Zeno Clash 2, PC, X360, PS3 | ინტერვიუს ფრაგმენტი |

თამაშის < ანონსი < რელიზი < გამოცდილება < მიმოხილვა < სპეც
Riddick
Posts: 11696

Zeno Clash 2

Unread post#1 » 07 Jul 2009 14:30

>>>

TAKEitGAME-ის ექსკლუზიურ ინტერვიუში, Carlos Bordeu-მა კომპანიის ახალი პროექტის, Zeno Clash 2-ის დეტალები გაახმაურა.

"ჩვენ არ გვინდა, რომ თამაში გამოვიდეს სამყაროში შეზღუდული გადაადგილების პრინციპით... მაგრამ თუ რამდენად "გახსნილი" სამყარო იქნება მასში, ჯერ არ ვიცით. ჩვენ ხომ არცთუისე დიდი სტუდია ვერთ, ასერომ ვნახოთ რის გასაკეთებლათ გვეყოფა ძალა, უკვე ჩამოყალიბებული პატარა ჯგუფით. როგორიც არუნდა იყოს შედეგი, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ თამაში გამოვა ბევრად დიდი და უფო "გახსნილი" ვიდრე პირველი ნაწილი, რომელიც უმეტესწილად არის მხოლოდ Fighting ჟანრის."

"Zeno Clash-ის გაგრძელება შეინარჩუნებს პირველი ნაწილის fighting-ასპექტს პირველი ნაწილიდან. ჩვენ მრავალფეროვანს გავხდით არამხოლოდ ბრძოლის სისტემას, არამედ დავამატებთ ბევრ ახალ ელემეტებს თამაშში იმისთვის, რომ თამაშის პროცესი გახდეს გაცილებით მდიდარი."

User avatar
Ripster
Posts: 1854

Zeno Clash 2

Unread post#2 » 24 Sep 2011 19:55

პირველი რომ ვითამაშე რაღაც ძალიან სტრანნნი იყო :|
მართვა არ მომეწონა მე და ეს სორსის ენჯინიც არ უხდებოდა ჩემი აზრით
თვითონ სტილი მაგარი იყო
უცნაური და რავი მე მომეწონა :D
იმედი მაქვს ამას უფრო დახვეწენ.
პუჭურ პუჭურ ჩაიხაან
შენ ისეთი კაი ხარ
აიფხან თუ ჩაიფხან
გაიხარ და გაიხარ

ჩემო პუჭურ ჩაიხან

Riddick
Posts: 11696

Zeno Clash 2

Unread post#3 » 25 Sep 2011 01:07

ამაზე თუ კიდე მუშაობენ კარგია. პირველი სიურპრიზი იყო. პატარა ხანგრძლივობის მიუხედავათ, ძალიან დასამახსოვრებელი ატმოსფერო, სტილი და პერსონაჟები (სახეში მუშტების რახა-რუხიც მაგრად ასწორებდა).

Riddick
Posts: 11696

Zeno Clash 2

Unread post#4 » 19 May 2013 03:45

გამოსვლის ინფო:
Release Date: Apr 30, 2013
Developer: Ace Games
Genre(s): Action
Metascore 60 out of 100
User Score 7.5 out of 10

მინიმალური სისტემური მოთხოვნები:
OS: Windows XP/Vista/7
Processor: Intel Core 2 Duo @ 2.2 Ghz / AMD Athlon 64 X2 4400+
Memory: 2 Gb
Hard Drive: 5 Gb free
Video Memory: 512 Mb
Video Card: nVidia GeForce 8800 / ATI Radeon HD 3870
Sound Card: DirectX Compatible
DirectX: 9.0c

ხოარ გინახავთ ვინმეს?

Riddick
Posts: 11696

Zeno Clash 2

Unread post#5 » 12 Nov 2013 18:10

დავხურე. ერთი ორი საღამო ისევ იმ ძველ სურიალისტურ სამყაროში დავბრუნდი, მარა ამჯერად გაზდილი იყო მაშტაბები. ფსევდო ოუფენვორლდი საკმაოდ სასიამოვნოდ აღიქმება და გარკვეულწილად საკაიფო თავისუფლების შეგძნებასაც ტოვებს (FPS Beat 'em up-ის კვალობაზე სკაირიმია). თან ყველაფერი არასტანდარტულია. ვიზუალი მართლა უნიკალური აქ და თამაშის რეალურად ერთერთ ყველაზე ძლიერ მხარეს წარმოადგენს . იმდენად უცხოა რო დაჟე რაიმესთან შედარებაც მაგრად მიჭირს (ისევ პირველ ნაწილს თუ შევადარებ). გეიმფლეი დაახლოებით იგივე დარჩა, ცოტა დაანავაროტეს, მარა პირველის ვარიანტი უფრო მომწონდა სიმარტივის პონტში (საერთოდ ისეთი მექანიკაა ნამდვილად არ ჭირდება ნავაროტები, რაც უფრო მარტივია მით უფრო გსიამოვნებს ჩხუბი). ისტორია პირველის დასასრულიდანვე გრძელდება, ამიტო ჯობია რაიმე ვიდეო ნახოთ, გაიხსენოთ რა ხდება და ისე მიყვეთ მეორეს, რადგან მსგავს სამყაროში გათამაშებული ამბების თვალყურის დევნება მართლა საინტერესო რამეა.
ერთადერთი რაც არ მომეწონა, ესაა თვითონ თამაშის ძრავი. რაღაც ძალიან ძველი და უკვე გასული თაობის პროექტივით იგრძნობა, მარა მთლიანობაში იმდენი დადებითი მხარეაქ, რომ საერთოდ აღარ ვაქცევდი ძრავის მხრივ პრიმიტიულობას ყურადღებას.
რავი ვისაც არ გინახავთ ნამდვილად გირჩევთ. მე ორივე მომწონს და თუ რაიმე უცხოს და ორიგინალურის ხასიათზე იქნებით სავარაუდოთ თქვენც მოგეწონებათ.

Return to “Products”



Who is online

Users browsing this forum: No registered users and 52 guests