამდვილად არ ვაპირებდი, უფრო სქინების დასადებად შემოვედი და ბარემ :
სოფელი #
ესეთ ადგილებში დადიხარ და არ გჯერა ისეთ ვიდზეა # # # # #
ღამე # #
დავწერ პროგრესის პარალელურად კიდე. მესამე Far Cry ექსფერიანსი ჯერ არ დამვიყწებია.

Riddick
Posts: 11696

Re: Far Cry Primal

Unread post#6 » 22 Dec 2017 00:45

ზევით თამაშის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ელემენტის აღნიშვნა დამავიწყდა. რუკა აქ ძველი RPG-ების მსგავსი, ანუ სადაც გაივლი მარტო ის ადგილი ჩანს. და უცებ მაგია ჩაირთო, ბეისიქ კონტენტი დავიკიდე და მეფის პატარა მონაკვეთის გახსნა ვცადე (სადღაც 3 საათი)...
Saber-toothe რომელზე დაჯდომაც უკვე ნასწავლიმაქ ერთი ორი დღეა და არ მიხმარია, უცებ აღმოჩდა რო ერთ-ერთი ყველაზე საკაიფო მაუნთის მექანიკაა თამაშების ისტორიაში )) იმენა უნახავი სოფლელივით ვიგრიალე ტყეში https://i.imgur.com/YreoeBH.png . https://i.imgur.com/iJE4Esp.png და ნუ შუბით რო რეარ ირემს გამოვეკიდე მზის ჩასვლის ფონზე უკვე ცვეტში ავცუნდრუკდი 12 წლის ბავშვივით https://i.imgur.com/vThBxpn.png )))
აი ვიჩერი ხო ესე ასწორებს მესამე, მარა თავისუფალი თავგადასავლის განცდა იმდენად დიდი მოვლენაა რო ვიჩერი კიარა ბოლოს ნამდვილად არ მახსოვს ესეთი ემოციები როდის მივიღე.
ბუნება მართლა ბუნება და კაროჩე რას დებს https://i.imgur.com/lrG1APG.png . https://i.imgur.com/DrhqMS9.png . https://i.imgur.com/zZrDYly.png . https://i.imgur.com/gW2WtcK.png და რო დადიხარ ნელი ტემპით ამ სილამაზეში უცებ რაღაც შენი მუღამები გიჩნდება. აი მოდი იქ მივალ აბა და მოდი ამას ვნახავ )) ღამე რო მიდიხარ სადღაც უღრან ტყეში და უცებ ხევის თავში მოქცეულს ესეთი ხედი რო გაგეშლება https://i.imgur.com/9cSYWl0.png (მგლის ყმუილის ფონზე) არ შევეცი სიუჟეტს? ))
თიმ B.C.

პ.ს. სლეიერ ჩვენ პატარაობაში რაღაც რუსული, ნიტო ქართული წიგნი იყო პალეოლითზე, ძაან დარკ ილუსტრაციებით. ერთი სიტყვით უმაგრესი დახატული იყო, მთელი თამაში სუ იმის ნახატები მიტრიალებს თვალწინ. ხოარ გახსოვს? ეხა მაგ წიგნის გამო რამე სერიოზულს დავთმობდი ))

Riddick
Posts: 11696

Re: Far Cry Primal

Unread post#7 » 03 Jan 2018 00:30

დავხურე 50% ზე მარა 4 ეჩივმენტი დამრჩა, რაღაც ერთფეროვან საიდებს თავი არ შევაკალი.
ძაან საკაიფოა. გაბანძების მოლოდინი არ გამართლდა, რამე არაადეკვატული ამოვარდნა არ შემიმჩნევია. სიუჟეტი ნორმალური, დამაჯერებელი თემაა, პროსტა ამ სამი კლანის ომის გარშემო ტრიალებს.
სიძნელეს ჰარდს გირჩევთ. კაია რეალურობის მხრივ უფრო. ფეთის სიკვდილი მაგრად გიტყდება, ნადირობა და ღამე გასვლები გიწევს. რესურსებს სუ აგროვებ და იარაღებს კრაფტავ. რაცმთავარია გადგება ყველა თამაშის მექანიკა, თრეფებიდან დაწყებული, ფოიზონ ბომბებით დამთარვებული. ისე არაა რო რამემ ბალანსი დაარღვიოს. აი ავანპოსტი იყო რამდენიმე ისეთი საკაიფო დონეზე ძნელი რო ცალკე ექსფერიანსი გახდა.
სტელსით რო იწყებ და რაღაც რო არ მიდის დაგეგმილათ, იქ იწყება სერიოზული იმრპოვიზირებული დაგნარი, ბოლოს სასროლი რო არ გაქ და დუბინკას რო გაუშვებ სახეში, ან ცეცლიანი ისრით ბალახს რო მოუკიდებ, მდინარეში რო გადაეშვები და (ზევით ესენი).
ერთი ავანპოსტის აღება 6 ჯერ ვცადე. ყველანაირი ტაქტიკა გამოვიყენე, მარა ბოლოს მაინც გამართლებამ მიშველა.
ბურექსა იყო ძაან სერიოზული თანამებრძოლი და სევდიან გარემოებებში დავკარგე
გეიზერები https://i.imgur.com/iMKFv1m.png . https://i.imgur.com/BkKJnJC.png
>>> . https://i.imgur.com/iNrl2mX.png . https://i.imgur.com/1137apI.png

კარგი რამეა და სავარაუდოთ ამ სეთინგში ძაან დიდიხანი არ იქნება კიდე არაფერი

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 86 guests